„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№134
სარეგისტრაციო კოდი
010220000.05.002.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 36, 17/04/2001

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №134

2001 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მოქალაქე თ ა მიღებისა და წერილებზე მუშაობის განყოფილება გარდაიქმნ ა ს მოქალაქეების მიღებისა და წერილებზე მუშაობის სამსახურად.

2. დამტკიცდეს „მოქალაქეთა მიღებისა და წერილებზე მუშაობის სამსახურის” თანდართული დებულება.

3. „საქარ თ ველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ სტრუქტურაში შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილება:

ა) ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს – მოქალაქეთა მიღებისა და წერილებზე მუშაობის განყოფილება;

ბ) ჩამონათვალს დაემატოს ­– მოქალაქეთა მიღებისა და წერილებზე მუშაობის სამსახური.

 ე. შევარდნაძე

საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მოქალაქეთა მიღებისა და წერილებზე მუშაობის სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს სახელმ წი ფო კანცელარიის მოქალაქე თ ა მიღებისა და წერილებზე მუშაობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის სახელმ წ იფო კანცელარიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას და მათ წერილებზე მუშაობას.

2. თავის საქმიანობაში სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს სხვა კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის სამმართლებრივი აქტებით, სახელმწიფო კანცელარიის დებულებითა და ამ დებულებით.

3. სამსახურის მუშაკთა საქმიან ო ბას აწესრ ი გებს ეს დებულება.

    მუხლი 2. სამსახურის მიზნები და ამოცანები

1. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.

2. დოკუმენტებზე მუშაობის სრულყოფა და დამუშავების ხარისხის ამაღლება.

3. დოკუმენტების ბრუნვის პროცესის კომპიტერიზაციის სრულყოფა.

4. სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ფუნქციებია:

1. სახელმწიფო კანცელარიაში შემოსული მოქალაქე თ ა წერილების მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია.

2. შინაარსის მიხედვით მოქალაქეთა წერილების შერჩევა და მათი გადაცემა სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ან გაგზავნა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის.

3. შემოსულ წერილების კონტროლზე აყვანის მიზანშეწონილობის განსაზღვრა.

4. განმცხადებლის წერილობი თ ი ან სიტყვიერი ინფორმირება შემოტანილ განცხადებასთან დაკავშირებით.

5. სახელმ წ იფო კანცელარიის ქვედანაყოფებში მოქალაქეთა წერილებზე რეაგირების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში.

6. მოქალ ა ქეთა პირადი მიღება და შესაძლებლობის ფარგლებში მათთვის სათანადო დახმარების გაწევა.

7. მოქალაქეთა მიღების ორგანიზაცია სახელმ წი ფო კანცელარიის ხელმძღვანელობის მიერ.

8. კორესპონდენციის მომზადება არქივისათვის გადასაცემად.

9. მოქალაქე თ ა განცხადებების, საჩივრებისა და წერილების პერიოდული ანალიზი სახელმწიფო კანცელარიი ს ხელმძღვანელობის ინფორმაციის მიზნით.

    მუხლი 4. სამსახურის უფლებამოსილებანი

სამსახური უფლებამოსილია:

1. მოსთხოვოს კანცელარიის შესაბამის სამსახურებს საკონტროლო დავალებათა შესრულების ვადების დაცვა ან დაუბრუნოს მათ არასწორად მომზადებული მასალა კომპეტენციის ფარგლებში.

2. არ გაატაროს რეგისტრაციაში და დაუბრუნოს განმცხადებელს არასწორად გაფორმებული წერილი.

3. არ მისცეს მსვლელობა ისეთ განმეორებით განცხადებას, რომელიც წინა განცხადების ანალოგიურია.

4. დაუბრუნოს მოქალაქეს წერილი, თუ მასში აღნიშნული საკითხი სასამართლო ს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა.

5. გასცეს საჯარო ინფორმაცია და უზრ უ ნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა განმცხადებლისათვის არსებული კანონმდებლობის ფარგლებში.

6. მოქალაქის მიღებისას საჭირო ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდეს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

7. წარუდგინოს კანცელარიის ხელმძღვანელობას წინადადებები სამსახურის მუშაკთა დანიშვნის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.

8. შეასრულოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელობის მითი თ ებები და დავალებები.

9. დაიცვას პირადი, კომერციული და პროფესიული საიდუმლოება.

10. უზრუნველყოს საჯარო რეესტრის სწორად წარმოება.

    მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თ ანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. სამსახურის სტრუქტურულ შემადგენლობაში შედის:

ა) სამსახურის უფროსის მოადგილე მოქალაქეთა მი ღ ების ორგანიზაციის საკითხებში, რომელსაც თ ანამდებობაზე ნიშნავს სახე ლ მწიფო მინისტრი სამსახურის უფროსის წარდგინებით;

ბ) რეფერენტები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს სახელმ წი ფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმ წი ფო კანცელარიის უფროსი სამსახურის უფროსის წარდგინებით;

გ) საქმისმწარმოებლები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს სახელმ წი ფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსის წარდგინებით არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.