მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.04.2011
ძალის დაკარგვა 05.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016041
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110408023, 12/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,096 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.04.2011 მიღება
05.06.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1.1 სახელი
1.3 დაბადების თარიღი
1.5 დოკუმენტები აქვს?
2.1 ამჟამინდელი დანაშაული
2.2 ნასამართლობა
2.3 პირველი დანაშაულის ჩადენის ასაკი
2.4 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა
2.5 დანაშაულებრივ ქმედებათა დინამიკა (დროის განმავლობაში დანაშაულის ბუნებისა და სიმძიმის ცვალებადობა, დანაშაულის ჩადენის ერთგვაროვანი ნიშნები)
3.1 საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის მისამართი)
3.2 საბიანო პირობები (საკუთარი, დაქირავებული, ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული, ან სხვა, საცხოვრებელი პირობები)
3.3 ვისთან ერთად ცხოვრობს მსჯავრდებული
3.4 შეჯამება: საყოფაცხოვრებო პირობები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს განმეორებით დანაშაულს ან/და დანაშაულის თავიდან აცილებას (პრობლემები, ძირითადი საჭიროება და პოზიტიური ასპექტები)
3.5 ურთიერთობა მშობლებთან, და-ძმასთან (ასევე სხვა ნათესავებთან, თუ საჭიროდ ჩავთვლით)
3.6 ოჯახური მდგომარეობა, ურთიერთობა მეუღლესთან/პარტნიორთან
3.7 ურთიერთობა შვილებთან
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } h1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.MsoCommentReference {} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.Heading1Char { font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } span.NoSpacingChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 45.35pt 45.0pt 60.5pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:842.0pt 595.35pt; margin:60.4pt 45.1pt 45.35pt 45.1pt;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:842.0pt 595.35pt; margin:60.4pt 45.1pt 45.35pt 45.1pt;} div.Section3 {page:Section3;} @page Section4 {size:842.0pt 595.35pt; margin:60.4pt 45.1pt 45.35pt 45.1pt;} div.Section4 {page:Section4;} @page Section5 {size:842.0pt 595.35pt; margin:60.4pt 45.1pt 45.35pt 45.1pt;} div.Section5 {page:Section5;} @page Section6 {size:842.0pt 595.35pt; margin:60.4pt 45.1pt 45.35pt 45.1pt;} div.Section6 {page:Section6;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №56 2011 წლის 7 აპრილი ქ. თბილისი მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:  მუხლი 1🔗. დამტკიცდეს მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპები, წესი და ფორმა თანდართული რედაქციით.  მუხლი 2🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხ. კალმახელიძე მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპები, წესი და ფორმა     მუხლი 1🔗. მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპები 1. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია (მისი საზოგადოებაში ინტეგრაცია). 2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიზნებს პრობაციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის საფუძველზე.     მუხლი 2🔗. მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის წესი 1. მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენას პრობაციის ოფიცერი ახორციელებს პირობით ვადამდე გათავისუფლებულ მსჯავრდებულთა და იმ პირობით მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებსაც თავისუფლების აღკვეთის შემდგომ შეეფარდათ პირობითი მსჯავრი. 2. პირველ ეტაპზე პრობაციის ოფიცერი ახდენს ამ ბრძანების მეორე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის რისკების შეფასებას დადგენილი ფორმის (დანართი №1) მიხედვით. 3. მსჯავრდებულის რისკების შეფასების ფორმა მოიცავს მსჯავრდებულის შესახებ შემდეგ მონაცემებს: ა) მსჯავრდებულის შესახებ ზოგადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, აქვს თუ არა მსჯავრდებულს დოკუმენტები და დადებით შემთხვევაში –დოკუმენტების სახელწოდება); ბ) მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქცევა (ამჟამინდელი დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის მითითებით და ამ დანაშაულის აღწერა; ინფორმაცია ნასამართლობის თაობაზე და ნასამართლობის ქონის შემთხვევაში – დანაშაულის აღწერა; პირველი დანაშაულის ჩადენის ასაკი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე ინფორმაცია, დანაშაულებრივ ქმედებათა დინამიკა – დროის განმავლობაში დანაშაულის ბუნებისა და სიმძიმის ცვალებადობა, დანაშაულის ჩადენის ერთგვაროვანი ნიშნები); გ) მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილი და პირობები, ურთიერთობები, ცხოვრების წესი და ჯანმრთელობა (საცხოვრებელი ადგილი – ფაქტობრივი და რეგისტრაციის მიხედვით; საბინაო პირობები – საკუთარი, დაქირავებული, ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ან სხვა საცხოვრებელი პირობები; მსჯავრდებულთან ერთად მცხოვრები პირები; შეჯამება: საყოფაცხოვრებო პირობები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს განმეორებით დანაშაულს ან/და დანაშაულის თავიდან აცილებას – პრობლემები, ძირითადი საჭიროება და პოზიტიური ასპექტები; ურთიერთობა მშობლებთან, და-ძმასთან, საჭიროების შემთხვევაში სხვა ნათესავებთან; ოჯახური მდგომარეობა, ურთიერთობა მეუღლესთან/პარტნიორთან; ურთიერთობა შვილებთან; ინფორმაცია ოჯახის წევრების დანაშაულებრივი ქცევის ან ალკოჰოლთან ან/და ნარკოტიკთან დამოკიდებულების შესახებ, სოციალური გარემოს აღწერა და ურთიერთობები – მეგობრები, საერთო საქმიანობა, მეგობართა დანაშაულებრივი ქცევა, მეზობლებთან ურთიერთობა და ა.შ. ჯანმრთელობის მდგომარეობა – ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და განსაკუთრებული საჭიროებები; ინტერესთა სფერო – ჰობი, როგორ ატარებს თავისუფალ დროს, მათ შორის რელიგიურობა, რწმენა და სხვა; შეჯამება: ურთიერთობებთან და ცხოვრების სტილთან დაკავშირებული გარემოებები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს განმეორებით დანაშაულს ან/და დანაშაულის თავიდან აცილებას – პრობლემები, ძირითადი საჭიროება და პოზიტიური ასპექტები); დ) მსჯავრდებულის განათლება, სამუშაო და ეკონომიკური მდგომარეობა (განათლების შესახებ მონაცემები – რა საფეხურზეა; პროფესია, ხელობა ან სხვა პროფესიული უნარები; სამუშაო გამოცდილება – წარსულში სამუშაო ადგილები; ამჟამინდელი საქმიანობა, შემოსავლის წყარო – ხელფასი, არაოფიციალური შემოსავალი, სოციალური დახმარება, დახმარება ოჯახისგან და სხვა; სამუშაოსადმი დამოკიდებულება; ეკონომიკური მდგომარეობა – ოფიციალური ვალდებულებები გადახდევინებაზე, სესხი, ჯარიმები, ოჯახი ხომ არა არის რეგისტრირებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებთა ბაზაში და დადებით შემთხვევაში რა ქულა აქვთ მინიჭებული; შეჯამება: განათლებასთან და სამუშაოსთან დაკავშირებული გარემოებები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს განმეორებით დანაშაულს ან/და დანაშაულის თავიდან აცილებას – პრობლემები, ძირითადი საჭიროება და პოზიტიური ასპექტები); ე) მსჯავრდებულის დამოკიდებულებები ალკოჰოლთან, ნარკოტიკებთან, აზარტულ თამაშებთან და სხვა (ალკოჰოლის მოხმარების სიხშირე და ჩვევა – როდის, ვისთან ერთად, პრობლემის მითითება; დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ – აღიქვამს თუ არა ალკოჰოლთან მის დამოკიდებულებას მსჯავრდებული, ოდესმე უცდია თუ არა თავის დანებება; მიუღია თუ არა რაიმე ნარკოტიკი ან ფსიქოტროპული პრეპარატი ბოლო 2 წლის განმავლობაში; მოხმარების სიხშირე – ყოველდღიურად, კვირაში ერთხელ, არარეგულარულად და ბოლოს როდის მიიღო; რა სახის ნარკოტიკი ან ფსიქოტროპული პრეპარატი გამოუყენებია, ძირითადი ნარკოტიკული საშუალება, მისი მოხმარების ფორმა – შესუნთქვა, მოწევა, ინექცია და სხვა; ნარკოტიკისადმი დამოკიდებულება – აღიქვამს თუ არა პრობლემად; უცდია თუ არა ოდესმე თავის დანებება, მონაწილეობდა თუ არა სარეაბილიტაციო ან სამკურნალო პროგრამებში; ბოლო 2 წლის განმავლობაში თამაშობდა თუ არა აზარტულ თამაშებს; თამაშის სიხშირე – ყოველდღიურად, კვირაში ერთხელ და ბოლოს როდის ითამაშა; აზარტული თამაშებისადმი დამიკიდებულება – აღიქვამს თუ არა პრობლემად აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას და უცდია თუ არა ოდესმე თავის დანებება; სხვა პრობლემური ქცევის ან ჩვევის აღწერა, რომელიც შეიძლება დამოკიდებულებაზე მიუთითებდეს; შეჯამება: დამოკიდებულებებთან დაკავშირებული გარემოებები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს განმეორებით დანაშაულს ან/და დანაშაულის თავიდან აცილებას – პრობლემები, ძირითადი საჭიროება და პოზიტიური ასპექტები); ვ) მსჯავრდებულის აზროვნება და ქცევა (დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ – თავდაჯერების ხარისხი, დეპრესიულობა სუიციდური ქცევა; სოციალური უნარები და პრობლემების გადაჭრის უნარები – კომუნიკაციის უნარი, აგრესიული ქცევა, იმპულსურობა, საკუთარი ქცევის შედეგების გააზრების უნარი, ამ დანაშაულის ჩადენის მიზეზები, დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულისადმი; საზოგადოებისადმი დამოკიდებულება – საზოგადოებისადმი და სხვა ადამიანებისადმი დამოკიდებულება და პატივისცემა; სხვათა აზრისა და რწმენის გაგება, აცნობიერებს თუ არა საკუთარი დანაშაულებრივი ქმედების შესაძლო გავლენას სხვებზე; სახელმწიფო ორგანოებისა და მათი წარმომადგენლებისადმი დამოკიდებულება – მათ შორის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლისადმი, თუ საპატიმრო სასჯელი მოიხადა, როგორი იყო მისი ქცევა და დამოკიდებულებები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; მენტალობა და ღირებულებათა სისტემა – კრიმინალური აზროვნება, რეალური სამომავლო გეგმები, თანამშრომლობის და ცვლილებების გატარების მოტივაცია; შეჯამება: აზროვნებასთან და ქცევასთან დაკავშირებული გარემოებები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს განმეორებით დანაშაულს ან/და დანაშაულის თავიდან აცილებას – პრობლემები, ძირითადი საჭიროება და პოზიტიური ასპექტები). 4. მსჯავრდებულის რისკების შეფასების ფორმა, ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი მონაცემების შემდეგ ითვალისწინებს პრობაციის ოფიცრის დასკვნას, სადაც აღინიშნება გამოიკვეთა თუ არა რაიმე რისკი ან პრობლება, რაც საჭიროებს შემდგომ რეაგირებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრობაციის ოფიცერი ვერ ხედავს საჭიროებას შემდგომი რეაგირებისათვის, მაშინ სავალდებულოა აღნიშნულის დასაბუთება. 5. მსჯავრდებულის რისკების შეფასების ფორმაში აღინიშნება პრობაციის ოფიცრის რეკომენდაციები სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვისათვის ( პრობლემური საკითხი, საჭირო რეაგირება, მოსალოდნელი შედეგი/მიზანი, მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებელი პირი, რესურსი, შესრულების ვადა). 6. მსჯავრდებულის რისკების შეფასების ფორმაში სავალდებულოა მიეთითოს გამოყენებული ინფორმაციის წყარო და წყაროსთვის მიმართვის თარიღი. 7. მსჯავრდებულის რისკების შეფასების ფორმას თან ერთვის შემფასებლის ხელმოწერა და შეფასების თარიღი. 8. ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულის რისკების შეფასების ფორმის შევსების შემდეგ და მის საფუძველზე, პრობაციის ოფიცერი ადგენს სასჯელის აღსრულების ინდივიდუალურ გეგმას (დანართი №2), რომელსაც ათანხმებს მსჯავრდებულთან. 9. სასჯელის აღსრულების ინდივიდუალურ გეგმაში აღინიშნება: ა) პრობლემური საკითხები; ბ) პრობლემურ საკითხებზე საჭირო რეაგირება; გ) გეგმის შედეგი/მიზანი; დ) მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებელი პირები; ე) მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი რესურსები; ვ) გეგმის შესრულების ვადა. 10. სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შესახებ შეთანხმებას ხელს აწერს პრობაციის ოფიცერი და მსჯავრდებული. დანართი №1 მსჯავრდებულის რისკების შეფასების ფორმა 1. მსჯავრდებულის შესახებ ზოგადი ინფორმაცია 1.1 სახელი 1.2 გვარი 1.3 დაბადების თარიღი 1.4 პირადი ნომერი 1.5 დოკუმენტები აქვს? კი არა (მიუთითეთ დოკუმენტის სახელწოდება) 2. მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქცევა 2.1 ამჟამინდელი დანაშაული დანაშაულის აღწერა 2.2  ნასამართლობა დანაშაულის აღწერა ა. ბ. გ. 2.3 პირველი დანაშაულის ჩადენის ასაკი 2.4 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2.5 დანაშაულებრივ ქმედებათა დინამიკა (დროის განმავლობაში დანაშაულის ბუნებისა და სიმძიმის ცვალებადობა, დანაშაულის ჩადენის ერთგვაროვანი ნიშნები) 3. მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილი და პირობები, ურთიერთობები, ცხოვრების წესი და ჯანმრთელობა 3.1 საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის მისამართი) 3.2 საბიანო პირობები (საკუთარი, დაქირავებული, ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული, ან სხვა, საცხოვრებელი პირობები) 3.3 ვისთან ერთად ცხოვრობს მსჯავრდებული 3.4 შეჯამება: საყოფაცხოვრებო პირობები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს განმეორებით დანაშაულს ან/და დანაშაულის თავიდან აცილებას (პრობლემები, ძირითადი საჭიროება და პოზიტიური ასპექტები) 3.5 ურთიერთობა მშობლებთან, და-ძმასთან (ასევე სხვა ნათესავებთან, თუ საჭიროდ ჩავთვლით) 3.6 ოჯახური მდგომარეობა, ურთიერთობა მეუღლესთან/პარტნიორთან 3.7 ურთიერთობა შვილებთან 3.8 ოჯახის წევრთა დანაშაულებრივი ქცევა და ალკოჰოლთან ან/და ნარკოტიკთან დამოკიდებულება 3.9 სოციალური გარემო და ურთიერთობები (მეგობრები, საერთო საქმიანობა, მეგობართა დანაშაულებრივი ქცევა, მეზობლებთან ურთიერთობა და ა.შ.) 3.10 ჯანმრთელობის მდგომარეობა (ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და განსაკუთრებული საჭიროებები) 3.11 ინტერესთა სფერო ჰობი, როგორ ატარებს თავისუფალ დროს (მათ შორის რელიგიურობა, რწმენა და სხვა) 3.12 შეჯამება: ურთიერთობებთან და ცხოვრების სტილთან დაკავშირებული გარემოებები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს განმეორებით დანაშაულს ან/და დანაშაულის თავიდან აცილებას (პრობლემები, ძირითადი საჭიროება და პოზიტიური ასპექტები) 4. მსჯავრდებულის განათლება, სამუშაო და ეკონომიკური მდგომარეობა 4.1 განათლება (რა საფეხურზეა) 4.2 პროფესია, ხელობა ან სხვა პროფესიული უნარები 4.3 სამუშაო გამოცდილება (წარსულში სამუშაო ადგილები) 4.4 ამჟამინდელი საქმიანობა 4.5 შემოსავლის წყარო (ხელფასი, არაოფიციალური შემოსავალი, სოციალური დახმარება, დახმარება ოჯახისგან და სხვა) 4.6 სამუშაოსადმი დამოკიდებულება 4.7 ეკონომიკური მდგომარეობა (ოფიციალური ვალდებულებები გადახდევინებაზე, სესხი, ჯარიმები, ოჯახი ხომ არ არის რეგისტრირებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახთა ბაზაში, რა ქულა აქვთ მინიჭებული) 4.8 შეჯამება: განათლებასთან და სამუშაოსთან დაკავშირებული გარემოებები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს განმეორებით დანაშაულს ან/და დანაშაულის თავიდან აცილებას (პრობლემები, ძირითადი საჭიროება და პოზიტიური ასპექტები) 5. მსჯავრდებულის დამოკიდებულებები (ალკოჰოლი, ნარკოტიკი, აზარტული თამაშები და სხვა) 5.1 ალკოჰოლის მოხმარების სიხშირე და ჩვევა (როდის, ვისთან ერთად, მიუთითეთ პრობლემა) 5.2 დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ (პრობლემად აღიქვამს ალკოჰოლთან მის დამოკიდებულებას მსჯავრდებული? ოდესმე უცდია თავის დანებება?) 5.3 მიუღია თუ არა რაიმე ნარკოტიკი ან ფსიქოტროპული პრეპარატი ბოლო 2 წლის განმავლობაში? კი არა 5.4 მოხმარების სიხშირე (ყოველდღიურად, კვირაში ერთხელ, არარეგულარულად და ა.შ; ბოლოს როდის მიიღო?) 5.5 რა სახის ნარკოტიკი ან ფსიქოტროპული პრეპარატი გამოუყენებია? ძირითადი ნარკოტიკული საშუალება, მისი მოხმარების ფორმა (შესუნთქვა, ინექცია, მოწევა, სხვა) 5.6 ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულება (პრობლემად აღიქვამს?) 5.7 უცდია ოდესმე თავის დანებება, მონაწილეობდა თუ არა სარეაბილიტაციო ან სამკურნალო პროგრამებში? 5.8 ბოლო 2 წლის განმავლობაში თამაშობდა აზარტულ თამაშებს? კი არა 5.9 თამაშის სიხშირე (ყოველდღიურად, კვირაში ერთხელ, ა.შ.; ბოლოს როდის ითამაშა?) 5.10 აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება (აღიქვამს თუ არა პრობლემად აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას, ოდესმე უცდია დანებება?) 5.11 აღწერეთ სხვა პრობლემური ქცევა ან ჩვევა, რომელიც შეიძლება დამოკიდებულებაზე მიუთითებდეს (კომპიუტერის მოხმარება, პირომანია და სხვა) 5.12 შეჯამება: დამოკიდებულებებთან დაკავშირებული გარემოებები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს განმეორებით დანაშაულს ან/და დანაშაულის თავიდან აცილებას (პრობლემები, ძირითადი საჭიროება და პოზიტიური ასპექტები) 6. მსჯავრდებულის აზროვნება და ქცევა 6.1 დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ (თავდაჯერების ხარისხი, დეპრესიულობა, სუიციდური ქცევა) 6.2 სოციალური უნარები და პრობლემების გადაჭრის უნარები (კომუნიკაციის უნარი, აგრესიული ქცევა, იმპულსურობა, საკუთარი ქცევის შედეგების გააზრების უნარი, ამ დანაშაულის ჩადენის მიზეზები, დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულისადმი) 6.3 საზოგადოებისადმი დამოკიდებულება (საზოგადოებისადმი და სხვა ადამიანებისადმი დამოკიდებულება და პატივისცემა; სხვათა აზრისა და რწმენის გაგება; აცნობიერებს თუ არა საკუთარი დანაშაულებრივი ქმედების შესაძლო გავლენას სხვებზე) 6.4 სახელმწიფო ორგანოებისა და მათი წარმომადგენლების მიმართ დამოკიდებულება (მათ შორის პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლისადმი; თუ საპატიმრო სასჯელი მოიხადა, როგორი იყო მისი ქცევა და დამოკიდებულებები სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში) 6.5 მენტალობა და ღირებულებათა სისტემა (კრიმინალური აზროვნება, რეალური სამომავლო გეგმები, თანამშრომლობის და ცვლილებების გატარების მოტივაცია) 6.6 შეჯამება: აზროვნებასთან და ქცევასთან დაკავშირებული გარემოებები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს განმეორებით დანაშაულს ანდა დანაშაულის თავიდან აცილებას (პრობლემები, ძირითადი საჭიროება და პოზიტიური ასპექტები) 7. დასკვნა 7.1 გამოიკვეთა თუ არა რაიმე რისკი ან პრობლემა, რაც შემდგომ რეაგირებას საჭიროებს? კი არა 7.2 თუ შემდგომი რეაგირების საჭიროებას ვერ ხედავთ, გთხოვთ, დაასაბუთოთ რატომ. 8. რეკომენდაციები სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვისთვის პრობლემური საკითხი საჭირო რეაგირება მოსალოდნელი შედეგი/მიზანი მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებელი პირი რესურსი შესრულების ვადა 1. 2. 3. 9. შეფასებისას გამოყენებული ინფორმაციის წყარო ინფორმაციის წყარო წყაროსთვის მიმართვის თარიღი შემფასებელი: ხელმოწერა: შეფასების თარიღი: დანართი №2 შეთანხმება სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შესახებ –––––––––––––––––––––––––––––––                                                                                                                                 ––––––––––––––––––––––––––––––– შედგენის ადგილი                                                                                                                                                                                                             თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– პრობაციის ბიუროს ოფიცერი –––––––––––––––––––––––––––––––– და მსჯავრდებული არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს დასახელება                                                                სახელი და გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მსჯავრდებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი თანხმდებიან სასჯელის მოხდის შემდეგ გეგმაზე: პრობლემური საკითხი საჭირო რეაგირება შედეგი/მიზანი მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებელი პირი რესურსი შესრულების ვადა 1 2 3 პრობაციის ოფიცერი: ––––––––––––––––––                                     მსჯავრდებული: –––––––––––––––––– ხელმოწერა –––––––––––––––––                                                                ხელმოწერა––––––––––––––––