საჯარო სამართლის იურიდიული პირის -"მწერალთა სახლის" დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.04.2011
ძალის დაკარგვა 20.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №3/71
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016011
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110408020, 12/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის -"მწერალთა სახლის" დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:26.2pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 46.3pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ბრძანება №3/71
2011 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის №505 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. რურუა
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მწერალთა სახლი (შემდგომში – მწერალთა სახლი) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის №505 ბრძანებულების შესაბამისად.
2. მწერალთა სახლი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში.
3. მწერალთა სახლი კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
4. მწერალთა სახლს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, სახაზინო, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ასევე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები და რეკვიზიტები.
5. მწერალთა სახლის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ივ. მაჩაბლის ქუჩა №13.
მუხლი 2🔗. მწერალთა სახლის მიზნები და ამოცანები
მწერალთა სახლის მიზნები და ამოცანებია:
ა) ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია (ქართული მწერლობის შესახებ საინფორმაციო ბაზის, ელექტრონული ბიბლიოთეკისა და მრავალენოვანი ლიტერატურული პორტალის შექმნა);
ბ) მხატვრული თარგმანის განვითარება;
გ) უცხოეთის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უწყებებთან და კავშირებთან კონტაქტების განვითარება;
დ) სალიტერატურო პროცესების ხელშეწყობა (ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვები, განხილვები, დისპუტები);
ე) ლიტერატურული კონკურსების, პრემიების დაწესება;
ვ) ლიტერატურული გაზეთის დაფუძნება და გამოცემა.
მუხლი 3🔗. მწერალთა სახლის უფლებამოსილება და საქმიანობის საგანი
1. მწერალთა სახლი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს ლიტერატურული გაზეთის დაფუძნება და გამოცემა;
ბ) განახორციელოს მთარგმნელობითი საქმიანობა და მისი განვითარების ხელშეწყობა;
გ) განახორციელოს ლიტერატურული კონკურსების, პრემიების დაწესება და ჩატარება;
დ) ითანამშრომლოს საქართველოს და საზღვარგარეთის შესაბამის სამთავრობო, სახელოვნებო, საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებებთან;
ე) მოაწყოს საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციები, სესიები, სიმპოზიუმები, თათბირები, სემინარები, კონსულტაციები;
ვ) საქმიანობის მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობა.
2. მწერალთა სახლი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობა.
მუხლი 4🔗. მწერალთა სახლის მართვა და სტრუქტურა
1. მწერალთა სახლის შემოქმედებით საქმიანობას ხელმძღვანელობს მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ საქმიანობას ხელმძღვანელობს მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერი.
2. მწერალთა სახლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და სტრუქტურას, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დირექტორ-მენეჯერი.
მუხლი 5🔗. მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერის უფლებამოსილება
1. მწერალთა სახლის საქმიანობას წარმართავს დირექტორ-მენეჯერი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.
2. მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერი:
ა) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;
ბ) წარმართავს და ორგანიზებას უწევს მწერალთა სახლის საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ საქმიანობას და პერსონალურად აგებს პასუხს ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;
გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მწერალთა სახლს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს;
დ) კანონით დადგენილი წესით და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით განაგებს და განკარგავს მწერალთა სახლის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა მწერალთა სახლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ე) საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს მწერალთა სახლის თანამშრომლებსა და, საჭიროებისამებრ, დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან, იღებს გადაწყვეტილებებს მწერალთა სახლის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ; განსაზღვრავს სახელფასო ანაზღაურების ოდენობას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ზ) სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს მწერალთა სახლის სტრუქტურას, ბიუჯეტს და შინაგანაწესს;
თ) ამტკიცებს მწერალთა სახლის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებას;
ი) სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს მწერალთა სახლის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ასევე მწერალთა სახლის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
კ) ნიშნავს და ათავისუფლებს მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერის მოადგილეებს;
ლ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია, განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები;
მ) ვალდებულია, მისი არყოფნის პერიოდში აცნობოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დირექტორ-მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ.
3. დირექტორ-მენეჯერს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;
დ) 65 წლის ასაკის მიღწევისას.
ე) გარდაცვალებისას;
ვ) სამეთვალყურეო საბჭოს დასაბუთებული წარდგინებით და მინისტრის გადაწყვეტილებით;
ზ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 6🔗. მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო
1. მწერალთა სახლის შემოქმედებით საქმიანობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 11 წევრისგან.
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა კანდიდატურებს წარადგენენ მწერალთა საზოგადოებრივი გაერთიანებები და/ან საინიციატივო ჯგუფები (არანაკლებ 10 ადამიანისაგან შემდგარი).
3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.
4. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი წევრების თავმჯდომარეობის საერთო ვადით, მაგრამ არა უმეტეს 33 თვისა.
5. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც როტაციის წესით, 3 თვის ვადით ირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან.
6. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის როტაციის წესით არჩევის პროცედურებს განსაზღვრავს საბჭო.
7. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) ითანხმებს მწერალთა სახლის ბიუჯეტის პროექტს და დირექტორ-მენეჯერისგან ისმენს მისი შესრულების ანგარიშს;
ბ) განიხილავს და განსაზღვრავს მწერალთა სახლის შემოქმედებითი საქმიანობის პოლიტიკას, ძირითად მიმართულებებსა და ზედამხედველობას უწევს ამ მიმართულებათა განხორციელებას;
გ) განიხილავს მწერალთა სახლის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხებს;
ითანხმებს მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერის მიერ შემუშავებულ დებულების ცვლილებებისა ან/და დამატებების პროექტს;
დ) მოისმენს და განიხილავს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მუშაობის გეგმებს და ანგარიშებს, ცალკეულ თანამშრომელთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ საკითხებს, თანამშრომლების მოხსენებებს;
ე) განიხილავს გრანტის მოსაპოვებლად მწერალთა სახლის სახელით მომზადებული პროექტების თემატიკას და პროექტების დონეს; განიხილავს საქართველოს და უცხოეთის სხვა სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის საკითხებს;
ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სახელოვნებო ან/და სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემის თაობაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს გამოცემების სარედაქციო კოლეგიები და პერიოდულად მოისმინოს მათი მუშაობის ანგარიშები;
ზ) წარადგენს ღირსეულ შრომებს პრემიებისა და ჯილდოების მოსაპოვებლად;
თ) განიხილავს მწერალთა სახლის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჩივრებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.
8. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით და მინისტრის გადაწყვეტილებით, თუ საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;
ე) გარდაცვალებისას;
ვ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 7🔗. მწერალთა სახლის სახელმწიფო კონტროლი
მწერალთა სახლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელიც ახორციელებს მწერალთა სახლის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია, მოსთხოვოს მწერალთა სახლს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
მუხლი 8🔗. მწერალთა სახლის ქონება
1. მწერალთა სახლს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა ქონება.
2. მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განაგებს მწერალთა სახლის ფინანსებსა და ქონებას.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით მწერალთა სახლს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, მწერალთა სახლის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები მწერალთა სახლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე მწერალთა სახლის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.
4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ან/და სასამართლოში.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობას.
მუხლი 9🔗. მწერალთა სახლის დაფინანსება
1. მწერალთა სახლის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტებით მიღებული შემოსავლები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) შემოწირულობები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები;
2. მწერალთა სახლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ანგარიშგებაში.
3. მწერალთა სახლის შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მწერალთა სახლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 10🔗. მწერალთა სახლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. მწერალთა სახლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. მწერალთა სახლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
მწერალთა სახლის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.