⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.05.2011)
გაუქმებულია:

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.04.2011
ძალის დაკარგვა 19.05.2011
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5/3
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.159.016039
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110411024, 14/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,022 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.04.2011 მიღება
19.05.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:NimbusRomDCY;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Без интервала"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:27.0pt 64.3pt 9.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №5/3 2011 წლის 8 აპრილი                      ქ. მარნეული         მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, 1. დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება  (დანართი №1). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 ივნისის №9/6 დადგენილება. 3. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქერიმოვი დანართი №1 მარნეულის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის  დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. დებულება შემუშავებულია „ადგილობრივი თვით­მმართველობის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, „თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველ­ყოფის მიზნით. 2. მარნეულის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური) წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულს და ექვემდებარება რა აღნიშნული ადგილობრივი ორგანოს გამგეობას, წარმოადგენს  საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განმახორციელებელ რგოლს შესაბამის თვითმმართველ ერთეულში და ანგარიშვალდებუ­ლია მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე, რომლის შენახვა ხორციელდება შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური თავის საქმიანობში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“, „თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“, „ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის ორგანოების ეკონომიკური საქმიანობის ორგანი­ზების შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს საგადა­სახადო, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალ­დარღვევათა კოდექსე­ბით, საქართველოს სხვა კანონებით,  საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ტექნიკური მითითებებით. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი თვითმმართველი ერთეულის მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები.     მუხლი 2🔗. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები 1. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნებია: ა) მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის (შემდგომში _ ადგილობრივი ბიუჯეტი) შემოსულობებისა (საგადასახადო ორგანოებთან ერთად) და გადასახდელების ფორმირების ეკონომიკური დასაბუთება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აუცილებელი ფინანსური ბაზის შექმნის სამუშაოების კოორდინაცია და მათი წარმართვა ადგილობრივი მეურნეობის განვითარებისა და სოციალური სფეროს შეუფერხებელი ფუნქციონირების ღონისძიებათა დასაფინანსებლად; ბ) საბიუჯეტო პროცესის კოორდინაცია და განხორციელება მარნეულის მუნიციპალიტეტში; გ) ფისკალურ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობებისა და ნორმატიული აქტების შესწავლა, მათი პრაქტიკულ საქმი­ანობაში გამოყენება და დაყვანა შემსრულებლებამდე, აგრეთვე შესრულებაზე მეთოდური დახმარება; დ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, მარნეულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებების საფუძველზე საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა სახელმწიფო ფინანსური რესურსების რაციონალურად და მიზნობრივად გამოყენებისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება, რომელთა შესრულება სავალდებულოა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი სუბიექტებისათვის; ე) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშიდან გადასახდელების საბუღალტრო და საბანკო ოპერაციებს, რისთვისაც საჭიროების მიხედვით იყენებს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბეჭედს და შტამპს.     მუხლი 3🔗. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანები 1. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია: ა) დადგენილი წესით მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენის სამუშაოების ორგანიზაციის ღონისძიებათა პროექტების შემუშავება და მათი დამტკიცების შემდეგ შესრულების კოორდინაცია, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკურ, საგადასახადო და სხვა ორგანოებთან მჭიდრო კავშირში; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმების შესაბამისად საბიუჯეტო-საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტების შემუშავება და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის წარდგენა და მათი დამტკიცების შემდეგ შესრულების უზრუნველყოფა; გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსება, რომლებიც მიზნად ისახავენ ადგილობრივი მეურნეობისა და სოციალური სფეროს განვითარებას და მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების სრულად დაკმაყოფილებას; დ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრების მიზნობრივად და ეკონომიურად ხარჯვაზე წინასწარი და მიმდინარე კონტროლის დაწესება და განხორციელება; ე) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლების დავალებათა შესრულების ანალიზი და ამ საქმეში დაშვებული ჩამორჩენის დასაძლევად ღონისძიებათა შემუშავება; ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზის ჩატარების საფუძველზე შემოსავლების ზრდისა და ხარჯებში ეკონომიის განხორციელების წინადადებათა მომზადება; ზ) საბიუჯეტო კანონმდებლობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დადგენილებების, გადაწყვეტილებების, ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების საკითხებზე ზემდგომი ორგანოების მითითებათა შესრულება და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; თ) მისი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების ურთიერთდამოკიდებულების ფორმების სრულყოფისა და საბიუჯეტო რესურსების ზრდის თაობაზე წინადადებების შემუშავება; ი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური რეზერვების მობილიზაციისათვის ზრუნვა და მისი ხარჯვის სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება და განხორციელება; კ) ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებსა და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოებს, სამეურნეო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის ფინანსური ურთიერთობების სრულყოფის თაობაზე წინადადებების შემუშავება; ლ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე არსებული დაწესებულებების ბუღალტრული (პირველადი და საანგარიშგებო) ოპერაციების განხორციელება, ამ ბიუჯეტის შესრულების შედეგებზე ყოველი თვის სადეპეშო, კვარტალური (ნაზარდი ჯამით) და წლიური ანგარიშის შედგენა.     მუხლი 4🔗. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ფუნქციები 1. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მისი საქმიანობის ძირითადი ამოცანებიდან გამომდინარე ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: ა) ადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს დასაგეგმი და შემდგომი 3 წლისათვის, რისთვისაც მარნეულის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული ორგანიზაციებისა და საბიუჯეტო დაწესებულებების საფინანსო საქმიანობის მახასიათებელი საგეგმო და საანგარიშო მაჩვენებლების, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების, ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზის შესრულების ოპერატიული მონაცემების, სტატისტიკური და ბუღალტრული ანგარიშების ანალიზისა და შემოწმებების მასალებიდან გამომდინარე განსაზღვრავს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მოსალოდნელ შესრულებას; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მარნეულის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით ან ამ ქონების მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული მუნიციპალური ორგანიზაციებისა  და დაწესებულებების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს სამსახურებისა და განყოფილებების საბიუჯეტო განაცხადების პროექტების მიღებას და დადგენილი წესით განხილვას, განხილვის შედეგების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში შეტანას. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემოსავლების პროგნოზირებას ახორციელებს ადგილობრივ საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთკავშირში; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებულ ვადებში, დადგენილი წესით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და შემდგომ ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებას წარუდგენს ამ უკანასკნელს; დ) ადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების წლურ, კვარტალურ და თვეების მიხედვით განწერის პროექტს, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად; ე) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დამტკიცებული გაწერით გათვალისწინებული ასიგნებებისა და  ფაქტობრივად მიღებული შემოსავლების ფარგლებში (საჭიროების შემთხვევაში დადგენილი წესით მასში შეტანილი ცვლილებების ჩათვლით) სახაზინო მომსახურების პრინციპებზე ახორციელებს შეუფერხებელ დაფინანსებას. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ სახსრების გაცემა ხორციელდება სამ ეტაპად: შემოსული ვალდებულებების აღება, დამოწმება და სახსრების გადახდა; ვ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების ამოქმედებამდე, ადგილობრივი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი უფლებამოსილია მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ასიგნებების 1/12-ის ოდენობით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ფაქტობრივად მიღებულ შემოსავლებს; ზ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების პირველადი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების ოპერაციებს საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად; თ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამოწმებს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მხარჯავი დაწესებულებებისათვის დადგენილი წესით დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვებისა და სამეურნეო ორგანიზაციათა საფინანსო მაჩვენებლების რეალობას, ამ ხარჯთაღრიცხვებისა და საფინანსო მაჩვენებლების ნაერთ ხარჯთაღრი­ცხვებთან ან ნაერთ საფინანსო პროგნოზებთან შესაბამისობას, შეის­წავლის საბიუჯეტო ორგანიზაციათა ხარჯთაღრიცხვების შედგენის, დამტკიცებისა და შესრულების სისწორეს და გამოვლენილი ზედმეტი  და დაუსაბუთებელად გაზრდილი ასიგნებებით ამცირებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ დაწესებულებების დაფინან­სებას; ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი რეგიონალური სახაზინო სამსახურის მეშვეობით ყოველთვიურად ღებულობს ანგარიშებს შემოსულობების დავალებათა შესრულების შესახებ, აანალიზებს ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობას და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს წარუდგენს წინადადებებს ბიუჯეტის შესრულებისა და მისი შემოსავლების გაზრდის უზრუნველსაყოფად; კ) განსაზღვრავს ბიუჯეტის შესრულების პროცესში მიღებული დამატებითი შემოსავლების თანხას და საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადასაწყვეტად ამ თანხის, აგრეთვე გასული წლის საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთის მიმდინარე წელს გამოყენების თაობაზე; ლ) საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში დადგენილი წესით შეტანილი ცვლილებების აღრიცხვას, შესაბამის ორგანოებში აგზავნის შეტყობინებებს ამ ცვლილებების მიხედვით განსახორციელებელ ანგარიშსწორებებზე და დადგენილის წესით დაზუსტებულ ბიუჯეტს წარადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში; მ) ახორციელებს კონტროლს საბანკო დაწესებულებების მიერ ბიუჯეტის დადგენილი წესით საკასო შესრულებაზე, საქართველოს სახელმწიფო და შესაბამის თვითმმართველობის ბიუჯეტს შორის შემოსავლების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამიჯვნის სისწორეზე და დარღვევების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს საბანკო დაწესებულებებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს შემოსავლების შესაბამის ბიუჯეტში კუთვნილებისამებრ გადატანის თაობაზე; ნ) განიხილავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, მუნიციპალურ /წილობრივი მონაწილეობით შექმნილ/ საკუთრებაში მყოფი სამეურნეო ორგანიზაციების, საბიუჯეტო და მხარჯავი დაწესებულებების, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ბიუჯეტის ინტერესებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოებისა და საბიუჯეტო დაწესებულებების ანგარიშებს და შეიმუშავებს წინადადებებს ბიუჯეტის შემოსავლების გადიდების, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მხარჯავი დაწესებულებების ხარჯთაღრიცხვებში ცვლილებების შეტანის, გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების აღმოფხვრის შესახებ; ო) აწარმოებს საბიუჯეტო დაწესებულებებში პირველად ბუღალტრულ ოპერაციებს, უძღვება ხარჯთაღ­რიცხვების შესრულების მდგომარეობას, აკონტროლებს ბიუჯეტიდან გამო­ყოფილი სახსრების მიზნობრივ ხარჯვას, სისწორეს და უკანონო და ზედმეტი ხარჯების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ ბიუჯეტში ამოღებას; პ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გარდამავალი საბრუნავი საშუალებების დაგეგმვას, დადგენილი წესით შევსებას, წლის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში გამოყენებასა და წლის დასასრულისათვის მათ შენარჩუნებას; ჟ) აანალიზებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენ­ლობითი ორგანოების შენახვის ხარჯების გამოყენების სისწორეს და ამზადებს წინადადებებს თვითმმართველობითი აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესებისა და აღნიშნულ ხარჯებში ეკონომიის რეჟიმის განხორციელების თაობაზე; რ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგა­ნი­ზაციებისა და  დაწესებულებების საბუღალტრო აღრი­ცხვი­სა და ანგარიშგების საქმიანობას.     მუხლი 5🔗. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფლებამოსილებანი 1. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უფლებამოსილია: ა) მიიღოს შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად აღნიშნული ორგანიზაციების ფაქტობრივი შესრულების ამსახველი მონაცემები, სტატისტიკური და საბუღალტრო ანგარიშგებანი, ბალანსები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვისა და დამუშავებისათვის მოიწვიოს მათი წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) შეზღუდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს საბიუჯეტო ორგანიზაციათა და მხარჯავ დაწესებულებათა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება, მათ მიერ სახსრების უკანონო ხარჯვისას, აგრეთვე წინათ გაცემული სახსრების გამოყენების თაობაზე ანგარიშებისა და სხვა კანონით დადგენილ ანგარიშგებათა წარმოუდგენლობის შემთხვევაში და ამის შესახებ მოახსენოს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს; გ) ჩაატაროს თემატური შემოწმებები საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის სისწორეზე, მისი ფუნქციებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები; დ) ჩაატაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციათა და მხარჯავ დაწესებულებათა კვარტალური და წლური ბალანსებისა და ხარჯთაღრიცხვების ანგარიშგების ანალიზი, მოამზადოს წინადადებები მათში საჭირო შესწორებათა შეტანის თაობაზე, აგრეთვე შეისწავლოს თუ რა ზომებია მიღებული ამ წინადადებათა განხორციელებისათვის; ე) წარუდგინოს მუნიციპალიტეტის გამგებელს წინადადებები საჭი­როების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდე­ბლობით დადგენილი წესითა და ოდენობით საზოგადოებრივი მიზნებისათვის სესხის აღების თაობაზე; ვ) დაინტერესებულ საბიუჯეტო ორგანიზაციათა და მხარჯავ დაწესებულებათა წარმომადგენლებთან ერთად ჩაატაროს სემინარები და თათბირები თავის კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე; ზ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ამ დებულებაში ჩამოთვლილ უფლებებთან ერთად აქვთ აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებანი.     მუხლი 6🔗. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სტრუქტურა და სამუშაოების ორგანიზაცია 1. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს სათავეში უდგას სამსახურის უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება დადგენილი წესით დამ­ტკიცებული მოსამსახურეთა ფუნქციური განაწილების  შესაბამისად. 3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომელთა  თანამდებობრივი სარგოები (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში), მისი შენახვის ხარჯები და შრომის ანაზღაურების წლიური ფონდი მტკიცდება თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ. 4.  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი: ა) უზრუნველყოფს მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და პერსონალურად აგებს პასუხს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურზე დაკისრე­ბული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე, მოქმედი საბიუჯეტო-საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და სწორად გამოყენებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას; გ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებას საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; დ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ტექნიკურ მითითებებს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგა­ნოების გადაწყვე­ტილე­ბებისა და განკარგულებების, საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს მიერ გამოცემული ბრძანებების, ინსტრუქ­ციებისა და ტექნიკური მითითებების საფუძველზე მათ შესას­რულებლად; ე) დამტკიცებული საშტატო განრიგის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებელი თანამ­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუშაკებს.     მუხლი 7🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა  და დამატებების შეტანა 1. სამსახურის დებულება გამგებლის წარდგინებით მიიღება საკრებულოს მიერ დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. 2. დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს გამგებლის ინიციატივით. 3. დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს მიერ დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.