„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №273
2000 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების, რელიგიისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების განყოფილების და სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობის ცენტრის ბაზაზე შეიქმნას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა სამსახური არსებულ ასიგნებათა ფარგლებში.
2. შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ სტრუქტურაში:
ა) დაემატოს „საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა სამსახური“;
ბ) ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს „პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება“, „რელიგიისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების განყოფილება“ და „სამოქალაქო საზოგადოების და მასმედიის განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობის ცენტრი“.
3. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ თედო ისაკაძემ ერთ თვეში უზრუნველყოს სამსახურის დებულების წარმოდგენა დასამტკიცებლად.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.06.2000.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.06.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №273. სარეგისტრაციო კოდი — 010220000.05.002.000000.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2000 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №273, 26.06.2000, სარეგისტრაციო კოდი 010220000.05.002.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1281372/