საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.08.2005
ძალის დაკარგვა 13.08.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №719
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 100, 26/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,222 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.08.2005 მიღება
13.08.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 4 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.45pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.8in .8in .8in .8in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №719 2005 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დამ­ტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენე­რა­­ლური შტაბის თანდართული დებულება. მ. სააკაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერა­ლური შტაბი (შემდეგში – გენერალური შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქ­ტუ­რული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართვე­ლოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მართვას. 2. გენერალური შტაბი თავის საქმიანობაში ხელ­მძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქარ­თველოს თავდაცვის მინისტრისა და შეიარა­ღებული ძა­ლების გენერალური შტაბის უფროსის სამართლებ­რივი აქტებით. 3. გენერალურ შტაბს აქვს ემბლემა, გერბიანი ბე­ჭე­დი, დადგენილი ნიმუშის ბლანკი და შტამპი. თავი II. გენერალური შტაბის ფუნქციები და ამოცანები     მუხლი 2🔗 გენერალური შტაბის ფუნქციები და ამოცანებია: ა) თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვაში, სამხედრო საფრთხის შეფასებაში მონაწილეობა, შეიარაღებული ძალებისათვის სტრატეგიულ-ოპერატიული გეგმების მომზადება და სტრატეგიულ-ოპერატიული მიმართუ­ლებების განსაზღვრა; ბ) არსებული სახეობების ბაზაზე შეიარაღებული დაჯ­გუფების ჩამოყალიბება და მათი მოქმედების მონი­ტორინგი; გ) შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო მომ­ზადების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელების მონიტორინგი; დ) სამხედრო განათლების პოლიტიკის შემუშავებაში მო­ნაწილეობა, სამხედრო კადრების მომზადებისა და გა­დამზადების საკითხების გადაწყვეტა; ე) შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გეგ­მების შემუშავება; ვ) შეიარაღებული ძალების სახეობათა შტაბების მართვა; ზ) რეზერვის მომზადებისა და გამოყენების კოორ­დინაცია; თ) საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო ძალე­ბის მართვა და კონტროლი; ი) შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნ­ველყოფის გეგმების შემუშავება და მათი განხორ­ციელების კონტროლი; კ) შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკით, შეია­რაღებით, აღჭურვილობით, საბრძოლო მასალე­ბითა და სხვა სამხედრო ქონებით უზრუნველსაყოფად წინა­დადებების მომზადება და თავდაცვის სამინისტრო­სათვის წარდგენა; ლ) შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრუ­ლების უზრუნველყოფა და კონტროლი; მ) სამხედრო-ეკოლოგიური პროგრამების შემუშავე­ბაში მონაწილეობა; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სადაზვერვო საქ­მია­ნობის განხორციელება. თავი III. გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა     მუხლი 3🔗 1. გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობს გენერალუ­რი შტაბის უფროსი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარ­სარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი და უმაღლესი სამხედრო წარმომადგენელი ნატოს სამხედრო კომი­ტეტსა და კოალიციაში. 2. გენერალური შტაბის უფროსს თავდაცვის მინის­ტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 3. გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობაზე, როგორც წესი, ინიშნება სამი წლით. აღნიშნული ვა­და თავდაცვის მინისტრის შუამდგომლობით შეიძლება გაგრძელდეს ერთი წლით. 4. გენერალური შტაბის უფროსს ჰყავს ორი მოად­გი­ლე, რომელთაც გენერალური შტაბის უფროსის წარ­დგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებო­ბიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მი­ნისტრი. 5. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეების ფუნქციებს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით განსაზ­ღვრავს გენერალური შტაბის უფროსი. 6. გენერალური შტაბის უფროსის არყოფნის შემ­თხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 4🔗 1. გენერალური შტაბის უფროსი: ა) უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების გამო­ყენების ოპერატიულ-ტაქტიკური გეგმების მომზა­დების კონტროლს; ბ) საქართველოს პრეზიდენტს – სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალსა და თავდაცვის მინისტრს წარუდ­გენს წინადადებებს თავდაცვის პოლიტიკის, შეიარა­ღებული ძალების სტრატეგიული მართვის, სამხედ­რო ტექნიკისა და შეიარაღების შეძენისა და პერსპექტიული სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური საკითხების შესახებ; გ) პასუხისმგებელია შეიარაღებული ძალების საბ­რძოლო მზადყოფნისათვის საქართველოს პრეზიდენ­ტისა და თავდაცვის მინისტრის წინაშე; დ) ხელმძღვანელობს დაქვემდებარებულ სახეობათა შტაბებს; ე) ხელმძღვანელობს შეიარაღებული ძალების შტაბებში, შენაერთებში, ნაწილებსა და სამხედრო დაწესებულებებში საბრძოლო სწავლებისა და მზადყოფ­ნის ღონისძიებებს; ვ) გეგმავს და აკონტროლებს სამხედრო კადრების მომზადებასა და სამხედრო განათლების კონცეფციების შემუშავებას; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს საკადრო საკითხებს; თ) ამტკიცებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხებს; ი) საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს სამხედრო პროგრამებისა და სამხედრო ბიუჯეტის საკითხების შესახებ რეკომენდაციებს. 2. გენერალური შტაბის უფროსი მართავს მის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობებს: ა) სახმელეთო ჯარებს; ბ) სამხედრო-საზღვაო ძალებს; გ) სამხედრო-საჰაერო ძალებს. თავი IV. გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ამოცანები     მუხლი 5🔗 1. გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყო­ფებია: ა) J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი; ბ) J-2 დაზვერვის დეპარტამენტი; გ) J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი; დ) J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტი; ე) J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტი; ვ) J-6 კავშირგაბმულობის დეპარტამენტი; ზ) J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი; თ) გენერალური შტაბის აპარატი; ი) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი; კ) ვერიფიკაციის სამმართველო; ლ) ეროვნული გვარდია; მ) სამხედრო სასწავლო დაწესებულებები; ნ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარ­ტა­მენ­ტი;   ო) სამხედრო დაზვევრვის დეპარტამენტი. 2. გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანა­ყოფები ძირითადი ამოცანების შესასრულებლად: ა) J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი ახორ­ციელებს თავდაცვის სამინისტროს საკადრო პოლიტიკას და ხელმძღვანელობს მობილიზაციას; ბ) J-2 დაზვერვის დეპარტამენტი ადგენს დაზვერვის გეგ­მებს, უზრუნველყოფს მოპოვებული ინფორმაციის შეგ­როვებას, ანალიზს და შესაბამისი სამსახუ­რებისათვის მიწოდებას; გ) J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორ­ციელებას, გეგმავს მიმდინარე ოპერაციებს, უზრუნველყოფს სწავლების დაგეგმარებასა და ჩატარებას; დ) J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტი ახორციელებს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის დაგეგმვას; ე) J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პო­ლიტიკის დეპარტამენტი გეგმავს სამხედრო პოლი­ტიკასა და სამომავლო ოპერაციებს, კოორდინაციას უწევს თანამშრომლობას „პარტნიორობა მშვიდობისათ­ვის” პროგრამის ფარგლებში, შეიმუშავებს შეიარაღებუ­ლი ძალების სახეობათა და შეიარაღებული ძალების სა­მო­მავლო სტრუქტურებსა და მათი განვითა­რების კონცეფციებს; ვ) J-6 კავშირგაბმულობის დეპარტამენტი უზრუნ­ველყოფს თავდაცვის სამინისტროს მუდმივი, უწყვეტი, ფარული და მდგრადი კავშირით, კავშირგაბმულობის კომუნიკაციებით, ნერგავს ტექნიკურ სიახლეებს; ზ) J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი ხელმძღვანელობს სამხედრო განათლებას შეიარაღებულ ძალებში, ნერგავს სიახლეებს საბრძოლო მომზადებაში, შეიმუშავებს წესდებებსა და დებულებებს; თ) გენერალური შტაბის აპარატი უზრუნველყოფს გე­ნერალური შტაბის ყოველდღიური საქმიანობის კოორ­დინაციას; ი) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციე­ლებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის სა­მი­ნის­ტროს კომპეტენციას განკუთვნილ დანაშაულთა გამო­ძიებას, შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების დაცვას, სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას; კ) ვერიფიკაციის სამმართველო „ევროპაში ჩვეულებ­რივი შეიარაღებული ძალების შესახებ” შეთანხმების საფუძველზე ახორციელებს შეიარაღებისა და ტექნიკის ინსპექტირებას; ლ) ეროვნული გვარდია გენერალური შტაბის შესა­ბამისი მოთხოვნის შესაბამისად ახორციელებს ეროვნუ­ლი გვარდიისა და საერთო საჯარისო რეზერვის მომზადე­ბასა და გადამზადებას; მ) სამხედრო სასწავლო დაწესებულებები გენერა­ლური შტაბის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ახორ­ციელებენ შეიარაღებული ძალებისათვის სამხედრო კადრების მომზადებას; ნ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარ­ტამენტი ახორციელებს შეიარაღებული ძალების მატე­რიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას; ო) სამხედრო დაზვევრვის დეპარტამენტი ახორ­ციელებს ფარული და ღია წყაროებიდან ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას და მონაწილეობს მოსა­ლოდნელი რისკის განსაზღვრის პროცესში. თავი V. დასკვნითი დებულებანი     მუხლი 6🔗 ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.