ქვემო ქართლის მხარეში აგრარული რეფორმის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №500

1996 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

ქვემო ქართლის მხარეში აგრარული რეფორმის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

„ქვემო ქართლის მხარეში მიწის რეფორმის ექსპერიმენტის განხორციელების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 19 აგვისტოს №321 და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის №166 ბრძანებულებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და სოფლად ერთიანი აგრარული პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისათვის მოწონებულ იქნეს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წინადადება მხარეში რეფორმით გათვალისწინებული სამუშაობების დამატებითი ღონისძიებათა შესახებ:

ამ მიზნით:

1. ქვემო ქართლის მხარეში სხვადასხვა უწყებრივ დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო მეურნეობები (მეთესლეობის, სანაშენე, სანერგე, საჯიშე, სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-სასელექციო, ჯიშთა გამოცდის, ექსპერიმენტული, აგრეთვე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამნისტროების დაქვემდებარებაში არსებული მეურნეობების გარდა) გამოყვანილ იქნენ უწყებრივი დაქვემდებარებიდან და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად დაფუძნდნენ რაიონულ გამგეობათა მიერ.

2. დაწესდეს, რომ მხარის ტერიტორიაზე განლაგებული სახელიწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოები გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შედეგებისათვის ანგარიშვალდებული არიან შესაბამისი რაიონების სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოების წინაშე.

3. ადგილობრივ მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ საინვენტარიზაციო კომისიების ჩამოყალიბება მეურნეობათა და ორგანიზაციათა ქონების ინვენტარიზაციის, დატაცებული და განიავებული ქონების გამოვლენის და მისი გამომწვევი მიზეზების დადგენისა და აღმოფხვრისათვის.

4. „სასოფლო-სამურენო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად შექმნილმა კომისიებმა უზრუნველყონ მმართველობის ორგანოების გამგებლობაში გადაცემული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, შენობა-ნაგებობებათა და წარმოების სხვა ძირითად საშუალებათა გასხვისება.

5. ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისიტროსა და ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით ორ თვეში შეიმუშაონ წინადადებანი აგროსამრეწველო სფეროს საწარმოებისა და ორგანიზაციების სახელმწიფო დავალიანების, ფინანსური სანქციების განსაზღვრის, უპერსპექტივო საწარმოებისა და ორგანიზაციების შემდგომი ფუნქციონირების მიზანშეწონილობის შესახებ.

6. ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ უზრუნველყონ ამ ბრძანებულების განხორციელება და მისი შესრულების კონტროლი.

 ე. შევარდნაძე