პირველი აუქციონის განაცხადი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
პირველი აუქციონის განაცხადი
„გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, შპს „აჭარინვესტი ს“ გაკოტრების მმართველი, ფიზიკური პირი, დიმიტრი ბლიაძე აცხადებს აუქციონს შპს „ბათუმმშენინვესტი ს“ (იურიდიული მისამართი: ბათუმი, პუშკინის ქუჩა №35; ს/კ 245538770) სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით.
აუქციონი ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ზღვისპირა პარკი ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე. 2011 წლის 21 აპრილს, 12:00 სთ-ზე.
აუქციონზე იყიდება შპს „ბათუმმშენინვესტი ს“ კუთვნილი/ბალანსზე არსებული შემდეგი
მოძრავი ქონება და დებიტორული მოთხოვნების საზოგადოების სასარგებლოდ, მათ შორის (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მოწოდებული დასკვნის საფუძველზე ქონების ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით):
დებიტორული მოთხოვნები საზოგადოების სასარგებლოდ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 52 517,25 ლარი (ორმოცდათორმეტი ათას ხუთას ჩვიდმეტი ლარი და ოცდახუთი თეთრი) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| შენიშვნა: დებიტორული მოთხოვნები დაჯამებულია ბუღალტრული დოკუმენტაციის საფუძველზე. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აუქციონზე გასაყიდი სამეურვეო ქონების საწყისი ფასია 185407 (ას ოთხმოცდახუთი ათას ოთხას შვიდი) ლარი.
აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა გაკოტრების მმართველს უნდა მიმართოს არა უგვიანეს 2011 წლის 20აპრილის 18 საათისა განაცხადით შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ზღვისპირა პარკი, ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული (ტელ: 871 33 17 74), აუქციონში მონაწილეობის თაობაზე და წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
ა) დოკუმენტი სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ბეს სახით საზოგადოების ანგარიშზე განთავსების თაობაზე ან წარმ ოად გინოს საბანკო გარანტია სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ოდენობით,რომლითაც მოხდება აუქციონზე დაფიქსირებული შესყიდვის ფასის გადახდის უზრუნველყოფა. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 15 საბანკო დღისა;
ბ) იურიდიული პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და კომპანიის გადაწყვეტილება ქონების აუქციონზე შესყიდვის თაობაზე;
გ) პირადობის მოწმობა.
გაკოტრების მმართველი ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების სრულყოფილებას, რის შემდეგაც რეგისტრაციაში ატარებს განაცხადს და აფიქსირებს მიღების დროს.
აუქციონის დანიშვნის შესახებ გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებული დროის შემდეგ მონაწილეთა განცხადებების მიღება წყდება.
აუქციონზე გამარჯვების კრიტერიუმია მაქსიმალური ფასის შეთავაზება, მაგრამ არანაკლებ საწყისი ფასისა.
აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ქონების შემძენს ევალება საზოგადოების ანგარიშზე(მიმართეთ გაკოტრების მმართველს) შეიტანოს გადასახდელი თანხა სრულად 20საბანკო დღის განმავლობაში, რომლის შემდეგაც შემძენს, დადგენილი წესით, წარმოეშობა საკუთრების უფლება. თუ შემძენი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის ქონების ფასს, აუქციონის შედეგები ანულირდება, გადახდილი ბე არ დაუბრუნდება ან ამოქმედდება საბანკო გარანტია.