საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 09.07.2004
ძალის დაკარგვა 27.12.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №263
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69, 10/07/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N614 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 24.12.2013
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 52.05pt 56.7pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №263
2004 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტი, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი და მე-8 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტი ძალაშია „სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე”, ,,ვ” და ,,ზ” ქვეპუნქტების ამოქმედებამდე.
მ. სააკაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის სამართალდამცავი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, დანაშაულის აღკვეთასა და თავიდან აცილებას, გამოვლენასა და გამოძიებას, სახელმწიფო საზღვრის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვას.
2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან პრეზიდენტის, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს სიმბოლიკა (ემბლემა, დროშა).
5. სამინისტროს იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, გენერალ გ. გულუას ქ. №10.
6. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
7. სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”, ,,პოლიციის შესახებ”, ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ,” ,,საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ,” ,,საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ,” ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, ეს დებულება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები.
თავი II
სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები
მუხლი 2🔗
1. სამინისტროს საქმიანობის სფეროა საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა და თავიდან აცილება, გამოვლენა და გამოძიება, დამნაშავე პირის ძებნა და დანაშაულის გახსნა, სახელმწიფო საზღვრის დაცვა, კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობა.
2. სამინისტროს ამოცანებია კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება;
ბ) დანაშაულის გამოვლენა, მოკვლევა, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება და წინასწარი გამოძიება, დანაშაულში ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან დამნაშავე პირის ძებნა, დაკავება;
გ) დამნაშავეობასთან და სხვა სამართალდარღვევებთან ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება;
დ) მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;
ე) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
ვ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ზ) სანებართვო და სარეგისტრაციო საქმიანობა;
თ) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნა;
ი) სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა;
კ) საქართველოს შინაგანი ჯარების ხელმძღვანელობა;
ლ) უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა;
მ) დამნაშავეობისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
ნ) იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი;
ო) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს პირთა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და პირთა ქონების ხელყოფისაგან დაცვა, დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევა;
პ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით მყოფ პირთა რეგისტრაცია და მათთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების, ასევე ბინადრობის მოწმობების გაცემა; კანონმდებლობით დადგენილი წესით მიგრაციის სფეროში მიმდინარე პროცესების სამართლებრივი რეგულირება;
ჟ) ქვეყნის სახანძრო უსაფრთხოების დაცვა;
რ) ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრის ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა;
ს) სამინისტროს სასწავლო დაწესებულების მეშვეობით შესაბამისი კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
ტ) თავისი კომპეტენციის სფეროში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება;
უ) სამინისტროს სისტემის ინფორმაციული უზრუნველყოფის კომპიუტერული სისტემის ჩამოყალიბება, ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ფ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის უზრუნველყოფა;
ქ) სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთთანამშრომლობისა და დახმარების შესახებ ხელშეკრულებების დადება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სამსახურების გამოცდილების შესწავლა;
ღ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
თავი III
სამინისტროს ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 3🔗
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის თანხმობით. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით.
მუხლი 4🔗
მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და განკარგულების, საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების შესრულებისათვის;
გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებსა და პოლიციელებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს;
ვ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ, და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;
ზ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს, მათ სტრუქტურას, საშტატო ნუსხასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტით;
ი) დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას გადაწყვეტილებათა მისაღებად წარუდგენს სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების შესახებ წინადადებებს;
კ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ტერიტორიულ ორგანოებს, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს;
მ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, მინისტრის ბრძანებებს;
ნ) კანონით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირთა აქტებსა და მოქმედებებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;
ო) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალურ და სამხედრო წოდებებს;
ჟ) დადგენილი წესით წარადგენს განსაკუთრებით გამოჩენილ მოსამსახურეებს საპატიო წოდებებისა და სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად;
რ) ამტკიცებს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებას;
ს) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო-საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოსამსახურეთათვის;
ტ) საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;
უ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომელთაგან ერთი იმავდროულად არის ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი.
2. მინისტრის პირველ მოადგილეს და მინისტრის მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
3. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
მუხლი 6🔗
სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
დ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
თავი IV
სამინისტროს სისტემა
მუხლი 7🔗
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სამინისტროს აპარატი (დეპარტამენტის სტატუსით);
ბ) საგამოძიებო დეპარტამენტი;
გ) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველო;
დ) საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიურო (მთავარი სამმართველოს სტატუსით);
ე) საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო;
ვ) გენერალური ინსპექცია (მთავარი სამმართველოს სტატუსით);
ზ) კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველო;
თ) სამეურნეო და საფინანსო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;
ი) ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველო;
კ) სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველო;
ლ) ინტერპოლის ეროვნული ბიურო საქართველოში (მთავარი სამმართველოს სტატუსით);
მ) ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო;
ნ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და სპეცტექნიკის სამმართველო;
ო) ოპერატიული დაზვერვის მთავარი სამმართველო;
პ) გენერალ გია გულუას სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების სამმართველო;
ჟ) დროებითი მოთავსების იზოლატორი.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო;
გ) ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო;
დ) მცხეთა-მთიანეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველო;
ე) შიდა ქართლის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველო;
ვ) ქვემო ქართლის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველო;
ზ) სამცხე-ჯავახეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველო;
თ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის შინაგან საქმეთა სამხარეო სამმართველო;
ი) სამეგრელო-ზემო სვანეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველო;
კ) კახეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველო;
ლ) გურიის შინაგან საქმეთა სამხარეო სამმართველო;
მ) იმერეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველო;
ნ) საქალაქო და რაიონული შინაგან საქმეთა სამმართველოები და განყოფილებები.
2. სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:
ა) სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი;
ბ) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი.
3. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;
ბ) დაცვის პოლიცია.
4. სამინისტროს სისტემაში შედიან საქართველოს შინაგანი ჯარები, რომელთა უფლებამოსილებანი, ამოცანები და მოვალეობები განისაზღვრება ,,საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ” საქართველოს კანონით.
თავი V
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების კომპეტენცია
მუხლი 8🔗
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს აპარატი – ახორციელებს სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციას, სამორიგეო ნაწილებისა და მათში შემავალი დროებითი მოთავსების იზოლატორების მუშაობის წარმართვას, სამინისტროს სათათბირო ორგანოს სხდომებისა და მინისტრის თათბირების მომზადებას და გამართვის ორგანიზებას, დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღრიცხვასა და ინფორმაციის ანალიზს, საინფორმაციო-საძიებო კომპიუტერული სისტემის დანერგვას და საინფორმაციო ბანკის შექმნას, იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვების გაცემას; პრესასთან და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან ურთიერთობას, სამინისტროს სისტემის ერთიან საქმისწარმოებას, საიდუმლოების რეჟიმის დაცვას და კორესპონდენციის აღრიცხვას, მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას, საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციასა და საპარლამენტო მდივნისათვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობას, სამართალშემოქმედებით საქმიანობას, სამინისტროს სამსახურების სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციას, სასამართლო და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან სამინისტროს ურთიერთობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, საჯარო ინფორმაციის გაცემას, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან სამინისტროს კავშირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დამყარების ორგანიზებას;
ბ) საგამოძიებო დეპარტამენტი – ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ სამინისტროს ქვემდებარე დანაშაულთა გამოძიებას;
გ) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველო – უზრუნველყოფს ქვეყნის სახანძრო უსაფრთხოებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიურო – ახორციელებს საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციის და სარეგისტრაციო წესების დაცვის ორგანიზაციას, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემას, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიგრაციის სფეროში მიმდინარე პროცესების სამართლებრივი რეგულირების კონტროლს, პერსონიფიცირებული საიდენტიფიკაციო მონაცემთა ბაზის შექმნას, სამართალდარღვევათა პროფილაქტიკას;
ე) საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო – უზრუნველყოფს საექსპერტო გამოკვლევებისა და ექსპერტიზის ჩატარებას, კინოლოგიის სამსახურის ორგანიზებას, ამ სფეროში საინფორმაციო ბანკის შექმნას;
ვ) გენერალური ინსპექცია – ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივ კონტროლს, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივ მოკვლევას, მინისტრის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა სამსახურებრივ შემოწმებას, მათი საფინანსო საქმიანობის კონტროლის უზრუნველყოფას;
ზ) კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველო – ახორციელებს სისტემის ერთიან საკადრო პოლიტიკას, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის უზრუნველყოფას, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების, თანამშრომელთა დასჯისა და წახალისების საკითხთა მომზადებას, პირადი საქმეების შედგენის აღრიცხვას და მოხელეთა და პოლიციელთა რეზერვის შექმნას და მიზნობრივი გამოყენების კოორდინაციას;
თ) სამეურნეო და საფინანსო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო – ახორციელებს სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავებას, საბუღალტრო აღრიცხვას და ხარჯთა ნუსხის შედგენას, სამინისტროს სისტემის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, სამინისტროს სისტემის ცენტრალურ მომარაგებას, სამინისტროს სისტემის კავშირგაბმულობით უზრუნველყოფას, სამინისტროს საფინანსო საქმიანობის კოორდინაციას, სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის დაცვის ორგანიზებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საიდუმლო, სრულიად საიდუმლო კორესპონდენციების, ამანათების, დოკუმენტაციის, სპეციალური ტექნიკის, სამრეწველო ნაწარმის, საცდელი ნიმუშების, ფასიანი ქაღალდებისა და ნივთების დანიშნულების ადგილზე ადრესატებისათვის დადგენილი მარშრუტებითა და წესით ოპერატიულად მიტანასა და ჩაბარებას;
ი) ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველო – ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოხელეებისა და პოლიციელების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის, დასვენების, სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებული სამედიცინო სამსახურების, სამხედრო-საექიმო და საექიმო-შრომითი საექსპერტო კომისიების კოორდინაციას და კონტროლს;
კ) სისხლის სამართლის სამძებრო მთავარი სამმართველო – ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ სამინისტროს ქვემდებარე დანაშაულთა მოკვლევას, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, მოსალოდნელი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, დამნაშავეთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნის უზრუნველყოფას, დადგენა-დაკავებას, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წესით დსთ-ის ქვეყნებში დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღმკვეთი ღონისძიებების ხელშეწყობას;
ლ) ინტერპოლის ეროვნული ბიურო საქართველოში – ახორციელებს საერთაშორისო მასშტაბით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და მის წინააღმდეგ ბრძოლას, ამ მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან და ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან;
მ) ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო – უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, ახორციელებს ავტომაგისტრალების პატრულირებას, ავტო-მოტოტრანსპორტის რეგისტრაციას, მართვის უფლების მინიჭების თაობაზე მოწმობების გაცემას და დიაგნოსტიკური ცენტრების საქმიანობის თაობაზე ნებართვების გაცემას;
ნ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და სპეცტექნიკის სამმართველო – უზრუნველყოფს ოპერატიული სამსახურების საქმიანობას სპეციალური ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებით;
ო) ოპერატიული დაზვერვის მთავარი სამმართველო – ახორციელებს ფარულ მეთვალყურეობას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
პ) გენერალ გია გულუას სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების სამმართველო – ხელს უწყობს სამინისტროს სისტემის ოპერატიულ სამსახურებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში სპეციალური საშუალებების გამოყენებით.
მუხლი 9🔗
სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი – კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და სასაზღვრო რეჟიმის დაცვას;
ბ) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი – კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო რეზერვების მარაგის შენახვასა და მომსახურებას, სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციების წარმოებას, მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს.
თავი VI
სამინისტროს სათათბირო ორგანო
მუხლი 10🔗
1. მინისტრს შეუძლია სამინისტროს მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები (შემდგომში – სათათბირო ორგანოები) სათათბირო ხმის უფლებით, განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.
2. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა და მომსახურე სტრუქტურული ქვედანაყოფები.
3. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოსამსახურე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით. სათათბირო ორგანოს მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.
4. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმ-ძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობიდან ნიშნავს სათათბირო ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.
5. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია მის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულების მიზნით გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები.
6. სათათბირო ორგანოს საქმიანობას და საოქმო უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს აპარატი.
თავი VII
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 11🔗
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.