მესამე აუქციონის განაცხადი

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110411033, 12/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

მესამე აუქციონის განაცხადი

 

„გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „მაკროჯგუფის“ გაკოტრების მმართველი, ფიზიკური პირი, პაატა კუნჭულია აცხადებს აუქციონს შპს „მაკრო ჯგუფის“ (იურიდიული მისამართი: თბილისი, გლდანის მას. მე-6 მ/რ, კორპ. 6, ბ. 113; ს/კ 200277716) სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით.

აუქციონი ჩატარდება შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71, ბლოკი 4, სართული 2, ოფისი №11. 2011 წლის 27 აპრილს, 11:00 სთ-ზე.

აუქციონზე იყიდება შპს „მაკროჯგუფის“ კუთვნილი/ბალანსზე არსებული შემდეგი მოძრავი ქონება, მათ შორის:

 

დასახელება

რაოდენობა

რაოდენობის
ერთეული

ღირებულება

ლარი

შხამქიმიკატები

კარბამიდი

250

კგ

75

ამოფოსი

600

კგ

150

ვუქსალმაკრომიქსი

72

ლტ

306

გროდილმაქსი

12

ლტ

588

პუმა სუპერი

10

ლტ

107

კომბაინის სათად.ნაწილები

ღვედი

2

200

ღვედი

2

175

ღვედი

1

80

ღვედი

2

133

ღვედი

1

30

კბილანა

2

70

საკისარი

3

67

საკისარი207

2

17

საკისარი206

2

20

საკისარი306

2

22

საკისარი205

4

35

ღვედის დამჭიმი რგოლი

1

70

სულ

2145

 

 

ჩამონათვალში მითითებული ობიექტები მდებარეობს ქ. წნორში, ვარგის  მდგომარეობაში.

 

აუქციონზე გასაყიდი სამეურვეო ქონების საწყისი ფასია 2145 (ორიათას ას ორმოცდახუთი) ლარი.

აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა გაკოტრების მმართველს უნდა მიმართოს არა უგვიანეს 2011 წლის 26აპრილს 18 საათისა განაცხადით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71, მე-4 ბლოკი, მე-2 სართული (ტელ: 99595 959997), აუქციონში მონაწილეობის თაობაზე და წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია:

ა) დოკუმენტი სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ბეს სახით გაკოტრების მმართველის ანგარიშზე განთავსების თაობაზე ან წარმ ოად გინოს საბანკო გარანტია სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ოდენობით,რომლითაც მოხდება აუქციონზე დაფიქსირებული შესყიდვის ფასის გადახდის უზრუნველყოფა. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 15 საბანკო დღისა.

ბ) იურიდიული პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და კომპანიის გადაწყვეტილება ქონების აუქციონზე შესყიდვის თაობაზე;

გ) პირადობის მოწმობა.

გაკოტრების მმართველი ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების სრულყოფილებას, რის შემდეგაც რეგისტრაციაში ატარებს განაცხადს და აფიქსირებს მიღების დროს.

აუქციონის დანიშვნის შესახებ გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებული დროის შემდეგ მონაწილეთა განცხადებების მიღება წყდება.

აუქციონზე გამარჯვების კრიტერიუმია მაქსიმალური ფასის შეთავაზება, მაგრამ არანაკლებ საწყისი ფასისა.

აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ქონების შემძენს ევალება გაკოტრების მმართველის ანგარიშზე (მიმართეთ გაკოტრების მმართველს) შეიტანოს გადასახდელი თანხა სრულად 7 საბანკო დღის განმავლობაში, რომლის შემდეგაც შემძენს, დადგენილი წესით, წარმოეშობა საკუთრების უფლება.

თუ შემძენი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის ქონების ფასს, აუქციონის შედეგები ანულირდება, გადახდილი ბე არ დაუბრუნდება ან ამოქმედდება საბანკო გარანტია.