„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 23.12.2002, მუხ. 162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ნებადართულია კონტროლის რეჟიმის გამკაცრება ფსიქოაქტიური მოქმედების იმ სამკურნალო საშუალებებზე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან და არ შეიცავენ ამ კანონით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, მაგრამ მათი მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან/და ართულებს ქვეყანაში შექმნილ ნარკოვითარებას.“.
2. კანონის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებების ნუსხასა და ბრუნვის წესებს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“.
3. კანონის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვისა და ნარკოლოგიური დახმარების კონტროლი
1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის წესების შესრულებასა და ნარკოლოგიური დახმარების კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შესაბამისი სამსახურების მეშვეობით.
2. ნარკოლოგიური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ნარკოლოგიური დახმარების კონტროლის მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ნარკოლოგიის ეროვნული ცენტრი“, რომელიც მეთოდურ ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას უწევს ნარკოლოგიური მომსახურებისა და დახმარების განმახორციელებელ დაწესებულებებს (განურჩევლად დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა).“.
4. კანონის დანართის I და III სიებს სიტყვების „- ბუტალბიტალი (BUTALBITAL), 5-allyl-5-isobutylbarbituric acid“ შემდეგ დაემატოს „-ბუტორფანოლი (BUTORPHANOL), (-)-17-(cyclobuthylmethyl)-morphinan,3,14 diol“.
5. კანონის დანართის I და III სიებს სიტყვების „-მფპპ (MPPP), 1-methyl-4-phenyl-4-piperidine propionat (ester)“ და „-მორფინი (MORPHINE)“ შემდეგ დაემატოს „-ნალბუფინი (NALBUPFYNE), (-)-17-(cyclobuthylmethyl)-4,5a–epoxy morphinan-3,6a, 14 – triol“.
6. კანონის დანართის I და III სიებს წამლების „-ტმა, 3,4,5-ტრომეთოქსიამფეტამინი (TMA, 3,4,5-TRIMETHOXYAMFETAMINE), (+-)-3,4,5-trimethoxy-alpha-methylphenethylamine“ და „-ტილიდინი (TILIDINE), (+-)-ethyl-trans-2-(dimethylamino)-1-phenyl-3-cyclohexene-1-carboxylate“ შემდეგ დაემატოს „-ტრამადოლი (TRAMADOL)“.
7. კანონის დანართის I და III სიების ტაბლეტების ჩამონათვალს ბოლოში დაემატოს „ტერპინკოდი“.
მუხლი 2
გარდამავალი დებულება
ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ნარკოლოგიის ეროვნული ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ.“.
მუხლი 3 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 22 ივლისი.
№2556–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.07.2003.
- როდის იქნა მიღებული „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.07.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2556. სარეგისტრაციო კოდი — 470.080.000.05.001.001.349.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.07.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №2556, 22.07.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.080.000.05.001.001.349 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.07.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12808/