შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დღის ცენტრის მომსახურების სტანდარტების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.04.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-13/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016062
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110411005, 12/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.04.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დღის ცენტრის მომსახურების სტანდარტების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',sans-serif;}
h1 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family-f:'Cambria',serif;}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen',sans-serif;}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',sans-serif;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen',sans-serif; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family-f:'Tahoma',sans-serif;}
span.Heading1Char { font-family-f:'Cambria',serif; font-weight:bold;}
p.ecxmsonormal, li.ecxmsonormal, div.ecxmsonormal { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:16.2pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman',serif;}
span.CommentTextChar { font-family-f:'Sylfaen',sans-serif;}
span.CommentSubjectChar { font-family-f:'Sylfaen',sans-serif; font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { font-family-f:'Tahoma',sans-serif;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:14.15pt; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;}
@page WordSection1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 42.55pt 45.0pt 53.85pt;}
div.WordSection1 {page:WordSection1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-1
3/ნ
2011 წლის 8 აპრილი
ქ.
თბილისი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დღის ცენტრის მომსახურების სტანდარტების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №
249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დღის ცენტრის მომსახურების სტანდარტები (დანართი №1);
2. ამ ბრძანების მიზნებისათვის, დღის ცენტრი არის სპეციალიზებული დაწესებულება, რომელიც შესაბამისი საჭიროების მქონე პირებს აწვდის საჭიროებაზე მორგებულ მომსახურებას მათი ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებაში ინტეგრაციის, აგრეთვე მიტოვების პრევენციისა და ოჯახის მხარდაჭერის მიზნით.
3. ამ ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტები სავალდებულოა იმ დღის ცენტრებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ დღის ცენტრის მომსახურების მიმწოდებლებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
4. ეს ბრძანება, გარდა პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-9 მუხლის (სტანდარტი №9) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მე-11 მუხლის (სტანდარტი №11) მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 11 აპრილიდან.
5. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის №1-ის მე-9 მუხლის (სტანდარტი №9) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-11 მუხლის (სტანდარტი №11) მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. გიორგობიანი
დანართი №1
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დღის ცენტრის მომსახურების სტანდარტები
თავი I
პროგრამული საკითხები და ინდივიდზე ორიენტირებული მომსახურება:
მუხლი 1🔗. ი
ნფორმაცია მომსახურების შესახებ (
სტანდარტი №1)
1. მოსალოდნელი შედეგია დღის ცენტრის ბენეფიციარების, მათი ოჯახის წევრების, ასევე პოტენციური ბენეფიციარების (მათი ოჯახის წევრების) და დაინტერესებული პირების ინფორმირებულობა დღის ცენტრის საქმიანობის შესახებ. წერილობითი ინფორმაცია დღის ცენტრის საქმიანობის შესახებ დაინტერესებულ პირებს ზოგად წარმოდგენას უქმნის დღის ცენტრში განხორციელებული მომსახურებების შესახებ და ეხმარება საჭირო გადაწყვეტილების მიღებაში.
2. აღსრულების მაჩვენებელი
ა ინფორმაცია დღის ცენტრის ძირითადი საქმიანობის შესახებ, რომელიც მოცემულია საინფორმაციო ფურცელში (დანართი №1.1) და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის.
ა) ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რომელიც შეიცავს:
ა.ა) თანამშრომლების, მოხალისეებისა და პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტების ქცევის წესებს;
ა.ბ) ბენეფიციართა მხრიდან სოციალურად მიუღებელი ქცევების მართვის წესებს;
ა.გ) უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურებს;
ა.დ) ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებულ წესებს;
ბ) სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მონიტორინგის ჯგუფისთვის ხელმისაწვდომია შემდეგი დოკუმენტები:
ბ.ა) ბენეფიციართა დასწრების აღრიცხვის ჟურნალი. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, ბეჭედდასმული და დანომრილგვერდებიანი;
ბ.ბ) თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობები;
ბ.გ) ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ.დ) აზრის გამოხატვის პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვა;
ბ.ე) ძალადობის ფაქტების პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვა;
გ) შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი სხვა დღის ცენტრების საკონტაქტო ინფორმაცია (დღის ცენტრებისთვის აღნიშნული განახლებული ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ასევე სახალხო დამცველის აპარატის, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მონიტორინგის ჯგუფისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) საკონტაქტო ინფორმაცია გამოკრულია ბენეფიციარისთვის თვალსაჩინო ადგილზე.
მუხლი 2🔗 .
ინფორმაცია ბენეფიციარის შესახებ (სტანდარტი №2)
1.
მოსალოდნელი შედეგია
ბენეფიციარის შესახებ საჭირო ინფორმაციის არსებობა
და მისი
სისტემატიზაცია, რომელიც
დღის ცენტრს მომსახურების მიწოდებაში ეხმარება.
2.
აღსრულების მაჩვენებლებ
ია:
ა) ბენეფიციარის შესახებ ძირითადი ინფორმაცია თავმოყრილია მის პირად საქმეში, რომელიც შედგება დანართი №1.2-ში მითითებული და ბენეფიციარის შესაძლებლობების შეფასების ინფორმაციისაგან. დღის ცენტრი ხელმძღვანელობს მის მიერ შემუშავებული ბენეფიციარის შეფასების სისტემით;
ბ) ბენეფიციარის პირად საქმეში დაცული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბენეფიციარის ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმის შედგენასა და განხორციელებაში ჩართული პირებისთვის; ასევე, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მონიტორინგის ჯგუფისა და სახელმწიფო სოციალური მუშაკისთვის;
გ) ბენეფიციარის მიერ დღის ცენტრის დატოვების შემთხვევაში, მას ან მის კანონიერ წარმომადგენელს შუეძლია გამოითხოვოს პირადი
საქმე და რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმა (ქსეროასლი ან გეგმის ამონაწერი).
მუხლი 3🔗.
კონფიდენციალობის დაცვა (სტანდარტი №3)
1
. მოსალოდნელი შედეგია
ბენეფიციართა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლების
დაცვის უზრუნველყოფა
. ბენეფიციარი/მისი კანონიერი წარმომადგენელი ინფორმირებულნი არიან, რომ მათი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა დაცულია; ასევე, ისინი საქმის კურსში არიან იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც პირადი ინფორმა
ციის კონფიდენციალობა შეიძლება დაირღვეს
.
2.
აღსრულების მაჩვენებლ
ებ
ია:
ა) ბენეფიციარის პირადი ინფორმაცია (ჯანმრთელობის, ოჯახის , ქცევითი თავისებურებების და ა.შ.) საჯაროდ არ განიხილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსგავსი განხილვა მომსახურების ნაწილია (მაგ.: შემთხვევის შესახებ კონფერენცია, ჯგუფური კონსულტაცია, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე,
სხვა სამსახურისთვის გადაგზავნა (მაგ.: პოლიციისთვის, სამედიცინო დაწესებულებისთვის, მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოსთვის);
ბ) ინფორმაცია ბენეფიციარის შესახებ ინახება დაცულ ადგილას;
გ) ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე მისგან/მისი კანონიერი წარმომადგენლისგან მიღებულია წერილობითი თანხმობა;
დ) ბენეფიციარის შესახებ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია მისი ან კანონიერი წარმომა
დგენლის თანხმობის გარეშე შეიძლება გაიცეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვე
ვებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
ე) დღის ცენტრი ბენეფიციარს აცნობებს მომსახურებისას მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის შესახებ, ასევე, იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც კონფიდენციალობა შეიძლება იქნე
ს დარღვული;
ვ) მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში ბენეფიციარის შესახებ არსებული ინფორმაცია, სულ ცოტა სამი წლის ვადით,
ინახება დღის ცენტრში.
მუხლი 4🔗.
ძალადობისგან დაცვა
(სტანდარტი №4)
1. მოსალოდნელი შედეგია ბენეფიციარზე განხორციელებულ ყველა ფორმის ძალადობაზე (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური თუ იძულება) რეაგირება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მომსახურების მიღმა მოხდა.
2. აღსრულების მაჩვენებელი
ა ბენეფიციარის ნებისმიერი სახის ძალადობისგან დაცვის უზრუნველყოფისას შემდეგი წესებით ხელმძღვანელობა:
ა) როგორც მომსახურების პერიოდში, ასევე მის მიღმა მომხდარი ძალადობის შემთხვევაში, დღის ცენტრი ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით:
ა.ა) ბავშვის (18 წლამდე ასაკის პირი) შემთხვევაში ხელმძღვანელობს „
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 31 მაისის ერთობლივი ბრძანებით
№152/ნ – №496 – №45/ნ;
ა.ბ) ზრდასრული პირის (18 წლის ზემოთ)
შემთხვევაში ხელმძღვანელობს „
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”
საქართველოს კანონით;
ბ) ძალადობის ყველა ფაქტი, ასევე პასუხა
დ გატარებული ღონისძიებები, წერილობით აღირიცხება.
მუხლი 5🔗 .
მომსახურებისას ინდივიდუალური მიდგომა (სტანდარტი №5)
1. მოსალოდნელი შედეგია ბენეფიციარის ინდივიდუალურ საჭირო
ებებზე, მის ფუნქციონალურ შესაძლებლობებსა და შეზღუდვებზე მორგებული მომსახურება
, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გაწეული მომსახურების ეფექტურობას. მომსახურების ინდივიდუალური მიდგომა ზრდის ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მოტივაციას
– მონაწილეობა მიიღონ მომსახურების დაგეგმვის პროცესში
.
2.
აღსრულების მაჩვენებლებია:
ა) თითოეულ ბენეფიციართან მუშაობა ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმა ნათლად აღწერს:
ა.ა) ძირითად ამოცანებს და მათი შესრულების ვადებს;
ა.ბ) მომსახურების მიწოდების განრიგს;
ა.გ) გაწეული მუშაობის შედეგად მიღებულ მოსალოდნელ შედეგს;
ა.დ) შემუშავებული გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობას;
ბ) ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმის შედგენაში მონაწილეობენ დღის ცენტრის თანამშრომლები, ბენეფიციარი/მისი კანონიერი წარმომადგენელი ან სხვა დაინტერესებული პირები
;
გ) ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმა მომსახურების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში დგება;
დ) პერიოდულად, შეთანხმებული განრიგის შესაბამისად (არანაკლებ 6 თვეში ერთხელ),
ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის თანამონაწილეობით, ხდება ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმის გადახედვა – შეჯამება/გადახალისება;
ე) ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმა ხელმისაწვდომია მის შედგენა/განხორციელებაში ჩართული პირებისა და ბენეფიციარისთვის/მისი კანონიერი წარმომადგენლისთვის; ასევე, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მონიტორინგის ჯგუფისთვის და სახელმწიფო სოციალური მუშაკისთვის.
მუხლი 6🔗.
სავალდებულო პროგრამული აქტივობები (სტანდარტი
№6)
1.მოსალოდნელი შედეგია დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის მომსახურების სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად მიწოდება.
2.
აღსრულების მაჩვენებელია
ბენეფიციარებისთვის შემდეგი ბაზისური მომსახურებების
ხელმისაწვდომობა
:
ა) სხვადასხვა სახის თერაპიული, შრომითი და სოციალური აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს მათ სოციალურ-ადაპტაციური (მათ შორის, საყოფაცხოვრებო და პროფესიული) უნარების განვითარებას;
ბ) სოციალური ინტეგრაციის გაზრდის მიზნით, მათი მონაწილეობა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში;
გ) მოქმედი ნორმებითა და მოთხოვნებით კვებით მომსახურება;
დ) ბენეფიციართა დასვენებასა და კვებისთვის განკუთვნილი დრო არ უნდა აღემატებოდეს ცენტრში გატარებული დროის ერთ მესამედს;
ე) ბენეფიციართა დღის ცენტრში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზება;
ვ) საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;
ზ) ბენეფიციართა მიერ დღის ცენტრში გატარებული მინიმალური დრო:
ზ.ა) ზრდასრულებისთვის – 6 საათი;
ზ.ბ) ბავშვებისთვის, რომლებიც სკოლაში არ ირიცხებიან – 6 საათი;
ზ.გ) ბავშვებისთვის, რომლებიც სკოლაში ირიცხებიან – 4 საათი;
თ) დღის ცენტრის
მომსახურება ბენეფიციარებს სტაბილურად მიეწოდებათ ყოველდღიურად, შაბათ-კვირისა და უქმე დღე
ების გარდა. ასევე, დასაშვებია მუშაობის დროებითი წყვეტა არდადეგების სახით – წლის განმავლობაში არა უმე
ტეს ერთდროულად 30 კალენდარული დღისა.
მუხლი 7🔗.
უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურები (სტანდარტი №7)
1. მოსალოდნელი შედეგია:
ა) ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენელს აქვს
პროტესტისა და მომსახურების მიწოდების ფორმისა და ხარისხის შესახებ უკუკავშირის გამოხატვის საშუალება;
ბ) უკუკავშირისა და გაპროტესტების
პროცედურები ცნობილია ბენეფიციარისთვის/მისი კანონიერი წარმომადგენლისთვის და მომსახურების მიწოდებაში ჩართული ნებისმიერი პირისთვის.
2.
აღსრულების მაჩვენებლ
ებ
ია:
ა) არსებობს უკუკავშირისა და პროტესტის
გამოხატვის მარტივი და ნათლად ჩამოყალიბებული პროცედურა, რომელიც მოცემულია შინაგანაწესში და ცნობილია ბენეფიციარებისთვის;
ბ) მომსახურებაში
შექმნილია პირობები იმისათვის, რათა
ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენელს შეეძლოს მომსახურების სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ ანონიმური უკუკავშირის მიწოდება (
მაგ.:
არსებობს კითხვარი, უკუკავშირის ჟურნალი ან ყუთი ანონიმური კომენტარებისთვის)
;
გ) ბენეფიციარის კომენტარები რეგულარულად განიხილება, სულ მცირე, თვეში ერთხელ;
დ) მომსახურების
მიმწოდებელი აწარმოებს პროტესტის/უკუკავშირის
ყველა
გონივრული
შემთხვევის აღრიცხვას.
მუხლი 8🔗.
ინფორმაცია განსაკუთრებული შემთხვევების შესახებ (სტანდარტი №8)
1.
მოსალოდნელი შედეგია
ბენეფიციარი
ს/მისი
კანონიერი
წარმომადგენელისთვის
და სამინისტროსთვის
ინფორმაციის
მიწოდების უზრუნველყოფა
დღის ცენტრის მიერ მოწოდებულ მომსახურებაში განხორციელებული
ცვლილებების შესახებ; სამინისტრო და სააგენტო ასევე ინფორმირებულნი არიან იმ გარემოებების შესახებ, რომლებ
იც საფრთხეს უქმნის ან შეუქმნის დღის ცენტრის მიერ მომსახურების გაწევას.
2. აღსრულების მაჩვენებელი
ა დღის ცენტრის მიერ შემდეგი ვალდებულებების შესრულება:
ა) მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობოს ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენელს და სამინისტროს მომსახურების შეწყვეტის, დროებითი წყვეტის (არდადაგების სახით) ვადების ცვლილების, მომსახურების სახეობის და პირობების ცვლილების, ადგილმდებარეობის ცვლილების შესახებ;
ბ) სააგენტოს წერილობით აცნობოს ფაქტის გამოვლენიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა იმ ბენეფიციარის თაობაზე, რომელიც:
ბ.ა) ერთდროულად 30 კალენდარული დღე არ მისულა დღის ცენტრში ან სამი თვის განმავლობაში აღერიცხა მხოლოდ 20 ან ნაკლები დასწრება და მიუთითოს მისთვის ცნობილი გარემოებები და მიზეზები;
ბ.ბ) ცხოვრობს დღის ცენტრის
სამოქმედო ტერიტორიაზე და დღის ცენტრის მიერ უარი ეთქვა ან შეუწყდა მომსახურება და მიუთითოს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები;
ბ.გ) იღებდა მომსახურებას დღის ცენტრში, შეთავაზებულმა მომსახურებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები (მიაღწია ან ვერ მიაღწევს დასახულ მიზნებს) და საჭიროებს სხვა მომსახურების შეთავაზებას
– ასეთი სავარაუდო მომსახურების მითითებით.
ბ.დ) ბავშვების შემთხვევაში,
საჭიროებს ცვლილებებს დღის ცენტრის მომსახურების დროში (მაგ.:
4-
საათიანი რეჟიმიდან –
6-
საათიან რეჟიმზე გადასვლა ან პირიქით).
თავი II
პერსონალთან დაკავშირებული საკითხები
მუხლი 9🔗 .
მოთხოვნები პერსონალის მიმართ (სტანდარტი №9)
1. მოსალოდნელი შედეგია დღის ცენტრის თანამშრომლების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების ფლობა.
2. აღსრულების მაჩვენებელი
ა:
ა) მომსახურებაში ჩართულ პერსონალს, გარდა ტექნიკური პერსონალისა, გავლილი აქვს ს
ამინისტროს ინიციატივით შემუშავებული სატრენინგო კურსი;
ბ) დღის ცენტრს, საჭიროების შესაბამისად,
ემსახურება სულ მცირე ერთი ფსიქოლოგი ან სოციალური მუშაკი ან ოკუპაციური თერაპევტი ან სპეციალური განათლების პედაგოგი.
მუხლი 10🔗 .
საშტატო პერსონალისა და ბენეფიციართა თანაფარდობა (სტანდარტი №10)
1
. მოსალოდნელი შედეგის მიხედვით,
ბენეფიციართა რაოდენობა, რომელთანაც ერთი საშტატო თანამშრომელი მუშაობს,
ოპტიმალურია – იძლევა ხარისხიანი მომსახურების საშუალებასა და ამავე დროს, თანამშრომელს სამუშაოსთან დაკავშირებული გადაღლისგან
იცავს.
2. აღსრულების მაჩვენებ
ელია ბენეფიციართა და საშტატო თანამშრომელთა (გარდა ტექნიკური პერსონალისა) თანაფარდობა, კერძოდ, ბენეფიციართა მაქსიმალური რაოდენობა, რომელთანაც ერთი საშტატო თანამშრომელი (გარდა ტექნიკური პერსონალისა) მუშაობს – ზრდასრულების შემთხვევაში არ აღემატება 10-ს, ხოლო ბავშვების შემთხვევაში – არ აღემატება 7-ს.
თავი III
ფიზიკური გარემო, უსაფრთხოება და სანიტარი
ული მდგომარეობა
მუხლი 11🔗 .
ფიზიკური გარემო (სტანდარტი №11)
1. მოსალოდნელი შედეგია ბენეფიციარების მიერ მომსახურების მიღება ხელმისაწვდომ და უსაფრთხო გარემოში.
2. აღსრულების მაჩვენებელი
ა:
ა) მომსახურების მიწოდებისათვის განკუთვნილი შენობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა.ა) მომსახურების ადგილმდებარეობა ადვილად მისადგომია/ხელმისაწვდომია ბენეფიციარებისათვის;
ა.ბ) ნათელია (ბუნებრივი განათებით სათანადოდ უზრუნველყოფილია);
ა.გ) უზრუნველყოფილია სეზონის შესაბამისი ტემპერატურით (ზამთრის პერიოდში არანაკლებ 18 გრადუსისა);
ა.დ) პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელი ფართი ადაპტირებულია შეზღუდული
შესაძლებლობების
მქონე
პირ
თა შეუზღუდავი გადაადგილებისთვის;
ბ) დღის ცენტრში 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები და 18 წელს ზემოთ ასაკის შშმ პირები შესაბამის მომსახურებას იღებენ ცალკ-
ცალკე, დამოუკიდებლად მოფუნქციონირე ჯგუფებში;
გ
) დღის ცენტრის შენობის სამუშაო ფართი (ჯგუფური სამუშაოებისა და სხვადა
სხვა ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის ადგილი) არის არანაკლებ 6 კვ.მ ერთ ბენეფიციარზე;
აღნიშნული ფართი არ გულისხმობს შემდეგს: სააბაზანოს
, ტუალეტს
და სხვადასხვა სათავსების
;
დ
) გამოყოფილია ბენეფიციარების პირადი ნივთების შენახვისთვის განკუთვნილი დაცული ადგილი;
ე
) სამუშაო საათებში დღის ცენტრის ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა კონტროლდება;
ვ
) შენობაში გამოყოფილია სპეციალური ადგილი, სადაც შესაძლებელია ბენეფიციართან ინდივიდუალური თერაპიული მუშაობა, კონფიდენციალური გასაუბრება და კონსულტირება. ოთახი აღჭურვილია შესაბამისი სკამებით და მაგიდებით;
ზ
) ოთახები, სადაც ხდება მომსახურების მიწოდება, სამუშაო საათებში გამოყენებულია მიზნობრივად (მხოლოდ მომსახურების გაწევის მიზნით);
თ
) არის შესაბამისად აღჭურვილი სამზარეულო (თუ საკვების მომზადება დღის ცენტრში ხდება);
ი
) ყოველ 15 ბენეფიციარზე არის ერთი ხელის საბანი ნიჟარა (ცივი/ცხელი წყლით) და ტუალეტი, რომელშიც არის ვენტილაცია
;
კ
) შენობაში აკრძალულია თამბაქოს მოხმარება – გამოკრულია შესაბამისი ნიშანი ან წარწერა. ზრდასრული მწეველი ბენეფიციარებისთვის გამოყოფილია სპეციალური ადგილი.
მუხლი 12🔗 .
უსაფრთხოება და სანიტარიული მდგომარეობა (სტანდარტი №12)
1. მოსალოდნელი შედეგია ბენეფიციარების მიერ მომსახურებას უსაფრთხო გარემოში მიღება; დაცულია სანიტარი
ული წესები.
2.
აღსრულების მაჩვენებელია
დღის ცენტრის მუშაობის
შემდეგი წესების დაცვით მიმდინარეობა
:
ა) დღის ცენტრის მუშაობის პერიოდში შენობაში ტელეფონის არსებობა აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ტელეფონთან, თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია საგანგებო შემთხევებისთვის საჭირო ნომრები: სახანძრო, პოლიცია, სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გაზის, ელექტროენერგიის, წყლისა
და კანალიზაციის მომსახურების რაიონული განყოფილებები; ასევე, არსებობს დღის ცენტრის ადგილმდებარეობის მიხედვით უახლოესი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია;
ბ) მედიკამენტები ხელმისაწვდომია მომსახურების მხოლოდ იმ უფლებამოსილი პირისათვის, რომელიც პასუხისმგებელია ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე;
გ) ინფექციურ დაავადებებზე ხორციელდება კონტროლი; ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად შემუშავებულია კონკრეტული წესები, რომელიც მოცემულია შინაგანაწესში;
დ) საკვები ადეკვატურად არის შენახული – მალფუჭებადი საკვები ინახება მაცივარში;
ე) დღის ცენტრში იატაკი და კიბის საფეხურები კარგ მდგომარეობაშია. იატაკისა და კიბის საფეხურების საფარი არ სრიალებს. კიბეებს აქვს მოაჯირი;
ვ) ბენეფიციართა პირადი ნივთები უსაფრთხოდ ინახება, დაცულია მათი ხელშეუხებლობა;
ზ) დღის განმავლობაში დღის ცენტრის მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნებულია სისუფთავე;
თ) თითოეულ ტუალეტში არის ჰიგიენის შესაბამისი ნივთები;
ი) ნაგავი ინახება დახურულ კონტეინერში, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას;
ნაგვის გატანა ხდება,
სულ მცირე, დღეში ერთხელ.
დანართი
№
1.1
საინფორმაციო ფურცელი
1. დღის ცენტრის დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––
3. ტელეფონის ნომერი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––
–––––––
4. სამიზნე ჯგუფი –––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––
5. დღის ცენტრის ბენეფიციართა რაოდენობა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
6. დღის ცენტრის მომსახურების გეოგრაფიული არეალი ––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
7.
სამუშაო დღეები: ––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
8. სამუშაო საათები:
-
დან
-
მდე
9. არდადეგების პერიოდი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მომსახურების ჩამონათვალი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დანართი
№
1.2
ძირითადი ინფორმაცია ბენეფიციარის შესახებ
1.
ბენეფიციარის სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––
–––
დაბადების თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––
2.
მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––
–––––––––––––––
––––
ტელეფონის ნომერი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––
–––
3. ბენეფიციარის საიდენტიფიკაციო მონაცემები:
პირადი ნომერი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––
პირადობის მოწმობის/დაბადების მოწმობის ნომერი –––––––––––––––––––––––––––––
––––––
4. ბენეფიციარის კანონიერი წარმოადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში
)
სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––
ტელეფონის ნომერი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––
5. საგანგებო შემთხვევაში საკონტაქტო პირის
სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––
ტელეფონი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––
6. ბენეფიციარის მკურნალი ექიმის/ოჯახის ექიმის (თუკი არის ასეთი)
სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ტელეფონი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
7. ინფორმაცია, იმ მედიკამენტების შესახებ, რომელსაც ბენეფიციარი იღებს. მათი
მიღების განრიგი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
9.
ცენტრის თანამშრომე
ლი, რომელიც პასუხისმგებელია ბენეფიციარისთვის მედიკამენტის
მიწოდებაზე
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
10.
ინფორმაცია გამოვლენილი ალერგიის შესახებ
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
11
. ინფორმაცია ბენეფიციარის მავნე ჩვევებისა და საზოგადოებრივად საშიში ქცევების შესახებ
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დიახ
არა
დადებითი პასუხის შემთხვევაში დააკონკრეტეთ
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
12. ინფორმაცია ბენეფიციარის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულის შესახებ (ასეთის არსებობისას)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––