⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.02.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.03.2005
ძალის დაკარგვა 03.02.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №57
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 35, 28/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 725 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.03.2005 მიღება
03.02.2006 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 56.7pt 45.35pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №57 2005 წლის 24 მარტი ქ. თბილისი საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე: 1. დამტკიცდეს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის თანდართული დროებითი წესი. 2. ,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ” საქართველოს კანონით დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიები გასცენ იმ სამინისტროებმა, რომლებშიც მსახურობდა ან მუშაობდა დაჯილდოებული პირი. 3. იმ პირებისათვის, რომლებიც მსახურობდნენ ან მუშაობდნენ ისეთ სამხედრო ქვედანაყოფში, რომელიც არ შედის სამინისტროს დაქვემდებარებაში, სახელმწიფო ჯილდოსათვის დაწესებული ფულადი პრემია გასცეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა. 4. იმ პირებისათვის, რომლებზეც არ ვრცელდება ამ დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტები, სახელმწიფო ჯილდოსათვის დაწესებული ფულადი პრემია გაიცეს შესაბამისი სამინისტროს მიერ ზემოაღნიშნულ პირთა პროფესიული დასაქმების სფეროს გათვალისწინებით. 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ყოველი კვარტალის ბოლოს ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად მოამზადოს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის მიზნით ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებების გამოყოფის თაობაზე”. 6. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიაწოდოს იმ სამართლებრივი აქტების ასლები, რომელთა საფუძველზეც ზემოაღნიშნული პირებისათვის 2005 წლის განმავლობაში განხორციელდება ჯილდოსათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემა. 7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი              ზ. ნოღაიდელი საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესი 1. ,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიის მიღების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის წერილობითი განცხადება დაჯილდოების შესახებ, სამართლებრივი აქტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებულ სამართლებრივი აქტების ასლებს ადარებს სამინისტროში შემოსულ განცხადებებს, რის შემდგომაც ინფორმაციას უგზავნის შესაბამის სამინისტროს ან უწყებას დაჯილდოებულ პირთა ვინაობისა და მოსალოდნელი თანხის გამოყოფის შესახებ. 3. სამინისტრომ ან უწყებამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი ფორმით უნდა გაუგზავნოს დასტური იმის შესახებ, რომ: ა) დაჯილდოებული პირები ნამდვილად მსახურობდნენ (ან მუშაობდნენ) მის რიგებში და არა აქვთ მიღებული ჯილდოსათვის დაწესებული ფულადი პრემია; ბ) ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია იმ პირებზე, რომლებიც არ მსახურობდნენ (ან არ მუშაობდნენ) შესაბამის სამინისტროსა თუ უწყებაში. 4. სამინისტროებიდან და უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოველი კვარტალის ბოლოს ამზადებს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს ,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის მიზნით ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებების გამოყოფის თაობაზე”. 5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტში მითითებული უნდა იყოს იმ საბიუჯეტო ორგანიზაციათა ჩამონათვალი, რომელთაც გამოეყოფათ თანხა სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ფულადი პრემიების გასაცემად თანხის მოცულობის მითითებით. აგრეთვე მას დანართის სახით უნდა ახლდეს დაჯილდოებულ პირთა სია (სახელი, გვარი და ერთდროული ფულადი პრემიის მოცულობა).