საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №483
1996 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტის შექმნის შესახებ
1. საქართველოს მსუბუქი მრეწველობის განვითარების საერთაშორისო ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის, დარგის პოტენციური შესაძლებლობების უკეთ გამოყენებისა და საწარმოთა საბაზრო-ეკონომიკური ურთიერთობების პირობებში ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურაში შეიქმნას მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტი.
2. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მრეწველობის დეპარტამენტს მოეხსნას მსუბუქი მრეწველობის დარგის ფუნქცია და გადაეცეს იგი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტს, რომლის ცენტრალური აპარატი ჩამოყალიბდეს მრეწველობის დეპარტამენტის აპარატისა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის გადანაწილების ხარჯზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროს მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტისათვის დამატებით გამოყოს სამი საშტატო ერთეული.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტის შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
- სად არის „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტის შექმნის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1278452/