⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.07.2007)
გაუქმებულია:

პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 27.05.2005
ძალის დაკარგვა 10.07.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №90
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 64, 27/05/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,008 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.05.2005 მიღება
10.07.2007 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:28.35pt 56.7pt 45.35pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №90 2005 წლის 27 მაისი ქ. თბილისი პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობა ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების პროცესში პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს პროფესიული განათლების განვითარებას, როგორც ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ბერკეტს. ეკონომიკის, განათლებისა და დასაქმების სფეროებში მიმდინარე ცვლილებები განაპირობებენ პროფესიული განათლების საკითხებზე შრომის ბაზრის სტრუქტურებთან, დამსაქმებლებთან სოციალური დიალოგის, სოციალური პარტნიორობის განვითარების აუცილებლობას. საზოგადოების ფართო ფენების პროფესიული განათლება, მომზადება-გადამზადება და უწყვეტი განათლების პირობების შექმნა სცილდება ვიწროუწყებრივ ჩარჩოებს, წარმოადგენს სოციალური პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს, ადამიანური რესურსების განვითარებისა და ეკონომიკის წინსვლის ხელშემწყობ ფაქტორს. ამასთანავე ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს პროფესიული განათლების ინტეგრაციის პერსპექტივა აუცილებელს ხდის ბოლონიის დეკლარაციის საფუძველზე კოპენჰაგენის  პროცესის ფარგლებში აღიარებული მთელი რიგი ძირითადი პრინციპების თანამიმდევრულად განხორციელებას. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის  შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „დ” და „პ” ქვეპუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე: 1. შეიქმნას პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ვლადიმერ ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი გაბაშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ალექსანდრე ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ელგუჯა მელაძე – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი არჩილ სამადაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკისა და სტრატეგიის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ირაკლი ტუღუში – საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ლევან ფერაძე – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ირინა ხანთაძე – საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის თავმჯდომარე. 2. კომისიამ 2005 წლის 20 ივნისამდე შეიმუშაოს და მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგინოს პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის განვითარების სამოქმედო გეგმა. 3. დამტკიცდეს პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება. 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი           ზ. ნოღაიდელი პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის სამთავრობო კომისიის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება პროფესიული განათლების სფეროში სოციალური  პარტნიორების – სახელმწიფოს, დამსაქმებლების, პროფესიული კავშირებისა და არასამთავრობო სექტორის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით. 2. კომისია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების საფუძველზე.     მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანები კომისიის ძირითადი ამოცანებია: ა) განავითაროს პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიის, შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად; ბ) ხელი შეუწყოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის პროფესიული განათლებისა და მომზადების მექანიზმის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის მიერ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ხარისხიანი პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას, პროფესიულ-საგანმანათლებლო მომსახურების კავშირს ეკონომიკასთან; გ) შეიმუშაოს სახელმწიფო და რეგიონალურ დონეებზე პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის მოდელი და შესაბამისი სამოქმედო გეგმა.     მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებანი 1. კომისია უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას წარუდგინოს: ა) წინადადებები პროფესიულ განათლებაში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბების თაობაზე; ბ) სახელმწიფო და რეგიონალურ დონეებზე პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის მოდელი და შესაბამისი სამოქმედო გეგმა; გ) წინადადებები ტერიტორიული და დარგობრივი პრინციპების გათვალისწინებით სახელმწიფო და რეგიონალურ დონეებზე პროფესიულ განათლებაში შრომის ბაზრის შეფასებისა და პროგნოზირების საფუძველზე სპეციალისტთა მომზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის ერთიანი საკვანძო მექანიზმის შექმნის შესახებ; დ) წინადადებები პროფესიულ განათლებაში დამსაქმებელთა ინტერესების გათვალისწინების სისტემის შექმნის თაობაზე; ე) წინადადებები სახელმწიფოს, დამსაქმებლებსა და პროფესიულ კავშირებს შორის გენერალურ შეთანხმებებში პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის განვითარების საკითხთა გათვალისწინების თაობაზე. 2. კომისია უფლებამოსილია: ა) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები და შექმნას სამუშაო ჯგუფები; ბ) საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის საჭირო ყველა სახის ინფორმაცია; გ) განსაზღვროს კომისიის მუშაობის რეგლამენტი; დ) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.     მუხლი 4🔗. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი 1. კომისია არის კოლეგიური ორგანო. იგი გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის სხდომაზე დასკვნების სახით. 2. კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მისი დავალების შესაბამისად – თავმჯდომარის მოადგილე. 3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 5. კომისიის სხდომების დღის წესრიგს სამდივნოს წარდგინებით ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. 6. კომისიის შეკრების წესი და ორგანიზება განისაზღვრება კომისიის რეგლამენტით.     მუხლი 5🔗. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა 1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის ტექნიკური სამდივნო. 2. სამდივნოს შემადგენლობაში შედიან: ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2 წარმომადგენელი; ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2 წარმომადგენელი; გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 1 წარმომადგენელი; დ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 1 წარმომადგენელი; ე) საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის 2 წარმომადგენელი; ვ) საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების 1 წარმომადგენელი; ზ) საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის 1 წარმომადგენელი. 3. ტექნიკური სამდივნოს მუშაობას ხელმძღვანელობს და მისი საქმიანობისათვის პასუხისმგებელია ტექნიკური სამდივნოს კოორდინატორი (შემდგომში – კოორდინატორი), რომელსაც სამდივნოს შემადგენლობიდან ნიშნავს კომისია. იგი ანგარიშვალდებულია კომისიის წინაშე. კოორდინატორი ასრულებს აგრეთვე კომისიის მდივნის ფუნქციას.     მუხლი 6🔗. კომისიის დებულებაში ცვლილებები და დამატებები კომისიის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.