⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.02.2004)

საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.01.1997
ძალის დაკარგვა 15.02.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №81
სარეგისტრაციო კოდი 010220000.05.002.000005
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 2, 31/01/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,661 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.1997 მიღება
15.02.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} .MsoChpDefault {font-size:11.0pt;} .MsoPapDefault {margin-bottom:10.0pt; line-height:115%;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 1.0in 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №81 1997 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის თანდართული დროებითი დებულება და სტრუქტურა. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სახელმწიფო კანცელარიის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 27 დეკემბრის №88 ბრძანებულება. 3. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა თავიანთი დებულებები შეუსაბამონ ამ დებულებას.  ე. შევარდნაძე საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, იქმნება საქართველოს კონსტიტუციისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სახელმწიფო კანცელარია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებით და ამ დებულებით. 3. სახელმწიფო კანცელარიას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და საბანკო ანგარიშები (მათ შორის სავალუტო). 4. სახელმწიფო კანცელარიის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარდგინებით. II. სახელმწიფო კანცელარიის ფუნქციები 5. სახელმწიფო კანცელარიის ფუნქციები: – საქართველოს პრეზიდენტისათვის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა; – აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოთა, სხვა სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის კოორდინაცია; – საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის ხელის შეწყობა, თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულებების დადება, სხვა ქვეყნების მთავრობებთან დადებულ ხელშეკრულებათა შესრულების ორგანიზაცია, მათ საქმიანობაში პროგრესული გამოცდილების შესწავლა და გამოყენება. III. სახელმწიფო კანცელარიის საქმიანობის ძირითადი  მიმართულებანი 6. სახელმწიფო კანცელარია: – კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოთა, სხვა სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას; – თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების, სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის, სახელმწიფო მინისტრის აქტებისა და დავალებების შესრულებას; – უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტსა და სახელმწიფო მინისტრს ინფორმაციით ქვეყნის საშინაო და საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ; – უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის კანონშემოქმედებით საქამიანობას, ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის აქტების პროექტებს, უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ხელმოსაწერად წარმოდგენილი კანონების ექსპერტიზასა და გამოქვეყნებას; – უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებისა და განკარგულებათა პროექტების ექსპერტიზას; – უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობას საქართველოს პარლამენტთან, სასამართლო ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან და სხვა კონსტიტუციურ ინსტიტუტებთან; – ხელს უწყობს საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას ეკონომიკის სახელმწიფო და კერძო სექტორების ჰარმონიული ფუნქციონირებისათვის; – ორგანიზაციას უწევს უწყებებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, ცალკეულ მოქალაქეებთან, აგრეთვე საქართველოში სტუმრად მყოფ უცხოელებთან საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის შეხვედრების მოწყობას; – ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას; – უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის აქტების სისტემატიზაციას, გამოქვეყნებასა და სათანადო ორგანოებისათვის მიწოდებას; – კოორდინაციას უწევს საქართველოს რეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელებას; – ორგანიზაციას უწევს მთავრობისა და საქართველოს რეზიდენტთან არსებული სხვა ორგანოების სხდომების გამართვას, ამზადებს განსახილველ საკითხებსა და დღის წესრიგის პროექტებს; – ამზადებს საქართველოს რეზიდენტის მოხსენების პროექტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტში წარსადგენად; – ამზადებს საქართველოს რეზიდენტის კონსტიტუციურ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად; – უზრუნველყოფს დოკუმენტების მიღების, დამუშავებისა და მომზადების ერთიანი წესისა და მათთან დაკავშირებულ დავალებათა შესრულებას; – ამზადებს ქვეყნის უშიშროების, თავდაცვის, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების სტრატეგიულ და კონცეპტუალურ საკითხებზე ანალიტიკურ პროგნოზებას, სპეციალურ ინფორმაციებსა და რეკომენდაციებს; – უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხთა მოგვარებას; – შეიმუშავებს წინადადებებს სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე; – საქართველოს რეზიდენტისათვის ამზადებს დასკვნებს შემდეგ საკითხებზე: ა) თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულის სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების და დათხოვნის შესახებ; ბ) მოალაქეობის ან თავშესაფრის მიცემის შესახებ; გ) მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ; დ) სახელმწიფო ჯილდოების, უმაღლესი სამხედრო, სპეციალური და საპატიო წოდებების, უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ და პრეზიდენტის უფლებამოსილებით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით; – მოითხოვოს მმართველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოებისაგან, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერი საწარმოებისაგან, დაწესებულებისა და ორგანიზაციისაგან თავისთვის საჭირო ინფორმაციას; – საქართველოს პრეზიდენტის დავალებათა ოპერატიულად შესრულებისა და კომპლექსური მომზადებისათვის დადგენილი წესით იწვევს თათბირებს სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელთა და სპეციალისტთა მონაწილეობით. IV. სახელმწიფო კანცელარიის შემადგენლობა 7. სახელმწიფო კანცელარიის შემადგენლობაში შედიან: – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი – სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი – სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები – სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილეები – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი – მთავარი კონსულტანტები – სამსახურების უფროსები – სახელმწიფო მართვის სისტემის რეფორმების საბჭოს მდივანი – განყოფილებების უფროსები – სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების მოადგილეები – სამდივნოს უფროსები – სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე – სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე – რეფერენტები – ტექნიკური მუშაკები. V. სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელობა და თანამდებობის პირები 8. საქართველოს კონსტიტუციისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო კანცელარიის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; სახელმწიფო მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე – კანცელარიის უფროსი და მოადგილეები. 9. სახელმწიფო მინისტრი: – ხელმძღვანელობს სახელმწიფო კანცელარიას; – პრეზიდენტის დავალებით უძღვება მთავრობის სხდომებს; – პრეზიდენტის დავალებით ამტკიცებს მთავრობის სხდომის დღის წესრიგს; – მონაწილეობს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრაში; – მონაწილეობს საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ოფიციალურ მიღებებში; – იღებს საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებს; – აღმასრულბელი ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნილი სხვადასხვა საკითხის მოსამზადებელ პრეზიდენტის დავალებით ქმნის სამთავრობო კომისიას; – თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო კანცელარიის განყოფილებათა უფროსებს, სამსახურთა უფროსების მოადგილეებს; – ითანხმებს სამთავრობო დაწესებულებებათა ხელმძღვანელების მოადგილეთა კანდიდატურებს; – ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებელებისა და მათი თანამდებობის პირების საქმიანობისადმი; – განსაზღვრავს თავისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების ფუნქციურ მოვალეობებს; – ამტკიცებს კანცელარიის საშტატო ნუსხას, გარდა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისა; – პრეზიდენტის რწმუნებით ასრულებს მის ცალკეულ დავალებებს. 10. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით სახელმწიფო კანცელარიის მიმდებარე საქმიანობას უზრუნველყოფენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი და სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილეები. 11. სახელმწიფო კანცელარიის უფროსი:  – კოორდინაციას უწევს სახელმწიფო კანცელარიის სტუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას; – სახელმწიფო მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხას, გარდა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისა; – ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; – წარუდგენს სახელმწიფო მინისტრს წინადადებებს სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომელთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური სასჯელების გამოყენების შესახებ; – სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებით ახდენს თანამშრომელთა მატერიალურ წახალისებას დადგენილი ნორმის ფარგლებში; – თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს განყოფილებათა უფროსების მოადგილეებს, რეფერენტებს და ტექნიკურ მუშაკებს; – განკარგავს სახელმწიფო კანცელარიის ფინანსურ სახსრებს; – ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტის აქტების დანართებს; – მინდობილობის გარეშე მოქმედებს სახელმწიფო კანცელარიის სახელით; – თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო კანცელარიისათვის ამ დებულებით განსაზღრულ ფუნქციებს, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ან სახელმწიფო მინისტრის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.  VI. სახელმწიფო კანცელარიის თანამდებობის პირთა  დანიშვნის წესი 12. საქართველოს კონსტიტუციისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: – საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს; – სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს – სახელმწიფო კანცელარიის უფროსს; – სახელმწიფო მინისტრის მადგილეებს; – სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილეებს; – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეებს, საპარლამენტო მდივანს, სამსახურების უფროსებს, სახელმწიფო მართვის სისტემის რეფორმების საბჭოს მდივანს, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს უფროსს. მთავარ კოლსულტანტებს თანამდებობაზე ნაშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ან მისი დავალებითი სახელმწიფო მინისტრი. 13. სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც უზრუნველყოფს ქვედანაყოფის საქმიანობას საქართველოს კანოnმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის, სახელმწიფო მინისტრისა და კანცელარიის უფროსის დავალებათა შესაბამისად.  სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები) საქმიანობის კონკრეტული მიმართულების მიხედვით. 14. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ კანონიდან გამომდინარე საბჭოს მდივანი განსაზღვრავს საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს; საბჭოს მდივანი ნიშნავს და ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს. 15. სახელმწიფო მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო კანცელარიის განყოფილებათა უფროსებს, სამსახურების უფროსების მოდგილეებს. 16. სახელმწიფო კანცელარიის უფროსი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს განყოფილების უფროსის მოადგილეებს, რეფერენტებს და ტექნიკურ მუშაკებს. 17. რეფერენტებთან და ტექნიკურ მუშაკებთან შრომით ხელშეკრულებებს მოქმედი შრომის კანონმდებლობის შესაბამისად დებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. VII. სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურა 18. სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, სამსახური, განყოფილება, სამდივნო, სახელმწიფო მართვის სისტემის რეფორმების საბჭოს აპარატი და საქართველოს პრეზიდენტის არქივი. 19. სახელმწიფო კანცელარიის ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფის შექმნა ან არსებულის რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია ხდება საქართველსო სახელმწიფო მინისტრის წინადადებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 20. სახელმწიფო კანცელარიის და მასთან არსებული სამსახურების დაფინანსება ხდება ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე. სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული სამსახურები ასევე შესაძლებელია იყვნენ სამეურეო ანგარიშზე. 21. ამ დებულების გარდა სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის რეგლამენტირება ხდება სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მიერ დამტკიცებული სათანადო სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებით. VIII. სახელმწიფო კანცელარიაში შქმნილი დროებითი  სამუშაო ჯგუფები, მოწვეული სპეციალისტები 22. სახელმწიფო კანცელარიის საქმიანობაში ექვს თვემდე ვადით შესაძლებელია მოწვეულ იქნენ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები დროებითი კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 0,5 განაკვეთის ანაზღაურებით. დავალების მასშტაბის ან სირთულის კვალობაზე შესაძლებელია მოწვეულ სპეციალისტთაგან შეიქმნას დროებითი სამუშაო ან საკონსულტაციო ჯგუფი სახელმწიფო კანცელარიის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობით. შესაძლებელია ექსპერტთა და კონსულტანტთა მოწვევა საზოგდოებრივ საწყისებზეც. 23. შრომის ხელშეკრულებას კონსულტანტებთან და ექსპერტებთან დებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი სახელმწიფო კანცელარიის უფროსთან შეთანხმებით. სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურა      საქართველოს სახელმწიფო მინისტრი      საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი      საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები      საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში  საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში  საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნებათაშორისი ურთიერთობის საკითხებში      საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე      სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილეები      საქართველოს პრეზიდენეტის საპარლამენტო მდივანი      მთავარი კონსულტანტები      სამდივნოები      ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი      ადგილობრივი მმართველობის და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახური      ეკონომიკური სამსახური      საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური      საფინანსო-სამეურნეო სამსახური      საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახური      სახელმწიფო პროტოკოლის სამსახური      სოციოლოგიური სამსახური      სახელმწიფო მართვის სისტემის რეფორმის საბჭოს აპარატი      დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება      ეროვნობათაშორისი ურთიერთობის განყოფილება      იურიდიული განყოფილება      კადრების განყოფილება      კულტურის, განათლებისა და მეცნიერების განყოფილება      მოქალაქეთა მიღებისა და წერილებზე მუშაობის განყოფილება      მოქალაქების საკითხთა, სახელმწიფო ჯილდოების და საპატიო წოდების მინიჭების განყოფილება      ოფიციალურ კორესპონდენციებზე მუშაობის განყოფილება      პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება      საგარეო პოლიტიკის ანალიზის განყოფილება      საორგანიზაციო-სარედაქციო განყოფილება      საქართველოს პრეზიდენტის საჯარო და საგანგებო გამოსვლების მომზადების განყოფილება      საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის აქტებისა და დავალებების შესრულების კონტროლის განყოფილება      სოციალური სფეროს რეფორმის ხელშეწყობის განყოფილება      შეწყალების საკითხთა განყოფილება      საქართველოს პრეზიდენტის არქივი.