მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 10.03.2005
ძალის დაკარგვა 09.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №132
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 28, 10/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 27.11.1997
დოკუმენტის ტექსტი
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 {mso-style-name:Normal1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:28.35pt 59.15pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №132
2005 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დამტკიცდეს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №696 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შექმნის მიზანი
საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის (შემდგომში – საგამოცდო კომისია) მიზანია მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის (შემდგომში – საკვალიფიკაციო გამოცდის) მონაწილეთა პროფესიული დონის შემოწმება.
მუხლი 2🔗. საგამოცდო კომისიის შექმნა და მისი შემადგენლობის ანონიმურობის უზრუნველყოფა
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ქმნის საგამოცდო კომისიას 15 წევრის შემადგენლობით და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად.
2. საგამოცდო კომისია იქმნება საკვალიფიკაციო გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე და მისი უფლებამოსილება წყდება საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების დამტკიცებისთანავე.
3. საგამოცდო კომისია იქმნება სამართლის თითოეული დარგის წარმომადგენელი არანაკლებ ორი სპეციალისტისა და კომისიის თავმჯდომარის შემადგენლობით.
4. საგამოცდო კომისიის შემადგენლობა ანონიმურია და იგი არ შეიძლება გამოცხადდეს გამოცდების დამთავრებამდე.
5. საგამოცდო კომისიის წევრის ვინაობის გამჟღავნება თვით ამ კომისიის წევრის მიერ შეიძლება გახდეს მისთვის საგამოცდო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.
6. გადაწყვეტილებას საგამოცდო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საფუძველზე.
მუხლი 3🔗. საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე
1. საგამოცდო კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საგამოცდო კომისიის წევრთაგან ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
2. საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე:
ა) უძღვება საგამოცდო კომისიის სხდომებს;
ბ) ისმენს საკვალიფიკაციო გამოცდის საორგანიზაციო კომისიის (შემდგომში – საორგანიზაციო კომისია) ინფორმაციას უშუალოდ გამოცდების მიმდინარეობის შესახებ;
გ) საგამოცდო კომისიის წევრებს აცნობს საგამოცდო საკითხების (ტესტების) დადგენილ სტანდარტს და მათთან ერთად შეიმუშავებს წერითი ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმებს;
დ) უშუალოდ მეთვალყურეობს გამოცდების შედეგების შეფასების პროცესს;
ე) საგამოცდო კომისიის მიერ გამოცდების შედეგების დამტკიცების შემდეგ წარუდგენს ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;
ვ) საგამოცდო კომისიის შემადგენლობიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით ქმნის საპრეტენზიო კომისიას და ხელმძღვანელობს მის საქმიანობას.
მუხლი 4🔗. საგამოცდო კომისიის წევრობის პირობები
1. საგამოცდო კომისიის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო ხარისხი და/ან სპეციალობით პრაქტიკული მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება.
2. საგამოცდო კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს საგამოცდო კომისიის წევრი.
მუხლი 5🔗. საგამოცდო კომისიის წევრობის კანდიდატის დასახელება
1. საგამოცდო კომისიის წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს.
2. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების ერთნაირი რაოდენობა მიიღო, უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფრო მეტი წევრის მიერ იყო დასახელებული, აქვს უფრო მაღალი სამეცნიერო ხარისხი, ან/და პრაქტიკული მუშაობის უფრო დიდი გამოცდილება.
II. საკვალიფიკაციო გამოცდა
მუხლი 6🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის ეტაპები და შეფასება
1. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ორ ეტაპად:
ა) პირველი ეტაპი – ტესტური გამოცდა;
ბ) მეორე ეტაპი – წერითი გამოცდა.
2. წერითი გამოცდა ტარდება ერთ ტურად, საგამოცდო ბილეთების მეშვეობით. საგამოცდო ბილეთი შედგება შვიდი საკითხისგან, სამი თეორიული საკითხი, ოთხი – კაზუსი.
3. საგამოცდო ბილეთის ყოველი საკითხი ფასდება ხუთქულიანი სისტემით. მაქსიმალური შეფასება არის 5 (ხუთი) ქულა, ხოლო მინიმალური – 0 (ნული) ქულა. ყოველ ბილეთზე ქულათა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 35 (ოცდათხუთმეტ) ქულას, ხოლო მინიმალური რაოდენობა – 0 (ნულ) ქულას.
4. წერითი გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ გამოსაცდელი დააგროვებს სულ ცოტა 20 (ოც) ქულას.
5. საგამოცდო კომისია მხოლოდ მაშინ აფასებს წერითი გამოცდების შედეგებს, თუ დაცულია საგამოცდო წესის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში წერითი ნაშრომი შეფასდება 0 (ნული) ქულით, ან გამოსაცდელი საერთოდ მოიხსნება გამოცდიდან.
6. საგამოცდო კომისია საკვალიფიკაციო გამოცდას მიიჩნევს ჩაბარებულად, თუ გამოსაცდელმა წარმატებით ჩააბარა როგორც ტესტური, ისე წერითი გამოცდა.
მუხლი 7🔗. საგამოცდო დარბაზში საგამოცდო კომისიის წევრთა დაუშვებლობა
1. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საორგანიზაციო კომისიის მიერ წინასწარ გამოცხადებულ ადგილას.
2. დაუშვებელია საგამოცდო დარბაზში საგამოცდო კომისიის წევრთა ყოფნა. გამოცდის მიმდინარეობაზე მეთვალყურეობას ახორციელებენ საორგანიზაციო კომისიის წევრები და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოხელეები.
მუხლი 8🔗. ტესტური გამოცდის შედეგების შემოწმება
1. ტესტური გამოცდის პასუხები მოწმდება კომპიუტერის ან საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობიდან შერჩეული უფლებამოსილი პირების მიერ, საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ან მის მიერ უფლებამოსილი საგამოცდო კომისიის წევრის მეთვალყურეობით.
2. ტესტური გამოცდის შედეგების შემოწმებისას დაცულია გამოსაცდელისა და გამომცდელის ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი.
მუხლი 9🔗. წერითი გამოცდის შედეგების შემოწმება
1. წერით ნაშრომს ერთდროულად ასწორებს საგამოცდო კომისიის წევრი, მოცემული საგნის ორი სპეციალისტი. საგამოცდო ბილეთის ყოველი პასუხის ბოლოს იწერება შეფასება. შეფასებათა ჯამი აღინიშნება ნაშრომის ბოლოს და დასტურდება კომისიის წევრების მიერ.
2. თუ საგამოცდო კომისიის წევრთა შეფასებებში სხვაობა მნიშვნელოვანია (3-5 ქულა), გადამწყვეტი იქნება საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის მოსაზრება.
3. ნაშრომის გასწორებისას დაცულია გამოსაცდელისა და გამომცდელის ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი. ამ მიზნით კომისიის თითოეულ წევრს მიეცემა სპეციალური კოდი, რომლითაც დასტურდება ყოველი ნაშრომის შედეგი.
4. წერითი ნამუშევრების გასწორებისა და იდენტიფიკაციის შემდეგ გამოცდის შედეგები შეიტანება საგამოცდო უწყისში. შეტანილი ნიშანი დასტურდება კომისიის შესაბამისი წევრის საიდენტიფიკაციო კოდით.
მუხლი 10🔗. საპრეტენზიო კომისია
1. საკვალიფიკაციო (ტესტური და წერითი) გამოცდის შედეგების გადასინჯვის მიზნით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას საგამოცდო კომისიის წევრთაგან განსაზღვრავს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით.
3. საპრეტენზიო კომისია პრეტენზიებს განიხილავს გამოცდის შედეგების გამოცხადების დღეს, სპეციალურად ამისთვის განკუთვნილ ადგილას. დაგვიანებით შემოსული პრეტენზიები არ განიხილება.
4. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა ანონიმურია და შედგება 7 წევრისგან.
5. საპრეტენზიო კომისიის მიერ პრეტენზიის განხილვისას დაცულია ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი.
6. თუ საპრეტენზიო კომისია დარწმუნდება, რომ საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შეფასება არ არის სწორი, იგი უფლებამოსილია შეცვალოს შეფასება, ხოლო საგამოცდო კომისია ამტკიცებს შეცვლილ შეფასებას.
7. საპრეტენზიო კომისიის შეფასების გასაჩივრება დაუშვებელია.
მუხლი 11🔗. საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგები
1. საკვალიფიკაციო გამოცდების საბოლოო შედეგებს ამტკიცებს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია, რომელიც შემდეგ წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
2. პირები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდები, იღებენ სერტიფიკატს და უფლება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ მოსამართლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში.
3. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია გამოცდების შედეგებს აქვეყნებს პრესაში.