„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის № 81 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№132
სარეგისტრაციო კოდი
010220000.05.002.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 36, 17/04/2001

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №132

2001 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის № 81 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ოფიციალურ კორესპონდენციებზე მუშაობის განყოფილება გარდაიქმნას ოფიციალური კორესპონდენციისა და საიდუმლო საქმისწარმოების სამსახურად არსებული ასიგნებების ფარგლებში.

2. „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცებების შესახებ” საქარ თვ ელოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ სტრუქტურაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ჩამონათვალს დაემატოს – ოფიციალური კორესპონდენციისა და საიდუმლო საქმისწარმოების სამსახური;

ბ) ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს – ოფიციალურ კორესპონდენციებზე მუშაობის განყოფილება.

3. დამტკიცდეს ოფიციალური კორესპონდენციისა და საიდუმლო საქმისწარმოების სამსახურის თანდართული დებულება.

ე. შევარდნაძე

ოფიციალური კორესპონდენციისა და საიდუმლო საქმისწარმოების სამსახურის დებულება

I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ოფიციალური კორესპონდენციისა და საიდუმლო საქმისწარმოების სამსახური (შემდგომში – სამსახური) სახელმწიფო კანცელარიის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც უზრუნველყოფს ოფიციალური კორესპონდენციის ცენტრალიზებულ დოკუმენტბრუნვას და ახორციელებს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას.

2. სამსახური თავის საქმისწარმოებაში ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით, სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებით, სახელმწიფო კანცელარიის დებულებით და ამ დებულებით.

3. სამსახურის მუშაკთა საქმიანობას აწესრიგებს მოქმედი კანონმდებლობა და ეს დებულება.

 

 

II. სამსახურის მიზნები და ამოცანები

1. სამსახურის მიზანია:

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა საჯარო რეესტრის წარმოების, საჯარო ინფორმაციისა და საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომის ნაწილში;

ბ) ოფიციალური კორესპონდენციის ცენტრალიზებული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;

გ) საიდუმლო საქმისწარმოების და საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა.

2. სამსახურის ამოცანაა:

ა) საქართველოს სახლემწიფო კანცელარიაში დოკუმენტებზე მუშაობის ფორმების სრულყოფა და დამუშავების ხარისხის ამაღლება; ახალი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების გზით დოკუმენტბრუნვის პროცესის ავტომატიზაცია და ოპტიმიზაცია;

ბ) დოკუმენტბრუნვის შემცირება და დოკუმენტაციის ოპერატიული გადაადგილების უზრუნველყოფა;

გ) საინფორმაციო-საძიებო სისტემის, დოკუმენტების კლასიფიკაციის ფორმების სრულყოფა; დოკუმენტების არქივისათვის გადასაცემად მომზადების უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის აპარატისათვის საქმისწარმოების ერთიანი მეთოდური დოკუმენტის მომზადება და მისი შესრულების კონტროლი;

ე) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სხვა სტრუქტურული დანაყოფებისათვის მეთოდური დახმარება საქმისწარმოებისა და ადმინისტრაციული წარმოების საკითხში.

 

III. სამსახურის ფუნქციები

1. საჯარო რეესტრის ოპტიმალური ვარიანტის შემუშავება-დანერგვა, სრულყოფა და წარმოების მაღალი ხარისხი.

2. ოფიციალური კორესპონდენციის მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია, გამრავლება, განაწილება კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით.

3. ხელმძღვანელობისათვის წარსადგენი, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო კანცელარიიდან გასაგზავნი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი.

4. კორესპონდენციის საექსპედიციო დამუშავება და დაგზავნა.

5. საკონტროლო დოკუმენტების განსაზღვრა.

6. კორესპონდენციაზე პირველადი რეაგირების კონტროლი ხელმძღვანელობის ინფორმირების მიზნით.

7. კორესპონდენციის თემატური ანალიზი ხელმძღვანელობის ინფორმირების მიზნით.

8. საქმეთა ფორმირება და პრეზიდენტის არქივისათვის ჩასაბარებლად მომზადება.

9. საჯარო ინფორმაციის და საჯარო ინფორმაციის ასლების ოპერატიული გაცემის ორგანიზაცია, შესაბამისი ანალიზის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.

10. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურულ დანაყოფებში ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობის კოორდინირება.

11. საქართველოს პრეზიდენტის და სახელმწიფო კანცელარიის სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების, შტამპების, ბლანკების შემუშავება-დამზადება და მათი შენახვისა და გამოყენების კონტროლი.

12. სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, მათი სამუშაო ადგილების ორგანიზაცია.

13. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომელთათვის კონსულტაციების გაწევა საქმისწარმოების საკითხებში.

 

IV. სამსახურის უფლებები და პასუხისმგებლობა

1. სამსახურს უფლება აქვს:

ა) განახორციელოს კონტროლი და მიიღოს ზომები საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში კორესპონდენციის რაოდენობის შესამცირებლად;

ბ) არ გაატაროს რეგისტრაციაში და შესაბამის სამსახურთან სიტყვიერი შეთანხმებით დააბრუნოს უკან საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში შემოსული არასწორად გაფორმებული და არსებული წესის დარღვევით შემოსული ოფიციალური დოკუმენტი;

გ) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ქვედანაყოფს დაუბრუნოს არასწორად მომზადებული დოკუმენტი საბოლოო დამუშავებისათვის;

დ) მოითხოვოს ყველა სტრუქტურული დანაყოფისაგან ინფორმაცია ოფიციალურ დოკუმენტზე მუშაობის მდგომარეობის შესახებ;

ე) შეამოწმოს სტრუქტურულ დანაყოფებში საქმისწარმოების მდგომარეობა, შეატყობინოს და მოითხოვოს სტრუქტურის ხელმძღვანელობისაგან დადგენილი საქმისწარმოების წესების შესრულება. მიაწოდოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელობას წინადადებები საქმისწარმოების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის;

ვ) განახორციელოს საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვის კონტროლი;

ზ) გასცეს საჯარო ინფორმაცია და საჯარო ინფორმაციის ასლები დადგენილი წესით;

თ) ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები სამსახურის მუშაკთა დანიშვნის, უფლება-მოვალეობათა შეცვლის, დათხოვნის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.

2. სამსახური პასუხისმგებელია:

ა) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში ოფიციალურ საიდუმლო და არასაიდუმლო კორესპონდენციის მუშაობის დადგენილი წესების შესრულების უზრუნველყოფისათვის, საიდუმლოების რეჟიმის დაცვისათვის;

ბ) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელობის მითითებისა და დავალებების შესრულებისათვის;

გ) თანამშრომელთა სამუშაო პირობების დაცვისათვის;

დ) საჯარო რეესტრის სწორად წარმოებისათვის, პირადი კომერციული და პროფესიული საიდუმლოების დაცვის, საჯარო ინფორმაციისა და მისი ასლების ოპერატიულად გაცემისათვის.

 

 

V. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. სამსახურის სტრუქტურულ შემადგენლობაში შედის:

ა) სამსახურის უფროსის მოადგილე არასაიდუმლო კორესპონდენციის დამუშავების კოორდინაციის საკითხებში, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს სახელმწიფო მინისტრი სამსახურის უფროსის წარდგინებით;

ბ) რეფერენტები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი სამსახურის უფროსის წარდგინებით;

გ) საქმისმწარმოებლები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსის წარდგინებით არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.