საზღვარგარეთ არსებული საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფოებრივი მეურვეობის კომისიის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №631
1996 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
საზღვარგარეთ არსებული საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფოებრივი მეურვეობის კომისიის შესახებ
საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და აღრიცხვის მიზნით:
1. შეიქმნას საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფოებრივი მეურვეობის კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზაზა შენგელია – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ზაზა ალექსიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი
ვალერი ასათიანი – საქართველოს კულტურის მინისტრი
ანდრია აფაქიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი
არჩილ გოგელია – საქტელერადიო კორპორაციის თავმჯდომარე
დავით იაკობიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ზურაბ მახარაძე – საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თევდორე ნინიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ზაზა სიამაშვილი – რეზო თაბუკაშვილის სახელობის ეროვნული მადლიერების ინსტიტუტის დირექტორი
ილია ტაბაღუა – ევროპისა და ამერიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი
გურამ შარაძე – საქართველოს პარლამენტის მიგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანანმემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე.
2. კომისიამ:
ა) უზრუნველყოს უცხოეთში არსებული ქართული და აგრეთვე საქართველოში არსებული უცხოური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და აღრიცხვა;
ბ) შეადგინოს თავისი მუშაობის გეგმა და წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა ხარჯთაღრიცხვა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კომისიის მიერ წარმოდგენილი ხარჯები გაითვალისწინოს 1997 წლის ბიუჯეტში.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საზღვარგარეთ არსებული საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფოებრივი მეურვეობის კომისიის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
- სად არის „საზღვარგარეთ არსებული საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფოებრივი მეურვეობის კომისიის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საზღვარგარეთ არსებული საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფოებრივი მეურვეობის კომისიის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1282473/