„საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №207
2011 წლი ს 11 აპრილი
ქ. თბილისი
„საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20მუხლის მე-4პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999ბრძანებაში (სსმIII,31.12.2010,№172,მუხ.2550) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული „საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ინსტრუქციის (დანართი №1):
ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი მაგალითი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მაგალითი 1:
პირობა:
ჯონდი არის ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას –ინდივიდუალურად რძისგან ამზადებს რძის პროდუქტს (მაწონს) და უკეთებს რეალიზაციას. მოცემული მომენტისათვის იგი არ ახორციელებს სხვა რაიმე სახის საქმიანობას და არ იყენებს დაქირავებული პირის შრომას. ჯონდის აზრით (წინასწარი ვარაუდით), მიმდინარე საანგარიშო წლის განმავლობაში რძის პროდუქტის (მაწვნის) რეალიზაციის შედეგად მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი ვერ გადააჭარბებს 30 000 ლარს.
ანალიზი:
იქიდან გამომდინარე, რომ ჯონდი არ იყენებს დაქირავებული პირის შრომას, აგრეთვე მისი ვარაუდით მისაღები მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი ვერ გადააჭარბებს 30 000 ლარს და მოცემული მომენტისათვის იგი არ ახორციელებს სხვა რაიმე სახის საქმიანობას, ჯონდი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მიკრობიზნესის სტატუსის მოთხოვნებს, შესაბამისად, მას უფლება აქვს მიმართოს საგადასახადო ორგანოს და მიიღოს მიკრობიზნესის სტატუსი.
შენიშვნა:
ჯონდის მიერ დამატებით, სხვა სახის საქმიანობის განხორციელება და,შესაბამისად,შემოსავლის მიღება არ არის საგადასახადო ორგანოს მიერ მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის, ან სტატუსის ქონის შემთხვევაში სტატუსის გაუქმების საფუძველი, თუ აღნიშნული საქმიანობა არ განეკუთვნება „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415დადგენილებით განსაზღვრული იმ საქმიანობების სახეებს, რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს.
შედეგი:
ჯონდის მოთხოვნის შემთხვევაში მიენიჭება მიკრობიზნესის სტატუსი და გადაეცემა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი.“;
ბ)მე-2მუხლის მე-4_მე-6პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415დადგენილები თ გათვალისწინებული დანართი№1-ით განსაზღვრულ საქმიანობის სახეებზე მიკრობიზნეს ის 30000-ლარიანი ზღვარი არ ვრცელდება და ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება.
მაგალითი 2
პირობა:
პირობები იგივეა, რაც პირველ მაგალითში იმ განსხვავებით, რომ ჯონდიმ რძის პროდუქტის (მაწვნის) რეალიზაციის შედეგად მიიღო ერთობლივი შემოსავალი 27 000 ლარი წლის განმავლობაში და ჯონდი თავისუფალ დროს რძის პროდუქტის (მაწვნის) წარმოებასთან და რეალიზაციასთან ერთად ახორციელებდა საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტს (მთავრობის დადგენილებით საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტზე არ ვრცელდება 30 000-ლარიანი ზღვარი), რის შედეგადაც მან მიიღო დამატებით 10 000 ლარი. შედეგად, ჯონდის ერთობლივმა შემოსავალმა მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში შეადგინა 37 000 (27 000+10000) ლარი.
ანალიზი:
„მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის თანახმად, საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტი განეკუთვნება იმ საქმიანობიდან ერთ-ერთს, რომლისგან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება და რომელზეც არ ვრცელდება მიკრობიზნესისთვის დადგენილი ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი, შესაბამისად, ჯონდის მიერ საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტიდან 10 000 ლარის ოდენობით მიღებული შემოსავალი მხედველობაში არ მიიღება და ამ შემოსავლის გარეშე მისი სხვა შემოსავალი კვლავ შეადგენს 27 000 ლარს, რომელიც არ აჭარბებს 30 000 ლარს.
შედეგი:
ჯონდის მიკრობიზნესის სტატუსი არ გაუუქმდება.
როგორც რძის პროდუქტის (მაწვნის) რეალიზაციიდან მიღებული 27 000 ლარი, ასევე საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტიდან მიღებული 10 000 ლარი დაექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას, შესაბამისად, გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან.
5. „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3-ით განსაზღვრული შემოსავლების მიღებისას:
ა)მიკრობიზნეს ის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება ასეთი შემოსავლები მიუხედავად ამ შემოსავლების ოდენობისა;
ბ)ასეთი შემოსავლები იბეგრება ჩვეულებრივი წესით, როგორც დაიბეგრებოდა მიკრობიზნეს ის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში.
მაგალითი 3:
პირობა:
პირობები იგივეა, რაც მე-2მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ ჯონდის გასესხებული ჰქონდა ფიზიკურ პირზე ფული, რის შედეგად პროცენტის სახით მიიღო შემოსავალი 3 500 ლარის ოდენობით და ასევე ჯონდის აჩუქეს 7000 ლარი (არც ერთი შემოსავალი წყაროსთან დაბეგვრას არ ექვემდებარებოდა და არ დაბეგრილა). ჯონდის ერთობლივმა შემოსავალმა მიმდინარე წელს 47 500 (27 000+10000+3500+7000) ლარი შეადგინა.
ანალიზი:
ანალიზი იგივეა, რაც მე-2მაგალითის ანალიზშია მოცემული, იმ განსხვავებით, რომ „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3-ის თანახმად, პროცენტის სახით და ჩუქებით მიღებული შემოსავლები განეკუთვნება იმ შემოსავლებს, რომლებიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით (ერთობლივ შემოსავალთან მასთან დაკავშირებული ხარჯების შეპირისპირებით) და რომლებიც მიკრობიზნესისთვის დადგენილი ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის განსაზღვრის მიზნებისათვის არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში. შესაბამისად, ჯონდის მიერ პროცენტის სახით 3 500 ლარის ოდენობით და ჩუქების შედეგად 7 000 ლარის ოდენობით მიღებული შემოსავალი მხედველობაში არ მიიღება და ამ შემოსავლის გარეშე მისი სხვა შემოსავალი შეადგენს 27 000 ლარს, რომელიც არ აჭარბებს 30 000 ლარს.
შედეგი:
ჯონდის მიკრობიზნესის სტატუსი არ გაუუქმდება.
როგორც რძის პროდუქტის (მაწვნის) რეალიზაციიდან მიღებული 27 000 ლარი, ასევე საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტიდან მიღებული 10 000 ლარი, დაექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას, შესაბამისად, გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან.
ჯონდი ვალდებულია პროცენტის სახით მიღებული 3 500 ლარი და ჩუქების შედეგად მიღებული 7 000 ლარი მიკრობიზნესის სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავლისგან განცალკევებულად ასახოს ერთობლივ შემოსავალში და დაბეგროს ჩვეულებრივი წესით.
6. მიკრობიზნეს ის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, თუ იგი ახორციელებს „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ით განსაზღვრულ საქმიანობას (შემდგომში –მიკრობიზნეს ისთვის აკრძალული საქმიანობა), რომლის განხორციელება მიკრობიზნეს ის მიერ აკრძალულია და იწვევს სტატუსის გაუქმებას.
მაგალითი 4.
ჯონდი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას სათამაშო აპარატებით. იგი ელოდება, რომ მისი ერთობლივი შემოსავალი წლის ბოლოს არ გადააჭარბებს 30 ათას ლარს. აქედან გამომდინარე, ის გადაწყვეტს მიმართოს საგადასახადო ორგანოს მიკრობიზნეს ის სტატუსის მინიჭების თაობაზე, თუმცა საგადასახადო ორგანო მას არ აძლევს სტატუსს, ვინაიდან ზემოაღნიშნული საქმიანობა მიკრობიზნეს ისთვის აკრძალული საქმიანობაა.“;
გ)მე-3მუხლის:
გ.ა)მე-2და მე-3პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.საგადასახადო ორგანო განიხილავს განცხადებას (ამ ინსტრუქციის დანართი №1)სტატუსის მინიჭების თაობაზე და აღნიშნული განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში განცხადების მიღებიდან გონივრულ ვადაში გასცემს მიკრობიზნეს ის სერტიფიკატს (ამ ინსტრუქციის დანართი №2).
3. მიკრობიზნეს ის სტატუსი პირს ენიჭება საგადასახადო ორგანოს მიერ სერტიფიკატის გაცემის დღიდან და სტატუსის მინიჭების თარიღი უნდა დაფიქსირდეს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემულ მიკრობიზნეს ის სერტიფიკატში.“;
გ.ბ)მე-5პუნქტი ამოღებულ იქნ ე ს;
გ.გ)მე-6პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`6. ფიზიკურ პირს უფლება აქვს მიკრობიზნეს ის სტატუსის მისაღებად საგადასახადო ორგანოს მიმართოს, როგორც 2011 საანგარიშო წლის მიხედვით, ასევე შემდგომი ნებისმიერი საანგარიშო წლის მიხედვით, ნებისმიერ დროს ამ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება მიკრობიზნეს ის სტატუსის მინიჭების პირობები, მისთვის მიკრობიზნეს ის სტატუსი მინიჭებულად ითვლება საგადასახადო ორგანოს მიერ სერტიფიკატის გაცემის დღიდან.“;
გ.დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. მიკრობიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია გამომდინარეობს „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415დადგენილებით მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისათვის ნებადართული იმ საქმიანობიდან, რომლის მიხედვითაც მიღებული შემოსავლები არ გაითვალისწინება 30 000-ლარიან ზღვარში.“;
დ) მე-4 მუხლის:
დ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3-ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავალს;“;
დ.ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ით განსაზღვრული საქმიანობის სახეებიდან მიღებული შემოსავლებისგან, რომლებზეც 30 000-ლარიანი ზღვარი არ ვრცელდება. (იხ.: მე-2 მუხლის მაგალითი 2).“;
ე) მე-11 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. მცირე ბიზნესისთვის „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5-ით განსაზღვრული შემოსავლები:
ა) მიუხედავად ამ შემოსავლების ოდენობისა, მცირე ბიზნესის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 100000-ლარიანი ზღვრის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება;
ბ) იბეგრება ჩვეულებრივი წესით, როგორც დაიბეგრებოდა მცირე ბიზნესის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში.
მაგალითი 2.
პირობა იგივეა, რაც პირველ მაგალითში, ამასთან,ჯონდის გაცემული აქვს სესხი, საიდანაც საანგარიშო წლის განმავლობაში პროცენტის სახით შემოსავალს იღებს 11 000 ლარის ოდენობით. ამავე საანგარიშო პერიოდში მან გაყიდა საცხოვრებელი სახლი 62000 ლარად, რომელიც წინა წელს შეძენილი ჰქონდა 50000 ლარად.
ანალიზი:
ანალიზი იგივეა, რაც პირველ მაგალითში, ამასთან,მის მიერ დამატებით მიღებული დასაბეგრი შემოსავლები 23000 ლარის (11000+12000) ოდენობით, ვერ მოახდენს გავლენას ჯონდისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებაზე ან გაუქმებაზე, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილების მიხედვით, ასეთი სახის შემოსავლები მხედველობაში არ მიიღება 100000-ლარიანი ზღვრის განსაზღვრისას.
შედეგი:
ჯონდი საანგარიშო წლის განმავლობაში ვაჭრობის შედეგად მიღებულ შემოსავალს დაბეგრავს მცირე ბიზნესისთვის დადგენილი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, ხოლო სახლის გაყიდვის შედეგად მიღებული და პროცენტის სახით მიღებული შემოსავლები დაიბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით.
შენიშვნა:
მცირე ბიზნესის მიერ შემოსავლის სპეციალური რეჟიმით და ჩვეულებრივი რეჟიმით დაბეგვრის მიზნებისთვის იხილეთ მე-13 მუხლის მალითი 1, 2 და 3.
4. მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, თუ:
ა) იგი ახორციელებს „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4-ით განსაზღვრულ საქმიანობას (შემდგომში – მცირე ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობა), რომლის განხორციელება მცირე ბიზნესის მიერ აკრძალულია და იწვევს სტატუსის გაუქმებას;
ბ) იგი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უფლება აქვს და მიმართავს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.
მაგალითი 3:
ჯონდი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას სათამაშო აპარატებით. იგი ელოდება, რომ მისი ერთობლივი შემოსავალი წლის ბოლოს არ გადააჭარბებს 100000 ათას ლარს. აქედან გამომდინარე, ის გადაწყვეტს მიმართოს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე. თუმცა საგადასახადო ორგანო მას არ აძლევს სტატუსს,ვინაიდან ზემოაღნიშნული საქმიანობა საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მცირე ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობაა.“;
ვ) მე-12 მუხლის:
ვ.ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნ ე ს;
ვ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური პირის ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა დღგ-ის გარეშე არ აღემატება 100 000 ლარს, გადასახადის გადამხდელს შეუძლია მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. აღნიშნულ შემთხვევაში:
ა)დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში საქონლის ნაშთი, რომელზედაც გადამხდელს მიღებული ან მისაღები აქვს ჩათვლა, იბეგრება დღგ-ით,რადგან განიხილება როგორც დღგ-ის დასაბეგრი მიწოდება (მხოლოდ დღგ-ის მიზნებისათვის);
ბ)პირი ვალდებულია, მიუხედავად მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებისა, შეასრულოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;
გ)მიმდინარე საგადასახადო წლის 1 იანვრიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე განხორციელებული ოპერაციების შედეგად მიღებული შემოსავლები პირმა უნდა ასახოს მიმდინარე წლის ამ ბრძანებით დამტკიცებული „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ დეკლარაციის ფორმისა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი“ინსტრუქციის (დანართი №2)შესაბამისად მიკრო და მცირე ბიზნესის წლიურ საშემოსავლო დეკლარაციაში და დაბეგროს მცირე ბიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.“;
ზ)მე-13მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5-ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;“.
2. ბრძანებით დამტკიცებული „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესში“ინსტრუქციის (დანართი №2)მე-2მუხლის მე-5პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დეკლარაციის IIIგანაყოფის IIნაწილი (ჩვეულებრივი დაბეგვრის წესით) ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიკრობიზნეს ის სტატუსის მქონე ფიზიკური და მცირე ბიზნესის სატატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-4ნაწილისა და 88-ე მუხლის მე-3ნაწილის შესაბამისად გააჩნიათ „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415დადგენილებით განსაზღვრული შემოსავლების სახეები:
ა)24-ე უჯრაში –ერთობლივი შემოსავალი, რომელიც მიღებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-4და 88-ე მუხლის მე-3ნაწილებით გათვალისწინებული საქმიანობებიდან.მათ შორის:
ბ)25-ე უჯრაში –საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი. მათ შორის:
გ)26-ე უჯრაში –ხელფასის სახით მიღებული;
დ)27-ე უჯრაში –საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავალი. მათ შორის:
ე)28-ე უჯრაში –ხელფასის სახით მიღებული;
ვ)29-ე უჯრაში –24-ე უჯრაში ასახული ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული და გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები (გარდა კაპიტალიზებადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 117-ე მუხლით განსაზღვრული ხარჯებისა);
ზ)30-ე უჯრაში –წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც ექვემდებარება გამოქვითვას, მაგრამ არა უმეტეს წინა 5 საგადასახადო წლის ზარალისა, უჯრის შევსებისას გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 121-ე და 122-ე მუხლებით დაწესებული ნორმები;
თ)31-ე უჯრაში –დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი;
ი)32-ე უჯრაში –ერთობლივ შემოსავალში (უჯრა 24) შეტანილი საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავლები;
კ)33-ე უჯრაში –შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას,მიიღება: 24-ე უჯრაში ასახულ მონაცემს გამოკლებული 29-ე უჯრაში ასახული მონაცემი, გამოკლებული 30-ე უჯრაში ასახული მონაცემი, გამოკლებული დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი (უჯრა 31) და გამოკლებული საქართველოს წყაროდან მიღებული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავალი (უჯრა 32);
ლ)34-ე უჯრაში –საშემოსავლო გადასახადი დასაბეგრ შემოსავალზე, რომელიც მიიღება 33-ე უჯრაში ასახული თანხის საშემოსავლო გადასახადის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილ განაკვეთზე გამრავლებით;
მ)35-ე უჯრაში –სულ საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მიიღება 23-ე და 34-ე უჯრებში ასახული მონაცემების დაჯამებით;
ნ)36-ე უჯრაში –საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღვრული მომდევნო საგადასახადო წლის მიმდინარე გადასახდელების ოდენობა;
ო)37-ე უჯრაში –გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის (ვინც ადასტურებს დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობას და სისრულეს) გვარი და სახელი სრულად;
პ)38-ე უჯრაში –37-ე უჯრაში ასახული პირის ხელმოწერა;
ჟ)39-ე უჯრაში –37-ე უჯრაში ასახული პირის ხელმოწერის თარიღი. აღნიშნული უჯრის პირველ ორ განაყოფში აისახება ხელმოწერის რიცხვი, მომდევნო ორ განაყოფში –თვე და ბოლო ოთხ განაყოფში –წელი სრულად.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი