საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 21.07.2004
ძალის დაკარგვა 15.07.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №281
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 75, 26/07/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .75in 53.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №281
2004 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს შექმნის შესახებ
1. შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო.
2. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თანდართული დებულება და შემადგენლობა.
მ. სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შექმნილი საქართველოს პრეზიდენტის საკონსულტაციო ორგანო.
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) პოლიტტექნოლოგიური გამოკვლევები ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ფონზე;
ბ) არსებული სოციოლოგიური გამოკვლევების კრიტიკული ანალიზი და ადეკვატურ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება;
გ) საერთაშორისო გამოცდილების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციათა კომპლექსის შემუშავება;
დ) ქვეყანაში შექმნილი კონკრეტული სირთულეების გამომწვევი მიზეზების შესწავლა, ანალიზი და საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების წარდგენა აღნიშნული სირთულეების მოგვარების შესახებ;
ე) სავარაუდო დადებით და უარყოფით შედეგთა პროგნოზირება და პრევენტულ ღონისძიებათა თაობაზე წინადადებების მომზადება;
ვ) რეკომენდაციების მომზადება მიმდინარე საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ პრობლემებზე;
ზ) საქართველოს პრეზიდენტთან სხვადასხვა დაწესებულებებისა და ფიზიკური პირების მიერ წარდგენილი წინადადებების განხილვა და საქართველოს პრეზიდენტისათვის რეკომენდაციის წარდგენა აღნიშნული წინადადებების გაზიარების მიზანშეწონილობის თაობაზე;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტის სხვა ცალკეული დავალებების შესრულება.
მუხლი 3🔗. საბჭოს უფლებამოსილებანი
დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით საბჭო უფლებამოსილია:
ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისაგან და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისაგან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია;
ბ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს და თავის საქმიანობაში ჩააბას საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაინტერესებული წარმომადგენლები.
მუხლი 4🔗. საბჭოს მუშაობის რეგლამენტი
1. საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ.
2. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
3. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭოს წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
4. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.
5. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მოიწვიოს საბჭო და თავად უხელმძღვანელოს მას.
მუხლი 5🔗. საბჭოს დაფინანსება
საბჭოს თითოეული წევრის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 400 ლარის ოდენობით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურების ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებანი
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა:
სოსო ცინცაძე – პოლიტოლოგი (პროფესორი), საბჭოს თავმჯდომარე;
შოთა ჯაფარიძე – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის გამგე (პროფესორი), საბჭოს წევრი;
რამაზ საყვარელიძე – პოლიტოლოგი-ფსიქოლოგი, საბჭოს წევრი;
იგორ კვესელავა – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა პოლიტოლოგიის კათედრის გამგე, საბჭოს წევრი;
გიორგი გაჩეჩილაძე – ლიტერატურის ინსტიტუტი, ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი.