⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.07.2007)
გაუქმებულია:

საქართველოს ზღვისპირეთში ქიმიური წარმოების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 26.03.2005
ძალის დაკარგვა 10.07.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 36, 31/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 765 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.2005 მიღება
10.07.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ზღვისპირეთში ქიმიური წარმოების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 59.15pt 1.0in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №60 2005 წლის 26 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ზღვისპირეთში ქიმიური წარმოების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას საქართველოს ზღვისპირეთში ქიმიური წარმოების საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით: ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ეზუგბაია – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი დავით ინგოროყვა – საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარე დავით ნატროშვილი – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიორგი უგულავა – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში. 2. დამტკიცდეს საქართველოს ზღვისპირეთში ქიმიური წარმოების საკითხთა კომისიის თანდართული დებულება. 3. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კ. ბენდუქიძემ. 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი        ზ. ნოღაიდელი საქართველოს ზღვისპირეთში ქიმიური წარმოების საკითხთა კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ზღვისპირეთში ქიმიური წარმოების საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შეისწავლის საქართველოს ზღვისპირეთში ქიმიური წარმოების შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს სათანადო წინადადებებს. 2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.     მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანა კომისიის ძირითადი ამოცანაა შეისწავლოს და განიხილოს საქართველოს ზღვისპირეთში ქიმიური წარმოების შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს შესაბამისი დასკვნები და წინადადებები, ასევე აწარმოოს მოლაპარაკება დაინტერესებულ მხარეებთან.     მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებანი კომისია უფლებამოსილია: ა) შეისწავლოს და განიხილოს საქართველოს ზღვისპირეთში ქიმიური წარმოების შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი და შესაბამისი დასკვნები და წინადადებები წარუდგინოს საქართველოს მთავრობას, ასევე აწარმოოს მოლაპარაკება დაინტერესებულ მხარეებთან; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია; გ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები საქართველოს ზღვისპირეთში ქიმიური წარმოების შექმნის თაობაზე; დ) შექმნას სამუშაო ჯგუფები ცალკეულ საკითხთა მომზადებისა და შემუშავებისათვის; ე) მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტები კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად.     მუხლი 4🔗. კომისიის ხელმძღვანელობა 1. კომისიის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას; ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს; გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს; დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში. 2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს მის უფლება-მოსილებებს. 3. კომისიის მდივანი: ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას; ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის. 4. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ერთ კვირაში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.     მუხლი 5🔗. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი 1. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დასკვნების სახით თავის სხდომებზე. 2. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით, მაგრამ სულ ცოტა კომისიის შემადგენლობის 1/3-ის მიერ. 4. კომისიის შეკრების წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.     მუხლი 6🔗. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.     მუხლი 7🔗. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი კომისიის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება მთავრობის დადგენილებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.