საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2581
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.001.355
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 23, 12/08/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლიდ 24 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 67–69-ე ნაწილები:

„67. 2004 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 იანვრამდე სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ამოღების ადმინისტრირების ორგანიზება და „სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჯარიმებისა და საურავების დარიცხვა განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა.

68. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2003 წლის 1 ოქტომბრამდე შეიმუშაონ და დაამტკიცონ სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანების ანგარიშსწორების წესი და ფორმები.

69. ამ კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი და IX კარი ამოღებულ იქნეს 2004 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 23 ივლისი.

№2581–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.07.2003.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 23.07.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2581. სარეგისტრაციო კოდი — 200.000.000.05.001.001.355.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.07.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“, №2581, 23.07.2003, სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.001.355 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12838/