საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№239
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.016045
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110407030, 08/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №239

2011 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების  დამტკიცების თაობაზე“საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების  დამტკიცების თაობაზე“საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებით (სსმ III, 30.10.2006წ. №147, მუხ. 2045) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულები ს პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი” (შემდგომ ტექსტში – ჰოსპიტალი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების (კადეტების) (შემდგომ ტექსტში –მოსამსახურ ე ე ბი), საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი  კომპენსაციის/ პენსიის მიმღები სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების  (შემდგომ ტექსტში – პენსიონერ ებ ი), აგრეთვე მათი ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა), იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო მომსახურებას.”.

2. დებულები ს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „ჰოსპიტალის” მიერ ,,მოსამსახურეების”, „პენსიონერების” და მათი ოჯახის წევრების მომსახურება პრიორიტეტულია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.  „ჰოსპიტალი” ქვემოთ ჩამოთვლილი პირების მიერ პირადად,ანაზღაურების გარეშე ან შეღავათიანი პირობებით, საბიუჯეტო დაფინანსებით, ახორციელებს შემდეგი პირების მომსახურებას:

ა) „მოსამსახურ ეებ ის” მომსახურება ხორციელდება ანაზღაურების გარეშე;

ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კატეგორიის პირების, ამავე აქტით დადგენილ შემთხვევებში ანაზღაურების გარეშე ან შეღავათიანი პირობებით მომსახურება ხორციელდება, თუ ისინი წარმოადგენენ:

ბ.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო კომპენსაციის/ პენსიის მიმღებ პირებს;

ბ.ბ) მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის მიმღებ პირებს;

ბ.გ) ამ პუნქტის „ა“და „ბ.ა“ქვეპუნქტებში განსაზღვრულ პირთა ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, დედა, მამა).“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია