⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.04.2006)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – აღმოაჩინე საქართველოს” შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 04.06.2004
ძალის დაკარგვა 21.04.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №200
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 57, 04/06/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,284 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.06.2004 მიღება
21.04.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – აღმოაჩინე საქართველოს” შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 59.15pt 42.55pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №200 2004 წლის 4 ივნისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – აღმოაჩინე საქართველოს” შექმნის შესახებ ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის პოტენციური ინვესტორებისათვის მიწოდებისა და უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში აქტიურად ჩაბმის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის საფუძველზე: 1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ფონდი – აღმოაჩინე საქართველო” (შემდგომში – ფონდი). 2. დამტკიცდეს ფონდის თანდართული დებულება. 3. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ უზრუნველყოს ფონდის საქმიანობისათვის აუცილებელი სათანადო შენობა-ნაგებობის გამონახვა და მისი უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა. მ. სააკაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – აღმოაჩინე საქართველოს” დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – აღმოაჩინე საქართველოს” (შემდგომში – ფონდი) მიზნებს, მართვის ორგანოების სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. 2. ფონდი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ. 3. ფონდი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის და, მათ შორის, ამ დებულების საფუძველზე. 4. ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები (მათ შორის სავალუტო) კომერციულ ბანკებში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები. 5. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჩიტაძის ქ. №—     მუხლი 2🔗. ფონდის მიზნები ფონდის მიზანია: ა) საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაცია; ბ) ახალი საქართველოს პოზიტიური საერთაშორისო იმიჯის ფორმირება; გ) საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მიწოდება პოტენციური უცხოელი ინვესტორებისათვის; დ) მსოფლიოში სხვადასხვა სახელმწიფოში მოღვაწე წარმატებული თანამემამულეების მოძებნა, მათთან კავშირების გაღრმავება და მათი ჩაბმა ქვეყნის სამსახურში; ე) ადამიანური და საინვესტიციო რესურსების მობილიზება და მათი საქართველოსაკენ მომართვის ხელშეწყობა.     მუხლი 3🔗. ფონდის ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. თავისი მიზნების განსახორციელებლად ფონდი მოიზიდავს თანხებს სხვადასხვა დონორისაგან, საქართველოსა და უცხოეთში დაინტერესებული პირებისა თუ ორგანიზაციებისგან და უზრუნველყოფს აკუმულირებული თანხის მიზნობრივ ხარჯვას. 2. ფონდი აფინანსებს კონკურსის საფუძველზე შერჩეულ სხვადასხვა პროექტს, რომელთა მიზანია: ა) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო გავლენიანი საინფორმაციო საშუალებებით საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანიის წარმოება; ბ) საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში არსებული ბიზნესშესაძლებლობების (მათ შორის, ტურისტული პოტენციალის) საერთაშორისო პოპულარიზაცია (რეკლამირება); გ) ქვეყნის უკეთ წარმოჩენისა და მისი პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბების ხელშემწყობი სხვა ღონისძიებების ორგანიზება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; დ) საზღვარგარეთ წარმატებით მოღვაწე და მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამემამულეებზე ინფორმაციის მოპოვება, მათ შესახებ მონაცემთა ბანკის შექმნა, შესაბამისი კავშირების დამყარება, მათი აქტიური ჩაბმა საქართველოს სამსახურში როგორც საკონსულტაციო, ისე თანამშრომლობის სხვა ფორმით კერძო ან სახელმწიფო დონეზე. 3. ფონდი აწარმოებს საქართველოთი დაინტერესებული პირების (მათ შორის, პოტენციური ინვესტორების) იდენტიფიცირებას და მათი საერთაშორისო ქსელის შექმნასა და კოორდინაციას. 4. ფონდი აფინანსებს პროექტებს საინფორმაციო ბაზის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს უცხოელი ინვესტორებისა და სხვა დაინტერესებული პირების სრულ ინფორმირებას საქართველოში ეკონომიკის, კანონმდებლობისა და საინვესტიციო შესაძლებლობების, აგრეთვე ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებისა და წარმატებული ბიზნესპროექტების თაობაზე. ამ მიზნით ფონდი: ა) აწარმოებს მიმოწერას დიანტერესებულ პირებთან; ბ) ქმნის როგორც ელექტრონულ, ისე ბეჭდვით ბიულეტენებს და აწარმოებს მათ პერიოდულ დისტრიბუციას; გ) ატარებს შესაბამის სემინარებს, კონფერენციებსა და გამოფენებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; დ) ქმნის ბიზნესპარტნიორთა საინფორმაციო ბაზას, რომელიც მოემსახურება უცხოელ ინვესტორთა და ქართველ ბიზნესმენთა ურთიერთკავშირის დამყარებასა და გაღრმავებას. 5. ფონდი აწყობს ღია კონკურსებს და აწესებს წამახალისებელ ჯილდოებს იმ პირებისა თუ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ ფონდის მიზნების განხორციელებაში, საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში, საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნაში, ადამიანური ან/და საინვეს-ტიციო რესურსების მოზიდვაში. 6. ფონდი წარმოადგენს საინფორმაციო რესურსს და იგი არ გასცემს გარანტიებს კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით.     მუხლი 4🔗. ფონდის ხელმძღვანელობა 1. ფონდის მართვას ახორციელებს ფონდის დირექტორი, რომელსაც ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. ფონდის დირექტორი: ა) წარმოადგენს ფონდს მესამე პირთან ურთიერთობაში, ფონდის მიზნებიდან გამომდინარე დებს გარიგებებს; ბ) ხელმძღვანელობს ფონდის აპარატს, ფონდის რეგიონალურ ორგანიზაციებსა და წარმომადგენლობებს, უზრუნველყოფს ფონდის მუშაობის ორგანიზაციას და მართვას; გ) ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის აპარატის, ფონდის რეგიონალური ორგანიზაციებისა და წარმომადგენლობების სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდს, წლიურ ანგარიშსა და ხარჯთა ნუსხას (საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა ხორციელდება აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით); დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს; ე) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს ფონდის მუშაკთა შორის, ამტკიცებს შრომის შინაგანაწესსა და თანამშრომელთა თანამდებობრივ ფუნქციებს; ვ) ამზადებს და წარუდგენს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წინადადებებს ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ; ზ) ქმნის დროებით კომისიებს კონკრეტული საკითხების მომზადებისა და წინადადებების წარდგენის მიზნით; თ) განკარგავს ფონდის სახსრებსა და ქონებას ფონდის დებულების შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) საქართველოს პრეზიდენტსა და ეკონომიკის მინისტრს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს ფონდის საქმიანობის თაობაზე; კ) ქმნის მრჩეველთა საბჭოს და განსაზღვრავს მის შემადგენლობას; ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.  3. დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ფონდის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის.     მუხლი 5🔗. სამეთვალყურეო საბჭო 1. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარისა და ოთხი წევრისაგან. 2. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს სამი წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. 3. საბჭოს წევრებს საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით და მისივე წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. 4. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია: ა) განსაზღვროს ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები; ბ) დაამტკიცოს დასაფინანსებელი პროექტები; გ) გააკონტროლოს დირექტორის საქმიანობა და ფონდის სახსრების ხარჯვის მიზნობრიობა; დ) განახორციელოს ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. 5. სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო.     მუხლი 6🔗. მრჩეველთა საბჭო 1. ფონდის დირექტორის გადაწყვეტილებით, ფონდთან იქმნება საკონსულტაციო ორგანო – მრჩეველთა საბჭო. 2. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს ფონდის დირექტორი, რომელიც ამავდროულად არის საბჭოს თავმჯდომარე. 3. მრჩეველთა საბჭოს ამოცანებს განეკუთვნება ფონდის საქმიანობისათვის ხელშეწყობა, სათანადო წინადადებების მომზადება და ფონდის მიერ შემუშავებული შესაბამისი პროექტების ექსპერტიზა.     მუხლი 7🔗. ფონდის აპარატი და დროებითი კომისიები 1. თავისი მიზნების განსახორციელებლად ფონდს ჰყავს აპარატი, აგრეთვე რეგიონალური ორგანიზაციები (ფილიალები) საქართველოში და წარმომადგენლობები სხადასხვა ქვეყანაში. 2. ცალკეული საკითხის შესწავლისა და შესაბამისი წინადადებების წარდგენის მიზნით, დირექტორის გადაწყვეტილებით, იქმნება დროებითი კომისიები. დროებითი კომისიების ამოცანებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს დირექტორი.     მუხლი 8🔗. ფონდის ქონება და ფინანსები 1. ფონდს აქვს საკუთარი ქონება. ფონდის ქონებისა და ფინანსების ფორმირების წყაროებია: ა) შემოწირულობები; ბ) გრანტები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; დ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ფონდში მინიმალური შემოწირულობის ოდენობა შეადგენს ფიზიკური პირებისათვის – 200 ლარს, იურიდიული პირებისათვის – 500 ლარს. 3. ფონდის ფინანსები გამოიყენება: ა) ოფისის, ფილიალების და წარმომადგენლობების ხარჯების ასანაზღაურებლად; ბ) საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ხელფასების გასაცემად; გ) ფონდის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად. 4. ფონდის საბუღალტრო ანგარიშგება ხორციელდება საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად.     მუხლი 9🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ფონდი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ფონდის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო. 3. ფონდის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 10🔗. ლიკვიდაცია ფონდის ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.     მუხლი 11🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დებულებაში დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.