საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენებისა და საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 28.09.2005
ძალის დაკარგვა 09.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №171
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 115, 30/09/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენებისა და საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვის გაცემის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 37.3pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №171
2005 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენებისა და საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვის გაცემის შესახებ
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, 24-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად:
1. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენებისა და საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვებს გასცემს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია.
2. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, ნებართვის მაძიებელი ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას დამატებით წარუდგენს:
ა) ფეთქებადი მასალების გამოყენებისას სამუშაოთა წარმოების სიტუაციურ გეგმას, პროექტს ან პასპორტს;
ბ) მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ფეთქებადი მასალების გამოყენების შესახებ.
3. საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, ნებართვის მაძიებელი ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას დამატებით წარუდგენს სამუშაოთა წარმოების პროექტს (სამთო საწარმოსათვის – საბადოს დამუშავების პროექტი და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმა).
4. საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (საექსპლუატაციოდ ახლად გადასაცემი საშიში საწარმოო ობიექტებისათვის) საფუძველზე, რომელსაც “ერთი სარკმლის” პრინციპის საფუძველზე მოიპოვებს ნებართვის გამცემი, რაც ნებართვის მაძიებელს არ ართმევს უფლებას თვითონ მოიპოვოს აღნიშნული დასკვნა.
5. სამეწარმეო დანიშნულების ფეთქებადი მასალების თვისებრიობისა და საშიში საწარმოო ობიექტების საწარმოო-ტექნიკური პროცესის გათვალისწინებით ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე მასალის გამოყენებისა და საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვების მოქმედების ვადას განსაზღვრავს ნებართვის გამცემი სანებართვო მოქმედების არსის ან/და განსახორციელებელი ტექნიკური პროცესების გათვალისწინებით.
6. სამეწარმეო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, ტრანსპორტირებისა და საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვების გაცემის შესახებ სამ დღეში ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურს. ცნობაში მითითებულ უნდა იყოს საწარმოო ობიექტის ადგილმდებარეობა, ფეთქებადი მასალის ოდენობა, შენახვის პირობები, ტრანსპორტირების მარშრუტი, ტექნოლოგიური პირობების მოკლე ანოტაცია, ასევე საწარმოს საკონტაქტო პირის მონაცემები და ტელეფონი.
7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი