მეორე აუქციონის შედეგების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110411032, 12/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაცია შპს „მაკროჯგუფის” (ს/კ 200277716, თბილისი, გლდანის მას. მე-6 მ/რ, კორპ. № ბ-113) სამეურვეო ქონების ღია აუქციონის წესით გაყიდვისთვის გამართული მეორე აუქციონის შედეგების თაობაზე

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამარ ჭუნიაშვილის მიერ დაკმაყოფილდა სს „ბეგი კომპანის“ განცხადება შპს „მაკროჯგუფის“ გაკოტრების მმართველთან შპს ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომელიც იმავე სასამართლოს განჩინებით დამტკიცებულ იქნა 2011 წლის 27იანვარი.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „მაკროჯგუფის” გაკოტრების მმართველმა გამოაცხადა აუქციონი შპს „მაკროჯგუფის” სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნდა განცხადებები აუქციონის ჩატარების შესახებ: ა) გაზეთში „სიტყვა და საქმე” – 2011წლის 18 მარტი; ბ) გაზეთში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” – 2011წლის 17 მარტი.

აუქციონი ჩატარდა შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71, ბლოკი მე-4. მე-2 სართული.

2011 წლის 28 მარტს დილის 11 საათზე გაიხსნა აუქციონი, რომელსაც ატარებდა გაკოტრების მმართველი პაატა კუნჭულია.

მეორე აუქციონზე გასაყიდი ერთიანი სამეურვეო ქონების საწყის ფასად განისაზღვრა – 4294 (ოთხი ათას ორას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარი.

აუქციონში მონაწილეობის მსურველს გაკოტრების მმართველისთვის უნდა მიემართა არა უგვიანეს 2011 წლის 27 მარტს 18 საათისა განაცხადით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71, მე-4 ბლოკი, მე-2 სართული, (+995 95 959 997), აუქციონში მონაწილეობის თაობაზე და წარედგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია:

ა) დოკუმენტი სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ბეს სახით გაკოტრების მმართველის ანგარიშზე განთავსების თაობაზე ან წარმოადგინოს საბანკო გარანტია სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ოდენობით, რომლითაც მოხდება აუქციონზე დაფიქსირებული შესყიდვის ფასის გადახდის უზრუნველყოფა. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 15  საბანკო დღისა;

ბ) იურიდიული პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და კომპანიის გადაწყვეტილება ქონების აუქციონზე შესყიდვის თაობაზე;

გ) პირადობის მოწმობა.

აუქციონის დანიშვნის შესახებ გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებული დროის შემდეგ მონაწილეთა განცხადებების მიღება არ დაიშვებოდა.

აუქციონზე გამარჯვების კრიტერიუმი იყო მაქსიმალური ფასის შეთავაზება, მაგრამ არანაკლებ საწყისი ფასისა.

აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ქონების შემძენს ევალებოდა გაკოტრების მმართველის ანგარიშზე შეეტანა გადასახდელი თანხა სრულად 7 საბანკო დღის განმავლობაში, რომლის შემდეგაც შემძენს, დადგენილი წესით, წარმოეშობოდა საკუთრების უფლება.

თუ შემძენი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში არგადაიხდიდა ქონების ფასს, აუქციონის შედეგები ანულირდებოდა და გადახდილი ბე არ დაუბრუნდება, ან ამოქმედდებოდა საბანკო გარანტია.

გაკოტრების მმართველის ინფორმაციით შპს „მაკროჯგუფ ის“ სამეურვეო ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით გამართულ მეორე აუქციონზე განაცხადი არავის შემოუტანია.

ამდენად, შპს „მაკროჯგუფის” სამეურვეო ქონების გაყიდვასთან დაკავშირებული მეორე აუქციონი გამოცხადდეს ვერშემდგარ აუქციონად და გაკოტრების მმართველმა განახორციელოს მესამე აუქციონის შესახებ განცხადების გაკეთება. მესამე აუქციონი ჩატარდეს 2011წლის 27 აპრილს, თანახმად „გადახდისუუნარობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტისა.

ცნობის სახით, აღინიშნოს რომ „გადახდისუუნარობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 91, მე-10 და მე-13 პუნქტების შესაბამისად, თუ მეორე აუქციონზე არმოხდა ქონების რეალიზაცია, განმეორებითი აუქციონის ჩატარებამდე პირს შეუძლია შეიძინოს ეს ქონება მეორე აუქციონზე გამოცხადებულ საწყის ფასად. ამავე დროს, სამეურვეო ქონების ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) სურვილისამებრ შესაძლოა დარეგისტრირდეს ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად. საკუთრების უფლების გადასვლის შედეგად საწარმო ახალშემძენზე გადადის დაუტვირთავი და ვალებისგან თავისუფალი. თუ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ აუქციონზე გაყიდული სამეურვეო ქონების პირველად მესაკუთრე იურიდიული პირის საკუთრებაში აღმოჩნდა რაიმე ქონება, ეს ქონებაც საკუთრების უფლებით ახალ შემძენს ეკუთვნის. გარდა ზემოაღნიშნულისა, მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონების რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც ერთიანი კომპლექსის სახით, ისე ნაწილ-ნაწილ. მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონების ნაწილ-ნაწილ რეალიზაციის ფორმაზე გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღება შეუძლიათ კრედიტორებს მეორე აუქციონის ჩატარებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში კრედიტორები თავად განსაზღვრავენ სამეურვეო ქონების თითოეული ლოტის საწყის ფასს. თუ კრედიტორები დათქმულ ვადაში ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ საკითხზე, მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონება გაიყიდება ერთიანი კომპლექსის სახით. ამ შემთხვევაში სამეურვეო ქონების საწყისი ფასი შეადგენს მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების საწყისი ფასის ნახევარს.

გაკოტრების მმართველი პ. კუნჭულია