„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის N81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№133
სარეგისტრაციო კოდი
010220000.05.002.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 36, 17/04/2001

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №133

2001 წლის 13 აპრილი

ქ. თბილის ი

„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის N81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ოპერატიული დაგეგმვისა და მართვის სამსახურისა და საორგანიზაციო-სარედაქციო განყოფილების ბაზაზე შეიქმნას საოქმო-სარედაქციო და საორგანიზაციო სამსახური არსებული ასიგნებების ფარგლებში.

2. დამტკიცდეს საოქმო-სარედაქციო და საორგანიზაციო სამსა­ხურის თანდართული დებულება.

3. შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ სტრუქტურაში და ჩამონათვალს:

- დაემატოს საოქმო-სარედაქციო და საორგანიზაციო სამსახური;

- ამოღებულ იქნეს ოპერატიული დაგეგმვისა და მართვის სამსახური და საორგანიზაციო-სარედაქციო განყოფილება.

 ე. შევარდნაძე

საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საოქმო - სარედაქციო და საორგანიზაციო სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა

I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საოქმო-სარედაქციო და საორგანიზაციო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის დანიშნულებაა ხელი შეუწყოს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ნორმატიული აქტების შესახებ კანონით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებით, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დებულებითა და ამ დებულებით.

3. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამსახურის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

 

II. სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

1. სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების მოსამზადებლად ორგანიზაციული სამუშაოების წარმართვა;

ბ) სამთავრობო კალენდრის მოსამზადებლად სათანადო საინფორმაციო მასალის მოძიება, მიღება, ანალიზი და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

გ) საქართველოს მთავრობის სხდომებზე განსახილველი საკითხების პერსპექტიული და კალენდარული გეგმების შემუშავება და შესრულების კონტროლი;

დ) საქართველოს მთავრობის სხდომათა დღის წესრიგის პროექტების მომზადება;

ე) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრისათვის ხელმოსაწერი ვიზირებული ნორმატიული აქტების, მთავრობის სხდომებზე განსახილველი პროექტების რეგისტრაციაში გატარება თანმხლები რეკვიზიტების შემოწმება და ხელმოსაწერად მომზადება;

ვ) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მიერ მომზადებული და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებიდან შემოსული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებების პროექტების შეუფერხებელი მიმოქცევის კოორდინაცია და კონტროლი;

ზ) სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად მთავრობის სხდომის მასალების ბეჭდვა და გამრავლების უზრუნველყოფა;

თ) მთავრობის წევრთათვის და მთავრობის სხდომაზე მოწვეულთათვის დღის წესრიგისა და განსახილველი მასალის ბეჭდვა, გამრავლება და დაგზავნის ორგანიზაცია;

ი) მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების პროექტების შესაბამისი სამსახურების იურიდიული სამსახურის მიერ საბოლოო ექსპერტიზისა და რედაქტირების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად მომზადება;

კ) სახელმწიფო კანცელარიის იურიდიულ განყოფილებასთან შეთანხ-მებით მთავრობის სხდომის ოქმის გაფორმება, გამრავლება და ოქმებისა და ოქმის ამონაწერების დაგზავნის ორგანიზება;

ლ) საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებების, განკარგულებებისა და ბრძანებების დაგზავნის ორგანიზება;

მ) დოკუმენტებისა და მასალების სისტემატიზაცია და მომზადება საქართველოს პრეზიდენტის არქივისათვის ჩასაბარებლად;

ნ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ასლების გაცემის უზრუნველყოფა;

ო) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომლებისათვის კონსულტაციების გაწევა მთავრობის სხდომისათვის მასალების, ბრძანებულებებისა და განკარგულებების პროექტების მომზადების საკითხებში;

პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამთავრობო და საერთაშორისო შეხვედრების მომზადებისა და გამართვის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ჟ) სარედაქციო-მთარგმნელობითი საქმიანობის უზრუნველყოფა:

- საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლების, ბრძანებულებების, განკარგულებების, სახელმწიფო მინისტრის ბრძანებების, უწყება-სამინისტროების დებულებების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებუ­ლებე­ბითა და განკარგულებებით დამტკიცებული სხვა აქტების რედაქ­ტირება, სტილისტური დახვეწა, კორექტირება და კომპიუტერული დამუშავება;

- თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროებთან და უწყებებთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამშრომლებთან და პროექტების ავტორებთან;

- ავტორთა თხოვნით მათთვის მეთოდური დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა სალიტერატურო ენის ნორმათა დაცვის საკითხთა გადაწყვეტაში;

- საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის აქტების რუსულ ენაზე თარგმნა;

- ქართულ და რუსულ ენებზე (ავტორებთან და კანცელარიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად) საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის წერილების, საჯარო გამოსვლების, საერთაშორისო ორგა-ნიზაციებში წარსადგენი ტექსტებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება;

- ქართულ და რუსულ ენებზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, სახელმწიფო მინისტრის ბრძანებების რედაქტირება, კორექტირება და მათი კრებულების სახით გამოცემა.

რ) საქართველოს პრეზიდენტის, სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საქმიანობის ოპერატიული დღის წესრიგების პროექტების შემუშავება;

ს) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის რეგლამენტის შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა საკითხზე სათანადო საინფორმაციო-ანალიზური მასალის მომზადება;

უ) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მიერ განხორციელებული ღონისძიებების აღნუსხვა და სამსახურში დამუშავებული დოკუმენტების სტატისტიკური ანალიზი;

ფ) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სხდომათა დარბაზების დატვირთვის გრაფიკის შედგენა და მისი განხორციელების კონტროლი;

ქ) საქართველოს პრეზიდენტის, სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის – სახელმწიფო კანცელარიის უფროსის ცალკეულ სპეციალურ დავალებათა შესრულების ორგანიზაცია;

ღ) სახელმწიფო კანცელარიისა და გაეროს განვითარების პროგრამის „სახელმწიფო მართვის სისტემის სრულყოფის დემოკრატიული მმართველობის განვითარებისათვის“ დანერგვის უახლესი ფორმების შემუშავება და ამ მიმართულებით საქმიანობის წარმართვა.

 

III. სამსახურის უფლებამოსილებანი

1. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამსახურს უფლება აქვს:

ა) ითანამშრომლოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს პარლამენტის აპარატთან, საქართველოს სამინისტროებთან, სახელმწიფო დეპარტამენტებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებიდან სხვადასხვა სახის საინფორმაციო, სტატისტიკური მასალა, აგრეთვე პერსპექტიული გეგმები;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს წინადადებები საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით;

დ) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან გამოითხოვოს და მიიღოს თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული საჭირო მასალა;

ე) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოდან და სხვა უწყებიდან პროექტის არასრულყოფილი სახით წარმოდგენის შემთხვევაში დაუბრუნოს იგი წარმომდგენ მხარეს გადასამუშავებლად;

ვ) გაეცნოს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების ანალოგიური სამსახურების საქმიანობას და შეიმუშაოს სათანადო წინადადებანი ოპერატიული მართვისა და ადმინისტრირების თანამედროვე მეთოდების თაობაზე.

 

IV. სამსახურის სტრუქტურული შემადგენლობა და სამუშაოთა ორგანიზაცია

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.

2. სამსახურის უფროსს სახელმწიფო მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. სამსახურის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს სახელმწიფო მინისტრი.

4. სამსახურის უფროსი:

ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის აქტების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებების, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დებულებისა და ამ დებულების გათვალისწინებით;

ბ) სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის შემდგომი კოორდინაციის მიზნით ადგენს სამუშაოს აღწერილობას;

გ) სამსახურის რეფერენტებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი. სამსახურის უფროსი დებს ხელშეკრულებებს საქმისმწარმოებლებთან, სხვა დამხმარე მოსამსახურეებთან და წარუდგენს კანცელარიის უფროსს დასამტკიცებლად;

დ) სამსახურის უფროსი განსაზღვრავს სამსახურის განყოფილებათა უფროსებისა და თანამშრომლების ფუნქციურ მოვალეობებს, რომლებიც ანგარიშვალდებული არიან სამსახურის უფროსის წინაშე;

ე) ხელმოწერით ადასტურებს სამსახურის სახელით გაცემულ დოკუმენტებსა და ინფორმაციას.

5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი.

6. სამსახურის განყოფილების უფროსებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.

7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საოქმო განყოფილება;

ბ) სარედაქციო- საგამომცემლო განყოფილება;

გ) საორგანიზაციო განყოფილება;

დ) ოპერატორ-მემანქანეთა ბიურო.

8. სამსახურის განყოფილებათა უფროსები ორგანიზაციულად უზრუნ­ველყოფენ მათდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების გამართულ მუშაო­ბას, შეიმუშავებენ სამუშაო გეგმებს, ანაწილებენ დავალებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის, ისმენენ მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ, სამსახურის ხელმ­ძღვანელს განსახილველად წარუდგენენ გან-ყოფილებათა მიერ მომზადებულ წინადადებებს, რეკომენდაციებსა და დასკვნებს, მონაწილეობენ კადრების შერჩევა-მომზადებაში, აკონტროლებენ თანამშრომელთა შრომის დისციპლინის დაცვას, სამსახურის უფროსს წარუდგენენ თანამშრომელთა მიღება-გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის შესა­ხებ წინადადებებს, კონტროლს უწევენ სამსახურის უფროსის გადაწყვე­ტილებათა და დავალებათა დროულ შესრულებას.

 

 

 

V. სამსახურის რეორგანიზაცია – ლიკვიდაცია

სამსახურის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.