დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.07.2004
ძალის დაკარგვა 12.10.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №287
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 76, 27/07/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,754 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.07.2004 მიღება
12.10.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:612.1pt 792.1pt; margin:49.65pt 70.9pt 35.45pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №287 2004 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგუ-ლირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თანდართული დებულება. მ. სააკაშვილი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, რომელიც შექმნილია „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. იგი არის სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო ავიაციის რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე ორგანო, რომელიც დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის რეგულირებას (სამართლებრივი აქტების მიღება, მონიტორინგი, ზედამხედველობა (კონტროლი) და კოორდინაცია). 2. ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საჰაერო კოდექსით, საქართველოს კანონებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 3. დაუშვებელია ადმინისტრაციაში პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა. 4. ადმინისტრაცია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, საჯაროობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებით. დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა, ამ საქმიანობის კონტროლი ან აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით. 5. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშები ბანკში, მათ შორის უცხოური ვალუტით. 6. ადმინისტრაცია იყენებს სახელმწიფო დროშას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. ადმინისტრაციას აქვს საკუთარი ემბლემა. ადმინისტრაციის ბლანკზე გამოიყენება სახელმწიფო გერბის და ემბლემის გამოსახულება. 8. ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: 0160; ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №12.     მუხლი 2🔗. სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო რეგულირება 1. სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო რეგულირების მიზანია ამ დარგის უსაფრთხო და მოწესრიგებული ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველყოფა. 2. სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო რეგულირებას განეკუთვნება: ა) სამოქალაქო ავიაციის დარგში საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მიღება; ბ) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებული ფუნქციონირების უზრუნველმყოფი ნორმატიული აქტების მოთხოვნების დაცვის ზედამხედველობა (კონტროლი); გ) სამოქალაქო ავიაციის დარგში მომსახურებისა და პროდუქციის სერტიფიცირება; დ) კანონით გათვალისწინებული ლიცენზიებისა და/ან ნებართვების გაცემა; ე) სამოქალაქო ავიაციის სისტემაში ბუნებრივი მონოპოლიების მონიტორინგი; ვ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდებისა და აეროდრომების სახელმწიფო რეგისტრაცია; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო ავიაციის დარგში მომსახურებაზე ტარიფების დადგენა და რეგულირება.     მუხლი 3🔗. ადმინისტრაციის საქმიანობის სფერო და ამოცანები ადმინისტრაციის საქმიანობის სფერო და ამოცანებია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) სამოქალაქო ავიაციის რეგულირება – სამართლებრივი აქტების მიღება, მონიტორინგი, ზედამხედველობა (კონტროლი) და კოორდინაცია; ბ) სამოქალაქო ავიაციის დარგში სანებართვო, სასერტიფიკაციო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელება, ამ საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; გ) სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შემუშავება და/ან მიღება; დ) ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობა; ე) საჰაერო სივრცის სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და მისი მოქნილი გამოყენების პროცედურების დანერგვაში მონაწილეობა და ამ სივრცეში სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ნაკადების რეგულირება; ვ) „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (შემდგომში – კონვენცია) შესაბამისად სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურებისა და საფრენად ვარგისობის ნორმების დაცვის უზრუნველყოფის ზედამხედველობა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ზ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდებისა და აეროპორტების (აეროდრომების) სახელმწიფო რეგისტრაცია, შესაბამისი რეესტრის წარმოება; თ) კონვენციის მე-12 დანართის („ძებნა და შველა“) შესაბამისად სამოქალაქო ავიაციაში საძებნ-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება; ი) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში – ICAO) სტანდარტების შესაბამისად, ფრენის რაიონისა და სახეობების მიხედვით საქართველოში სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური მომსახურების მახასიათებლების განსაზღვრა; კ) კონვენციის მე-17 დანართის („უშიშროება, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა უკანონო ჩარევის აქტებისაგან“) შესაბამისად სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში უკანონო ჩარევის აქტების თავიდან აცილების სამუშაოების ორგანიზება; ლ) სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანა-გადაზიდვებისა და მისი საფინანსო შედეგების სტატისტიკური მონაცემების დამუშავება ICAO-ს მიერ დადგენილი ფორმების შესაბამისად; მ) დარგში კონკურენტული გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა, საერთაშორისო სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაცია, გადაყვანა-გადაზიდვის სარეალიზაციო ავტომატიზებული თანამედროვე სისტემების დანერგვისათვის ხელშეწყობა; ნ) მგზავრთა და ტვირთნაკადების, აგრეთვე ტრანზიტული ფრენის მოზიდვის ხელშეწყობა; ო) სამოქალაქო ავიაციის დარგში საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; პ) საავიაციო სამედიცინო კომისიების მუშაობის ორგანიზება და საქმიანობისათვის ხელშეწყობა; ჟ) სამოქალაქო ავიაციის ლიბერალიზაციისათვის ხელშეწყობა; რ) ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა; ს) კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მოქმედი საბაჟო, სასაზღვრო და საკარანტინო ფორმალობების გამარტივებისათვის ხელშეწყობა, აგრეთვე საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი ეროვნული პროგრამის შემუშავება და, არსებული წესით დამტკიცების შემდეგ, მისი შესრულების ზედამხედველობა; ტ) მომხმარებელთა ინტერესების დაცვა; მათი საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფა, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; უ) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა; ფ) „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისი ნორმების შესრულებისათვის ზედამხედველობის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ქ) სამოქალაქო ავიაციის სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურებისათვის ზღვრული ან ფიქსირებული ტარიფების შემუშავება, დამტკიცება და რეგულირება; ღ) საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობისათვის „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გატარების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ყ) უცხო ავიაგადამზიდველების საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაშვების ორგანიზება; შ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო საინფორმაციო უზრუნველყოფა; ჩ) საავიაციო ბაზრის მარკეტინგული კვლევა და მისი ათვისების ორგანიზება; ც) საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების საერთაშორისო საავიაციო ბაზარზე დაშვების უზრუნველყოფა; ძ) ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და გაფართოება, მუშაკთა მატერიალური სტიმულირება და სოციალური დაცვა კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ICAO-ს რეკომენდაციების შესაბამისად; წ) სხვა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებასთან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.     მუხლი 4🔗. ადმინისტრაციის უფლებამოსილებები 1. ადმინისტრაცია უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში; ბ) გაწევრიანდეს, ითანამშრომლოს, კონსულტაციები მიიღოს ან სხვაგვარი ურთიერთობა იქონიოს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან (ასოციაციები) და ფონდებთან, რომელთაც აქვთ იგივე ან მსგავსი უფლებამოსილების სფერო, როგორიც ამ მარეგულირებელ ორგანოს; დაუშვებელია ადმინისტრაციის მიერ ისეთი ხელშეკრულების დადება, რომელიც საქართველოს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს დასკვნები და შენიშვნები ნორმატიული აქტების პროექტებზე; დ) განახორციელოს სამოქალაქო ავიაციის სფეროში საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად „საავიაციო ხელისუფლებისათვის“ დაკისრებული უფლებამოსილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციებისაგან, ფიზიკური პირებისაგან სათანადო დოკუმენტები და ინფორმაცია, რაც საჭიროა ადმინისტრაციისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად; ვ) დაკისრებულ ამოცანათა გადასაწყვეტად შექმნას მუდმივმოქმედი ან დროებითი კომისიები, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩააბას მათ საქმიანობაში საავიაციო საწარმოების წარმომადგენლები, ასევე ცალკეული სპეციალისტები, მათ შორის, უცხოელი ექსპერტები; ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიისა და სერტიფიკატის პირობების დაცვის, ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შესამოწმებლად შეუშვას ადმინისტრაციის მოხელე სამოქალაქო ავიაციის საწარმოებში მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად; თ) ხელი შეუწყოს ადმინისტრაციის მოხელეებს კვალიფიკაციის ამაღლებასა და გამოცდილების შეძენაში, მათ შორის, საზღვარგარეთ მათი მივლინებით; ი) აწარმოოს საინფორმაციო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და/ან მოპასუხედ; ლ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და განიხილოს იგი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება ადმინისტრაციაში; მ) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებული ფუნქციონირების მიზნით, საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, მათ შორის, საექსპლუატაციო და ტექნიკური წესები, რომლებსაც ითვალისწინებს ICAO-ს მიერ დადგენილი საერთაშორისო სტანდარტები; ნ) განახორციელოს უცხო ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების და ამ მიმოსვლის უზრუნველმყოფი ნორმების, წესების, პროცედურებისა და პრაქტიკის მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობის მიზნით; ო) უზრუნველყოს დარგში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება; პ) ადმინისტრაციის ფუნქციების შესრულებისა და დასახული მიზნების მისაღწევად განახორციელოს კანონით ან კანონის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.     მუხლი 5🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელია თავმჯდომარე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები (მათ შორის ერთი – პირველი), მრჩევლები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის თავმჯდომარე. თავმჯდომარის მოადგილეები და მრჩევლები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად. 3. ადმინისტრაციის თავმჯდომარე ერთპიროვნულად უძღვება ადმინისტრაციის საქმიანობას. 4. ადმინისტრაციის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის საქმიანობას; ბ) ადგენს ადმინისტრაციის საქმისწარმოების წესს; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს განკარგულებებს და ნორმატიულ აქტებს – ბრძანებებს; დ) წარმოადგენს ადმინისტრაციას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ; ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციის წინაშე დასახული ამოცანების შესრულებას; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის თანამშრომლებს; ზ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ადმინისტრაციის მოხელეების საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; თ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღებას; ი) განკარგულებით ამტკიცებს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხას; კ) განკარგავს ადმინისტრაციის ქონებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ლ) უფლებამოსილია თავისი არყოფნის შემთხვევაში ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება განკარგულებით დააკისროს ერთ-ერთ მოადგილეს. თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ახორციელებს ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა საქმიანობას. 5. ადმინისტრაციის თავმჯდომარისა და აპარატის თანამშრომლების შრომით ურთიერთობებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები.     მუხლი 6🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურა 1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ეკონომიკური რეგულირებისა და ფინანსების სამმართველო; ბ) საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველო; გ) საავიაციო ბაზრის რეგულირების სამმართველო; დ) ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების სამმართველო; ე) სააერნაოსნო მომსახურების ორგანიზების სამმართველო; ვ) საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის სამმართველო; ზ) აეროპორტებისა და აეროდრომების სამმართველო; თ) საავიაციო უშიშროების სამმართველო; ი) იურიდიული სამმართველო; კ) საავიაციო კანონმდებლობის უზრუნველყოფის სამმართველო; ლ) თავმჯდომარის აპარატი; მ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; ნ) ბუღალტერია. 2. ადმინისტრაცია უფლებამოსილია ხელშეკრულებით, გარკვეული ვადით, არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად მიიღოს შტატგარეშე პერსონალი. 3. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად ადმინისტრაციის აპარატისაგან დამოუკიდებლად ყალიბდება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს ადმინისტრაციის თავმჯდომარე. საზოგადოებრივი დამცველი ინიშნება ღია კონკურსის წესით. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება 10 დღეში ფორმდება თავმჯდომარის ბრძანებით.     მუხლი 7🔗. ადმინისტრაციის ბიუჯეტი და ანგარიშის წარდგენა 1. სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა რეგულირების საფასური, რომლის ზღვრული რაოდენობა დგინდება კანონით. 2. ადმინისტრაციის ბიუჯეტის წყაროებია აგრეთვე კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. ადმინისტრაცია ყოველწლიურად, კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვით, ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯისა და ბუღალტერიის ანგარიშების ფინანსურ აუდიტს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გადაწყვიტოს ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება. 4. ადმინისტრაცია საჯაროდ აქვეყნებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.     მუხლი 8🔗. ადმინისტრაციის ქონება. ლიკვიდაცია 1. ადმინისტრაციის ქონებაა მის მფლობელობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც აისახება ადმინისტრაციის დამოუკიდებელ ბალანსში. 2. ადმინისტრაციის ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. რეორგანიზაცია 1. ადმინისტრაციის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 2. ადმინისტრაციის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.