⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.10.2007)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.03.2005
ძალის დაკარგვა 09.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №131
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 28, 11/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 11,380 სიტყვა · ~57 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.03.2005 მიღება
09.10.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 {mso-style-name:Normal1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 45.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის  ბრძანებულება №131 2005 წლის 10 მარტი  ქ. თბილისი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დამტკიცდეს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი (დანართი №1) და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა (დანართი №2). 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძნებულება „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“.  მ. სააკაშვილი დანართი №1 მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის მიზნები 1. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის (შემდგომში – საკვალიფიკაციო გამოცდა) მიზანია მაღალკვალიფიციური იურისტების შერჩევა შემდგომში მოსამართლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. 2. საკვალიფიკაციო გამოცდა განსაზღვრავს, რამდენად შეესაბამება გამოსაცდელი პირი (კანდიდატი) მოსამართლისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, საკმარისია თუ არა მისი თეორიული ცოდნა და შესწევს თუ არა მას თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი.     მუხლი 2🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები 1. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს ოცდასამი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას. 2. ამ წესის მიზნებისთვის უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო (მათ შორის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკის) უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით „სამართლისმცოდნეობა” ან „საერთაშორისო სამართალი” და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს „იურისტის” კვალიფიკაცია. 3. უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ჩაითვლება ასევე ლიცენზირებული კერძო უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებული, თუ მას სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს „იურისტის” კვალიფიკაცია და დიპლომის დანართიდან ირკვევა, რომ ჩაბარებული აქვს შემდეგი საგნები: ა) საქართველოს სახელმწიფო (საკონსტიტუციო) სამართალი; ბ) სისხლის სამართალი; გ) სისხლის სამართლის პროცესი; დ) სამოქალაქო სამართალი; ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი; ვ) ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი; ზ) სამართლის თეორია. 4. საკვალიფიკაციო გამოცდაზე არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ, მათ შორის დსთ-ს ქვეყნებში. გამოცდის ჩაბარების უფლებას ასეთი პირი მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ იგი საუნივერსიტეტო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარებს სპეციალურ გამოცდას შემდეგ საგნებში: ა) საქართველოს სახელმწიფო (საკონსტიტუციო) სამართალი; ბ) საქართველოს სამოქალაქო სამართალი; გ) საქართველოს სამოქალაქო სამართლის პროცესი; დ) საქართველოს სისხლის სამართალი; ე) საქართველოს სისხლის სამართლის პროცესი; ვ) საქართველოს ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი.     მუხლი 3🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის საორგანიზაციო კომისია 1. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შექმნამდე 30 დღით ადრე, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთაგან იქმნება საკვალიფიკაციო გამოცდის საორგანიზაციო კომისია (შემდგომში – საორგანიზაციო კომისია). 2. საორგანიზაციო კომისიის უფლებამოსილება წყდება საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე. 3. საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 4. საორგანიზაციო კომისიას ევალება გამოცდების მოსამზადებლად აუცილებელი ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, გამოცდის ჩაბარების მსურველთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება.     მუხლი 4🔗. საბუთების მიღება საკვალიფიკაციო გამოცდაზე დასაშვებად 1. საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით კანდიდატთა საბუთების მიღება იწყება პირველი გამოცდის ჩატარებამდე ოცდახუთი დღით ადრე და წყდება გამოცდის ჩატარებამდე ათი დღით ადრე. განცხადების მიღების ბოლო დღის შემდეგ საბუთების რეგისტრაციის ჟურნალი ილუქება და დაგვიანებით შემოსული განცხადება არ მიიღება. 2. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველს განცხადება შეაქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო კომისიაში. მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) განცხადება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების შესახებ; ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, ხოლო ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ჩაბარებული საგნების დანართი; გ) ავტობიოგრაფია; დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე) ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4. 3. გამოცდის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე თითოეულ კანდიდატზე გაიცემა საგამოცდო ფურცელი, რომელშიც აღინიშნება კანდიდატის სახელი, გვარი და სხვა მონაცემები, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის. 4. თუ კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს ან წარმოდგენილი საბუთები არ შეესაბამება დადგენილ წესს, კანდიდატის საბუთები არ მიიღება და იგი გამოცდაზე არ დაიშვება.     მუხლი 5🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნა და ჩატარების ვადები საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი, აგრეთვე საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელების ვადები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საფუძველზე.     მუხლი 6🔗. გამოცდის ჩატარების ენა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე.     მუხლი 7🔗. საკვალიფიკაციო გამოცდა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი; ბ) სისხლის სამართალი; გ) სისხლის სამართლის პროცესი; დ) სამოქალაქო სამართალი; ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი; ვ) ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი; ზ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და     საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.     მუხლი 8🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის ეტაპები და შედეგების გამოცხადება 1. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ორ ეტაპად: თავდაპირველად ბარდება ტესტური გამოცდა, ხოლო შემდეგ – წერითი გამოცდა. 2. წერით გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ის პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ტესტურ გამოცდას. 3. საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებულად ითვლება ტესტური და წერითი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. 4. ტესტურ გამოცდაში მიღებული შედეგები მომდევნო საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების დროს არ მიიღება მხედველობაში. 5. როგორც ტესტური, ისე წერითი გამოცდის შედეგები ცხადდება გამოცდის ჩაბარებიდან არა უგვიანეს სამი დღის ვადაში. თავი II. ტესტური გამოცდა     მუხლი 9🔗. საგამოცდო ტესტი 1. საგამოცდო ტესტი შეიცავს საკვალიფიკაციო გამოცდისთვის გათვალისწინებული სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ ას საკითხს. 2. საგამოცდო ტესტის ყოველი საკითხი შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი, აღწერილობითი ნაწილი, შეიცავს ფაქტობრივი ცხოვრებისეული შემთხვევის აღწერას, ხოლო მეორე ნაწილი – ამ შემთხვევის სამართლებრივი გადაწყვეტის ოთხ შესაძლო ვარიანტს (პასუხს). გამოსაცდელის ამოცანაა გამოიცნოს სწორი პასუხი და შემოხაზოს ამ პასუხის აღმნიშვნელი ანბანის ასო საგამოცდო ტესტის პასუხებისათვის განკუთვნილ სპეციალურ ფურცელში. 3. ტესტის ოთხი პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი. გამოსაცდელმა უნდა შემოხაზოს მხოლოდ ერთი პასუხი.     მუხლი 10🔗. ტესტის საკითხების შეფასება 1. ტესტის ყოველ საკითხზე სწორი პასუხი ფასდება 1 (ერთი) ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 (ნული) ქულით. 2. თუ შემოხაზულია ერთზე მეტი პასუხი ან არც ერთი პასუხი არ არის შემოხაზული, ტესტის ამოხსნა შეფასდება 0 (ნული) ქულით. 3. ტესტური გამოცდის მინიმალური შეფასება არის 0 (ნული) ქულა, ხოლო მაქსიმალური შეფასება – 100 (ასი) ქულა.     მუხლი 11🔗. გამსვლელი ქულა გამოსაცდელი, რომელიც ტესტურ გამოცდაში დააგროვებს 75 (სამოცდათხუთმეტ) ან მეტ ქულას, გადის შემდეგ ეტაპზე და მას უფლება აქვს ჩააბაროს წერითი გამოცდა.     მუხლი 12🔗. საგამოცდო დრო 1. ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა ექვსი საათი. დროის გადაცილების შემდეგ საკვალიფიკაციო გამოცდების საორგანიზაციო კომისიისათვის გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და გამოსაცდელს დაეწერება შეფასება 0 (ნული). 2. გამოსაცდელები მიიღებენ გაფრთხილებას საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ – დროის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე. პირველი გაფრთხილების შემდეგ არავის არა აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი საგამოცდო ტესტის ჩაბარების გარეშე.     მუხლი 13🔗. საგამოცდო ტესტების დარიგების წესი 1. ტესტური გამოცდის დაწყებამდე საორგანიზაციო კომისიის წარმომადგენლებს საგამოცდო დარბაზში შემოაქვთ დალუქული ყუთები, რომელშიც მოთავსებულია დალუქული კონვერტები. 2. საორგანიზაციო კომისიის წარმომადგენელი გამოსაცდელთაგან მოიწვევს რამდენიმე პირს, რომლებიც შეამოწმებენ, არის თუ არა ყუთი სწორად დალუქული. დალუქული ყუთი იხსნება საორგანიზაციო კომისიის წარმომდგენელთა თანდასწრებით. 3. ყოველ გამოსაცდელს გადაეცემა დალუქული კონვერტი, რომელშიც მოთავსებულია საგამოცდო ტესტი და პასუხების ფურცელი. 4. კონვერტის გახსნამდე თითოეული გამოსაცდელი ვალდებულია შეამოწმოს კონვერტი. თუ კონვერტი გახსნილია ან ლუქი დაზიანებული ან სხვაგვარად იწვევს ეჭვს კონვერტის მთლიანობა, გამოსაცდელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, ვიდრე იგი დაიწყებდეს კითხვებზე პასუხის გაცემას, განაცხადოს ამის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მას მიეცემა ახალი ტესტი. დაგვიანებით შემოსული პრეტენზია არ მიიღება. 5. ტესტურ გამოცდაზე გამოცხადებულ პირთათვის საგამოცდო ტესტების დარიგების შემდეგ საორგანიზაციო კომისია ითვლის დარჩენილი ტესტების რაოდენობას, ადგენს აქტს და ლუქავს ტესტებს სპეციალურ ყუთში.     მუხლი 14🔗. სავალდებულო ინსტრუქტაჟი ტესტური გამოცდის დაწყებამდე საგამოცდო ტესტის კითხვებზე პასუხის გაცემამდე საორგანიზაციო კომისიის წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, პასუხების ფურცლის შევსების წესი და სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია გამოცდის ჩატარებისათვის.     მუხლი 15🔗. საკანონმდებლო მასალის გამოყენების აკრძალვა 1. ტესტური გამოცდის დაწყებამდე გამოსაცდელს ჩამოერთმევა ნორმატიული აქტები, კანონთა კომენტარები, სახელმძღვანელოები ან სხვა ანალოგიური მასალა, ასევე აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებები. 2. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალის ან ტექნიკური საშუალების გამოყენებაში, მოიხსნება გამოცდიდან და დაეწერება შეფასება 0 (ნული).     მუხლი 16🔗. ტესტური გამოცდის შედეგების შემოწმება და საგამოცდო ფურცლის გაცემა 1. ტესტური გამოცდის პასუხები მოწმდება საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობიდან შერჩეული უფლებამოსილი პირების მიერ კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ან მის მიერ უფლებამოსილი საგამოცდო კომისიის წევრის მეთვალყურეობით. 2. ტესტური გამოცდის შედეგების შემოწმებისას დაცულია გამოსაცდელისა და გამომცდელის ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი. 3. გამოსაცდელს, რომელმაც ტესტური გამოცდის შედეგად დააგროვა 75 (სამოცდათხუთმეტი) და მეტი ქულა, მიეცემა საგამოცდო ფურცელი, რაც მას წერით გამოცდაზე გასვლის უფლებას აძლევს. თავი III. წერითი გამოცდა     მუხლი 17🔗. წერითი გამოცდის ჩატარება 1. წერითი გამოცდა ტარდება ერთ ტურად. 2. წერითი გამოცდის საკითხი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ შესაძლებელი იყოს გამოსაცდელის როგორც თეორიული ცოდნის, ისე ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევების გამოვლენა.     მუხლი 18🔗. წერითი გამოცდის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირები წერითი გამოცდა ტარდება ტესტური გამოცდის შემდეგ და მასზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ტესტური გამოცდა.     მუხლი 19🔗. საგამოცდო ბილეთი 1. წერითი გამოცდა ტარდება ერთ ტურად, საგამოცდო ბილეთების მეშვეობით. საგამოცდო ბილეთი შედგება შვიდი საკითხისგან, სამი თეორიული საკითხი, ოთხი – კაზუსი. 2. თეორიულ საკითხზე პასუხის გაცემისას გამოსაცდელს მოეთხოვება საკანონმდებლო მასალის ცოდნა, განსახილველი საკითხის დაკავშირება სხვა სამართლებრივ პრობლემებთან, თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ანალიზი. 3. კაზუსის ამოხსნის დროს გამოსაცდელმა უნდა შეძლოს სამართლებრივი კვალიფიკაცია – სამართლებრივი ნორმების მისადაგება ამოსახსნელ კაზუსში მოცემულ ცხოვრებისეულ სიტუაციასთან. ასევე მან უნდა შეძლოს ამგვარი გადაწყვეტის დასაბუთება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული არგუმენტებით.     მუხლი 20🔗. საგამოცდო ბილეთის შეფასება 1. ბილეთის ყოველი საკითხი ფასდება ხუთქულიანი სისტემით. მაქსიმალური შეფასება არის 5 (ხუთი) ქულა, ხოლო მინიმალური – 0 (ნული) ქულა. 2. ყოველ ბილეთზე ქულათა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 35 (ოცდათხუთმეტ) ქულას, ხოლო მინიმალური რაოდენობა – 0 (ნულ) ქულას.     მუხლი 21🔗. წერითი გამოცდის შედეგები წერითი გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ გამოსაცდელი დააგროვებს სულ ცოტა 20 (ოც) ქულას.     მუხლი 22🔗.   წერითი გამოცდის ჩაბარების დრო 1. წერითი გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა რვა საათი. დროის გადაცილების შემდეგ საორგანიზაციო კომისიისათვის გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და გამოსაცდელს დაეწერება შეფასება 0 (ნული). 2. გამოსაცდელები მიიღებენ გაფრთხილებას საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ – დროის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე. პირველი გაფრთხილების შემდეგ არავის არა აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი წერითი ნამუშევრის ჩაბარების გარეშე.     მუხლი 23🔗. საგამოცდო რვეული 1. წერითი გამოცდის დაწყების წინ გამოსაცდელებს დაურიგდებათ საგამოცდო რვეულები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სათანადო აღნიშვნებით. 2. გამოსაცდელს არა აქვს უფლება წერითი ნამუშევარი შეასრულოს სხვა რვეულში, გარდა იმისა, რაც მათ გამოცდის წინ მიეცემათ. სხვა რვეულში შესრულებული ნაშრომი არ გასწორდება და გამოსაცდელს დაეწერება შეფასება 0 (ნული).     მუხლი 24🔗.   წინასაგამოცდო ინსტრუქტაჟი წერითი გამოცდის დაწყებამდე საორგანიზაციო კომისიიის წარმომადგენელი ინსტრუქტაჟს უტარებს გამოსაცდელებს, აუხსნის მათ საგამოცდო რვეულის თავფურცლის შევსების წესს და სხვა ტექნიკურ საკითხებს, რომლებიც აუცილებელია გამოცდის ჩატარებისათვის.     მუხლი 25🔗.   საგამოცდო ბილეთის გამოცხადება 1. წერითი გამოცდის დაწყებამდე საორგანიზაციო კომისიის წარმომადგენელს საგამოცდო დარბაზში შემოაქვს დალუქული კონვერტი ან ყუთი, რომელშიც მოთავსებულია საგამოცდო ბილეთები. 2. საორგანიზაციო კომისიის წარმომადგენელი გამოსაცდელთაგან მოიწვევს რამდენიმე პირს, რომლებიც შეამოწმებენ, არის თუ არა ყუთი ან კონვერტი სწორად დალუქული. მათი თანდასწრებით გაიხსნება ყუთი (კონვერტი). გამოსაცდელთაგან ერთ-ერთი ამოიღებს საგამოცდო ბილეთს. საგამოცდო კომისიის წარმომადგენელი ხმამაღლა წაიკითხავს საგამოცდო ბილეთის საკითხებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა გამეორდება ორჯერ იმ მიზნით, რომ წერით გამოცდაზე საგამოცდო ბილეთის სამი შესაძლო ვარიანტი იქნეს გამოყენებული. 4. საგამოცდო ბილეთის სამი ვარიანტიდან გამოსაცდელი ამოირჩევს ერთს. სხვადასხვა ბილეთების საკითხების კომბინირება დაუშვებელია.     მუხლი 26🔗.   საკანონმდებლო მასალის გამოყენების უფლება 1. წერითი გამოცდის განმავლობაში გამოსაცდელებს უფლება აქვთ გამოიყენონ საკანონმდებლო აქტის ტექსტები და სხვა ნორმატიული მასალა. 2. წერითი გამოცდის დაწყებამდე გამოსაცდელს ჩამოერთმევა კანონთა კომენტარები, სახელმძღვანელოები და სხვა სასწავლო მასალა. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალის გამოყენებაში, მოიხსნება გამოცდიდან და დაეწერება შეფასება 0 (ნული).     მუხლი 27🔗.   წერითი ნაშრომის გასწორება 1. წერითი გამოცდის დამთავრების შემდეგ თითოეული გამოსაცდელი წერით ნაშრომს და საგამოცდო ფურცელს აბარებს საორგანიზაციო კომისიის წარმომადგენელს. 2. ნაშრომის ჩაბარების შემდეგ ყველა რვეული დაიშიფრება, მოეხსნება თავფურცელი და დაილუქება სპეციალურ ყუთში საორგანიზაციო კომისიის მიერ. 3. ყუთის გახსნა, რომელშიც მოთავსებულია რვეულის თავფურცლები, მოხდება საორგანიზაციო კომისიის მიერ წერითი ნამუშევრების გასწორების შემდეგ და მოხდება რვეულების, თავფურცლების და საგამოცდო ბლანკების ინდენტიფიკაცია მათზე აღნიშნული შესაბამისი კოდების (ნომრების) მიხედვით. 4. წერითი ნაშრომის გასწორება ხდება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრების მიერ. წერითი გამოცდის შედეგების შემოწმებისას დაცულია გამოსაცდელისა და გამომცდელის ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი. თავი IV. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისია და საპრეტენზიო კომისია     მუხლი 28🔗. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შექმნა და მისი უფლებამოსილება 1. წერითი გამოცდის შედეგების შეფასების მიზნით იქმნება საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისია (შემდგომში – საგამოცდო კომისია). 2. საგამოცდო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. 3. საგამოცდო კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საგამოცდო კომისიის წევრთაგან ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. 4. საგამოცდო კომისიის საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება ხორციელდება დებულებით, რომელსაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.     მუხლი 29🔗. საპრეტენზიო კომისიის შექმნა და პრეტენზიების განხილვა 1. საკვალიფიკაციო (ტესტური და წერითი) გამოცდის შედეგების გადასინჯვის მიზნით, საგამოცდო კომისიის წევრთაგან იქმნება საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით. 3. ტესტური და წერითი გამოცდის შემდეგ მიღებული შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო კომისიას მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით. 4. პრეტენზია მიიღება გამოცდის შედეგების გამოცხადების დღეს სპეციალურად ამისათვის განკუთვნილ ადგილას. დაგვიანებით შემოსული პრეტენზიები არ განიხილება. თავი V. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადების წესი და ზედამხედველობა გამოცდის მიმდინარეობაზე     მუხლი 30🔗. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადების დრო 1. საკვალიფიკაციო გამოცდის დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე დილის 9 საათზე და გაიაროს რეგისტრაცია. გამოსაცდელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ფურცელი. 2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და საგამოცდო ფურცლის გარეშე გამოცხადებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება. 3. რეგისტრაციის დასრულებისთანავე იხურება შენობის შესასვლელი კარები და დაგვიანებული პირები გამოცდაზე არ დაიშვებიან.     მუხლი 31🔗. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობის შედეგები საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობა პირს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.     მუხლი 32🔗. საგამოცდო დარბაზში ადგილის დაკავების წესი 1. საგამოცდო დარბაზში შესვლამდე გამოსაცდელები იღებენ ადგილის დაკავებისათვის განკუთვნილ დანომრილ ბარათებს, რომლის მიხედვით იკავებენ ადგილს საგამოცდო დარბაზში. 2. საგამოცდო დარბაზში ადგილის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.     მუხლი 33🔗. საგამოცდო დარბაზში შესვლის უფლება საგამოცდო დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ გამოსაცდელები და სპეციალური საშვის მქონე პირები.     მუხლი 34🔗. საჯაროობა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებისას 1. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით გამოცდაზე მეთვალყურეებად დაიშვებიან საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. 2. დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე უნდა გაიარონ აკრედიტაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო კომისიაში და მიიღონ საგამოცდო დარბაზში შესასვლელი საშვი. 3. მეთვალყურეები საგამოცდო დარბაზში დაიკავებენ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს. საგამოცდო პროცესში ჩარევის უფლება მათ არა აქვთ. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მეთვალყურე დათხოვილი იქნება საგამოცდო დარბაზიდან. დანართი №2 მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა შინაარსი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი 2. სისხლის სამართალი 3. სისხლის სამართლის პროცესი 4. სამოქალაქო სამართალი 5. სამოქალაქო საპროცესო სამართალი 6. ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი 7. ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები. საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი თემა I. კონსტიტუციის ცნება, დამახასიათებელი ნიშნები და მნიშვნელობა (ზოგადი მიმოხილვა) კონსტიტუციის ცნება, არსი და იურიდიული მნიშვნელობა. კონსტიტუციის ნორმების ადგილი სამართლის სისტემაში. კონსტიტუცია – მიმდინარე კანონმდებლობის იურიდიული ბაზა. კონსტიტუციის უზენაესობა. თემა II. საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია – ქვეყნის უზენაესი კანონი, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სამართლებრივი დოკუმენტი. საქართველოს კონსტიტუციის სისტემა. საქართველოს კონსტიტუციის მიღებისა და გადასინჯვის წესი. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციები, მათი სისტემა და თავისებურებანი. თემა III. საქართველოს საზოგადოებრივი წყობილების კონსტიტუციური საფუძვლები საქართველოს საზოგადოებრივი წყობილების ცნება და არსი. სახელმწიფოს მართვაში ხალხის მონაწილეობის ფორმები. პოლიტიკური პარტიების შექმნისა და ფუნქციონირების წესი. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობა. სახელმწიფო და ეკლესია. კონსტიტუციური შეთანხმება. თემა IV. მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობის ცნება. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების წესი და საფუძვლები. ორმაგი მოქალაქეობა. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლები. ბავშვების მოქალაქეობის შეცვლის წესი. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესი. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქმეთა გადაწყვეტის წესი. თემა V. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ცნება და იურიდიული ბუნება. ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიები, მათი რეალიზაციის პირობები და საშუალებები. საჩივრისა და პეტიციის უფლება. სახელმწიფო ორგანოების თანამდებობის პირთა არაკანონიერი მოქმედებებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება. სასამართლო წესით დაცვის (სამართლიანი სასამართლოს) უფლება. საქართველოს სახალხო დამცველი. საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური მოვალეობები. უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში. თავშესაფრის უფლება. თემა VI. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა საქართველოს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსი. ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები – ქალაქი, რაიონი, ქალაქის რაიონი, სოფელი, დაბა, თემი. თემა VII. სახელმწიფო ორგანოთა სისტემა. მათი ორგანიზაციისა და საქმიანობის კონსტიტუციური პრინციპები საქართველოს სახელმწიფო ორგანოების ცნება და სისტემა. ხელისუფლების დანაწილება, როგორც სახელმწიფოს დემოკრატიული ორგანიზაციის ფუძემდებლური კონსტიტუციური პრინციპი. ხელისუფლების განშტოებათა შორის კონტროლისა და ბალანსის მექანიზმი. თემა VIII. საქართველოს საარჩევნო სისტემა საარჩევნო სისტემის ძირითადი პრინციპები. საქართველოს საარჩევნო სისტემის სახეები. საარჩევნო პროცესი და მისი სტადიები. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საარჩევნო სისტემა, მისი თავისებურებანი. თემა IX. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტი – საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. უფლებამოსილების ვადა, კომპეტენცია და სტრუქტურა. საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსი. სადეპუტატო მანდატის ხასიათი. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები. პარლამენტის წევრის საქმიანობის გარანტიები. საქართველოს პარლამენტის აქტები. საქართველოს პარლამენტის სესიები და პლენარული სხდო-მები. საკანონმდებლო პროცესი და მისი სტადიები. თემა X. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი და პირობები. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი სტატუსი. პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფო მეთაური. პრეზიდენტი, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. ეროვნული უშიშროების საბჭო, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო. საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია. პრეზიდენტის უფლებამოსილებანი, დაკავშირებული საქართველოს მთავრობასთან. პრეზიდენტის უფლებამოსილებანი სახელმწიფო ორგანოების ფორმირების პროცესში. პრეზიდენტის უფლებამოსილებანი, დაკავშირებული პარლამენტის საქმიანობასთან. სუსპენზიური ვეტოს უფლება. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების წესი (იმპიჩმენტი). საქართველოს პრეზიდენტის სამართალშემოქმედებითი საქმიანობა. თემა XI. საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი სტატუსი. მთავრობის შემადგენლობა, სტრუქტურა, უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი. მთავრობის წევრთა უფლებამოსილების მოხსნის წესი და პირობები. მთავრობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან. მთავრობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი ურთიერთობა საქართველოს პრეზიდენტთან. მთავრობის სამართალშემოქმედებითი საქმიანობა. საქართველოს პროკურატურა. პროკურატურის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი. თემა XII. სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური საფუძვლები სასამართლო ხელისუფლების სისტემა. მართლმსაჯულების განხორციელება და საკონსტიტუციო სამართალწარმოება. საერთო სასამართლოების სისტემა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო. საქართველოს უზენაესი სასამართლო. მისი ფორმირების წესი და უფლებამოსილება. აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების შექმნის წესი და უფლებამოსილებები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოების სამართლებრივი მდგო-მარეობა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე. რაიონული (საქალაქო) სასამართლოები. საოლქო სასამართლოები. მართლმსაჯულების განხორციელების კონსტიტუციური პრინციპები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნის წესი, კომპეტენცია. საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელების პროცესი. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინებით შესვლის უფლება. მოსამართლეთა საქმიანობის კონსტიტუციური გარანტიები. საქართველოს ადვოკატურა. თემა XIII. ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური საფუძვლები ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის სისტემა. ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება. ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა: საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია, თბ., 1995 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია. კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ”. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია. ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ”. კანონი „ადვოკატთა შესახებ”. კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ”. კანონი „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ”. კანონი „საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შესახებ”. ორგანული კანონი „რეფერენდუმის შესახებ”. კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ”. ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ”. ორგანული კანონი „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ”. კანონი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ”. ორგანული კანონი „პროკურატურის შესახებ”. საქართველოს საარჩევნო კოდექსი. ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ”. კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”. ადეიშვილი ზ., ვინტერი გ., ქიტოშვილი დ., საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2002. ადამიანის უფლებათა დაცვა ეროვნულ და საერთაშორისო სამართალში (სტატიათა კრებული) რედაქ. კ. კორკელია, თბილისი, 2002 წ. აბესაძე ა., საქართველოს ტერიტორიული მართვის კონსტიტუციური პრობლემები, პროფ. გ. ინწკირველის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული. თბ., 1996 წ. გვ. 106-111. აბესაძე ა., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 1996 წ. ჟურნ. „სამართალი”, №1–2. კუბლაშვილი კ., ძირითადი უფლებები, 2003 წ., გამომცემლობა „ჯისიაი”. ლორია ა., მოქალაქეობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. 1996წ. ლორია ვ., საქართველოს ადმინისტრაციული სამართალი, თბ., 1995 წ. მელქაძე ო., საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალი, თბ., 1995 წ. მელქაძე ო., საუბრები ქართულ კონსტიტუციაზე, თბ., 1996 წ. მიქელაძე კ., დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუცია და პარლამენტარული რესპუბლიკა, ჟურნ. „სამართალი”, 1991 წ. №3,4,5. ნაკაშიძე ბ., თვითმმართველობა საქართველოში – სამართლებრივ-პოლიტიკური პრობლემები, ბათუმი, 1994 წ. რუხაძე ზ., საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, ბათუმი, 1999წ. სავანელი ბ., ხელისუფლების განაწილების პრინციპი და ადამიანის კონსტიტუციური გარანტიები, „სამართლის რეფორმა საქართველოში”, 1994 წ. საქართველოს სსრ კონსტიტუციური აქტების კრებული (1921-1978 წწ.), შემდგ. გრ. ერემოვი, თბ., 1993 წ. სურგულაძე ი., სახელმწიფო, ჟურნ. „სამართალი”, 1996 წ., №7–8. ფუტკარაძე ი., უშუალო დემოკრატიის ადგილი და მნიშვნელობა საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მოწყობაში, ჟურნ. „სამართალი”, 1992 წ., №12, გვ. 2-8. ფუტკარაძე ი., ხელისუფლების დანაწილების პრინ-ციპი და საქართველოს სახელმწიფო წყობილება, ჟურნ. „სამართალი”, 1991 წ. გვ. 10. ცნობილაძე პ., საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, თბ., 1996 წ. ცნობილაძე პ., სამართლის ნორმები და წესრიგის დამყარება საზოგადოებაში, ჟურნ. „სამართალი”, 1993 წ. №3–4. ცნობილაძე პ., კონსტიტუციური (სახელმწიფო) სამართალი, ცნობარი, თბ., 1998 წ. ჭანტურია ლ., ადამიანის ძირითადი უფლებები და საქართველოს მომავალი კონსტიტუცია, ჟურნ. „სამართალი”, 1993 წ. №5-6. ხუბუა გ., სამართლის თეორია, გამომცემლობა „მერიდიანი”, თბილისი, 2004 წ. ჯინჯოლავა ზ., საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია 1995 წლის კონსტიტუციით, პროფ. გ. ინწკირველის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბ., 1996 წ. გვ. 90-99. სისხლის სამართალი თემა I. სისხლის სამართლის კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა. კანონის ანალოგია და მისი გამოყენების ფარგლები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთა-შორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან და ნორმებთან შესაბამისობის საკითხი. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებანი სისხლის სამართლის სფეროში. სისხლის სამართლის კანონის მოქმედების ფარგლები. დანაშაულის ჩადენის დრო. დანაშაულის ჩადენის ადგილი სუყველგანობის თეორიის მიხედვით. სისხლის სამართლის კანონის მოქმედება დროში. მისი ძალაში შესვლა და ძალის დაკარგვა. სისხლის სამართლის კანონის უკუძალის საკითხი. სისხლის სამართლის კანონის მოქმედების პრინციპები. ტერიტორიალურობის პრინციპი. სისხლის სამართლის კანონის მოქმედება სივრცეში. აქტიური პერსონალურობის, ანუ საკუთარი მოქალაქის დასჯის პრინციპი. პასიური პერსონალურობის, ანუ საკუთარი მოქალაქის დაცვის პრინციპი. რეალობის, ანუ სახელმწიფო ინტერესების დაცვის პრინციპი. უნივერსალობის ანუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ქმედებათა დასჯადობის პრინციპი. მონაცვლეობითი მართლმსაჯულების პრინციპი. დამნაშავის გადაცემა. თემა II. დანაშაული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი. დანაშაულის ნიშნები. დანაშაულის კატეგორიები. ერთიანი დანაშაულის სახეები. დანაშაულის სიმრავლე. რეკეტი, რეკეტული დაჯგუფება, რეკეტირი. თემა III. დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობა დანაშაულებრივი ქმედება. დანაშაულებრივი შედეგი. მიზეზობრივი კავშირი. უმოქმედობის სისხლისსამართლებრივი დასჯადობის საფუძველი. მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობის შინაარსი. სამართლებრივი გარანტის ფუნქციის შეუსრულებ-ლობის სისხლისსამართლებრივი შედეგები. განზრახვა და მისი სახეები. გაუფრთხილებლობა და მისი სახეები. პასუხისმგებლობა თანამდევი შედეგით კვალიფიცირებული განზრახი დანაშაულისათვის. თემა IV. მართლწინააღმდეგობა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებანი. აუცილებელი მოგერიება. დამნაშავის შეპყრობა. უკიდურესი აუცილებლობა. მართლზომიერი რისკი. მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი სხვა გარემოებანი. თემა V. ბრალი ბრალის გამომრიცხველი გარემოებანი. შეურაცხაობა ასაკის გამო. შეურაცხაობა ფსიქიკური დაავადების გამო. შეზღუდული შერაცხადობა და მისი სისხლისსამართლებრივი შედეგები. იურიდიული და ფაქტობრივი შეცდომა და მისი ზეგავლენა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. ბრძანების ან განკარგულების შესრულება. ბრალის გამომრიცხველი სხვა გარემოებანი. ტრაგიკული კოლიზია და მისი სისხლისსამართლებრივი შედეგები. ბრალის გამომრიცხველი და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ტრაგიკული კოლიზიის შემთხვევების ურთიერთგამიჯვნა. თემა VI. დაუმთავრებელი დანაშაული დანაშულის მომზადება. მომზადების დასჯადობის შემთხვევები. დანაშაულის მცდელობა. მცდელობის სახეები: დამთავრებული და დაუმთავრებელი მცდელობა. უვარგისი მცდელობა. დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება. თანამონაწილეთა ნებაყოფლობით ხელის აღება დანაშაულზე. თემა VII. დანაშაულის ამსრულებლობა და დანაშაულში თანამონაწილეობა დანაშაულის ამსრულებლობა და თანაამსრულებლობა. შუალობითი ამსრულებლობა. დანაშაულში თანამონაწილეობა. თანამონაწილეობის სახეები. ორგანიზატორი. წამქეზებელი. დამხმარე. თანამონაწილეობის აქცესორული ბუნება. ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა. ამსრულებლის ექსცესი. ჯგუფური დანაშაული. თანამონაწილეობის გამიჯვნა დანაშაულის შემხებლობისაგან. თემა VIII. სასჯელი სასჯელის მიზნები. სასჯელის სახეები. ძირითადი და დამატებითი სასჯელები. ჯარიმის გამოთვლის წესი დღიური ანაზღაურების სისტემით. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. უვადო თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის სხვა სახეები. თემა IX. სასჯელის დანიშვნა სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები. კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა. სასჯელის დანიშვნა დაუმთავრებელი დანაშაულისათვის. სასჯელის დანიშვნა დანაშაულში თანამონაწილეობისათვის და დანაშაულის ამსრულებლობისათვის. სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივის დროს. სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის და განაჩენთა ერთობლიობის დროს. სასჯელთა შეჯამება. სასჯელის ვადის გამოანგარიშება და სასჯელის ჩათვლა. თემა X. პირობითი მსჯავრი პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. გამოსაცდელი ვადა. მოვალეობის დაკისრება. პირობითი მსჯავრის გაუქმება და გამოსაცდელი ვადის გაგრძელება. თემა XI. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ქმედითი მონანიება. დაზარალებულთან შერიგება. ვითარების შეცვლა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა. ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშ-რომლობა როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი. თემა XII. სასჯელისაგან გათავისუფლება სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება. სასჯელის მოუხდელის ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. სასჯელისაგან გათავისუფლება ავადმყოფობის გამო. ორსული ქალის და მცირეწლოვანი შვილის დედის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო. თემა XIII. ამნისტია, შეწყალება, ნასამართლობა თემა XIV. არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურებანი. არასრულწლოვნის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. თემა XV. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების სახეები, მათი გამოყენების საფუძველი და წესი. თემა XVI. დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ. დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ. ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი დელიქტები. განსაცდელში მიტოვებისა და უმოქმედობით ჩადენილი განზრახი მკვლელობის ურთიერთგამიჯვნა. დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ. დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ. დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ. თემა XVII. ეკონომიკური დანაშაული დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ. დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ. დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში. დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში. დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ. თემა XVIII. დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ. სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ. ნარკოტიკული დანაშაული. სატრანსპორტო დანაშაული. კომპიუტერული დანაშაული. თემა XIX. დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინაააღმდეგ დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ. თემა XX. დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ. ტერორიზმი. სამოხელეო დანაშაული. დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ. თემა XXI. დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ დანაშაული სასამართლო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ. დანაშაული მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ. დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გახსნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ. თემა XXII. დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ დანაშაული დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ. დანაშაული სამხედრო ქონების შენახვის ან ექსპლუატაციის წესის წინააღმდეგ. თემა XXIII. დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული კაცობრიობის, მშვიდობის, უშიშრო-ბისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ. ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებიდან და მათი დამატებითი ოქმებიდან გამომდინარე საქართველოს საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი ვალდებულებები. ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა : სისხლის სამართლის კოდექსი, მიღებული 1999 წლის 22 ივლისს, ცვლილებებითა და დამატებებით 2005 წლის 1 იანვრამდე. სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, თსუ-ის გამომცემლობა, რედაქტორები: პროფ. მ. ტყეშელიაძე, პროფ. გ. ნაჭყებია, თბ., 2004 წ. ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს I, II, III, და IV კონვენციები და 1977 წლის 8 ივნისის I და II დამატებითი ოქმები. ევროპის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენცია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ”. გამყრელიძე ო., დანაშაულის შუალობით ამსრულებლობა და თანაამსრულებლობა, თბ., 1974 წ. გამყრელიძე ო., ბრძოლა სამართლებრივი სახელმწიფოსათვის, თბ., 1998 წ. ლეკვეიშვილი მ., მამულაშვილი გ., პასუხისმგებლობა ეკონომიკური დანაშაულისათვის (კომენტარი), თბ., 1999 წ. მაყაშვილი კ., მაჭავარიანი მ., წერეთელი თ., შავგულიძე თ., დანაშაული პიროვნების წინააღმდეგ (კომენტარები), თბ., 1999 წ. სურგულაძე ლ., სისხლის სამართალი. დანაშაული, თბ., 1997 წ. ტყეშელიაძე გ., პასუხისმგებლობა დანაშაულთა ერთობლიობისათვის, თბ., 1965 წ. ტურავა მ., სისხლის სამართალი (ზოგადი ნაწილი), თბ., 2000 წ. ტურავა მ., სისხლის სამართალი. ზოგადი ნაწილის მიმოხილვა (თანდართული ტესტების ნიმუშებით) მეხუთე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 2004 წ. გამყრელიძე ო., ებრალიძე თ., სურგულაძე ლ., ტურავა მ., ტყეშელიაძე გ., სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარები (დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ), თბ., 2003 წ. თოდუა ნ., მამულაშვილი გ., გვენეტაძე ნ., დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ, თბ., 2005 წ. დონჯაშვილი თ., საქართველოს სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილი, თბ., 2004 წ. უგრეხელიძე მ., ბრალი საფრთხის დელიქტებში, თსუ-ის გამომცებლობა, 1983 წ. უგრეხელიძე მ., გაუფრთხილებელი ბრალის პრობლემა სისხლის სამართალში, მოსკოვი, 1976 წ. (რუსულ ენაზე). შავგულიძე თ., სურგულაძე ლ., საზოგადოებრივი საშიშროების გამომრიცხველი გარემოებანი საქართველოს კანონმდებლობაში, 1968 წ. წერეთელი თ., ტყეშელიაძე გ., მოძღვრება დანაშაულზე, 1969 წ. წერეთელი თ., მიზეზობრივი კავშირი სისხლის სამართალში, მოსკოვი, 1976 წ. რუსულ ენაზე. წერეთელი თ., დანაშაულის მომზადება და მცდელობა, 1961 წ. წერეთელი თ., თანამონაწილეობა დანაშაულში, 1965 წ. წულაია ზ., დანაშაული პიროვნების წინააღმდეგ, თბ., 1999 წ. გოთუა ზ., სისხლის სამართალი. ზოგადი ნაწილი. სასჯელი. თბ., 2001 წ.   სისხლის სამართლის პროცესი თემა I. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოქმედების ფარგლები სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოქმედება დროში. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოქმედება სივრცეში. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის სახელმწიფოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონის გამოყენების შემთხვევები და წესი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოქმედება უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე, აგრეთვე დიპლომატიური პრივილეგიებისა და იმუნიტეტის მქონე პირების მიმართ და დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ დაკავებულ შენობებსა და ტერიტორიებზე. თემა II. სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები პიროვნების ხელშეუხებლობა სისხლის სამართლის პროცესში. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სისხლის სამართლის პროცესში. სისხლის სამართლის პროცესის საქვეყნოობა. საპროცესო მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. თემა III. სისხლისსამართლებრივი დევნა საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის არსი. კერძო-საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა. კერძო და სუბსიდიური სისხლისსამართლებრივი დევნის არსი. თემა IV. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სისხლის სამართლის საქმისა და სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმისა და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლები. სისხლის სამართალწარმოების შეჩერების საფუძვლები და წესი. თემა V. სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის პროცესში სამოქალაქო სარჩელი და მისი წარდგენის საფუძველი, სამოქალაქო სარჩელის წარდგენის წესი. სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობისა და სამოქალაქო მოპასუხედ ჩაბმის წესი. უარი სამოქალაქო სარჩელზე. სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება და უარყოფა. პროკურორის მიერ სამოქალაქო სარჩელის წარდგენა და მხარდაჭერა. პროკურორის სარჩელი თანამდებობის პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით. დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება. თემა VI. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი სასამართლოს, როგორც სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის, უფლებამოსილებები. ერთპიროვნული და კოლეგიური განხილვა სასამართლოში. განსჯადობა. თემა VII. პროკურორი, როგორც სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე პროკურატურის ფუნქციები და მათი შინაარსი სისხლის სამართლის პროცესში. პროკურორის, როგორც მოკვლევაზე ზედამხედველისა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელის უფლებამოსილებები. პროკურორის უფლებამოსილებანი სასამართლოში. თემა VIII. გამომძიებელი, როგორც სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე უწყებრივი, პერსონალური და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა. გამომძიებლის სტატუსი სისხლის სამართლის პროცესში. გამომძიებლის უფლებამოსილებები. საგამოძიებო ორგანოს უფროსი და მისი უფლებამოსილებანი. გამომძიებლის დავალება. თემა IX. მოკვლევის ორგანოები და მომკვლევი, როგორც პროცესის მონაწილე მოკვლევის ორგანოების ამოცანები. მოკვლევა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. მოკვლევის ორგანოები. მოკვლევის ორგანოსა და მომკვლევის უფლებამოსილებები სისხლის სამართლის პროცესში. თემა X. დაზარალებული, როგორც სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე პირის ცნობა დაზარალებულად. დაზარალებულისა და მისი უფლებამონაცვლის უფლებამოსილებები სისხლის სამართლის პროცესში. დაზარალებულისა და მისი უფლებამონაცვლის მოვალეობები. დაზარალებულის წარმომადგენელი სისხლის სამართლის პროცესში. თემა XI. ეჭვმიტანილი და ბრალდებული, როგორც პროცესის მონაწილეები პირის ცნობა ეჭვმიტანილად. პირის ეჭვმიტანილად ცნობასთან დაკავშირებული საპროცესო მოქმედებანი და მათი ჩატარების წესები. ეჭვმიტანილის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში. ეჭვმიტანილის საპროცესო მოვალეობები და მათი დარღვევის შედეგები. პირის ბრალდებულად ცნობა. ბრალდებულის უფლებები და მოვალეობები. თემა XII. დამცველი, როგორც სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე დამცველი სისხლის სამართლის პროცესში. დაცვა შეთანხმებით. დაცვა დანიშვნით. იძულებითი დაცვა. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის დამცველის დაშვება, მისი მოწვევისა და შეცვლის მოთხოვნის გადაწყვეტა. დამცველის უფლებამოსილებები სისხლის სამართლის პროცესში. თემა XIII. სამოქალაქო მოსარჩელე და სამოქალაქო მოპასუხე, როგორც სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეები სამოქალაქო მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი, როგორც პროცესის მონაწილეები, მათი უფლებამოსილებები და მოვალეობები. სამოქალაქო მოპასუხე და მისი მოპასუხე, მისი წარმომადგენელი სისხლის სამართლის პროცესში, მათი უფლებამოსილებები და მოვალეობები. თემა XIV. მოწმე, ექსპერტი და სპეციალისტი, როგორც სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეები მოწმე, როგორც პროცესის მონაწილე; მისი უფლებები, მოვალეობები, საქმეში მოწმედ მონაწილეობის გამომრიცხველი გარემოებები. მოწმედ ჩვენების მიცემის მოვალეობისაგან გათავისუფლება სასამართლოს მიერ. ექსპერტი და სპეციალისტი, როგორც პროცესის მონაწილეები და მათი უფლება-მოვალეობები. თემა XV. პროცესში მონაწილეობის გამომრიცხველი გარემოებები. აცილება და თვითაცილება სისხლის სამართლის პროცესში გარემოებანი, რომლებიც გამორიცხავენ საქმეში მოსამართლის (მსაჯულის), პროკურორის, გამომძიებლის, მომკვლევისა და სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობას. გარემოებანი, რომლებიც გამორიცხავენ საქმეში დამცველის, დაზარალებულის წარმომადგენლის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლის მონაწილეობას. გარემოებანი, რომლებიც გამორიცხავენ საქმეში ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის, დამსწრის მონაწილეობას. განცხადება აცილებისა და თვითაცილების შესახებ, მათი გადაწყვეტის წესი. პროცესის მონაწილეთა დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან. თემა XVI. მტკიცებულებანი სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულებები, რომლებიც დაშვებულია სისხლის სამართლის პროცესში. ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერი სისხლის სამართლის პროცესში. მოპოვებული და მხარის მიერ წარმოდგენილი ცნობები სისხლის სამართლის პროცესში. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით მიღებული მონაცემები სისხლის სამართლის პროცესში. დაუშვებელი მტკიცებულებანი. გარემოებანი, რომლებიც უნდა დამტკიცდეს სისხლის სამართლის საქმეზე. გარემოებები, რომლებიც დგინდება მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე და პრეიუდიციები. ბრალდებულის ჩვენება, როგორც მტკიცებულება. ექსპერტის დასკვნა, როგორც მტკიცებულება. ნივთიერი მტკიცებულებები პროცესში და მათთან დაკავშირებულ საპროცესო მოქმედებათა რეგლამენტაცია. თემა XVII. მტკიცების პროცესი მტკიცებულებათა შეკრება და წარდგენა სისხლის სამართლის საქმეზე. მტკიცებულებათა დამაგრება, შემოწმება და შეფასება. თემა XVIII. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებები სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების სახეები და ღონისძიებები. მოპყრობა იმ პირისადმი, რომლის მიმართ გამოყენებულია სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებები. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა განთავსების ადმინისტრაციის საპროცესო მოვალეობები. დაკავებული ან დაპატიმრებული პირის უზრუნველყოფა მის მიმართ საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების თაობაზე ოჯახის წევრის, ნათესავის ან სხვა ახლობელი პირისათვის შეტყობინების შესაძლებლობებით. სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსების საფუძველი, წესი და პირობები. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების სასამართლო წესი. თემა XIX. დაკავების, როგორც სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების, გამოყენება დაკავება, როგორც საპროცესო იძულების ღონისძიება, მისი გამოყენების პირობები, საფუძველი და წესი. პირები, რომლებიც სარგებლობენ იმუნიტეტით დაკავებისას. დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის საპროცესო გაფორმება და შემოწმება. დაკავებისაგან გათავისუფლების საფუძველი და წესი. თემა XX. აღკვეთის ღონისძიებები სისხლის სამართლის პროცესში აღკვეთის ღონისძიებების სახეები, მათი გამოყენების საფუძველი და საერთო პირობები. პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების საფუძველი და პირობები. პატიმრობის ვადა და პატიმრობის ვადის გაგრძელების წესი. პატიმრობიდან გათავისუფლება. შინაპატიმრობა. აღკვეთის ღონისძიებები, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაპატიმრებასა და შინაპატიმრობასთან, მათი გამოყენების საფუძველი და წესი. თემა XXI. მოყვანა, პირის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში. ბრალდებულისა და ეჭვმიტანილის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება. თემა XXII. ქონებაზე ყადაღის დადება ქონებაზე ყადაღის დადების გამოყენების მიზანი, საფუძველი და წესი. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) მოქმედების ვადა და მისი გასაჩივრება. თემა XXIII. რეაბილიტაცია და სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თემა XXIV. შუამდგომლობა და საჩივარი შუამდგომლობის განცხადების უფლება და წესი. შუამდგომლობის გადაწყვეტა. მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში, წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრების წესი. თემა XXV. სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ურთიერთქმედება საზღვარგარეთის სახელმწიფოთა შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებთან სამართლებრივი დახმარების გაწევის წესით სამართლებრივი დახმარების სახეები. საქართველოს მოქალაქის მიმართ საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს დავალებების შესრულება. მოთხოვნა საქართველოს მოქალაქის გადმოცემის შესახებ. გადმოცემის პირობები. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის გადაცემა. გადაცემაზე უარის თქმა. გადასაცემი პირის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულებითი ღონისძიებების გამოყენება. თემა XXVI. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, როგორც სამართალწარმოების სტადია, საქმის აღძვრის საბაბი, საფუძველი და წესი. თემა XXVII. წინასწარი გამოძიების წარმოების საერთო პირობები. სისხლის სამართლის საქმეების გაერთიანება და გამოყოფა წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სტადიებზე. თემა XXVIII. ბრალდების წარდგენა და შეცვლა. ბრალდებაზე უარის თქმა. თემა XXIX. საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის პროცესში საგამოძიებო მოქმედებათა წარმოების ზოგადი საკითხები. დაკითხვა და დაპირისპირება, როგორც საგამოძიებო მოქმედება, მისი ჩატარების პირობები და წესები. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა. მტკიცებულებების შეგროვება და საბრალდებო დასკვნის შედგენა ბრალდებულის დაკითხვის გარეშე. მოწმის დაკითხვა. თემა XXX. ამოღება და ჩხრეკა ამოღებისა და ჩხრეკის წარმოების საფუძველი, წესი და პირობები. პირადი ჩხრეკა და ამოღება. საფოსტო-სატელეფონო გზავნილების დათვალიერება, დაყადაღება და ამოღება. მოსამართლის ბრძანებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საფუძველი და წესი. მოსამართლის დადგენილება ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების საკითხზე. თემა XXXI. შემთხვევის ადგილის, ადგილმდებარეობისა და შენობების დათვალიერების წარმოების საფუძველი და წესები. გვამის, საგნებისა და დოკუმენტების დათვალიერება. თემა XXXII. საგამოძიებო ექსპერიმენტი, მისი ჩატარების მიზანი, საფუძველი და წესი. თემა XXXIII. პირის წარდგენა ამოსაცნობად. საგნისა და გვამის ამოცნობა. ამოსაცნობად წარდგენის საფუძველი და წესი. თემა XXXIV. ექსპერტიზა სისხლის სამართლის პროცესში ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი. ექსპერტიზის სავალდებულო დანიშვნა. ექსპერტიზის ობიექტები. ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების საპროცესო წესები. დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზა. საკომისიო ექსპერტიზა. კომპლექსური ექსპერტიზა. ალტერნატიული ექსპერტიზა. ეჭვმიტანილისა და ბრალ-დებულის უფლებები ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარებისას. ექსპერტის დასკვნა, მისი ფორმები, ექსპერტის დასკვნის შეფასება. გვამის ექსჰუმაციის მიზანი, საფუძველი და წესი. თემა XXXV. წინასწარი გამოძიების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძველი და წესები. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილების გასაჩივრება. წარმოების განახლება შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეზე. თემა XXXVI. წინასწარი გამოძიების დამთავრებისა და საქმის სასამართლოში გაგზავნის საპროცესო წესები. საბრალდებო დასკვნა და მასთან დაკავშირებით შესასრულებელი საპროცესო მოქმედებები. თემა XXXVII. სამართალში მიცემა, როგორც სამართალწარმოების სტადია სამართალში მიცემა. გამწესრიგებელი სხდომის ჩატარების წესი. შუამდგომლობის განხილვა. სამართალში მიცემის დროს გამოსარკვევი საკითხები. სისხლის სამართლის საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიებისათვის. სასამართლო გამწესრიგებელი სხდომის დად-გენილება (განჩინება) და მისი გასაჩივრების წესი. სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის გაცნობის უფლება. თემა XXXVIII. სასამართლო განხილვის საერთო პირობები, პრინციპები და წესები. თემა XXXIX. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა განცხადებული შუამდგომლობებისა და დაზარალებულის, მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვის საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომის მოსამზადებელ ნაწილზე. სასამართლო გამოძიების დაწყების ეტაპზე გასარკვევი და გადასაწყვეტი საკითხები. მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევის წესები სასამართლო გამოძიებისას. განსასჯელისა და მოწმის დაკითხვის წესები სასამართლო გამოძიებისას. ექსპერტიზა სასამართლოში. სასამართლო კამათი და განსასჯელის საბოლოო სიტყვა. მხარეთა წინადადება ბრალდების არსთან დაკავშირებით. თემა XL. განაჩენის დადგენა განაჩენის დადგენისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები. მოსამართლეთა თათბირისა და საქმის ცალკეულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი. სასამართლო გამოძიების განახლება. საქმის გაგზავნა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. განაჩენის სახეები, მათი დახასიათება. გამამტყუნებელი და გამამართლებელი განაჩენი, მათი სტრუქტურა და შედგენის წესი. თემა XLI. საქმის წარმოება სააპელაციო ინსტანციაში სააპელაციო გასაჩივრების სუბიექტები, ვადები და წესები. მსჯავრდებული თანამდებობის პირის მიმართ მის დაუსწრებლად გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრების ვადები. სააპელაციო საჩივრების განმხილველი სასამართლოები. სააპელაციო საჩივრის სახეები, მისი შინაარსი. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მონაწილეები. სასამართლო გამოძიება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო ინსტანციის გადაწყვეტილებათა სახეები. სააპელაციო სასამართლოში განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძვლები. შებრუნება საუარესოდ. თემა XLII. საქმის წარმოება საკასაციო ინსტანციაში საკასაციო გასაჩივრების საგანი. საკასაციო საჩივრის შეტანის, განხილვის წესები და ვადები. საკასაციო საჩივრის სახეები, საკასაციო საჩივრის განმხილველი სასამართლოები. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ საჩივრებისა და საქმის განხილვის წესი. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა სახეები. საკასაციო წესით განაჩენის გაუქმებისა და შეცვლის საფუძვლები, მათი დახასიათება. საუარესოდ შებრუ-ნების დაუშვებლობა. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს სარევიზიო საწყისი. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინების შინაარსი. თემა XLIII. განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებათა გადასინჯვა ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა სახეები. საჩივრის შეტანა ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ და მათი განხილვის წესი. თემა XLIV. სასამართლოს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულება განაჩენის, განჩინებისა და მოსამართლის დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლა და აღსასრულებლად მიქცევა. მსჯავრდებულის უფლებების უზრუნველყოფა განაჩენის აღსრულებისას. განაჩენის აღსრულების გადავადება. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველი და სახეები. პირობითი მსჯავრის გაუქმება, გამოსაცდელი ვადის გაგრძელება. სასამართლო, რომელიც წყვეტს აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სასამართლოს განაჩენის, განჩინების, დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესი. განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხთა შესახებ სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილების გასაჩივრების წესი. ნასამართლობის მოხსნის საკითხთა განხილვა. თემა LXV. ცალკეული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეთა გამო წარმოების თავისებურება კერძო ბრალდების საქმეთა წარმოების წესები. არასრულწლოვანის დანაშაულზე საქმის წარმოების წესები. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ საქმის წარმოების წესები. თემა LXVI. საპროცესო შეთანხმება საპროცესო შეთანხმების არსი. გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს საპროცესო შეთანხმების დადებისას. საპროცესო შეთანხმების დადების დაუშვებლობა ბრალდებულის წინასწარი თანხმობისა და დამცველის მონაწილეობის გარეშე. საპროცესო შეთანხმების ბათილად ცნობის საფუძველი. ბრალდებულის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე საკითხის დასმის საფუძველი და წესი. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შეტანილი შუამდგომლობის ფორმა და მისი განხილვის წესი. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. ბათილად ცნობილი საპროცესო შეთანხმებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობა. საპროცესო შეთანხმების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გადაცემა მხარეებისათვის და მისი ძალაში შესვლა. თემა LXVII. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და მათ ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო აქტების მიღების საფუძველი და წესი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანები. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები. საქვეყნოობა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ცნება. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების საფუძვლები. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების პირობები. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტა. ოპერა-ტიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმა-ხორციელებელი ორგანოების მოვალეობები. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების უფლებები. ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა: საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით. საქართველოს ორგანული კანონი „პროკურატურის შესახებ”. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ”. საქართველოს ორგანული კანონი „უზენაესი სასამართლოს შესახებ”. საქართველოს კანონი „პატიმრობის შესახებ”. საქართველოს კანონი „ადვოკატთა შესახებ”. საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ”. საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქ-მიანობის შესახებ”. გაბისონია ი., სისხლის სამართლის საქმეთა განხილვა სასამართლოში, თბ., 2002 წ. გაბისონია ი., აღკვეთის ღონისძიებანი სისხლის სამართლის პროცესში (პრაქტიკული სახელმძღვანელო), თბ., 2003 წ. ბენიძე ვ., დაპატიმრებისა და შინაპატიმრობის აღკვეთის ღონისძიებად გამოყენების პრობლემები, თბ., 2003 წ. კორკელია კ., ქურდაძე ი., ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ადამიანის უფლებათა კონვენციის მიხედვით. თბ., 2004 წ. კორკელია კ., ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში, თბ., 2004 წ. ჟან პრადელი, შედარებითი სისხლის სამართალი. პროცესის სისტემები. სისხლის სამართლის პროცესი. რედაქტ. ა. ფალიაშვილი, შ. ფაფიაშვილი. თბ., 2003 წ. ირინა ბოხაშვილი, სისხლის სამართლის საქმეთა განხილვა სააპელაციო სასამართლოში. თბ., 2004 წ. ევროგაერთიანების ქვეყნების სისხლის სამართლის საპროცესო სისტემები. თბ., 2002 წ. Микеле Де Салвиа. Прецеденти Эвропейского Суда по правам человека. С.П., 2004 г. Решения Конституционного Суда Росийской Федерации по делам о проверке  конституцио-нности  уголовного и  уголовно-процесуального законодательства. М., 2002 г. Гуценко, К. Ф.,  Головко, Л. В., Филимонов, Б. А. Уголовний процесс западных государств. М., 2002 г. სამოქალაქო სამართალი თავი პირველი ზოგადი ნაწილი თემა I. ზოგადი დებულებანი სამოქალაქო სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში – კერძო და საჯარო სამართალი. სამოქალაქო კანონმდებლობა. სამოქალაქო კანონის შესვლა ძალაში. კანონისა და სამართლის ანალოგია. სამოქალაქო კანონთა უკუქცევითი ძალა. სამოქალაქო კანონთა მიზანი. კერძო სამართლის სისტემა. სამოქალაქო კოდექსის სისტემა. ზოგადი ნაწილის ცნება, მნიშვნელობა და სახეები. დისპოზიციური და იმპერატიული ნორმები სამოქალაქო სამართალში. თემა II. პირები სამოქალაქო სამართალში ა) ფიზიკური პირები უფლებაუნარიანობა. ქმედუნარიანობის ცნება და მნიშვნელობა. ქმედუუნაროდ პირის მიჩნევის საფუძვლები (ასაკი, ჯანმრთელობა). შეზღუდული ქმედუნარიანობა. სახელის უფლება. სამოქალაქო სახელი. კომერციული სახელი. პირადი არაქონებრივი უფლებები: სახელი, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია. უფლება საკუთარ გამოსახულებაზე. პირადი უფლებების დაცვა გარდაცვალების შემდეგ. საცხოვრებელი ადგილი. რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. საცხოვრებელი ადგილი და საპოლიციო რეგისტრაცია. არჩევით საცხოვრებელი ადგი-ლი და კანონით საცხოვრებელი ადგილი. საცხოვრებელი ადგილის გაუქმების დაუშვებლობა პირის ნების საწინააღმდეგოდ. პირის აღიარება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, მისი შედეგები. პირის გამოცხადება გარდაცვლილად და მისი შედეგები. ბ) იურიდიული პირები იურიდიული პირის ცნება და ნიშნები. იურიდიული პირის სახეები: კერძო სამართლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირები. სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები. საჯარო სამართლის იურიდიული პირები და მათი მონაწილეობა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში. სახელმწიფოს მონაწილეობა კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა. ზოგადი და სპეციალური უფლებაუნარიანობა. კერძო სამართლის იურიდიული პირების სახელწოდება (საფირმო სახელწოდება). კავშირისა და ფონდის დაფუძნება, რეგისტრაცია, წესდების სამართლებრივი ბუნება, ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა. კავშირისა და ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. კავშირისა და ფონდის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კავშირის მართვის ორგანოები: კავშირის წევრთა საერთო კრება, გამგეობა, კომისიები, საკონსულტაციო ორგანოები. კავშირის წევრობა. არარეგისტრირებული კავშირი. ფონდის მართვის ორგანოები: გამგეობა, სამეთვალყურეო ორგანო (კურატორიუმი). ფონდი დესტინატერებისათვის. ფონდში შესატანის უზრუნველყოფის ვალდებულება. ფონდის მიზნის შეცვლა. თემა III. გარიგებანი ზოგადი ნორმები გარიგებათა შესახებ. გარიგების ცნება. ნების გამოვლენის ნამდვილობა. მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი. გარიგების ბათილობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ნების გამოვლენის არასერიოზულობის, ქმედუუნარობის ან ფსიქიკური მოშლილობის გამო. მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებანი. ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. გარიგების კონვერსია. გარიგების ნაწილის ბათილობა. დადასტურების მნიშვნელობა გარიგებათა ბათილობისას. ქმედუნარიანობა, როგორც გარიგების ნამდვილობის პირობა. არასრულწლოვანის მიერ დადებული გარიგება. არასრულწლოვანის ემანსიპაცია. წარმომადგენლის თანხმობის გარეშე დადებული გარიგება. გარიგების ფორმა. საცილო გარიგებანი. შეცდომით დადებული გარიგებანი. მოტყუებით დადებული გარიგებანი. იძულებით დადებული გარიგებანი. პირობითი გარიგებანი. პირობითი გარიგების ცნება. ამორალური პირობა. ნებაზე დამოკიდებული, პოზიტიური და ნეგატიური პირობა. გარიგებები გადადების და გაუქმების პირობით. თანხმობა გარიგებებში. წარმომადგენლობა გარიგებებში. თემა IV. უფლების განხორციელება უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მიყენებული ზიანი. უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული ზიანი. თვითდახმარება. თემა V. ვადები. ხანდაზმულობა ვადების გამოთვლა. ხანდაზმულობა. მოთხოვნები, რომლებზედაც ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდება. ხანდაზმულობის ვადები. ხანდაზმულობის ვადის დაწყება. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა. ხანდაზმულობის ვადა სანივთო მოთხოვნათა მიმართ. ვალდებული პირის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლისას. დამატებითი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. ხანდაზმულობის ვადის შეცვლის დაუშვებლობა მხარეთა შეთანხმებით. თავი მეორე სანივთო (ქონებრივი) სამართალი თემა I. ქონება ქონების ცნება. ნივთის სახეები. არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ცნება. აქცესორული და შეზღუდული უფლებები. ნივთისა და უფლების ნაყოფი. თემა II. მფლობელობა მფლობელობის ცნება და სახეები. მფლობელობის შეწყვეტა. მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია. კეთილსინდისიერი მფლობელი, მისი უფლებები. არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელისა და არაკეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობანი. საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით. თემა III. საკუთრება საკუთრების უფლების შინაარსი. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება. მესაკუთრის მიერ ნივთით სარგებლობის ხელისშემშლელი მოქმედების აღკვეთის მოთხოვნა. საერთო საკუთრება. თემა IV. სამეზობლო სამართალი სამეზობლო სამართლის ცნება. სამეზობლო ზემოქმედების თმენის ვალდებულება, კომპენსაცია თმენის ვალდებულებისათვის. საფრთხის აღკვეთის მოთხოვნა, უფლება ნაყოფზე, აუცილებელი გზა. სასაზღვრო მიჯნის აღმართვის მოვალეობა. სასაზღვრო ნაგებობით სარგებლობის უფლება. თემა V. საკუთრების შეძენა და დაკარგვა საკუთრების შეძენა უძრავ ნივთებზე. საკუთრების შეძენა მოძრავ ნივთებზე. პირობადადებული საკუთრება. საკუთრების შეძენა უპატრონო ნივთზე. ნაპოვარი. განძი. თანასაკუთრება შერწყმის შედეგად წარმოშობილ ნივთზე. თანასაკუთრება მასალის გადამუშავების შედეგად შექმნილ ახალ ნივთზე. ახალი მესაკუთრისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. თემა VI. საკუთრების შეძენა უფლებებსა და მოთხოვნებზე უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების შეძენის ცნება და შინაარსი. მოთხოვნის დათმობა. ვალის გადაკისრება. თემა VII. ბინის საკუთრება მრავალბინიან სახლებში მრავალბინიან სახლებში ბინის საკუთრების ცნება. ბინის უპირატესი შესყიდვის უფლება. წილის განსაზღვრა საერთო საკუთრებაში. ბინის საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ურთიერთობანი ბინის მესაკუთრეთა შორის. თემა VIII. სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობა ა) აღნაგობა აღნაგობის ცნება. აღნაგობის უფლების წარმოშობის საფუძვლები. აღნაგობის უფლების გასხვისება. საზღაური აღნაგობის უფლებისათვის. აღნაგობის უფლების რეგისტრაცია. აღნაგობის უფლების შეწყვეტა. ბ) უზუფრუქტი უზუფრუქტის ცნება. უზუფრუქტის სახეები. უზუფრუქტუარის უფლება-მოვალეობანი. უზუფრუქტის შეწყვეტა. გ) სერვიტუტები სერვიტუტის ცნება. სერვიტუტის პირობები. ნაგებობის მოვლის ვალდებულება. მიწის გაყოფის შედეგები. უფლებამოსილი პირის უფლებების დაცვა. პირადი სერვიტუტი. თემა IX. საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ა) გირავნობა ცნება. მოძრავი ნივთებისა და ფასიანი ქაღალდების დაგირავების წესი. გირავნობა მფლობელობის გადაცემით. გირავნობის უფლების გადასვლა ახალ კრედიტორზე. გირავნობის გაუქმების საფუძვლები. გირავნობის საგნის რეალიზაცია. გირაოს გასხვისების შედეგები. ბ) იპოთეკა ცნება. საერთო იპოთეკა. იპოთეკის რეგისტრაცია. ნივთის დატვირთვა იპოთეკით რამდენჯერმე. მესაკუთრის უფლება კრედიტორის დაკმაყოფილებისას. იპოთეკის გადასვლა ახალ კრედიტორზე. იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის წესი. ნივთის იძულებით მართვა (სეკვესტრი). თემა X. საჯარო რეესტრი საჯარო რეესტრის დანიშნულება. რეესტრში ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა. თავი მესამე ვალდებულებითი სამართალი ზოგადი ნაწილი თემა I. ზოგადი დებულებანი ვალდებულებათა შესახებ ვალდებულების ცნება და სახეები. ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები. ვალდებულების წარმოშობა ხელშეკრულების მომზადების საფუძველზე. ხელშეკრულების დასადებად გაწეული ხარჯების ანაზღაურება. თემა II. ზოგადი დებულებანი ხელშეკრულებათა შესახებ ხელშეკრულების ცნება და სახეები. ხელშეკრულების თავისუფლება. ხელშეკრულების დადების ვალდებულება. თემა III. ხელშეკრულების დადება ხელშეკრულების დადების წესი (ოფერტი, აქცეპტი). ქუჩაში ხელშეკრულების დადების თავისებურება. თემა IV. ხელშეკრულების შინაარსი ხელშეკრულების პირობები (არსებითი, ჩვეულებრივი, შემთხვევითი პირობები). ხელშეკრულების სტანდარტული პირობები. მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულებები. თემა V. ხელშეკრულებიდან გასვლა თემა VI. ვალდებულების შესრულება თემა VII. ვალდებულების დარღვევა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ვალდებულების დარღვევისას. ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. უარი გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობებზე. მოვალის მიერ ვადის გადაცილება. ვალდებულების დარღვევა ორმხრივი ხელშეკრულების დროს. თემა VIII. ზიანის ანაზღაურების მოვალეობა პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის მოვალეობა. ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის. ზიანის ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ზიანის ოდენობის განსაზღვრა. დაზარალებულის ბრალი ზიანის დადგომაში. თემა IX. მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებები პირგასამტეხლო, ბე, მოვალის გარანტია. თემა X. ვალდებულების შეწყვეტა ვალდებულების შეწყვეტა მისი შესრულებით, ნოვაციით, დეპონირებით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით, ვალის პატიებით. ვალდებულების შეწყვეტა, როცა მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება. ვალდებულების შეწყვეტა მოვალის ან კრედიტორის გარდაცვალების გამო. ვალდებულების შეწყვეტა იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო. თემა XI. კრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებებში სოლიდარული კრედიტორები. სოლიდარული მოვალეები. კერძო ნაწილი თემა XII. ნასყიდობის ხელშეკრულება ნასყიდობის ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. გამყიდველისა და მყიდველის უფლებები და მოვალეობები. ნივთის შემთხვევით დაღუპვის რისკის გადასვლა. ნასყიდობა გადახდის განვადებით. გამოსყიდვის უფლება. ოფცია. უპირატესი შესყიდვის უფლება. ნასყიდობა ნივთის მოწონების პირობით. თემა XIII. გაცვლის ხელშეკრულება თემა XIV. ჩუქების ხელშეკრულება ჩუქების ხელშეკრულების ცნება. ჩუქების ხელშეკრულების დადება. საჩუქრის დაპირება. შეწირულობა. ჩუქების გაუქმება და გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა. თემა XV. ქირავნობის ხელშეკრულება ქირავნობის ხელშეკრულების ცნება. მხარეთა უფლებები და მოვალეობანი. ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა. თემა XVI. ლიზინგის ხელშეკრულება თემა XVII. იჯარის ხელშეკრულება იჯარის ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. მისი განსხვავება ქირავნობის ხელშეკრულებისაგან. მიწის იჯარა ინვენტართან ერთად. იჯარის ხელშეკრულების მოშლა. თემა XVIII. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება ცნება და შინაარსი. მხარეთა უფლებები და მოვალეობები. ხელშეკრულების შეწყვეტა. თემა XIX. ფრენშაიზინგის ხელშეკრულება თემა XX. თხოვება ცნება. გამნათხოვრებლის პასუხისმგებლობა. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ნივთის ნაკლის გამო. ნათხოვარი ნივთით მიზნობრივი სარგებლობა. ჩვეუ-ლებრივი ხარჯის გაწევის ვალდებულება. ნათხოვარი ნივთის ცვეთა. ნათხოვარი ნივთის უკან დაბრუნება. მონათხოვრის გარდაცვალების შედეგები. თემა XXI. სესხის ხელშეკრულება სესხის ხელშეკრულების ცნება. სესხის ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობა. პროცენტი სესხისათვის. ვალის დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლება. სესხის შეპირება. ხელშეკრულების შეწყვეტა. თემა XXII. ნარდობის ხელშეკრულება ნარდობის ხელშეკრულების ცნება. ანაზღაურების ოდენობა. გირავნობის უფლება მენარდის მიერ დამზადებულ ან შეკეთებულ ნივთებზე. მხარეთა უფლებები და მოვალეობები. მენარდის რისკი. ხელშეკრულების მოშლა. თემა XXIII. ტურიზმის ხელშეკრულება თემა XXIV. გადაზიდვა-გადაყვანა გადაზიდვის ხელშეკრულება. გადამზიდველის პასუხისმგებლობა. რეკლამაცია (პრეტენზია) და სარჩელი. გადაზიდვები ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველების მიერ. თემა XXV. დავალების ხელშეკრულება დავალების ხელშეკრულების ცნება. მხარეთა უფლებები და მოვალეობები. დავალების გადანდობა მესამე პირისათვის. დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა. მარწმუნებლისა და რწმუნებულის გარდაცვალების შედეგები. თემა XXVI. საკუთრების მინდობა საკუთრების მინდობის ცნება. მინდობილი მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი. მინდობილი მესაკუთრისათვის ხარჯების ანაზღაურება. მინდობილი მესაკუთრის პასუხისმგებლობა. თემა XXVII. ექსპედიციის ხელშეკრულება ექსპედიციის ხელშეკრულების ცნება. ექსპედიტორისა და შემკვეთის უფლება-მოვალეობანი. თემა XXVIII. შუამავლობის ხელშეკრულება შუამავლობის ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. მაკლერისათვის ანაზღაურების მიცემა და მისთვის გასამრჯელოს მიცემის დაუშვებლობა. ექსკლუზიური დავალება. საშუამავლო ხელშეკრულების მოშლა. შუამავლობა ბინის ქირავნობისას. შუამავლობა სესხებისას. თემა XXIX. ჯილდოს საჯაროდ დაპირება. კონკურსი თემა XXX. მიბარების ხელშეკრულება მიბარების ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. მხარეთა უფლებები და მოვალეობები. გვაროვნული ნივთის მიბარების თავისებურებანი. სასტუმროში მიბარების თავისებურებანი. თემა XXXI. მიბარება სასაქონლო საწყობში საქონლის მიღება შემნახველის მიერ. გვაროვნული ნივთების შენახვის თავისებურებანი. მიბარებული საქონლის გაყიდვა. სასაწყობო მოწმობა. ვარანტი. საგირავნო მოწმობა. თემა XXXII. დაზღვევა ზოგადი დებულებანი. სადაზღვევო შესატანი. ზიანის დაზღვევა. დაზღვევა სხვა პირის სასარგებლოდ. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა. სიცოცხლის დაზღვევა. უბედური შემთხვევის დაზღვევა. თემა XXXIII. საბანკო მომსახურება ანგარიშსწორება. საბანკო კრედიტი. ანაბარი. დოკუმენტალური (სასაქონლო) აკრედიტივი. დოკუმენტალური ინკასო. საბანკო გარანტია. თემა XXXIV. თავდებობის ხელშეკრულება თემა XXXV. კონტოკორენტი თემა XXXVI. ფასიანი ქაღალდების ბრუნვიდან წარმოშობილი ვალდებულებები თემა XXXVII. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება ამხანაგობის ხელშეკრულების ცნება. ამხანაგობის მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები. ამხანაგობის მონაწილეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა. ამხანაგობიდან ერთ-ერთი მონაწილის გასვლის შედეგები. ამხანაგობის შეწყვეტის საფუძვლები და წესი. თემა XXXVIII. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. მარჩენალისათვის გადაცემული ქონების გასხვისების დაუშვებლობა. ხელშეკრულების შეწყვეტა. მარჩენალის გარდაცვალების შედეგები. თემა XXXIX. თამაშობა. სანაძლეო. ლატარია თემა XXXX. კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი საზიარო უფლებები. დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება. უსაფუძვლო გამდიდრება. თემა XXXXI. დელიქტური ვალდებულებანი ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებათა ცნება. ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის საერთო პირობები. ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის ცალკეული შემთხვევები (არასრულწლოვანის პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის). სულით ავადმყოფის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება; პასუხისმგებლობა ნაგებობიდან გამომდინარე საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის; ცხოველის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება; სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანისათვის. სამედიცინო დაწესებულების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება; ზიანის ანაზღაურება დაზარალებულის გარდაცვალებისას. პასუხისმგებლობა უხარისხო პროდუქციით გამოწვეული ზიანისათვის. უხარისხო პროდუქტის მწარმოებლის პასუხისმგებლობა. უხარისხო პროდუქტის ცნება. პროდუქტის ცნება. თავი მეოთხე სამრეწველო საკუთრება თემა I. გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე უფლებათა დაცვა თემა II. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების დაცვა თემა III. საფირმო სახელწოდების დაცვა თემა IV. საწარმოო-კომერციული საიდუმლოს დაცვა თავი მეხუთე საოჯახო სამართალი თემა I. ქორწინების წესი და პირობები ქორწინების ცნება. დაქორწინების პირობები. დაქორწინების გაფორმება. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები. ხელმეორედ დაქორწინების წესი. თემა II. ქორწინების შეწყვეტა ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები. განქორწინების დაუშვებლობა. განქორწინების წესი. ქორწინების აღდგენა გარდაცვლილად გამოცხადებული მეუღლის დაბრუნებისას. მსჯავრდადებულ მეუღლესთან განქორწინების წესი. თემა III. ქორწინების ბათილობა ქორწინების ბათილობის საფუძველი. ქორწინების ბათილობის მომენტი. თემა IV. მეუღლეთა უფლებები და მოვალეობები მეუღლეთა პირადი უფლებები. კანონით დადგენილი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები. მეუღლეთა სახელშეკრულებო ქონებრივი ურთიერთობები. მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა. თემა V. შვილების წარმოშობის დადგენა თემა VI. მშობლების უფლებები და მოვალეობები შვილების მიმართ მშობლების მოვალეობანი შვილების მიმართ. განქორწინებულ მშობელთა უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ. პაპისა და ბებიის უფლებები არასრულწლოვანი შვილიშვილების მიმართ. მშობლის უფლების ჩამორთმევა. შვილის ჩამორთმევა მშობლის უფლების ჩამორთმევის გარეშე. თემა VII. მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი შვილების რჩენის მოვალეობა. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის წესი. შვილების მოვალეობანი მშობლების მიმართ. ალიმენტის ოდენობის შემცირება და შეცვლა. თემა VIII. ოჯახის სხვა წევრების საალიმენტო მოვალეობანი და-ძმების ურთიერთრჩენის მოვალეობა. შვილიშვილების და ბებიისა და პაპის საალიმენტო მოვალეობები. მამინაცვლისა და დედინაცვლის საალიმენტო მოვალეობა. გერის საალიმენტო მოვალეობა. მუდმივ აღსაზრდელად აყვანილი ბავშვის რჩენის მოვალეობა. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის წესი. თემა IX. ალიმენტის გადახდისა და გადახდევინების წესი თემა X. შვილება შვილების ცნება. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაცია. მშვილებელი. შვილად აყვანა მეუღლეების მიერ. მშობლების თანხმობა გაშვილებისას. მეურვეობაში მყოფი ბავშვის შვილება. ათი წლის ასაკს მიღწეული ბავშვის შვილება. ნაშვილების ურთიერთობანი ღვიძლ მშობლებთან. შვილად აყვანის გაუქმება და მისი შედეგები. შვილად აყვანის ბათილად ცნობის საფუძვლები. თემა XI. მეურვეობა და მზრუნველობა მეურვეობისა და მზრუნველობის ცნება. მეურვეობა, მზრუნველობა. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები. მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის წესი. პირები, რომლებიც არ შეიძლება დაინიშნონ მეურვედ ან მზრუნველად. ქონების მეურვის დანიშვნა. მეურვისა და მზრუნველის უფლებები. მეურვისა და მზრუნველის მოვალეობანი. მეურვისა და მზრუნველის უფლებამოსილებათა შეზღუდვა. მეურვისა და მზრუნველის გათავისუფლება მათი მოვალეობისაგან. მეურვეობის შეწყვეტის საფუძვლები. თავი მეექვსე მემკვიდრეობის სამართალი თემა I. ზოგადი დებულებანი მემკვიდრეობის ცნება. მამკვიდრებელი. მემკვიდრეები. თანამემკვიდრეები. უღირსი მემკვიდრე. სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება). სამკვიდროს გახსნა. სამკვიდროს გახსნა კომლში. თემა II. მემკვიდრეობა კანონით კანონით მემკვიდრეები. კანონით მემკვიდრეთა რიგითობა. არაშრომისუნარიან პირთა უფლებები მემკვიდრეობისას. მემკვიდრეობის უფლებების ჩამორთმევა ცოცხლად დარჩენილი მეუღლისათვის. უმკვიდრო ქონების გადასვლა ხაზინაზე. თემა III. მემკვიდრეობა ანდერძით ანდერძის ცნება. ერთობლივი ანდერძი. წილის განსაზღვრა მოანდერძის მიერ. ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა. თემა IV. ანდერძის ფორმა სანოტარო ფორმა. შინაურული ანდერძი. დახურული ანდერძი. თემა V. მემკვიდრის მემკვიდრის დანიშვნა თემა VI. სავალდებულო წილი სავალდებულო წილის ცნება. სავალდებულო წილის განსაზღვრა. უარი სავალდებულო წილის მიღებაზე. სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა. თემა VII. საანდერძო დანაკისრი (ლეგატი) ლეგატის ცნება. საანდერძო დანაკისრის საგანი. საანდერძო დანაკისრის შესრულების ფარგლები და ვადა. საანდერძო დანაკისრი სავალდებულო წილის მიღებისას. უარი საანდერძო დანაკისრის მიღებაზე. საანდერძო დანაკისრი საერთო სასარგებლო მიზნით. თემა VIII. ანდერძის შეცვლა ან მოშლა ანდერძის შეცვლის საშუალებები. ანდერძის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები. თემა IX. ანდერძის აღსრულება თემა X. სამკვიდროს მიღება და უარი მის მიღებაზე სამკვიდროს მიღება. სამკვიდროს მიღების ვადა და ვადის გაგრძელება. სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა. მემკვიდრეობითი ტრანსმისია. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე. თემა XI. სამკვიდროს გაყოფა სამკვიდროს გაყოფის წესის განსაზღვრა მოანდერძის მიერ. საჩუქრის ჩათვლა მოანდერძის წილში. სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყოფა მემკვიდრეებს შორის. საადგილმამულო მეურნეობის გადასვლა მემკვიდრეობით. ჩასახული მემკვიდრის უფლება სამკვიდროს გაყოფისას. წილის მიღების უზრუნველყოფის ვალდებულება. წილის განკარგვის უფლება. წილის გათანაბრება. მემკვიდრის გამოუცხადებლობის შედეგები. უპირატესი მემკვდრეობის უფლება. თემა XII. კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ თემა XIII. სამკვიდროს დაცვა თემა XIV. სამკვიდრო მოწმობა თავი მეშვიდე. ინტელექტუალური საკუთრების სამართალი საავტორო სამართალი თემა I. საავტორო სამართლის ცნება საავტორო სამართლის მოქმედების სფერო. ნაწარმოების გამოქვეყნება და გამოცემა. ნაწარმოების საჯაროდ შესრულება, ჩვენება და გადაცემა. თემა II. საავტორო უფლებები ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებები. ავტორის განსაკუთრებული უფლებები. ავტორის ქონებრივი უფლებები. ავტორის თანხმობის გარეშე ნაწარმოების გამოყენების უფლება. საავტორო უფლების ობიექტი. თემა III. საავტორო უფლების მოქმედების ვადა უვადო საავტორო უფლებები. ვადაგასული საავტორო უფლების გამოყენების წესი. თემა IV. საავტორო უფლების გადაცემა საავტორო უფლების გადაცემის საფუძვლები. განსაკუთრებული და ჩვეულებრივი ლიცენზია. საავტორო ხელშეკრულება. თემა V. საავტორო უფლებათა მომიჯნავე უფლებები მომიჯნავე უფლებების მოქმედების ვადა. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვა. თავი მერვე სამეწარმეო სამართალი ზოგადი ნაწილი თემა I. სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობის ცნება სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობის მართლზომიერება. არაერთჯერადობა. მოგების მიზანი. დამოუკიდებლობა და ორგანიზებულობა. არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა. თავისუფალი პროფესიების ცნება. თემა II. საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები საწარმოს ცნება. ინდივიდუალური საწარმო. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს). კომანდიტური საზოგადოება (კს). შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს). სააქციო საზოგადოება (სს). კოოპერატივი. პარტნიორის ცნება. ფიზიკური პირი, იურიდიული პირი და სახელმწიფო, როგორც პარტნიორები. რეგისტრაციის ცნება და მნიშვნელობა. იურიდიული პირის ცნება. იურიდიული პირის ზოგადი უფლება-უნარიანობა. თემა III. საწარმოთა პასუხისმგებლობა და მათი დაფუძნება პასუხისმგებლობის ცნება. პასუხისმგებლობის პირობები. კრედიტორის ცნება. მესამე პირის ცნება. შესატანის ცნება. ფულადი და არაფულადი შესატანები. შესატანის შეტანის წესი. შესატანის შემცირება საწესდებო კაპიტალის შემცირებით. პარტნიორთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი. თემა IV. რეგისტრაციის პირობები სამეწარმეო რეესტრის ცნება და მნიშვნელობა. საწარმოთა რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები. რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტები. რეგისტრაციის გაუქმება. რეგისტრაციის სისწორის პრეზუმფცია. რეგისტრაციის განხორციელების პრეზუმფცია. თემა V. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლების მქონე პირები. საერთო კრება. ხელმძღვანელობითი საქმიანობა. საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილებათა შეზღუდვა. საზოგადოების ხელმძღვანელების საგარეო ურთიერთობა. კონკურენციის აკრძალვა. საზოგადოების ხელმძღვანელთა ვალდებულება. მტკიცების ტვირთი. იმპერატიული ნორმა რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ. საწესდებო კაპიტალის შენარჩუნების უზრუნველყოფა. საკონსულტაციო საბჭო. თემა VI. ხანგრძლივობა. რეორგანიზაცია. ლიკვიდაცია ხანგრძლივობა. სპს-ის, კს-ის, შპს-ის, სს-ისა და კოოპერატივის ლიკვიდაცია. საზოგადოების ლიკვიდაცია გადახდისუუნარობის გამო. გადახდისუუნარობის შედეგები. ლიკვიდატორების უფლება-მოვალეობანი. ლიკვიდირებული საზოგადოების ქონების განაწილების წესი. საზოგადოების რეორგანიზაცია. საწარმოთა შერწყმა. გაყოფა ნატურით. თემა VII. ხანდაზმულობა. გასაჩივრების ვადები ხანდაზმულობის ცნება. პრეტენზიის ცნება. თემა VIII. ფილიალები ფილიალის ცნება. ფილიალის რეგისტრაცია. საზღვარგარეთის საწარმოთა ფილიალის რეგისტრაცია. თემა IX. კონცერნები და მეკავშირე საწარმოები კონცერნის ცნება. კონცერნი, როგორც ფაქტობრივი მდგომარეობა. ძირითადი და არაძირითადი საწარმოს ცნება. კონცერნის შექმნის წესი. შვილობილი საწარმოს ცნება. წილთა უმრავლესობის ცნება. მმართველობის ორგანოთა დამოუკიდებლობა. კერძო ნაწილი თემა X. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება ცნება. პარტნიორთა კრება. საზოგადოების ხელმძღვანელობა. პარტნიორის კონტროლის უფლება. ლიკვიდაციის საფუძვლები. წილი. კაპიტალის გასხვისება. პარტნიორის გარდაცვალება. თემა XI. კომანდიტური საზოგადოება ცნება. კონკურენციის აკრძალვა. კომანდიტის კონტროლის უფლება. საზოგადოების ხელმძღვანელობა. მოგება და ზარალი. კომანდიტის პასუხისმგებლობა. კომანდიტის წილის გასხვისება ან მემკვიდრეობით გადაცემა. თემა XII. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ცნება. შპს-ის განსხვავება სს-გან. საწესდებო კაპიტალი. პარტნიორის უფლება-მოვალეობანი. წილის გასხვისება. წილის ცნება. წილის გასხვისებასთან გათანაბრებული გარიგებანი. დამატებითი შენატანების გადახდა. პარტნიორთა კრების მოწვევა. კონტროლი საზოგადოების ხელმძღვანელობაზე. კრებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურა. თემა XIII. სააქციო საზოგადოება ცნება. საზოგადოების წიგნი. აქციათა ფორმები. აქციის ცნება და აქციათა სახეები. ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციები. აქციის ნომინალური ღირებულება. აქციების გასხვისების წესი. ფასიანი ქაღალდების კაპიტალის სხვა ფორმები. აქციონერთა უფლებები და მოვალეობები. საერთო კრება და მისი კომპეტენცია. სამეთვალყურეო საბჭო და მისი კომპეტენცია. დირექტორები. წლიური ანგარიში და მოგების გამოყენება. ქონების მოვლის ვალდებულება. რევიზია. კაპიტალის შეძენის ღონისძიებები. თემა XIV. კოოპერატივი ცნება. პაი. კოოპერატივში გაწევრიანება. წევრის გასვლა კოოპერატივიდან. საერთო კრება. წარმომადგენელთა კრება. სამეთვალყურეო საბჭო. გამგეობა. დირექტორები. ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 1997 წ. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, 1994 წ. საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, 1999 წ. ახვლედიანი ზ., მემკვიდრეობის სამართალი (ახალი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით), თბ., 1997 წ. ახვლედიანი ზ., ვალდებულებითი სამართალი (ახალი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით), თბ., 1997 წ. ახვლედიანი ზ., ვალდებულებითი სამართალი, მეორე გამოცემა, თბ., 1999 წ. ზოიძე ბ., მფლობელობის (Possesio) ცნება საქართველოს მომავალ სამოქალაქო კოდექსში. კრებულში: „სამართლის რეფორმა საქართველოში”, თბ., 1994 წ., გვ. 274-284. ზოიძე ბ., სანივთო სამართალი, თბ., 1999 წ. ზოიძე ბ., ქართული სანივთო სამართალი, მე-2 გამოცემა, თბილისი, 2003 წ. კნიპერი რ., საკუთრების პრობლემები გარდამავალ საზოგადოებაში. საიუბილეო კრებული მიძღვნილი გ. ინწკირველის 70 წლისთავისადმი, გვ. 118-124. კნიპერი რ., მოსაზრებანი სამართლებრივი რეფორმის თაობაზე. საიუბილეო კრებული მიძღვნილი ს. ჯორბენაძის 70 წლისთავისადმი, გვ. 21-31. კუნცევა-გაბაშვილი ნ., საავტორო უფლებები, თბილისი, 2002 წ. შენგელია რ., საოჯახო სამართალი, კომენტარები, თბ., 1999 წ. შენგელია რ., კონდიქციურ ვალდებულებათა საფუძვლები. საიუბილეო კრებული მიძღვნილი ს. ჯორბენაძის 70 წლისთავისადმი, გვ. 67-74. შენგელია რ., ქორწინება და მეუღლეთა უფლება-მოვალეობანი, თბ., 1998 წ. შენგელია რ., ოჯახის წევრთა სამართლებრივი ურთიერთობანი, თბ., 1998 წ. შენგელია რ., მეურვეობა და მზრუნველობა, თბ., 1998 წ. ჩიკვაშვილი შ., საოჯახო სამართალი, თბ., 1998 წ. ჩიკვაშვილი შ., საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი, თბ., 1999 წ. ძამუკაშვილი დ., სამრეწველო საკუთრება, გამოგონება, სასარგებლო მოდელი, სამრეწველო ნიმუში, თბ., 1997 წ. ჭანტურია ლ., შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 1997. ჭანტურია ლ., სანივთო სამართლის ძირითადი პრინციპები საქართველოს მომავალ სამოქალაქო კოდექსში, კრებული „სამართლის რეფორმა საქართველოში”, თბ., 1994 წ., გვ. 226-241. ჭანტურია ლ., კანონი მეწარმეთა შესახებ და საკორ-პორაციო სამართლის წარმოშობა საქართველოში, საიუბილეო კრებული, მიძღვნილი ს. ჯორბენაძის 70 წლისთავისადმი, თბ., 1996 წ., გვ. 32-55. ჭანტურია ლ., ნინიძე თ., მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, მე-3 გამოცემა, თბილისი 2002 წ. ჭანტურია ლ., საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, თბ., 1999 წ. ჭანტურია ლ., ნინიძე თ., მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, მეორე გამოცემა, 1997 წ. ძამუკაშვილი დ., საერთაშორისო ხელშეკრულებები და კონვენციები. ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, თბილისი, 2002 წ. ხეცურიანი ჯ., სამოქალაქო სამართლის ფუნქციები, თბ., 1995 წ. ხეცურიანი ჯ., იურიდიული პირების საკანონმდებლო რეგულირების ძირითადი პრობლემები, კრებული „სამართლის რეფორმა საქართველოში”, თბ., 1994 წ., გვ. 192-220. ჯორბენაძე ს., საქართველოს მომავალი სამოქალაქო კოდექსის ძირითადი პრობლემები, კრებული „სამართლის რეფორმა საქართველოში”, თბ., 1994 წ., გვ. 139-175. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი პირველი, თბ., 1999 წ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე, თბ., 1999 წ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, თბ., 2001 წ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი I, თბ., 2001 წ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი II, თბ., 2001 წ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეხუთე, თბილისი, 2000 წ. სამოქალაქო საპროცესო სამართალი თემა I. სამოქალაქო პროცესის პრინციპები სამოქალაქო პროცესის პრინციპების ცნება და კლასიფიკაცია. მართლმსაჯულების განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მიერ. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი მხოლოდ კანონისადმი დამორჩილება. მოსამართლეთა ხელშეუხებლობა, შეჯიბრებითობა, მხარეთა თანასწორობა, საჯაროობა, დისპოზიციურობა, ზეპირობა, უშუალობა. სამოქალაქო პროცესის პრინციპების მნიშვნელობა. თემა II. სამოქალაქო პროცესის მონაწილეები მხარეები, არასათანადო მხარე და მისი შეცვლის წესი. საპროცესო თანამონაწილეობა, თანამონაწილეობის საფუძვლები და მიზნები, საპროცესო უფლებამონაცვლეობა, მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნით, მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე. პროცესის მონაწილეთა საპროცესო უფლებები. წარმომადგენლობა სასამართლოში. თემა III. საქმის წარმოების გახსნა საქმის წარმოების გახსნის საფუძველი, სარჩელის აღძვრის უფლების შემოწმება სასამართლოს მიერ, სარჩელის შინაარსი, სარჩელის ელემენტები, სარჩელის მიღების წესი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები და წესი. თემა IV. სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის საშუალებები მოპასუხის შესაგებელი, მოპასუხის შეგებებული სარჩელი და მისი მიღების პირობები. სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის მიმართ. თემა V. სასამართლო გადაწყვეტილებათა უწყებრივი ქვემდებარობა და განსჯადობა უწყებრივი ქვემდებარობა (სასამართლო საქვეუწყებობა), ცნება და ზოგადი პრინციპები, უწყებრივი ქვემდებარობის დარღვევის შედეგები. განსჯადობა – ცნება და სახეები, განსჯადობის დარღვევის შედეგები. თემა VI. მტკიცებულებები მტკიცებულების ცნება, მტკიცებულებათა სახეები, მტკიცების საგანი და ტვირთი, მტკიცებულებათა შემოწმება და შეფასება, ფაქტები, რომლებიც არ საჭიროებენ დამტკიცებას. თემა VII. საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად სამოქალაქო საქმის მომზადების მნიშვნელობა და შინაარსი. მხარეთა მოვალეობა საქმის მომზადების დროს, მოსამზადებელი სხდომა, მისი დანიშვნის მიზანი, სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნა. თემა VIII. საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში სასამართლო სხდომის წარმართვის წესი. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დაცვის ღონისძიებანი, მხარეთა შუამდგომლობებისა და განცხადებების განხილვა, საქმის განხილვის გადადება, საქმის განხილვის დაწყება, ახალ გარემოებებზე მითითება, მოსამართლეთა და მხარეთა შეკითხვები, მხარეთა შეჯიბრების ხელმძღვანელობა, მხარეთა პაექრობა. თემა IX. დაუსწრებელი გადაწყვეტილება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მნიშვნელობა და საფუძვლები, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, ორივე მხარის გამოუცხადებლობის შედეგები, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი, გასაჩივრების წესი, მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი გასაჩივრების წესი. თემა X. გადაწყვეტილება გადაწყვეტილების გამოტანის წესი, გადაწყვეტილების შინაარსი, გადაწყვეტილების ფარგლები, ფაქტობრივი და იურიდიული დასაბუთებულობა, გადაწყვეტილების კანონიერი ძალა, კანონიერ ძალაში შესვლის შედეგები, დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, აღსრულების გადადება. თემა XI. საქმის წარმოების დამთავრება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძვლები და წესი. საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები და წესი. თემა XII. საქმის გამარტივებული წარმოება თამასუქისა და ჩეკის თაობაზე აღძრული საქმეების განხილვის თავისებურებანი, განსჯადობა, მტკიცებუ-ლებები, სასამართლო გადაწყვეტილების დათქმა. დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმის გამარტივებულად განხილვა, დასაშვებობა, გადახდის ბრძანება და მისი შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი (პროტესტი) და საქმის განხილვა სასარჩელო წარმოების წესით, სააღსრულებო განკარგულება. თემა XIII. უდავო (განსაკუთრებული) წარმოება უდავო წარმოების ცნება, უდავო წარმოების წესით განსახილველი საქმეები; საწარმოსა და კავშირის რეგისტრაცია, ვადა და რეგისტრაციის გაუქმების წესი; შვილად აყვანა, განსჯადობა, შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება. თემა XIV. აპელაცია საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები, შეგებებული სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და განჩინება, მათი შინაარსი. თემა XV. კასაცია საკასაციო საჩივრის საფუძვლები და დასაშვებობის პირობები, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება, საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძვლები, საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა. თემა XVI. კერძო საჩივარი კერძო საჩივრის ფორმა და დასაშვებობა, კერძო საჩივრის განხილვის წესი. თემა XVII. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება საქმის წარმოების განახლების სახეები, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები, ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები, განსჯადობა, განცხადების დასაშვებობის შემოწმება, გადწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვა. თემა XVIII. გაკოტრების საქმეთა წარმოება პირები, რომლებსაც უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ. გაკოტრების საქმის წარმოების საფუძვლები, გაკოტრების სუბიექტები (ვის მიმართ შეიძლება აღიძრას გაკოტრების საქმე), გაკოტრების მასა, გაკოტრების მმართველი, მისი ფუნქციები და დანიშვნის წესი, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილება და მისი შედეგები, გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტა. თემა XIX. წარმოება რეკეტული ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით ტერმინთა განმარტება. სარჩელის აღძვრა რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე. ქონების ცნობა რეკეტულად. ქონების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის იურიდიული შედეგები. დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა: საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. თბ., 1999 წ. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ”, 1999 წ. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ”, 1999 წ. საქართველოს კანონი „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ”, 1997 წ. საქართველოს კანონი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ”, 1998 წ. ლილუაშვილი თ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, „მეცნიერება”, თბ., 1992 წ. ლილუაშვილი თ., სამოქალაქო საქმეთა წარმოება სასამართლოში. პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბ., 1999 წ. ლილუაშვილი თ., გაკოტრების საქმის წარმოება სასამართლოში. თბ., 1997 წ. ლილუაშვილი თ., სასამართლოს დამოუკიდებლობა, ჟურ. „სამართალი”, 1992 წ, №3. ლილუაშვილი თ., სასამართლო რეფორმის კონცეფცია, ჟურ. „სამართალი”, 1992 წ, №1-2. ლილუაშვილი თ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პროექტი, განმარტებითი ბარათი, ჟურნ. „სამართალი”, 1997 წ, №1-2. ლილუაშვილი თ., ხრუსტალი ვ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, თბ., 2004 წ. ხოფერია ნ., დისპოზოციურობა საქართველოს ახალი სამოქალაქო და საპროცესო სამართლის მიხედვით, ჟურნ. „ქართული სამართლის მიმოხილვა”, პირველი კვარტალი. მაისურაძე ნ., მხარეთა მორიგება სამოქალაქო პროცესში და მისი სოციალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა, ჟურ. „ცხოვრება და სამართალი”, 1998 წ, №1. ჰაინრიხსი ჰ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საპროცესო სამართლის რეფორმა, „საიუბილეო კრებული” მიძღვნილი ს. ჯორბენაძის 70 წლისთავისადმი, თბ., 1996 წ. მიგრიაული რ., შესავალი გაკოტრების სამართალში, თბ., 1999 წ. მიგრიაული რ., შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების გაკოტრების სამართლებრივი ასპექტები, თბ., 2004 წ. ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი თემა I. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმები და ურთიერთობები სახელმწიფო მმართველობის ცნება და ნიშნები. ადმინისტრაციულ-მატერიალური და ადმინისტრაციულ-პროცესუალური ნორმები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების სახეები. სავალდებულო სუბიექტი ამ ურთიერთობებში. თემა II. ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ორგანოს ცნება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედების სფერო. საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილება. ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილება. თემა III. საჯარო ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის ცნება. საჯარო ინფორმაციის ცნება და მისი ხელმისაწვდომობა. გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაციის სახეები. პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი. საჯარო ინფორმაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის ჩატარების წესი. საჯარო რეესტრი. თემა IV. მმართველობის ორგანოთა სისტემა საქართველოში მმართველობის ორგანოთა კლასიფიკაცია, სისტემა, მათი შექმნისა და საქმიანობის ძირითადი პრინციპები. საქართველოს პრეზიენტი – საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესი. საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები: საქართველოს მთავრობა – სტატუსი და შექმნის წესი. საქართველოს მთავრობის კომპეტენცია. პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია. საქართველოს მთავრობის სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი. მთავრობის ურთიერთობა საქართველოს პრეზიდენტთან. სამინისტროს შექმნის წესი და კომპეტენცია. აფხაზეთისა და აჭარის ა/რ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები. სათათბირო ორგანოები. მათი შექმ-ნის წესი და კომპეტენცია. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული. საქართველოს კონტროლის პალატა. ეროვნული ბანკი. თემა V. საჯარო სამსახური და სახელმწიფო მოხელე საჯარო სამსახურის ცნება და სახეები, მიუკერძოებლობის პრინციპი, უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე. სამსახურში მიღების კონკურსის წესი, თანამდებობაზე არჩევა, თანამდებობაზე დანიშვნა. ადმინისტრაციული ორგანოების მაკონტროლებელი ფუნქცია. სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის განხორციელების წესი და ფორმები. სამსახურებრივი ატესტაცია. სამსახურებრივი კარიერა. სახელმწიფო მოხელის, თანამდებობის პირისა და ხელისუფლების წარმომადგენლის ცნება. კადრების შერჩევის დემოკრატიული პრინციპები. სახელმწიფო მოხელეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა. სამსახურებრივი დეონტოლოგია. თემა VI. მოქალაქეთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მდგომარეობა მოქალაქეთა ადმინისტრაციული უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა. მოქალაქეთა ადმინისტრაციული უფლებრივი სტატუსი. მოქალაქეთა მეწარმეობისა და შემოქმედების თავისუფლება. კრიტიკის თავისუფლება. საჩივრის უფლება. სიტყვის, პრესის, მიტინგებისა და დემონსტრაციების თავისუფლება. საზოგადოებრივ და სახელმწიფო საქმეთა მართვაში მონაწილეობის უფლება. მოქალაქეთა ადმინიტრაციულ-სამართლებრივი უფლებების სოციალური, ეკონომიკური და იურიდიული გარანტიები. თემა VII. მმართველობის ფორმები და მეთოდები ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები: მიუკერძოებლობის პრინციპი, უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, პროპორციულობის პრინციპი, კანონიერი ნდობის პრინციპი. მმართველობის ფორმებისა და ფუნქციების ცნება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეები და ფორმები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება. ადმინისტრაციული აქტის ძალაში შესვლა, გამოქვეყნება, საჯაროდ გამოცხადებისა და ოფიციალური გაცნობის წესი. შეცდომების გასწორება ადმინისტრაციულ აქტში. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძვლები და შედეგები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება. ადმინისტრაციული გარიგება. სპეციალური მოთხოვნები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გარიგების დადებისას. დარწმუნებისა და წახალისების ფორმები სახელმწიფო მმართველობაში. იძულების სახეები ადმინისტრაციულ სამართალში (ადმინისტრაციული გამაფრთხილებელი ღონისძიებები, ადმინისტრაციული აღმკვეთი ღონისძიებები, ადმინისტრაციული და დისციპლინური პასუხისმგებლობა). ადმინისტრაციული ორგანოების მაკონტროლებელი ფუნქცია. სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის განხორციელების წესი და ფორმები. თემა VIII. ადმინისტრაციული იძულების იურისდიქცია ადმინისტრაციული იურისდიქციის ცნება. სამსა-ხურებრივი ზედამხედველობა. ადმინისტრაციული აქტის აღსრულების ფორმა. ადმინისტრაციული აქტის აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებები და მათი გამოყენების წესი. თემა IX. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული წარმოების ცნება და სახეები. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული ქმედუნარია-ნობა. ადმინისტრაციული წარმოების მხარეები. ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები და წესი. უფლებამონაცვლეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწი-ლეობის დაუშვებლობა. საქმის გარემოებათა გამოკვ-ლევა. მტკიცებულებათა გამოკვლევა. გადაწყვეტილების მიღება. განმცხადებლის მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენა ადმინისტრაციული წარმოების დროს. გადაწყვეტილების მიღება კოლე-გიალურ ადმინისტრაციულ ორგანოში. ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დამოუკიდებელი ორგანოს მიერ. ადმინისტრაციული აქტის აღსრულება. თემა X. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის. ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა კანონიერი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემთხვევაში. ადმინისტრაციული საჩივრის ცნება და შინაარსი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო. საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის საფუძვლები. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესი. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაში მონაწილეები. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მოცულობა. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება. თემა XI. ადმინისტრაციული პროცესი ადმინისტრაციული პროცესის ცნება და პრინციპები. ადმინისტრაციული იუსტიციის ცნება. ადმინისტრაციული პროცესის მხარეები, მონაწილეები, მესამე პირები. ადმინისტრაციული ორგანო როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე. საპროცესო უფლებამონაცვლეობა ადმინისტრაციულ პროცესში. სასამართლო მტკიცებულებები. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები ადმინისტრაციულ პროცესში. მტკიცების ტვირთი პროცესში. ადმინისტრაციული სარჩელის სახეები. სარჩელის აღძვრა და სარჩელის დასაშვებობა. სასამართლო იურისდიქცია: სასამართლოს უწყებრივად ქვემდებარე ადმინისტრაციული დავები. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. საოლქო სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვა და გადაწყვეტა. ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში: სარჩელის წარდგენა უფლებამოსილ სასამართლოში. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება. სასამართლოს განჩინება. გამარტივებული სამართალწარმოება. დაჩქარებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება. სასამართლო გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე სასამართლოს უფლებამოსილება. სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნება. აპელაცია და კასაცია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამეწარმეო საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებით. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლები, განხილვის წესი. სასამართლო აქტი ფორმები. პროკურორი – ადმინისტრაციული პროცესის მხარე. ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ქონების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის იურიდიული შედეგები. მტკიცების ტვირთი. დახურული სასამართლო სხდომის ჩატარების წესი ადმინისტრაციულ პროცესში. თემა XII. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული გადაცდომის ცნება. დანაშაული და ადმინისტრაციული გადაცდომა. ადმინისტრაციული გადაცდომის შემადგენლობა. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სუბიექტები. ადმინისტრაციული გადაცდომის საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოები. თემა XIII. ადმინისტრაციული სახდელი ადმინისტრაციული სახდელების სახეები და კლასიფიკაცია. ადმინისტრაციული სახდელის მიზნები. ადმინისტრაციული გაფრთხილება. ადმინისტრაციული ჯარიმა. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევა. ადმინისტრაციული პატიმრობა. საქართველოდან გაძევება. ადმინისტრაციული სახდელის ურთიერთშეცვლის წესი. ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების წესი. ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა: საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ.” საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ.” საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ.” საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ.” საქართველოს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ.” ადეიშვილი ზ., ვინტერი გ., ქიტოშვილი დ., საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის კომენტარები, თბ., 2002 წ. ტაბუცაძე ი., რუსიაშვილი ჯ.. ადმინისტრაციული პროცესის კომენტარი, თბ., 2000 წ. სურგულაძე ი., ადმინისტრაციული სამართალი, თბ., 2003 წ. აბესაძე ა., მოქალაქეთა უფლებების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დაცვა, თბ., 1968 წ. ბრებანი გ., საფრანგეთის ადმინისტრაციული სამართალი (თარგმანი რუსულად), მოსკოვი, 1993 წ. ლორია ვ., საქართველოს ადმინისტრაციული სამართალი, სახელმძღვანელო, თბ., 1998 წ. ლორია ვ., სალხინაშვილი მ., საქართველოს სახელმწიფო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხები, თბ., 1999 წ. ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები თემა I. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივი დაცვა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები. ადამიანის უფლებთა საყოველთაო დეკლარაცია. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის ფაკულტატური ოქმი. საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. ევროპის სოციალური ქარტია. თემა II. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები გაერო და მისი საერთაშორისო სასამართლო. საერთაშორისო სასამართლოს სავალდებულო იურისდიქცია. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი. ევროპის საბჭო და მისი როლი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კომისია. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული (ქ. სტრასბურგის) სასამართლო. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტი (რომის სტატუტი). თემა III. საერთაშორისო სამართლებრივი აქტები მართლმსაჯულების საკითხებზე სასამართლო ორგანოების დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპები (1985 წელი). იურისტთა როლის ძირითადი პრინციპები (1990 წელი). გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მინიმალური სტანდარტული წესები არსრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების საკითხებზე (1985 წ. პეკინის წესები). დანაშაულისა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია (1985 წელი). მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირთა ქცევის კოდექსი (1979 წელი). თემა IV. საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებები და ხელშეკრულებები ევროპული კონვენცია მსჯავრდებულთა გადაცემის შესახებ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კონვენცია სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ. უცხო სახელმწიფოთა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნიუ-იორკის 1958 წლის კონვენცია. ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, თბ., 1990 წ. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ჟურნ. „სახელმწიფო და სამართალი”, №5, 1990 წ., გვ. 50. ფაკულტატური ოქმი საერთაშორისო პაქტთან სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ჟურნ. „სახელმწიფო და სამართალი”, №7, 1990 წ., გვ. 69. ევროპის კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ, ჟურნ. „სახელმწიფო და სამართალი”, №10, 1990 წ, გვ.46. ევროპის სოციალური ქარტია. ჟურნ. „სახელმწიფო და სამართალი”, №11, 1990 წ., გვ. 67. სასამართლო ორგანოთა დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპები, ჟურნ. „სამართალი”, №1, 1991 წ., გვ. 62-65. მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირთა ქცევის კოდექსი, ჟურნ. „სამართალი”, №5, 1991 წ., გვ. 52. მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია ხელისუფლების დანაშაულობათა და ბოროტად გამოყენების მსხვერპლთათვის, ჟურნ. „სამართალი”, №5, 1991 წ., გვ. 57-63. პეკინური წესები, ჟურნ. „სამართალი” №2, 1992 წ., გვ. 53. საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ, ჟურნ. „სახელმწიფო და სამართალი”, №4, 1990 წ., გვ.3. ალექსიძე ლ., თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, „ნეკერი”, 1994 წ. სავანელი ბ., საერთაშორისო პაქტები მოქალაქეობრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ, კომენტარები, თბ., 1997 წ. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, ლექსიკონი-ცნობარი, თბ., თსუ გამომცემლობა, 2003 წ. საქართველო და საერთაშორისო სამართალი (რედაქ. კ. კორკელია), თბილისი, 2001 წ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტი (ქართული ტექსტი) – legal.coe.int/icc/docs/Statute–translations/ICCgeorgian.pdf/ ხუბუა გ., სამართლის თეორია, გამომცემლობა „მერიდიანი”, თბილისი, 2004 წ.