⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.02.2010)
გაუქმებულია:

საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 20.12.2006
ძალის დაკარგვა 18.02.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №240
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 172, 22/12/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,634 სიტყვა · ~23 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2006 მიღება
18.02.2010 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
1 2
მოთავსების თარიღი, აღრიცხვის მოწმობის ნომერი და ნომერი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:11.0in 8.5in; margin:89.85pt 1.0in 89.85pt 1.0in;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №240 2006 წლის 20 დეკემბერი ქ. თბილისი საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრო­ბის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქარ­თველოს კანონის 131 მუხლისა და „ლიცენ­ზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანო­ნის 24-ე მუხლის 33-ე და 34-ე პუნქტების შესაბამისად დამტკიცდეს „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფ­რთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესა­­ბამი­სი ნებართვების გაცემის წესის შესახებ” ინსტრუქ­ცია თანდართულ დანართებთან ერთად (დანარ­თი №1, №2, №3, №4). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ოქტომბრის №187 დადგე­ნილება „ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმია­ნობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”. 3. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იან­ვრიდან. პრემიერ-მინისტრი    ზ. ნოღაიდელი ინსტრუქცია საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 1. „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებარ­თვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქარ­თვე­ლოს საბაჟო კოდექსით დადგენილი მოთხოვნე­ბის თანახმად. 2. ინსტრუქცია არ ვრცელდება ინსტრუქციით განსაზღვრულ საქმიანობაზე, თუ მას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანო.     მუხლი 2🔗 ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქონელი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, კერძოდ, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი;  ბ) სატრანსპორტო საშუალება – საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე ელექტროგადამცემი ხაზები, მილსადენი, კონტეინერი, მისაბმელი, ნახევარმისაბმელი და ნებისმიერი სხვა საშუალება, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადაყვანისათვის ან/და საქონლის გადაზიდვი­სათვის; გ) ნებართვა – ამ მუხლის „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის თითო­ეულ სახეობაზე კანონით განსაზღვრული ვადით მოქმე­დების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირ­დება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის წინამდე­ბარე ინსტრუქციით დადგენილ პირობებთან შესაბა­მისობას; დ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმა; ე) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი; ვ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ინ­დივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება განახორ­ციელოს ნებართვით განსაზღვრული მოქმედება; ზ) პირი – საქართველოს საწარმო ან მეწარმე ფიზიკური პირი; თ) სანებართვო პირობები – საქართველოს საბაჟო კოდექსით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ან/და ნებართვით განსაზღვრული მოქმედების განხორციელე­ბისას; ი) დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ ნებარ­თვის მფლობელის ან მხოლოდ ერთი პირის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეუ­ლი საქონლის შესანახად; კ) ღია საბაჟო საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ნებისმიერი პირის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეუ­ლი საქონლის შესანახად; ლ) დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ ნებართვის მფლობელის ან მხოლოდ ერთი პირის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზ­ღვრამ­დე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით დასაწყობებისათვის; მ) დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანო­ბა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ნებისმიერი პირის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრამდე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით დასაწყობებისათვის; ნ) საწყობი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული, ინსტრუქციით დადგენილი სანებართვო პირობების შესაბამისად, ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობის ან/და ღია მოედნისაგან შემდგარი ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც განხორ­ციელდება ან ხორციელდება ნებართვით განსაზ­ღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი და იზოლირებული და უნდა ჰქონდეს განსაზ­ღვრული ერთი ან რამდენიმე სახის (სარკინიგზო ან/და საავტომობილო, ან/და სხვა ტიპის) ერთი შესას­ვლელი ან/და ერთი გასასვლელი; ო) სათავსი – შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია შენახვის ჩვეულებ­რივი ან/და სპეციფიკური პირობების შესაბამისად საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესანა­ხად; პ) შენობა-ნაგებობა – სათავსი, სასაწყობე მეურნეო­ბის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის აუცილე­ბე­ლი, დაცვის დანიშნულების შენობა-ნაგებობა, საწარმო ოპერაციებისათვის, საწარმოო ოპერაციების აღრიცხვი­სათვის აუცილებელი აღნიშნული მოთხოვნიდან დგინ­დება შემდეგი სახის გამონაკლისი: დახურული საბაჟო საწყობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის მიზნებისათვის, შენობა-ნაგებობას წარ­მოად­გენს აგრეთვე შენობა-ნაგებობის ერთიანი და იზო­ლირებული ნაწილი (სართული ან შენობა-ნაგებობის ერთი, დამოუკიდებელი შესასვლელის მქონე ნაწილი), რომელსაც უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი, განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე სახის (სარკინიგზო ან/და საავტომობილო, ან/და სხვა ტიპის) ერთი შესასვლელი ან/და ერთი გასასვლელი; ჟ) ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები – წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთ­ხოვ­ნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ინსტრუქციით განსაზღვრული ნებართვის მფლობელი (მაძიე­ბელი).     მუხლი 3🔗 1. ნებართა გაიცემა საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საბა­ჟო დეპარტამენტის (შემდგომში – საბაჟო დეპარტამენტი) მიერ. 2. ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებელ ნებისმიერ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 3. საწყობის ტერიტორია წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას.     მუხლი 4🔗 1. ნებართვა გაიცემა დებულების მე-2 მუხლის „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითოეული საქმიანობისათვის, ერთი საწყობისათვის: ა) ერთსა და იმავე საწყობის ტერიტორიაზე ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს აქვს უფლება განახორციელოს დროებითი შენახ­ვის ღია საწყობის საქმიანობა (ან პირიქით), აგრეთვე დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს აქვს უფლება განახორციე­ლოს დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობა (ან პირიქით) იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობე­ლი: ა.ა) გამოაცალკევებს და შემოსაზღვრავს საწყობის ტერიტორიაზე არსებულ ღია მოედნის ან/და სათავსის ფარგლებში, საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და საბაჟო კონტროლით დროებით დასაწყობებისათვის განკუთვნილ ტერიტო­რიას, ან/და გამოაცალკევებს სათავსს. ამასთან, ამ ქვე­პუნ­ქტის მიზნებისათვის გამოცალკევება და შემოსაზ­ღვრა არ გულისხმობს კაპიტალური მასალით ტერიტორიის შემოღობვას. შემოსაზღვრა არ არის სავალდე­ბულო, როცა გამოცალკევებული ფართობი წარმოად­გენს ერთი ან რამდენიმე სახის (სარკინიგზო ან/და საავტომობილო, ან/და სხვა ტიპის) ერთი შესასვლელის ან/და ერთი გასასვლელის მქონე იზოლირებულ სათავსს; ა.ბ) საბაჟო დეპარტამენტს წარუდგენს წერილობით განცხადებას, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამა­დასტურებელ დოკუმენტს და შესაბამისი უფლების მქო­ნე პირის მიერ შედგენილ სიტუაციურ გეგმა-ნახაზს, სადაც აისახება აღნიშნული ტერიტორიის საზღვრები, სათავსი, რომელსაც ნებართვის მფლობელის მიერ მინიჭებული აქვს შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) საბაჟო დეპარტამენტი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს მისი რეგისტრაციის დღიდან 3 დღეში და ვალდებულია განცხადების (თანდართულ) მასალებში შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობოს განმცხა­დებელს 2 დღეში, რომელიც აითვლება განცხადების განხილვის ვადის ამოწურვიდან. განცხადების კანონმდებ­ლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან 2 დღეში საბაჟო დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მიხედვით და აცნობებს სათანადო ტერიტორიულ ორგანოს და ნებართვის მფლობელს ნებართვის მფლო­ბე­ლის მიერ მითითებული ტერიტორიის ფარგლებში შესაბამისი საქმიანობის განხორციელების შესახებ და უგზავნის სიტუაციურ გეგმა-ნახაზს; გ) საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოში ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორ­მაციის რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო დღეს (მიუხედავად იმისა, უქმე თუ დასვენების დღეა) ნებარ­თვის მფლობელი უფლებამოსილია საწყობის პერი­მეტრზე სიტუაციურ გეგმა-ნახაზში მითითებული ტერი­ტორიის, სათავსის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა; დ) ნებართვის მოქმედების ვადაში ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნის დარ­ღვევით საქმიანობის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევაა და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად განსაზღვრული ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა საქართველოს საბაჟო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად შეადგენს 3 წელს. 3. დაუშვებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისათ­ვის. 4. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილი საწყობისათვის დაშვებულია მხოლოდ დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობა. თავი II ნებართვის გაცემის წესი, სანებართვო პირობები, ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები     მუხლი 5🔗 1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად საბა­ჟო დეპარტამენტს წარუდგენს წერილობით განცხა­დებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარ­დგე­ნა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელ­დება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქარ­თველოს კანონით დადგენილი წესით. 2. განცხადებას უნდა ერთვოდეს საქართველოს საწარ­მოს ან მეწარმე ფიზიკური პირისათვის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერები. იურიდიულმა პირმა გან­ცხადე­ბას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენ­ტების დამოწმებული ასლები. 3. განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმე­ტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზ­ღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 4. საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებულ თანდარ­თულ დოკუმენტებთან ერთად ასევე დამატებით უნდა ერთვოდეს სანებართვო პირობებისა და ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების დამადასტურებელი შემდეგი ინფორმაცია: ა) საწყობის საქმიანობის საგარანტიო უზრუნველ­საყოფად – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანე­ბით განსაზღვრული ოდენობის საბაჟო დეპარტამენტისათვის მისაღები საბაჟო გარანტია; ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის საწყობის ნებართვის მისაღებად, სასაწყობო სიმძლავრის შესაბამისი მთლიანი მოცულობის საქონლის იმპორტის რეჟიმის შემთხვევაში – გადასახდელი თანხის საბაჟო დეპარტამენტისათვის მისაღები საბაჟო გარანტია; ბ) შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენი­ლი სასაწყობოდ განკუთვნილი შენობა-ნაგებობების, ღია მოედნის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და ასაშენე­ბელი შენობა-ნაგებობების პროექტი. სიტუაციურ გეგმა­ში (ნახაზში) ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექ­ტში აუცილებელი წესით უნდა იქნეს ნაჩვენები საწყო­ბის ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზ­ღვრელი ღობე. შემომსაზღვრელი ღობე სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როცა საწყობის ტერიტორია შედგება მხოლოდ ღია მოედნისაგან, ან ღია მოედნისა და შენო­ბა-ნაგებობებისაგან, ან რამდენიმე შენობა-ნაგებობისაგან, რომლებიც დაშორებულია ერთმანეთი­საგან. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) საწყობის შემომსაზღვრელი ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 3 მეტრი სიმაღლისა და აგებული კაპიტალურად დამონტაჟებული მასალით, რომელსაც მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს მავთულ­ხლარ­თი და გარე განათება. ღობეზე ან შენობა-ნაგე­ბობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 50 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ფირნიში წარ­წერით – „საბაჟო კონტროლის ზონა“ ქართულ და ინგლისურ ენებზე. ნახაზში (პროექტში) ასევე სავალ­დებულოა აისახოს შესაბამისი განმარტებები; გ) ინფორმაცია საწყობისა და საწყობის ტერიტო­რიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასას­ვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ. გამოსახულების ჩამწერი საშუალე­ბებით უნდა ფიქსირდებოდეს ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) მიერ სათავსისათვის მინიჭებული ნომერი, სათავსის შესასვლელი ან/და გასასვლელი, სატრან­სპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომ­რე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონ­ტროლს დაქვემდებარებული საქონელი. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს საწყობის შესას­ვლელსა და გასასვლელში გადაადგილებული სატრან­სპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი, გამშვები და ჩამკეტი ხელსაწყოები; დ) საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობების: დ.ა) საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯა­რო რეესტრიდან; დ.ბ) სულ ცოტა 3 წლის ვადით შესაბამისი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი სამარ­თლებრივი საფუძვლის შესახებ დოკუმენტი და შესაბა­მისი პირის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ე) ინფორმაცია საწყობის მთელი ტერიტორიის სადღეღამისო დაცვისა და, შესაბამისად, საწყობის ტე­რი­ტო­რიაზე არსებული სათავსების (შენობა-ნაგებობების) დამცავი, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციით აღჭურვის შესახებ. დამცავი სიგნალიზა­ციით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ დაცვა ხორციელდება სხვა სახის სადღეღამისო დაცვის მომსახურებით; ვ) ვალდებულება ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში სასაწყობო მეურნეობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ. ამ ქვეპუნ­ქტის მიზნებისათვის სასაწყობო მეურნეობის სამუშაო რეჟიმი ნიშნავს: ვ.ა) საწყობში განთავსებული საქონლის შენახვის სათანადო პირობებში, საჭიროების შემთხვევაში განცალკევებულ, ასეთი სახის საქონლის შენახვისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად, სპეციალურად აღჭურვილ სათავსში შენახვის უზრუნველყოფას; ვ.ბ) საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული დაუძლე­ველი ძალის პირობების ზემოქმედების შედეგად უვარ­გის მდგომარეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზია­ნებული საქონლის განცალკევებულად განთავ­სებას; ვ.გ) კვების პროდუქტების ცალკე იზოლირებულ სათავსში განთავსებას; ვ.დ) საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად საწყობში განთავსებული საქონლის შესაბამის განლაგე­ბას; ვ.ე) საწყობში შესაბამისი სანიტარიული პირობებისა და რემონტის უზრუნველყოფასა და სასაწყობო მეურ­ნეობის შეუფერხებელი მუშაობისათვის აუცილებელი სხვა პირობების შესრულებას; ზ) ინფორმაცია საწყობის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით აღჭურვის შესახებ და ვალდებულება საწყობში შესუ­ლი, საწყობში არსებული და საწყობიდან გასული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესახებ, საბაჟო დეპარ­ტამენტის მიერ დადგენილი შინაარსის ინფორმაციის, საბაჟო ორგანოს საინფორმაციო ბაზაში მონაცემების ინფორმაციის ელექტრონული გადაცემის საშუალების მეშვეობით, დაუყოვნებლივ შეტანის უზრუნველყოფის თაობაზე, საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ნებარ­­თვის მაძიებლის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ინფორმაციის ელექტროუნული დამუშავების მოწყობილობებისა და საინფორმაციო სისტემების საბა­ჟო ორგანოს ანალოგიურ საშუალებებთან თავსებადობის შესახებ; თ) ვალდებულება საბაჟო კონტროლის განხორ­ციელე­ბის ხელშეწყობის მიზნით საბაჟო საწყობში საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსი, მოწყობილობები და კავშირ­გაბმულობის საშუალებები საბაჟო ორგანოსათვის უსასყიდლოდ გამოყოფის შესახებ; ი) ცნობა საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანების არქონის შესახებ; კ) ინფორმაცია სათავსის რიგითი ნომრის მითითე­ბით საქონლის სპეციფიკური შენახვის სათანადო პირო­ბების უზრუნველყოფის შესახებ (მაცივარი, ელევატორი და სხვ.); ლ) ინფორმაცია საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა შესახებ, რომელშიც აისახება: პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, მუდმივად საცხოვრებე­ლი ადგილის მისამართი); იმ ფიზიკურ პირთა საიდენ­ტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწ­მობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი, ხელმო­წერის ნიმუში), რომლის მიერ დადასტურდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიც­ხვის მოწმობის უკანა გვერდზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში ან დროებით შენახვის საწყობში წარდგენა, აგრეთვე საწყობის ბეჭდის ნიმუში, ფიზიკურ პირთა ცვლიანობის გრაფიკი; მ) ცნობა საწყობის ტერიტორიაზე საბაჟო ტერიტო­რიაზე საქონლის გადამუშავების რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავებისათვის შესაბამისი საწარმო კომპლექსის არსებობის შესახებ; ნ) ცნობა სათავსის დასალუქად გამოსაყენებელი უნიკალურნომრიანი ერთჯერადი ლუქის ნიმუშის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების შესახებ. 5. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილა­ტების შენახვის სათავსების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს სასაწყობოდ განკუთვნილი სათავსისა და მასთან დაკავში­რებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუ­ნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრა­სტრუქ­ტურის დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი) შესაბა­მი­სი განმარტებებით ან/და ასაშენებელი სათავსე­ბისა და მათთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწის­ქვეშა შესა­ბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური პროექტი შესაბამისი განმარტებებით, აღნიშნული სიტუაციური გეგმის (ნახაზის) ან/და პროექტის საერთაშორისო, შესა­ბა­მისი აკრედიტაციის მქონე აუდიტორული ფირმის ტექნიკური აუდიტის დასკვნა. 6. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტი­ლატების შენახვის სათავსების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს სათავსში კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და გამზომი საშუალებების (მრიცხველი, არეომეტრი, მეტროჭიკი, ბაფთა (ლოტით) და სხვ.) გაზომვის სიზუსტის დამოწმების დამადასტურებელი საბუთები. 7. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროები­თი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებელი (მფლობელი) ვალდებულია აღჭურვოს საწყო­­ბი სასაწყობო სასწორით, რომლითაც შესაძლებე­ლია განხორციელდეს სულ ცოტა 60 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა. ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს ინფორმაცია საწყობის სასაწყობო სასწორით აღჭურვის შესახებ და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამზომი საშუალებების სიზუსტის დამოწმების დამადასტურებე­ლი საბუთები. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ ნებართვის მაძიებელი (მფლობელი): ა) ვალდებულებას იკისრებს, რომ ნებართვის მოქმე­დე­ბის ვადის განმავლობაში მოემსახურება მხო­ლოდ საავიაციო გადაზიდვებს და საწყობში განათავსებს მხოლოდ აღნიშნული სახის სატრანსპორ­ტო საშუალე­ბით გადაზიდულ საქონელს. აღნიშნული არ ათავისუფ­ლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებუ­ლებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა; ბ) განათავსებს საწყობში მხოლოდ მილსადენი სატრან­სპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქო­ნელს; გ) განათავსებს საწყობში მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან. 8. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალდებულო დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლი­სათ­ვის (მფლობელისათვის). აღნიშნული არ ათავისუფ­ლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებუ­ლებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა. 5-ტონიანი სასაწყობო სასწორით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ ნებართვის მაძიებელი (მფლობელი): ა) განათავსებს საწყობში მხოლოდ მილსადენი სატრან­სპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქო­ნელს; ბ) განათავსებს საწყობში მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან; გ) განათავსებს მხოლოდ ნავთობის მსუბუქ, საშუალო და მძიმე დისტილატებს. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა-გ“ და მე-8 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან გათავისუფლებული ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის მოქმედების ვადაში საწყობში ისეთი საქონლის განთავსება, რომლის განთავსებისათვის აუცილებელია სასაწყობო სასწორის არსებობა, წარმოადგენს სანებართვო პირობების დარ­ღვე­ვას და იწვევს სანებართვო პირობების დარღვე­ვისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 10. დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მოქმედების ვადაში სხვა პირის საქონლის განთავსება საწყობში წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 11. ნებართვის მფლობელი (მაძიებელი), რომელიც საწყობში განათავსებს მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგა­რი­შება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან, ვალდებულია აღჭურვოს საწყობი საქონლის ოდენობის განმსაზღვრელი გამზომი საშუალებებით. აღნიშნული საშუალების სიზუსტის დამოწმება ხდება კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით. 12. ისეთი სახის საქონლის – გვაროვნული ნივთის შენახვისათვის განკუთვნილი საწყობის შემთხვევაში, როცა მისი სათავსში განთავსება, შენახვა და შემდგომი ტრასნპორტირებისათვის მომზადება ხორციელდება სპეციფიკური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საერთო ტექნოლოგიური ხაზის მეშვეობით, რომელიც წარმოად­გენს სასაწყობო კომპლექსის არსებით შემადგენელ ნაწილს, ხოლო ამ საერთო ტექნოლო­გიური ხაზით ხდება სხვადასხვა სათავსში (მ.შ. საწყო­ბისათვის გან­კუთ­ვნილ სათავსში) საქონლის განთავსება და ამოღება, ნებართვის მაძიებლისათვის (მფლო­ბელისათვის) დგინ­დება განსხვავებული სანებართვო მოთხოვნები: ა) საწყობის სასაწყობო სასწორით აღჭურვა ნიშნავს საწყობის უშუალოდ მოსაზღვრე ტერიტორიაზე, ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) საკუთრებაში, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე მის საკუთრებაში, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მფლობელობაში არსებული სასწორის არსებობას; ბ) საბაჟო კონტროლის ზონად შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ გამოცალკევებული, სპეციფიკუ­რი საქონლის შესანახი სათავსი და დაიშვება საქონლის სათავსში მოსათავსებლად და საქონლის სათავსიდან ამოსაღებად აუცილებელი ინფრასტრუქტურის მდება­რეობა საბაჟო კონტროლის ზონის ფარგლებს მიღმა; გ) ამ პუნქტში მითითებული ნებართვის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია საწყობის სტატუსის მქონე სათავსების შესასვლელისა და გასას­ვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღ­ჭურ­ვის შესახებ, რომლითაც უნდა ფიქსირდებოდეს გამშვები და ჩამკეტი ხელსაწყოები; დ) საწყობის ტერიტორიის სადღეღამისო დაცვა ხორციელდება საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსების დამცავი სიგნალიზაციით აღჭურვით. დამცავი სიგნალიზაციით აღჭურვა არ არის სავალდე­ბულო, თუ დაცვა ხორციელდება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ ტერიტორიაზე სხვა სახის სადღეღამისო დაცვის მომსახურებით.     მუხლი 6🔗 ნებართვის მაძიებლის მიერ ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის შესაბამისად წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე ნებართვის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას საბაჟო დეპარატმენტი იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.     მუხლი 7🔗 1. გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და ფორმდება შესაბამისი ბრძანებით სამ ეგზემ­პლა­რად. თითოეულ ეგზემპლარს უნდა ერთვოდეს სანებარ­თვო მოწმობა და დანართი. თითო ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მფლობელსა და საბაჟო ორგანოს, რომლის სამოქმედო ზონაშიც განლაგებულია საწყობი. ერთი ეგზემპლარი რჩება საბაჟო დეპარტამენტში. 2. ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების დანართი არის საწყობის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და საწყობის ტერიტორიაზე ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტი, საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა სია, ხოლო ნავთობის დისტიტალების შესანახად განკუთვნილი საწყობისათვის, აგრეთვე ტექნიკური აუდიტის დასკვნა.     მუხლი 8🔗 1. სანებართვო მოწმობის გაცემა, აგრეთვე სანებარ­თვო მოწმობის დაკარგვის, დაზიანების შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა ხორციელ­დება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თავი III საწყობების საქმიანობის რეგულირება     მუხლი 9🔗 1. ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული საწყობის საქმიანობის შემდეგი წესები და მოთხოვნები: ა) დაიცვას საწყობის შექმნის პირობები და შეასრუ­ლოს საბაჟო ორგანოების მოთხოვნები; ბ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორ­ციელებას, ამ მიზნით უზრუნველყოს საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის მიერ საქონლის, სატრანს­პორტო საშუალების შენახვის ადგილის, რაოდენობის, წონისა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) და სხვა მახა­სიათებლების კონტროლის განხორციელება; მოახ­დი­­ნოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონ­ლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა; გ) გამორიცხოს საწყობში არსებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების ამოღების შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს საჭიროა საბაჟო კონტროლისათვის; დ) აწარმოოს საწყობში საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და საქონლის საბაჟო კონტროლით დროებით შენახული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვა დადგენილი ფორმით (დანართი №1), მოსთხოვოს საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს სატვირთო-საბაჟო დეკ­ლარაციის ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუა­ლების საბაჟო კონტროლით დროებითი შენახვის განაცხადის ასლები და უზრუნველყოს მათი შენახვა; ე) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება დადგენილი ფორმით (დანართი №2), რისთვისაც კვარ­ტალის დამთავრებიდან არა უგვიანეს 15 დღისა წარუდგენს ანგარიშს შესაბამის საბაჟო ორგანოს საწ­ყობ­ში შენახული საქონლის, სატრანსპორტო საშუალე­ბისა და მასზე წარმოებული ყველა ოპერაციის თაობაზე; ვ) გამორიცხოს სხვა სახის ოპერაციების განხორ­ციელება, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის შე­საბამისი ბრძანებით გათვალისწინებული შენახვის, გაყიდვისა და ტრანსპორტირებისათვის დასაშვები ოპერაციებისა; ზ) მოაწყოს საწყობი ისე, რომ გამოირიცხებოდეს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საწყობში შენახვის სათანადო პირობები; თ) საწყობის შესასვლელი და გასასვლელი, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესას­ვლე­ლი და გასასვლელი მუდმივად უნდა იყოს დალუქული საწყობის მფლობელის მიერ რეგიონალურ საბა­ჟოსთან შეთანხმებული ნიმუშის უნიკალურნომრია­ნი ერთჯერადი ლუქით, გარდა საქონლის შეტანისას ან/და გამოტანისას, აგრეთვე განსაზღვრული ოპერაციების განხორციელებისას. ამ ქვეპუნქტში მითითებული ვალდე­ბულება არ ვრცელდება იმ ნებართვის მფლობელზე, რომლის მიმართ საბაჟო ორგანო მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას საწყობის ტვირთბრუნვის ან ოპე­რაციების სპეციფიკურობიდან გამომდინარე საწყობის მფლობელის მოტივირებული მოთხოვნის საფუძ­ველ­ზე; ი) უზრუნველყოს საწყობისა და საწყობის ტერიტო­რიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასას­ვლე­ლის გამოსახულების ჩამწერ საშუალებებზე სადღე­ღა­მისო ჩაწერა და ჩანაწერის 6 წლის განმავლობაში შენახვა, საბაჟო დეპარტამენტის, საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან/და სამართალ­დაცვის ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძ­ველზე ჩანაწერის დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა; კ) არ დაუშვას ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანე­ბის დანართში მითითებული სათავსების გარდა სხვა მუდმივი ან დროებითი შენობა-ნაგებობების აშენება; ლ) ვალდებულია საქონლის დაკარგვისას ან დანაკლისის აღმოჩენისას (რომელიც აღემატება საქონ­ლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახ­ვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლე­ბამოსილი პირის მიერ დადასტურე­ბული აქტის წარდგენისას ან საბაჟო ორგანოს ნებართვის გარეშე საწყობიდან საქონლის, სატრან­სპორტო საშუალების გატანის შემთხვევაში გადაიხადოს საბაჟო გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა შესაბა­მისი საბაჟო გადასახდელი თავისუფალი მიმოქცე­ვის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში ამ საქონლის გაფორ­მებისას; მ) არ დაუშვას საქართველოში შემოსატანი და საქართველოდან გასატანი აკრძალული საქონლის საწყობში მოთავსება; ნ) აწარმოოს საბაჟო კონტროლის ზონაში შემ­სვლელ და გამსვლელ პირთა (გარდა საბაჟო კონტრო­ლის ზონაში დაშვებული პირებისა) აღრიცხვის ჟურნა­ლი, რომელშიც უნდა აისახოს შესვლის/გამოსვლის თარიღი და დრო, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; საბაჟო დეპარტამენ­ტის ან/და სხვა შესაბამის მაკონტროლებელ უფლებამო­სილების მქონე დაწესებულებათა თანამშრომელი – სამსახურებრივი მოწმობის საიდენტიფიკაციო ნომერი), შესვლის მიზანი. ნებართვის მფლობელს, რომელიც საწყობში განათავსებს საქონელს მხოლოდ გაყიდვის ან/და გამოფენის მიზნით, უფლება აქვს არ ასახოს ჟურნალში მხოლოდ იმ პირთა შესახებ მონაცემები, რომელ­თა საბაჟო კონტროლის ზონაში შემოსვლის მიზანია საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება ან/და ყიდვა. ნებართვის მფლობელი ვალდებულია ეს წინასწარ აცნობოს შესაბამის საბაჟო ორგანოს; ო) საბაჟო დეპარტამენტს აცნობოს საბაჟო კონტრო­ლის ზონაში დაშვებულ პირთა სიაში ცვლილე­ბების შეტანა და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესა­ბამისი ცვლილებების განხორციელე­ბი­დან 7 დღის განმავლობაში; პ) საწყობის ტერიტორიაზე არ შეიძლება არსე­ბობდეს სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, გარდა სათავსის, საწყობის დაცვის, სასაშვო რეჟიმის, სასაწ­ყობო მეურნეობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციო­ნირე­ბის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალის­წი­ნებული საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმე­ბისათვის აუცილებელი იზოლირებული ფართობისა; ჟ) უზრუნველყოს ავარიის ან დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად უვარგის მდგომარეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზიანებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების განცალკევებულად განთავსება; რ) საქონელი, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს სხვა საქონელს ან რომელიც მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, უნდა ინახებოდეს საწყობის განცალკევებულ, ასეთი სახის საქონლის შენახვისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად სპეციალურად აღჭურვილ სათავსში. კვების პროდუქტე­ბი უნდა განთავსდეს ცალკე იზოლირებულ სათავსში; ს) საწყობის ტერიტორიაზე საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი სავალი გზა და სადგომი ტერიტორია უნდა იყოს მოას­­­­ფა­ლ­­ტებული ან მოპირკეთებული ბეტონის ფილე­ბით; ტ) განალაგოს საწყობში განთავსებული საქონელი ისეთი სახით, რაც შესაძლებელს გახდის საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელებას; უ) დაიცვას საწყობში შესაბამისი სანიტარიული პირობები და უზრუნველყოს სათავსის მიმდინარე რემონტი; ფ) შეასრულოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 2. ნებართვის მფლობელი, რომელიც ახორციელებს ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვას, ვალდებულია საქონლის მესაკუთრის ან/და მფლობელის ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე აწარ­მოოს საწყობში შენახული საქონლის აღრიცხვა დად­გენილი ფორმით (დანართი №3) და განახორ­ციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება დადგენილი ფორმით (დანართი №4). მოსთხოვოს საქონლის მესა­კუთრეს ან/და მფლობელს სატვირთო-საბაჟო დეკლა­რაციის ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლით დროებითი შენახვის განაცხადის, საქონლის რაოდენობის, წარმოშობის, ხარისხის დამადას­ტურებელი დოკუმენტების ასლები და უზრუნ­ველ­ყოს მათი შენახვა. ნებართვის მფლობელი პასუხის­მგებელია საქონელს ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე წარმოებული ყველა ოპერაციის შესახებ მონაცემის სიზუსტისათვის. 3. ნებართვის მფლობელსა და საწყობში საქონლის შემნახველ პირებს შორის ურთიერთობა რეგულირდება სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე. ხელ­შეკ­რუ­ლება იდება წერილობითი ფორმით. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე მხოლოდ საბაჟო დეპარტამენტის მიერ. თავი IV სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, სანებართვო პირობების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა და ნებართვის გაუქმება     მუხლი 10🔗 1. საბაჟო დეპარტამენტი უფლებამოსილია ინდივი­დუა­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორ­ციე­ლოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონით დადგენილი სანებართვო პირობებისა და ამ ინსტრუქ­ციით განსაზ­ღვრული ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი. საბაჟო დეპარტამენტი კონ­ტროლს ახორციელებს შერჩევითი შემოწმების მეთოდით. 2. საბაჟო დეპარტამენტის მიერ ამ მუხლის პირ­ველი პუნქტით განსაზღვრული კონტროლი ხორციელ­დება შესაბამისი საბაჟო ორგანოს საშუალე­ბით. აღნიშნული არ ართმევს უფლებას საბაჟო დეპარ­ტამენტს თვითონ შეამოწმოს სანებართვო პირობები, სადაც სავალდებულო წესით მონაწილეობს შესაბამისი საბაჟო ორგანო. 3. შესაბამისი საბაჟო ორგანო სანებართვო პი­რობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვ­ნებლივ წარუდგენს საბაჟო დეპარტამენტს სათანადო ინფორმაციას სანებართვო პირობების დარღვევისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებ­ლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. 4. ნებართვის გაუქმების შემთხვევაში სანებართვო მოწმობა საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაუბრუნდეს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.     მუხლი 11🔗 1. ნებართვის გაუქმების შედეგად შესაბამისი საბაჟო ორგანო, საწყობის მფლობელი ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ან/და მესაკუთრე ვალდებულია დაასრულოს მასსა და დამსაწყობებელს შორის წარმო­შობილი სამართლებრივი ურთიერთობები საბაჟო კო­დექ­სით დადგენილი წესით. 2. ნებართვის მოქმედების ვადამდე ნებართვის გაუქმების შემთხვევაში სათანადო საბაჟო ორგანო ვალდებულია გაუწიოს ორგანიზება შესაბამის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას ან საქონლის გადატანას სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებარ­თვის მფლობელის საწყობში. სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობ­ში გადატანის შემთხვევაში დამსაწყობებელს (საქონლის მესაკუთრეს, მფლობელს ან მათ მიერ უფლება­მო­სილ პირს) უფლება აქვს საქონლის გადატანის ხარჯების ანაზღაურება მოსთხოვოს საწყობის მფლობელს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულების მიზნით საბაჟო წერილობითი ფორმით (რომე­ლიც იგზავნება დაზღვეული ფოსტით) ატყობი­ნებს დამსაწყობებელს საქონლის სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობ­ში ან შესაბამის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამო­ყენების ვალდებულების შესახებ. რეგიონალური საბაჟოს მიერ დადგენილ ვადაში (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს) დამსაწყობებლის მიერ საქონლის გაუტანლობისას დამსაწყობებელს ეკისრება პასუხის­მგებ­ლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. საწყობში არსებულ საბაჟო კონტროლზე აყვანილ ტვირთზე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულება ეკისრება საწყობის მფლობელს, ვადის ამოწურვის შემდეგ – დამსაწყობებელს. თავი V პასუხისმგებლობა საწყობების საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და ნორმების დარღვევისათვის     მუხლი 12🔗 ამ ინსტრუქციის წესებისა და მოთხოვნების დარ­ღვევა ნებართვის მფლობელის მიერ გამოიწვევს პას­უხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი VI გარდამავალი დებულებები     მუხლი 13🔗 ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი, რომელსაც ნებარ­თვა მოპოვებული აქვს ამ დადგენილების ამოქმედებამ­დე, ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ დადგენი­ლებით გათვალის­წინებული მოთხოვნები დადგენილების ამოქმედებიდან 3 თვეში. დანართი №1 საწყობში განთავსებული საქონლის აღწერის ფორმა № მოთავსების თარიღი, აღრიცხვის მოწმობის ნომერი და D ნომერი საწყობში განთავსების ადგილის (ღია მოედანი ან/და სათავსი), სათავსის №, ლუქის № საქონლის დასახელე­ბა და სასაქონ­ლო კოდი ადგილის რაოდენო­ბა და წონა ან ოდენობა  (ბრუტო), ზომის ერთეული საქონლის თანმხლები დოკუმენტების ნომერი, კლასიფიკატორის მიხედვით/ინდივიდუალური ნომერი და თარიღი განაცხადის № ან სსდ-ს № და კონტროლზე აყვანის თარიღი დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დამადასტუ­რებელი დოკუმენტის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის დამადასტუ­რე­ბე­ლი მიღება-ჩაბარების აქტის ნომერი და თარიღი საწყობიდან გაშვების თარიღი სსდ-ს № ან/და აღრიცხვის მოწმობის № საწყობიდან ნაშთი საქონლის კონტროლ­ზე ყოფნის ვადა საქონლის მესაკუთრე, მფლობელი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი საქონელსა ან/და სატ­რანს­პორტო საშუალე­ბაზე წარმოებული ყველა ოპერაციის და­სახელება და თარიღი შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11. 12. 13. 14. 15.     დანართი №2 ყოველკვარტალური ანგარიში საწყობში შენახული საქონლის შესახებ ----------წლის ---------კვარტალი № მოთავსების თარიღი, აღრიცხვის მოწმობის ნომერი და ნომერი საწყობში განთავსების ადგილი (ღია მოედანი ან/და სათავსი), სათავსის №, ლუქის № განაცხადის № ან სსდ-ს № და კონტროლზე აყვანის თარიღი დანიშნულების ადგილ­ზე გამოცხადების და­მა­დას­ტურებელი დოკუ­მენტის საბაჟო ორგა­ნო­სათვის გადაცემის დამადასტურე­ბელი მიღება-ჩაბარების აქტის № და თარიღი საქონლის დასახელე­ბა სასაქონლო კოდი რაოდენობა მოთავსებისას (ბრუტო), ზომის ერთეული საწყობიდან გაშვებისას სსდ-ს № ან/და აღრიცხვის მოწმობის ნომერი და თარიღი საქონლის რაოდენობა საწყობიდან გატანისას (ბრუტო), ზომის ერთეული ნაშთი საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა საქონლის მესაკუთრე, მფლობელი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი საქონელსა ან/და სატრან­სპორტო საშუალებაზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 საწყობის საქმიანობის ნებართვის                                      უფლებამოსილი პირის თანამდებობა მფლობელი პირის სახელწოდება                     -----------------------------------------------------                    ------------------------------------------- ------------------------------------------------------                              სახელი, გვარი ------------------------------------------- ----------------------------------------------------                            ---------------------------- ხელმოწერა                                                                       ბ.ა. „   “ ----------------- 200--- წ.    საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის                                     ხელმოწერა                                                                       ბ.ა. „   “ ----------------- 200--- წ.   დანართი #3 საწყობში განთავსებული ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის აღწერის ფორმა № მოთავსების თარიღი, აღრიცხვის მოწმობის ნომერი და  ნომერი ნავთობის მსუბუქი, სა­შუალო, მძიმე დისტი­ლა­ტის დასახელე­ბა და სასაქონ­ლო კოდი რეზერვუარის № და პრო­დუქტის რაოდე­ნობა საქონლის თანმხლები დოკუმენტების ნომერი კლასიფიკატორის მი­ხედვით/ინდივიდუალური ნომერი და თარიღი განაცხადის № ან სსდ-ს № და კონტროლზე აყვანის თარიღი დანიშნულების ადგილ­ზე გამოცხადების და­მა­დასტურებელი დო­კუმენტის საბაჟო ორ­გა­ნოსათვის გადაცემის დამადასტურებელი მი­ღება-ჩაბარების აქტის ნომერი და თარიღი საწყობიდან გაშვების თარიღი სსდ-ს № ან/და აღრიცხვის მოწმობის ნომერი ნაშთი საქონლის კონტროლ­ზე ყოფნის ვადა საქონელზე წარმოებუ­ლი ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11. 12. 13. 14. 15. დანართი №4 ყოველკვარტალური ანგარიში საწყობში შენახული ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის შესახებ --------- წლის -------- კვარტალი № მოთავსების თარიღი, აღრიცხვის მოწმობის ნომერი და ნომერი რეზერვუარის №, ლუქის № განაცხადის № ან სსდ-ს № და კონტროლზე აყვანის თარიღი დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დამადას­ტურებელი დოკუმენტის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის დამადასტუ­რებელი მიღება-ჩაბარების აქტის ნომერი და თარიღი საქონლის დასახელე­ბა საქონლის კოდი რაოდენობა მოთავსების (ბრუტო), ზომის ერთეული საწყობი­დან გაშვებისას სსდ-ს № ან/და აღრიცხვის მოწმობის № და თარიღი საქონლის რაოდენობა საწყობიდან გატანისას (ბრუტო), ზომის ერთეული ნაშთი საქონლის კონტროლ­ზე ყოფნის ვადა საქონლის მფლობელი, მესაკუთრე ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი საქონელსა ან/და სატრან­სპორტო საშუალებაზე წარმოებუ­ლი ყველა ოპერაციის და­სახელება და თარიღი შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. საწყობის საქმიანობის ნებართვის                                      უფლებამოსილი პირის თანამდებობა მფლობელი პირის სახელწოდება                     ------------------------------------------------------              ------------------------------------------- ------------------------------------------------------                    სახელი, გვარი -------------------------------------------                                                        ---------------------------- ხელმოწერა                                                                       ბ.ა. „  “ ----------------- 200--- წ. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის                           ხელმოწერა                                                                    ბ.ა. „   “----------------- 200--- წ.