საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 03.10.2005
ძალის დაკარგვა 24.11.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №815
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 116, 04/10/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 04.07.2005
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №815
2005 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე
1. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული:
ა) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულება (დანართი №1);
ბ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დებულება (დანართი №2);
გ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულება (დანართი №3);
დ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება (დანართი №4).
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 4 ივლისის №570 ბრძანებულება „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე”.
მ. სააკაშვილი
დანართი №1
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის (შემდგომში – აპარატი) სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აპარატის საქმიანობის უზრუნველყოფა დამნაშავეობასთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ანტიკორუფციული პოლიტიკის, სამართალდაცვის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის სფეროში. ასევე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი და შიდა კონფლიქტების მოწესრიგების სტრატეგიის შემუშავება.
2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური შეთანხმება, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს ორგანული კანონი „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“, საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ხელი შეუწყოს საქართველოს პრეზიდენტისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობას, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის საქმიანობას, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის კოორდინაციასა და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლს.
2. დეპარტამენტი კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს სამართალდაცვის და სპეციალური სამსახურების საქმიანობას, აგრეთვე სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას სახელმწიფო უშიშროების, სამართალდაცვის, კორუფციასთან ბრძოლის, შიდა კონფლიქტების მოწესრიგების, ადამინის უფლებათა დაცვისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სხვა სფეროებში, რისთვისაც იგი:
ა) განახორციელებს ქვეყნის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის, აგრეთვე შიდა საფრთხის ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების შეფასებასა და პროგნოზირებას;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ქვეყნის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ;
გ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
დ) ახორციელებს ქვეყნის სახელმწიფო უშიშროების, კორუფციასა და სხვა სახის დამნაშავეობასთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში შესაბამისი სამართალდაცვისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას;
ე) ახორციელებს ქვეყნის სამართალდაცვისა და სპეციალური სამსახურების მიერ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლს;
ვ) კოორდინაციას უწევს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებს და სახელმწიფოს მიერ ანტიკორუფციული ხასიათის ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს;
ზ) ხელს უწყობს სახელმწიფოს ერთიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის ფორმირებას და აწარმოებს მისი შემდგომი იმპლემენტაციის მონიტორინგს;
თ) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას, საჭიროების შემთხევევაში მათ წარდგენას საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისათვის, საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
კ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავალების, ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების პროექტებს და ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა აღსრულების მდგომარეობის შეფასებასა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას;
ლ) ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების პროექტებს უშიშროებისა და სამართალდაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობის პირთათვის სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;
მ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავალებით, საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად, განიხილავს სპეციალური სამსახურებისა და სამართალდაცვის ორგანოების მიმართვებსა და წერილებს;
ნ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათაშორის თანამშრომლობას;
ო) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ქვეყანაში არსებული კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;
პ) ახორციელებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს;
ჟ) მონაწილეობს ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების სტრატეგიის შემუშავებაში.
3. დეპარტამენტი დაკისრებულ ამოცანათა შესრულებისას სამსახურებრივად ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის იმ მოადგილის წინაშე, რომელსაც კომპეტენციის სფეროდ განსაზღვრული აქვს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის იმ მოადგილის წინაშე, რომელსაც კომპეტენციის სფეროდ განსაზღვრული აქვს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, ახორციელებს დეპარტამენტის თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად;
გ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან შეთანხმებით დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის თანამშრომელთა კანდიდატურებს;
დ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ კორესპონდენციას;
ვ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან საინფორმაციო მასალები და დოკუმენტები;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
თ) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის იმ მოადგილის ცალკეულ დავალებებს, რომელსაც კომპეტენციის სფეროდ განსაზღვრული აქვს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი.
4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს 2 (ორი) მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით.
5. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, მის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
6. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებისა და დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
1. სამართალდაცვისა და სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის განყოფილება (შემდგომში – განყოფილება), რომელიც თავისი ფუნქციონალური მოვალეობიდან გამომდინარე:
ა) ახორციელებს დამნაშავეობასთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას;
ბ) მონაწილეობს სამართალდაცვის სისტემის რეფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში;
გ) ახორციელებს ქვეყანის მასშტაბით სამართალდარღვევათა მონიტორინგს, რისთვისაც გამოითხოვს სათანადო ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურიდან, სპეციალური სამსახურებიდან, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროდან, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციიდან;
დ) ამზადებს პრეზიდენტის საინფორმაციო და ანალიტიკურ მასალებს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
ე) ახორციელებს სახელმწიფო უშიშროების, დამნაშავეობასთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას;
ვ) აკონტროლებს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ დავალებათა შესრულებას სამართალდაცვისა და სპეციალური სამსახურების მიერ;
ზ) სამართალდაცვისა და სპეციალური სამსახურებიდან გამოითხოვს შესაბამისი უწყებების რეფორმის კონცეფციებს. ატარებს ანალიზსა და მოსმენებს ფუნქციათა დუბლირებისა და კომპეტენციის აღრევის გამოსარიცხად;
თ) ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტებს უშიშროებისა და სამართალდაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრულ თანამდებობის პირთათვის სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;
ი) განიხილავს საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს მთავრობაში წარმოდგენილ, ქვეყნის უშიშროებასთან, სამართალდაცვის ორგანოებთან და სპეციალურ სამსახურებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტებს;
კ) განიხილავს და პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად ამზადებს სპეციალური სამსახურებისა და სამართალდაცვის ორგანოების წერილებსა და მიმართვებს.
2. შიდა კონფლიქტების მოწესრიგების განყოფილება (შემდგომში – განყოფილება), რომელიც თავისი ფუნქციონალური მოვალეობიდან გამომდინარე:
ა) ხელს უწყობს საქართველოში არსებული შიდა კონფლიქტების მოწესრიგებას, რისთვისაც მონაწილეობს ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების სტრატეგიის შემუშავების პროცესში;
ბ) ახორციელებს კონფლიქტების მოწესრიგების კონცეპტუალური გეგმებისა და რეკომენდაციების შემუშავებას საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისათვის;
გ) მონაწილეობს შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობაში;
დ) ურთიერთობა აქვს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს სათანადო ინფორმაციას;
ე) პერიოდულად ამზადებს ანალიზს საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ.
3. ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილება (შემდგომში – განყოფილება), რომელიც თავისი ფუნქციონალური მოვალეობიდან გამომდინარე:
ა) ახორციელებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს;
ბ) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით შეიმუშავებს გადაუდებელ ორგანიზაციულ ღონისძიებებს;
გ) ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ეროვნული უშიშროების საბჭოზე განსახილველად ამზადებს შესაბამის საკითხებს;
დ) მონაწილეობს მოხსენებების მომზადებაში გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებში წარსადგენად ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების შესახებ;
ე) თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან, საქართველოს სახალხო დამცველთან, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ვ) განიხილავს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღებულ ინფორმაციებს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისთვის მოსახსენებლად ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ზ) ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემათა ორგანიზაციულ-მეთოდოლოგიური უზრუნველყოფას;
თ) საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემოწმებისა და ანალიზის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, ამზდებს უშიშროების საბჭოსთვის წარსადგენად სათანადო დასკვნებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ი) ამზადებს და მართავს შეხვედრებს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
კ) წარუდგენს ხელმძღვანელობას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტებს, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემათა შესახებ მეცნიერული კვლევის შედეგებსა და რეკომენდაციებს;
ლ) ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით ახორციელებს დროებითი დაკავებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა საქმიანობის მონიტორინგსა და აღნიშნულ საკითხებზე შესაბამისი თანამდებობის პირთა ანგარიშების მოსმენას;
მ) რეგულარუად აწვდის ხელმძღვანელობას ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობისა და ამ მიზნით გაწეული საქმიანობის შესახებ.
4. ანტიკორუფციული პოლიტიკის განყოფილება (შემდგომში – განყოფილება), რომელიც თავისი ფუნქციონალური მოვალეობიდან გამომდინარე:
ა) აანალიზებს სხვადასხვა სფეროში არსებულ სიტუაციას და ამზადებს რეკომენდაციებს ამა თუ იმ სისტემაში კორუფციის დონის შემცირებისა და კორუფციული მექანიზმების მოშლის მიზნით;
ბ) უშუალოდ მონაწილეობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის ფორმირებაში;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფების (კომისიების) შექმნის თაობაზე, რომლებიც შეიმუშავებენ ანტიკორუფციული ხასიათის კონცეპტუალურ დოკუმენტებს (როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული ხასიათის) და კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას;
დ) აწარმოებს პერმანენტულ მონიტორინგს შესაბამისი უწყებების მიერ გაწეულ საქმიანობაზე საქართველოს მიერ ანტიკორუფციული ხასიათის ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს მათი შესრულების კონკრეტულ გეგმას;
ე) მოიპოვებს ინფორმაციას კორუფციასთან მებრძოლი სახელმწიფო უწყებებიდან, აანალიზებს მათ საქმიანობას, ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს და ამზადებს რეკომენდაციებს მათი მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისათვის;
ვ) მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორც ანტიკორუფციული პროპაგანდის თვალსაზრისით, ისე უშუალოდ ანტიკორუფციული საქმიანობის კუთხით.
მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
დანართი №2
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის (შემდგომში – აპარატი) თავდაცვის განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას, რისთვისაც ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობისა და ქვეყნის თავდაცვის განმტკიცების ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების კოორდინაციას, სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის საქმიანობის ხელშეწყობას, თავდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენების ანალიზსა და მისი განვითარებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას.
2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულება, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ხელი შეუწყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას, განახორციელოს ამ მიმართულებით მიმდინარე მოვლენების შეფასება, ანალიზი და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები, რისთვისაც იგი:
ა) ახორციელებს სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში ქვეყნის უსაფრთხოების არსებული გარემოს შეფასებას, საფრთხეებისა და გამოწვევების ანალიზს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ;
გ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას ქვეყნის თავდაცვის, სამხედრო, სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო-ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით;
დ) ახორციელებს სამხედრო, სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო-ტექნიკურ სფეროებში ქვეყნის შესაბამისი სამსახურების საქმიანობისა და ამ სფეროში მიმდინარე ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების კოორდინაციას, მონიტორინგსა და ანალიზს;
ე) ახორციელებს ქვეყნის სამხედრო სამრეწველო-სამეცნიერო და სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის სახელმწიფო კომპლექსების ფუნქციონირების, მატერიალური რეზერვებისა და ეკონომიკის სამობილიზაციო მზადყოფნასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე, ზემოაღნიშნული კომპლექსის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და მისი რეალიზაციის საკითხების კოორდინაციას;
ვ) ახორციელებს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, აგრეთვე ქვეყანაში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას და მონიტორინგს;
ზ) ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათა-შორისო კომისიისა და ამ კომისიასთან არსებული ექსპერტთა თუ მიზნობრივი ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას;
თ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მონაწილეობს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შექმნილი მუდმივი და დროებითი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობის წარმართვასა და ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში;
ი) საქართველოს პრეზიდენტის დავალების შესაბამისად მონაწილეობას იღებს ქვეყანაში საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში;
კ) ახორციელებს ქვეყნის სამხედრო ძალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლს;
ლ) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას, საჭიროების შემთხევევაში, მათ წარდგენას საქართველოს პრეზიდენტისათვის;
მ) თავისი კომპეტენციის სფეროში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ნ) საქართველოს პრეზიდენტის დავალების, ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტებს და ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა აღსრულების კონტროლს;
ო) ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტებს თავდაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა დანიშვნის, გათავისუფლების, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;
პ) საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად განიხილავს სამხედრო ძალებში შემავალი უწყებების მიმართვებსა და წერილებს და წარადგენს რეკომენდაციებს;
ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათა შორის თანამშრომლობის ორგანიზებაში.
2. დეპარტამენტი დაკისრებულ ამოცანათა შესრულებისას სამსახურებრივად ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის იმ მოადგილის წინაშე, რომელსაც კომპეტენციის სფეროდ განსაზღვრული აქვს თავდაცვის განვითარების დეპარტამენტი.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის იმ მოადგილის წინაშე, რომელსაც კომპეტენციის სფეროდ განსაზღვრული აქვს თავდაცვის განვითარების დეპარტამენტი.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად, ახორციელებს დეპარტამენტის თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის თანამშრომელთა კანდიდატურებს;
გ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ კორესპონდენციას;
ე) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
ვ) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით.
5. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
6. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
7. დეპარტამენტში, საშტატო განრიგის შესაბამისად, შეიძლება დაინიშნონ სამხედრო მოსამსახურეები შესაბამისი უწყების კადრში დატოვებით.
8. დეპარტამენტში მომუშავე სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით სამხედრო მოსამსახურეთათვის დაწესებული ყველა დანამატი, შეღავათი და კომპენსაცია.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
1. თავდაცვის საკითხთა განყოფილება, რომლის დანიშნულებაა:
ა) განახორციელოს სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში ქვეყნის უსაფრთხოების არსებული გარემოს შეფასება, საფრთხეებისა და გამოწვევების ანალიზი და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
ბ) შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ;
გ) განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციული და ანალიტიკური უზრუნველყოფა ქვეყნის თავდაცვის, სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით;
დ) განახორციელოს სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკურ სფეროებში ქვეყნის შესაბამისი სამსახურების საქმიანობისა და ამ სფეროში მიმდინარე ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების კოორდინაცია, მონიტორინგი და ანალიზი;
ე) საქართველოს პრეზიდენტის დავალების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შექმნილი მუდმივი და დროებითი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობის წარმართვასა და ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის დავალების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ქვეყანაში საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში;
ზ) განახორციელოს ქვეყნის სამხედრო ძალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლი;
თ) განახორციელოს შესაბამისი სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, ხოლო საჭიროების შემთხევევაში, მათი საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;
ი) თავისი კომპეტენციის სფეროში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს წარუდგინოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებები და რეკომენდაციები;
კ) საქართველოს პრეზიდენტის დავალების, ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტები და განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა აღსრულების კონტროლი;
ლ) მოამზადოს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტები თავდაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა დანიშვნის, გათავისუფლების, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;
მ) საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად განიხილოს სამხედრო ძალებში შემავალი უწყებების მიმართვები და წერილები და წარადგინოს რეკომენდაციები;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათაშორის თანამშრომლობის ორგანიზებაში.
2. სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება, რომლის დანიშნულებაა:
ა) განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციული და ანალიტიკური უზრუნველყოფა სამხედრო-ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) განახორციელოს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში ქვეყნის შესაბამისი სამსახურების საქმიანობისა და ამ სფეროში მიმდინარე ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების კოორდინაცია, მონიტორინგი და ანალიზი;
გ) განახორციელოს ქვეყნის სამხედრო სამრეწველო-სამეცნიერო და სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის სახელმწიფო კომპლექსების ფუნქციონირების, მატერიალური რეზერვებისა და ეკონომიკის სამობილიზაციო მზადყოფნასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე ზემოაღნიშნული კომპლექსის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და მისი რეალიზაციის საკითხების კოორდინაცია;
დ) განახორციელოს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, აგრეთვე ქვეყანაში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია და მონიტორინგი;
ე) განახორციელოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათშორისი კომისიისა და ამ კომისიასთან არსებული ექსპერტთა თუ მიზნობრივი ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის დავალების შემთხვევაში განახორციელოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შექმნილი მუდმივი და დროებითი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობის წარმართვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ზ) განახორციელოს ქვეყნის სამხედრო ძალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლი;
თ) განახორციელოს შესაბამისი სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, ხოლო საჭიროების შემთხევევაში მათი წარდგენა საქართველოს პრეზიდენტისათვის;
ი) თავისი კომპეტენციის სფეროში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებები და რეკომენდაციები;
კ) საქართველოს პრეზიდენტის დავალების, ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტები და განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა აღსრულების კონტროლი;
ლ) საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად განიხილოს სამხედრო ძალებში შემავალი უწყებების მიმართვები და წერილები და წარადგინოს რეკომენდაციები;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათა შორის თანამშრომლობის ორგანიზებაში.
მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
დანართი №3
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის (შემდგომში – აპარატი) საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის განსაზღვრის ხელშეწყობა, რეკომენდაციების შემუშავება და ამ სფეროში სახელმწიფო სტრუქტურების ურთიერთქმედების ორგანიზება და მისი განხორციელების კოორდინაცია. დეპარტამენტი ასევე კოორდინაციას უწევს ევროპის გაერთიანებასა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ); ახორციელებს საერთაშორისო დახმარებებისა და ქვეყანაში მიმდინარე ყველა იმ პროგრამის, საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის, ქვეყნის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მონიტორინგს, რაც დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთან. დეპარტამენტი აგრეთვე კოორდინაციას უწევს შესაბამისი უწყებების საქმიანობას ქვეყნის ეკონომიკური, ენერგეტიკული და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. დეპარტამენტი მონაწილეობს აღნიშნულ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამის უწყებათა რეფორმირების პროცესში. დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფოს საერთაშორისო და შიდა ეკონომიკური პროგრამებითა და პროექტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.
2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, კონსტიტუციური შეთანხემება, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულება, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ხელი შეუწყოს სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის განსაზღვრას, რეკომენდაციების შემუშავებას, ამ სფეროში სახელმწიფო სტრუქტურების ურთიერთქმედების ორგანიზებასა და მისი განხორციელების კოორდინაციას, რისთვისაც იგი:
ა) მონაწილეობს სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავებაში;
ბ) ახორციელებს საგარეო-პოლიტიკურ სფეროში მიმდინარე მოვლენათა ანალიზსა და რეკომენდაციების შემუშავებას, აგრეთვე საგარეო-პოლიტიკურ სფეროში სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაციას;
გ) ახორციელებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ევროპულ გაერთიანებებში ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზს;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების მიზნით;
ე) ახორციელებს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პროცესების ანალიზს;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოში უცხო ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიური წარმომადგენლობებთან;
ზ) მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტის საზღვარგარეთ ვიზიტების მომზადებაში;
თ) მონაწილეობს ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სტრატეგიულ მილსადენებთან დაკავშირებული საკითხებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამის უწყებათა რეფორმირების პროცესში;
ი) ახორციელებს სახელმწიფოს შიდა და საერთაშარისო ეკონომიკური პროგრამებითა და პროექტებით განპირობებული ვალდებულებების მონიტორინგს;
კ) ამზადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე განსახილველად ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სტრატეგიულ მილსადენებთან და ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს;
ლ) მონაწილეობს ქვეყნის ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში;
მ) უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობისა და გაზის სტრატეგიული მილსადენების ექსპლუატაციასთან და ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის რეზოლუციების (დავალებების) მომზადებას;
ნ) ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ცალკეულ დავალებებს.
2. დეპარტამენტი დაკისრებულ ამოცანათა შესრულებისას სამსახურებრივად ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის იმ მოადგილის წინაშე, რომელსაც კომპეტენციის სფეროდ განსაზღვრული აქვს საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტი.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის იმ მოადგილის წინაშე, რომელსაც კომპეტენციის სფეროდ განსაზღვრული აქვს საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტი.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, ახორციელებს დეპარტამენტის თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად;
გ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის თანამშრომელთა კანდიდატურებს;
დ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ კორესპონდენციას;
ვ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან საინფორმაციო მასალები და დოკუმენტები;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
თ) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით.
5. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
6. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ამოცანები
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
1. საერთაშორისო უსაფრთხოების განყოფილება, რომლის ძირითადი დანიშნულებაა:
ა) სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) საგარეო-პოლიტიკურ სფეროში მიმდინარე მოვლენათა ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
გ) საგარეო-პოლიტიკურ სფეროში სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია;
დ) საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ევროპულ გაერთიანებებში ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი;
ე) ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების მიზნით წინადადებების შემუშავება და ანალიზი;
ვ) ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პროცესების ანალიზი;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში უცხო ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა;
თ) ევროპის გაერთიანებასა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ) კოორდინაციის გაწევა;
ი) ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო დახმარებებისა და ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროგრამის, საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის, ქვეყნის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მონიტორინგის განხორციელება.
2. ეკონომიკური უსაფრთხოების განყოფილება, რომლის ძირითადი დანიშნულებაა:
ა) სახელმწიფოში ეკონომიკური, სატრანსპორტო-ენერგეტიკული და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობისა და გაზის მილსადენების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;
ბ) ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მილსადენთან დაკავშირებული საკითხებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამის უწყებათა რეფორმირების პროცესში მონაწილეობა;
გ) სახელმწიფოს შიდა და საერთაშორისო ეკონომიკური პროგრამებითა და პროექტებით განპირობებული ვალდებულებების მონიტორინგის განხორციელება;
დ) ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე განსახილველად ქვეყნის ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მილსადენთან დაკავშირებული საკითხებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საკითხების მომზადება;
ე) ქვეყნის ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მონაწილეობა;
ვ) ქვეყნის ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობისა და გაზის მილსადენების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის რეზოლუციების (დავალებების) მომზადების უზრუნველყოფა.
მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
დანართი №4
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის (შემდგომში – აპარატი) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა აპარატის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს საფინანსო-სამეურნეო, საკადრო, იურიდიულ და საქმისწარმოების ფუნქციებს. დეპარტამენტი ახორციელებს აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზებას, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაციას, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის საკონტროლო დავალებათა შესრულებას, აწესებს კონტროლს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე.
2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულება, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) აპარატის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა;
ბ) აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფა;
გ) აპარატის ადმინისტრაციულ სართულზე მუშაობის რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
დ) აპარატის თანამშრომელთა სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა;
ე) აპარატში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ვ) ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზება;
ზ) ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის რეზოლუციების (დავალებების) მომზადება;
თ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ი) საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაცია;
კ) საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში-ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სახელზე შემოსული კორესპონდენციის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისათვის მოხსენება, რეზოლუციების, ბრძანებების მომზადება, კლასიფიცირება, შემსრულებლებისათვის მიწოდება-დაყვანა და მათი შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
ლ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე კონტროლის დაწესება;
მ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე მუშაობის გასაცემი ნებართვის მომზადების უზრუნველყოფა;
ნ) აპარატში მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა;
ო) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ დანიშნული თათბირების მომზადება და ჩატარების უზრუნველყოფა;
პ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, აპარატის თანამშრომელთა სახელფასო და სამივლინებო თანხებით უზრუნველყოფა;
ჟ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის უშუალო გადაწყვეტილებით აპარატის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების უზრუნველყოფა;
რ) აპარატში საკადრო საკითხთა გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
ს) აპარატის სამეურნეო საქმიანობის წარმოება.
2. დეპარტამენტი დაკისრებულ ამოცანათა შესრულებისას სამსახურებრივად ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის იმ მოადგილის წინაშე, რომელსაც კომპეტენციის სფეროდ განსაზღვრული აქვს ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის იმ მოადგილის წინაშე, რომელსაც კომპეტენციის სფეროდ განსაზღვრული აქვს ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, ახორციელებს დეპარტამენტის თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად;
გ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის თანამშრომელთა კანდიდატურებს;
დ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ე) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს აპარატში დასანიშნ შტატგარეშე მოსამსახურეებთან და მოწვეულ სპეციალისტებთან;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ კორესპონდენციას;
ზ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან საინფორმაციო მასალები და დოკუმენტები;
თ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
ი) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით.
5. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
6. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ამოცანები
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
1. საორგანიზაციო, იურიდიულ საკითხთა და კადრების განყოფილება, რომლის დანიშნულებაა:
ა) აპარატის საორგანიზაციო საკითხთა გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
ბ) ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზება;
გ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
დ) აპარატში მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა;
ე) აპარატის თანამშრომელთათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა და სასამართლო ორგანოებში აპარატის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა;
ვ) აპარატის საკადრო საკითხთა გადაწყვეტის უზრუნველყოფა.
2. საფინანსო-სამეურნეო განყოფილება, რომლის დანიშნულებაა:
ა) აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებით, სამივლინებო ხარჯებით, საოფისე და საკანცელარიო ინვენტარით უზრუნველყოფა;
ბ) საფინანსო დოკუმენტაციის წარმოება;
გ) აპარატის სამეურნეო საქმიანობის წარმოება;
დ) აპარატის თანამშრომელთა სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა;
ე) აპარატზე რიცხული ტექნიკისა და ინვენტარის აღრიცხვა;
ვ) აპარატისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების უზრუნველყოფა.
3. საქმისწარმოებისა და საიდუმლოების დაცვის განყოფილება, რომლის დანიშნულებაა:
ა) აპარატში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ბ) აპარატში შემოსულ კორესპონდენციაზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის შესაბამისი რეზოლუციების მომზადება;
გ) საიდუმლოების დაცვის რეჟიმის უზრუნველყოფა;
დ) ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ოქმების წარმოება და რეგისტრაცია;
ე) საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის შესაბამისი გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაცია;
ვ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე კონტროლის დაწესება;
ზ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე მუშაობის გასაცემი ნებართვის მომზადების უზრუნველყოფა;
თ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე მომუშავეთათვის ინსტრუქტაჟის ჩატარება;
ი) აპარატში შემოსული კორესპონდენციის საფუძველზე საინფორმაციო ბაზის შექმნა და საკონტროლო დავალებების შესრულების მიმდინარეობის კონტროლის უზრუნველყოფა.
მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.