საშუალებათა
გაუმჯობესება
თუ საბჭოს აზრით, რომლიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს აეროპორტები და სხვა აეროსანავიგაციო საშუალებანი, რადიო და მეტეოროლოგიური მომსახურების ჩათვლით, ჯეროვნად ვერ აკმაყოფილებს როგორც არსებული, ასევე განზრახული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოების, რეგულარული, ეფექტური და მომჭირნე ექსპლუატაციის მოთხოვნებს, მაშინ საბჭო ეთათბირება ამ უშუალოდ დაინტერესებულ სახელმწიფოს და სხვა სახელმწიფოებს, რომელთა ინტერესებსაც ეს ეხება, მასზე, რომ გამოინახოს საშუალებანი, რომელთა მეშვეობითაც ასეთი მდგომარეობა შეიძლება გამოსწორდეს და ამ მიზნით შეუძლია გასცეს რეკომენდაციები. არც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ ჩაითვლება ამ კონვენციის დამრღვევად, თუ იგი არ ასრულებს ამ რეკომენდაციებ