მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დარგში განსახორციელებელი რეფორმის პირველი ეტაპის შესახებ

მიღების თარიღი 13.01.1997
ძალის დაკარგვა 29.09.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 370120000.05.002.000490
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 2, 15/01/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 806 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.01.1997 მიღება
29.09.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დარგში განსახორციელებელი რეფორმის პირველი ეტაპის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 85.5pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №20 1997 წლის 13 იანვარი ქ. თბილისი მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დარგში განსახორციელებელი რეფორმის პირველი ეტაპის შესახებ  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სარწყავი, დამშრობი და გაწყლოვანების სისტემები ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსების სიმცირის გამო ცვეთის ზღვარზეა მისული და ნორმალურად ვერ ფუნქციონირებს, ასევე ელექტროენერგიის ღირებულების გადახდისუუნარობის შედეგად არ მუშაობს მექანიკური რწყვის სატუმბი სადგურები. ძირითადად გამოსულია მწყობრიდან ყოფილი მეურნეობების შიდასამეურნეო სარწყავი და დამშრობი ქსელები. განვითარდა სარწყავი მიწების დამლაშებისა და კოლხეთის დაბლობის მეორეული დაჭაობების პროცესი. რწყვა წარმოებს შემცირებული ნორმებით, რის გამოც მიწათმოსარგებლეები მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს განიცდიან. უახლოეს წლებში გათვალისწინებული მეურნეობრიობის ახალი ფორმების დანერგვა და მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემა დღის წესრიგში აყენებს სამელიორაციო ფონდის რესტრუქტურიზაციისა და დარგში რეფორმების განხორციელების საკითხს. მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დარგში რეფორმის პირველი ეტაპის ღონისძიებებისა და სამელიორაციო ფონდის რესტრუქტურიზაციის განხორციელების უზრუნველყოფის, ამ პროცესში სამელიორაციო სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარანტირებული წარმოების საქმეში მიწათმოსარგებლეთათვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით: 1. სარაიონთაშორისო და სამეურნეობათაშორისო დანიშნულების სარწყავი, დამშრობი და გაწყლოვანების სისტემების სათავე ნაგებობანი, მაგისტრალური არხები, სატუმბი სადგურები, წყალსაცავები და სხვა რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობები დარჩეს სახელმწიფო საკუთრებაში და მათი მოვლა-შენახვის დაფინანსება (მათზე არსებული სატუმბი სადგურებისათვის საჭირო ელექტროენერგიის ღირებულების ჩათვლით) განხორციელდეს ცენტრალური ბიუჯეტის სახსრებით. მიწათმოსარგებლეთა ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო სახსრებით აშენებული შიდასამეურნეო ქსელები და მათზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობები გადაეცეთ გამგებლობაში მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს და მათი ტექნიკურად გამართვისა და მოვლის დაფინანსება (მათზე არსებული სატუმბი სადგურებისათვის საჭირო ელექტროენერგიის ღირებულების ჩათვლით) განხორციელდეს `მიწის რეფორმის თაობაზე მიღებული საქართველოს კანონების პრაქტიკული განხორციელების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 26 ნოემბრის დადგენილების შესაბამისად ადგილობრივ ბიუჯეტებში მიწის გადასახადის სახით მიღებული თანხებიდან. 2. შიდასამეურნეო ქსელებისა და მათზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების ტექნიკური მომსახურებისა და მიწათმოსარგებლეთა ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად შემდგომში მიზანშეწონილად ჩაითვალოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამელიორაციო მომსახურების კოოპერატივების შექმნა, რომელთა ამოცანა არ იქნება მიმართული უპირატესად მოგების მიღებაზე. სამელიორაციო მომსახურების კოოპერატივის ძირითად ფუნქციად განისაზღვროს სარაიონთაშორისო და სამეურნეობათაშორისო დანიშნულების სარწყავი და გაწყლოვანების სისტემებიდან წყლის მიღება, აღრიცხვა, მომხმარებელთა შორის განაწილება, დაშრობილი ფართობებიდან ჭარბი წყლების მოცილება, მომსახურების საფასურის გადახდევინება და წყალმიმწოდებელ ორგანიზაციებთან ანგარიშსწორება, აგრეთვე შიდასამეურნეო ქსელების ტექნიკურად გამართვა და დაცვა. სახელმწიფო სახსრებით აშენებული მმართველობის ადგილობრივი ორგანოების დაქვემდებარების სარწყავი, დამშრობი და გაწყლოვანების სისტემების შიდასამეურნეო ქსელები, მათზე არსებული სატუმბი სადგურები და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები სამეურნეო გამგებლობის უფლებით, ხელშეკრულების საფუძველზე, მათი დანიშნულების შენარჩუნების პირობით გადაეცეთ სამელიორაციო მომსახურების კოოპერატივებს „სახელმწიფო საკუთრების უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის წესის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 16 ივნისის №344 დადგენილების შესაბამისად. მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის ორგანოებთან ერთად ყოველმხრივ შეუწყონ ხელი წყალმომხმარებლებს სამელიორაციო მომსახურების კოოპერატივების ჩამოყალიბებაში. 3. სამელიორაციო სისტემებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების საექსპლუატაციო ხარჯების ნაწილობრივი დაფარვისათვის სარაიონთაშორისო და სამეურნეობათაშორისო სარწყავი და გაწყლოვანების სისტემებით შიდასამეურნეო ქსელებისათვის მიწოდებული წყლის ერთეულზე და დაშრობილი მიწების საჰექტარო მომსახურების ხარჯების კომპენსაციისათვის 1997 წლის სავეგეტაციო სეზონიდან შემოღებულ იქნეს მომსახურების ტარიფები. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით ერთ თვეში დაამტკიცოს მომსახურების ტარიფები და მათი გამოყენების წესი წყალმიმწოდებელ ორგანიზაციებთან საბითუმო, ხოლო მიწათმოსარგებლეებთან და სხვა წყალმომხმარებლებთან – საცალო ფასებით ანგარიშსწორების გათვალისწინებით. 4. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში დაამტკიცონ იმ სახსრების ხარჯვის ნორმები, რომლებიც ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს სარაიონთაშორისო და სამეურნეობათაშორისო დანიშნულების სარწყავი, დამშრობი და გაწყლოვანების სისტემების სათავე ნაგებობების, მაგისტრალური არხების მილსადენების, სატუმბი სადგურების, წყალსაცავებისა და სხვა რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობების ტექნიკურად გამართვისა და მოვლის სამუშაოთა დასაფინანსებლად მათი ტექნიკური მდგომარეობისა და საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით. 5. სამელიორაციო ფონდის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სამელიორაციო ინსპექციას ეწოდოს ამავე სამინისტროს სახელმწიფო სამელიორაციო ინსპექცია. 6. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ რეფორმების შემდგომი ეტაპის განხორციელებისათვის წარმოადგინოს 1997 წლის პირველ კვარტალში „მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი და „მიწების მელიორაციისა და სამელიორაციო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი. 7. ამ ბრძანებულების მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 2 ივნისის №208 ბრძანებულება „ქვემო ქართლის მხარეში სარწყავი წყლის ერთიანი ტარიფის შემოღების შესახებ”. ე. შევარდნაძე