საქართველოს მდგრადი განვითარების სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №763
1996 წლის 23 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მდგრადი განვითარების სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
გარემოსა და განვითარების შესახებ გაეროს 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს კონფერენციის გადაწყვეტილების შესაბამისად და საქართველოს მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით:
1. შეიქმნას საქართველოს მდგრადი განვითარების სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი, კომისიის თავმჯდომარე
ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
გივი გიგინეიშვილი – საქართველოს პარლამენტის გარემოსა ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
დავით იაკობიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ვლადიმერ პაპავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი.
2. სამუშაოს კოორდინაცია დაევალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.
3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ შექმნას სამეცნიერო-საკოსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობა ერთ თვეში დასამტკიცებლად წარუდგინოს მდგრადი განვითარების სახელმწიფო კომისიას.
4. შეიქმნას დამოუკიდებელი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც თვეში ერთხელ მუშაობის შედეგები წარუდგინოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ხოლო კვარტალში ერთხელ – მდგრადი განვითარების სახელმწიფო კომისიას.
5. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს დამოუკიდებელი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა და მუშაობის გეგმა.
6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 თებერვლის №85 დადგენილება საქართველოს მდგრადი განვითარების გეგმის შემმუშავებელი ჯგუფის შექმნის შესახებ.
ე. შევარდნაძე