საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 17.10.2005
ძალის დაკარგვა 22.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №187
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 120, 19/10/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| 1 | 2 |
| № | მოთავსების თარიღი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 70.9pt 35.95pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №187
2005 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-131 მუხლისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 6 დეკემბრის №235 ბრძანებით დამტკიცებული დებულება „დროებითი შენახვის საწყობის შესახებ”.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დებულება
საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
1. დებულება საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად.
2. დებულება არ ვრცელდება დებულებით განსაზღვრულ საქმიანობაზე, თუ მას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
მუხლი 2🔗.
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საქონელი – ნებისმიერი ქონება, კერძოდ, ფული, ფასიანი ქაღალდები და სავალუტო ფასეულობა, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი, წყალი და სატრანსპორტო საშუალებები, გარდა ამ მუხლის “ბ” ქვეპუნქტში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებისა;
ბ) სატრანსპორტო საშუალებები – ნებისმიერი საშუალება, რომელიც გამოიყენება მგზავრების საერთაშორისო გადაყვანისა და საქონლის საერთაშორისო გადაზიდვებისათვის, მათ შორის კონტეინერები, მისაბმელები და სხვა სატრანსპორტო მოწყობილობა;
გ) ნებართვა – კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული ვადით მოქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის წინამდებარე დებულებით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას;
დ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;
ე) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი;
ვ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული მოქმედება;
ზ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
თ) სანებართვო პირობები – საქართველოს საბაჟო კოდექსით, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად, ან/და ნებართვით განსაზღვრული მოქმედების განხორციელებისას;
ი) დახურული ტიპის საბაჟო საწყობი – საწყობი, რომელიც გათვალისწინებულია განსაზღვრულ პირთა საქონლის შესანახად;
კ) ღია ტიპის საბაჟო საწყობი – საწყობი, რომელიც გამოსაყენებლად ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.
მუხლი 3🔗.
1. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა გაიცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მიერ.
2. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა შეიძლება მიეცეს ნებისმიერ ნებართვის მაძიებელ პირს.
3. საბაჟო საწყობის ტერიტორია არის საბაჟო კონტროლის ზონა.
მუხლი 4🔗.
1. ნებართვა გაიცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული, დებულებით დადგენილი სანებართვო პირობების შესაბამისად ერთ ან რამდენიმე სპეციალურად გამოყოფილი და მოწყობილი სათავსის ან ღია მოედნისათვის, რომლებიც საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 და 23-ე თავების შესაბამისად განკუთვნილია საქონლის შესანახად. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი და იზოლირებული და უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე სახის (სარკინიგზო ან/და საავტომობილო, ან/და სხვა ტიპის სატრანსპორტო) ერთი შესასვლელი და ერთი გასასვლელი.
2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად განსაზღვრული ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა საქართველოს საბაჟო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შეადგენს 3 წელს.
3. დაუშვებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის.
4. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს დახურული ან ღია ტიპის საწყობის საქმიანობა, თუ ნებართვის მიღებისას წინასწარ გააცნობს დეპარტამენტს კონკრეტული ტიპის საქმიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლია განახორციელოს მხოლოდ ღია ტიპის საწყობის საქმიანობა.
5. კონკრეტული ტიპის ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს სხვა ტიპის საწყობის საქმიანობა, თუ ამას არა უგვიანეს ერთი თვისა წინასწარ აცნობებს დეპარტამენტს. აღნიშნულის მოთხოვნის დარღვევით განხორციელებული საქმიანობა იწვევს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით.
6. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების საბაჟო საწყობი მხოლოდ დახურული ტიპის საწყობია და მისი ღია წესით ფუნქციონირება დაუშვებელია.
თავი II. ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები
მუხლი 5🔗.
1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად დეპარტამენტს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
3. განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ასევე დამატებით უნდა ერთვოდეს:
ა) საბაჟო საწყობის საქმიანობის საგარანტიო უზრუნველსაყოფად – სულ ცოტა 100 000 ლარის ოდენობის სადაზღვევო პოლისი ან საბანკო გარანტია; ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის საწყობის ნებართვის მისაღებად, სასაწყობო სიმძლავრის შესაბამისი მთლიანი მოცულობის საქონლის იმპორტის რეჟიმის შემთხვევაში – გადასახდელი თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი, ან ფულადი დეპოზიტი, ან/და შესაბამისი ქონებრივი იპოთეკა;
ბ) შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილი სასაწყობოდ განკუთვნილი შენობა-ნაგებობების სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტი. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტში აუცილებელი წესით უნდა იქნეს ნაჩვენები ამ ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი ღობე. ღობე უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრი სიმაღლისა და აგებული კაპიტალურად დამონტაჟებული მასალით, რომელსაც მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს მავთულხლართი და გარე განათება. ამასთან, ყოველ 50 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ფირნიში – წარწერით “საბაჟო კონტროლის ზონა” ქართულ და ინგლისურ ენებზე. ნახაზში (პროექტში) ასევე სავალდებულოა აისახოს საწყობის ტერიტორიაზე იზოლირებული სათავსები (ღია მოედანი), რომლებიც განკუთვნილია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებითი შენახვისათვის ან საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შენახვისათვის, ასევე შესაბამისი პირობების დაცვით იზოლირებულად შესანახი საქონლისათვის;
გ) ინფორმაცია საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ;
დ) ინფორმაცია საბაჟო საწყობის სასაწყობო სასწორით აღჭურვის შესახებ, რომლითაც შესაძლებელია განხორციელდეს სულ ცოტა 60 ტონა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აწონვა;
ე) საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობების საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძვლის შესახებ დოკუმენტი;
ვ) ინფორმაცია საწყობის მთელი ტერიტორიის სადღეღამისო დაცვისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსების (შენობა-ნაგებობების) დამცავი და ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციით აღჭურვის შესახებ.
5. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის შემთხვევაში უნდა აღინიშნოს ამ საქონლის შენახვისათვის განკუთვნილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე სტაციონარული რეზერვუარის შესახებ. სათავსებს უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ტიპის მრიცხველები, რომლებითაც შესაძლებელი იქნება დაუბრკოლებლად განხორციელდეს სათავსში არსებული და ამ სათავსში ჩატვირთული ან სათავსიდან ამოღებული ნავთობპროდუქტის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა. სტაციონა-რული რეზერვუარი უნდა იძლეოდეს ნავთობპროდუქტების რაოდენობის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობას.
6. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს სათავსში კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კანონმდებლობისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამზომი საშუალებების ტიპის დამოწმების დამადასტურებელი საბუთები.
მუხლი 6🔗.
ნებართვის მაძიებლის მიერ ამ დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე ნებართვის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას დეპარტამენტი იღებს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
1. გადაწყვეტილება საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და ფორმდება შესაბამისი ბრძანებით სამ ეგზემპლარად, რომელთა თითოეულ ეგზემპლარს თან უნდა ერთვოდეს სანებართვო მოწმობა და დანართი. თითო ეგზემპლარი გადაეცემა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელსა და საბაჟო ორგანოს, რომლის სამოქმედო ზონაში განლაგებულია საწყობი. ერთი ეგზემპლარი რჩება დეპარტამენტში.
2. ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების დანართი არის სასაწყობოდ განკუთვნილი შენობა-ნაგებობების სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან ასანაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტი.
მუხლი 8🔗.
1. სანებარვთო მოწმობის გაცემა, აგრეთვე სანებართვო მოწმობის დაკარგვის, დაზიანების შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა ხორციელდება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დეპარტამენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
თავი III. საბაჟო საწყობების საქმიანობის ადმინისტრაციული რეგულირება
მუხლი 9🔗.
1. ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული საბაჟო საწყობის საქმიანობის შემდეგი წესები და მოთხოვნები:
ა) დაიცვას საბაჟო საწყობის შექმნის პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოების მოთხოვნები, უსასყიდლოდ გამოუყოს მათ საბაჟო საწყობში საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის აუცილებელი სათავსი, მოწყობილობა და კავშირგაბმულობის საშუალებანი;
ბ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, ამ მიზნით უზრუნველყოს საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის მიერ საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების შენახვის ადგილის, რაოდენობის, წონისა და სხვა მახასიათებლების კონტროლის განხორციელება;
გ) გამორიცხოს საბაჟო საწყობში არსებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების ამოღების შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს საჭიროა საბაჟო კონტროლისათვის;
დ) აწარმოოს საბაჟო საწყობში შენახული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა დადგენილი ფორმით (დანართი №1), მოსთხოვოს საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ასლები და უზრუნელყოს მათი შენახვა;
ე) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება დადგენილი ფორმით (დანართი №2), რისთვისაც კვარტალის დამთავრებიდან არა უგვიანეს 15 დღისა წარუდგენს ანგარიშს შესაბამის საბაჟო ორგანოს საბაჟო საწყობში შენახული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და მასზე წარმოებული ყველა ოპერაციის თაობაზე;
ვ) გამორიცხოს სხვა სახის ოპერაციების განხორციელება საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, გარდა საქონლის შენახვის უზრუნველყოფისათვის დასაშვები შემდეგი ოპერაციებისა:
ვ.ა.) გასუფთავება;
ვ.ბ.) განიავება;
ვ.გ.) გაშრობა (კერძოდ, სითბოს მიწოდებით);
ვ.დ.) შენახვის ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის შექმნა (გაციება, გაყინვა, გახურება);
ვ.ე.) დამცავ შესაფუთში მოთავსება;
ვ.ვ.) დამცავი საფენისა და კონსერვანტის ჩატანება;
ვ.ზ.) ჟანგსაწინააღმდეგო შეღებვა;
ვ.თ.) დამცავი მოწყობილობის შეყვანა;
ვ.ი.) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;
ვ.კ.) გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაციებისა, საბაჟო საწყობში მოთავსებულ საქონელს, მისი გაყიდვისა და ტრანსპორტირების მიზნით, შეიძლება ჩაუტარდეს შემდეგი ოპერაციები:
ვ.კ.ა.) პარტიის დანაწილება;
ვ.კ.ბ.) გზავნილების ფორმირება;
ვ.კ.გ.) დახარისხება;
ვ.კ.დ.) შეფუთვა;
ვ.კ.ე.) მარკირება;
ვ.კ.ვ.) საქონლის მოთავსება სადემონსტრაციო სტენდებზე;
ვ.კ.ზ.) დატვირთვა;
ვ.კ.თ.) გადმოტვირთვა;
ვ.კ.ი.) გადატვირთვა;
ვ.კ.კ.) დაკომპლექტებასთან ან სამუშაო მდგომარეობაში მოყვანასთან დაკავშირებული მარტივი ოპერაციები;
ვ.კ.ლ.) რაციონალურად განლაგების მიზნით საქონლის გადაადგილება საწყობში;
ვ.კ.მ.) ტესტირება (გამოცდა);
ვ.კ.ნ.) საქონლის დემონსტრირება საბაჟო კონტროლის ზონაში;
ვ.ლ.) ზემოთ მითითებული ოპერაციები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოს კონტროლით, საბაჟო ორგანოს მიერ შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში – საბაჟო ორგანოს უშუალო მეთვალყურეობით;
ვ.მ.) საქონელზე განხორციელებულმა ოპერაციებმა არ უნდა შეცვალონ მისი მახასიათებლები (ხარისხი), რომლებიც დაკავშირებულია საქონლის კლასიფიკაციის შეცვლასთან, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით, ციფრული კოდის მეცხრე ნიშნის დონემდე;
ზ) მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხებოდეს საქონლის შემოტანა ან/და გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საწყობში არსებული საქონლის შენახვის სათანადო პირობები;
თ) საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელი და გასასვლელი მუდმივად უნდა იყოს დალუქული საქონლის საბაჟო კონტროლზე ამყვანი შესაბამისი საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის მიერ, გარდა საქონლის შეტანისას ან/და გამოტანისას, რომელსაც უნდა ესწრებოდეს შესაბამისი საბაჟო ორგანოს წარმომადგენელი, აგრეთვე ამ მუხლის „ვ” ქვეპუქტით განსაზღვრული ოპერაციების განხორციელებისას;
ი) უზრუნველყოს საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერ საშუალებებზე სადღეღამისო ჩაწერა და სამი თვის განმავლობაში ჩანაწერის შენახვა. ჩანაწერი დებულების ამ მუხლის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ყოველკვარტალურ ანგარიშგებასთან ერთად წარედგინება შესაბამის საბაჟო ორგანოს;
კ) არ დაუშვას ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების დანართში მითითებული სათავსების გარდა სხვა მუდმივი ან დროებითი შენობა-ნაგებობების აშენება;
ლ) ვალდებულია საქონლის დაკარგვის ან საბაჟო ორგანოს ნებართვის გარეშე საბაჟო საწყობიდან საქონლის გატანის შემთხვევაში გადაიხადოს საბაჟო გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა შესაბამისი საბაჟო გადასახდელი თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში ამ საქონლის გაფორმებისას;
მ) არ დაუშვას საქართველოში შემოსატანი და საქართველოდან გასატანი აკრძალული საქონლის საბაჟო საწყობში მოთავსება;
ნ) აწარმოოს საბაჟო კონტროლის ზონაში შემსვლელ და გამსვლელ პირთა აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიც უნდა აისახოს შესვლის/გამოსვლის თარიღი და დრო, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, მუდმივად საცხოვრებელი ადგილის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი; მუდმივად საცხოვრებელი ადგილის მისამართი; დეპარტამენტის ან/და სხვა შესაბამის მაკონტროლებელ უფლებამოსილების მქონე დაწესებულებათა თანამშრომელი – სამსახურებრივი მოწმობის საიდენტიფიკაციო ნომერი), შესვლის მიზანი;
ო) საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა სია, რომელშიც აისახება: პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, მუდმივად საცხოვრებელი ადგილის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი; მუდმივად საცხოვრებელი ადგილის მისამართი);
პ) დეპარტამენტს აცნობოს საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა სიაში ცვლილებების შეტანა და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში;
ჟ) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე არ შეიძლება არსებობდეს საბაჟო ორგანოსა და საბაჟო საწყობის ადმინისტრაციული შენობა ან სხვა არასასაწყობო დანიშნულების ნაგებობა, გარდა საწყობის დაცვისა და სასაშვო რეჟიმით უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ნაგებობისა;
რ) უზრუნველყოს ავარიის ან დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად უვარგის მდგომარეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზიანებული საქონლის განცალკევებულად განთავსება;
ს) საქონელი, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს სხვა საქონელს, ან რომელიც მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, უნდა ინახებოდეს საბაჟო საწყობში ან საბაჟო საწყობის განცალკევებულ, ასეთი სახის საქონლის შენახვისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად სპეციალურად აღჭურვილ სათავსში. კვების პროდუქტები უნდა განთავსდეს ცალკე იზოლირებულ სათავსში;
ტ) საწყობის ტერიტორიაზე საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი სავალი გზა და სადგომი ტერიტორია უნდა იყოს მოასფალტებული ან მოპირკეთებული ბეტონის ფილებით;
უ) განალაგოს საწყობში განთავსებული საქონელი ისეთი სახით, რაც შესაძლებელს გახდის საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელებას;
ფ) უნდა დაიცვას საწყობში შესაბამისი სანიტარიული პირობები და უზრუნველყოს სათავსის მიმდინარე რემონტი;
ქ) შეასრულოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი, რომელიც ახორციელებს ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვას, ვალდებულია აწარმოოს საბაჟო საწყობში შენახული საქონლის აღრიცხვა დადგენილი ფორმით (დანართი №3) და განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება დადგენილი ფორმით (დანართი №4).
3. ნებართვის მფლობელსა და საბაჟო საწყობში საქონლის შემნახველ პირებს შორის ურთიერთობა რეგულირდება სახელშეკრულებო საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.
თავი IV. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, სანებართვო პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობისა და ნებართვის გაუქმება
მუხლი 10🔗.
1. დეპარტამენტი უფლებამოსილია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო პირობებისა და ამ დებულებით განსაზღვრული დამატებითი სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი. დეპარტამენტი კონტროლს ახორციელებს შერჩევითი შემოწმების მეთოდით.
2. დეპარტამენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონტროლი ხორციელდება შესაბამისი საბაჟო ორგანოს საშუალებით. აღნიშნული არ ართმევს უფლებას დეპარტამენტს თვითონ შეამოწმოს სანებართვო პირობები, სადაც სავალდებულო წესით მონაწილეობს შესაბამისი საბაჟო ორგანო.
3. შესაბამისი საბაჟო ორგანო სანებართვო პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგენს დეპარტამენტს სათანადო ინფორმაციას სანებართვო პირობების დარღვევისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
4. ნებართვის გაუქმების შემთხვევაში სანებართვო მოწმობა დეპარტამენტს უნდა დაუბრუნდეს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.
მუხლი 11🔗.
1. ნებართვის გაუქმების შედეგად შესაბამისი საბაჟო ორგანო, საწყობის მფლობელი, ან/და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი ან/და მესაკუთრე ვალდებულია დაასრულოს მასა და დამსაწყობებელს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.
2. შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის ხარჯით გადატანა სხვა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში ან შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევა.
თავი V. პასუხისმგებლობა საბაჟო საწყობების საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და ნორმების დარღვევისათვის
მუხლი 12🔗.
1. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია დაიცვას საბაჟო კოდექსითა და ამ დებულებით დადგენილი წესები და მოთხოვნები.
2. ამ წესებისა და მოთხოვნების ნებართვის მფლობელის მიერ დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VI. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 13🔗.
საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი, რომელსაც ნებართვა მოპოვებული აქვს ამ დადგენილების ამოქმედებამდე, ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის “ა”, “ბ”, “გ”, “დ”, “ვ” ქვეპუნქტებით, მე-5, მე-6 პუნქტებით და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის “ი”, “ტ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები დადგენილების ამოქმედებიდან 3 თვეში.
დანართი №1
საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის აღწერის ფორმა
№
მოთავსების თარიღი
საქონლის დასახელება და სასაქონლო კოდი
ადგილის რაოდენობა და წონა (ბრუტო)
საქონლის თანმხლები დოკუმენტები
სსდ-ს №
საწყობიდან გაშვების თარიღი
სსდ-ს № საწყობიდან გაშვებისას
საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა
საქონლის მესაკუთრე, მფლობელი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი
საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.
15.
დანართი №2
ყოველკვარტალური ანგარიში საბაჟო საწყობში შენახული საქონლის შესახებ
----------წლის -----------კვარტალი
№
მოთავსების თარიღი
სსდ-ს №
საქონლის დასახელება და სასაქონლო კოდი
რაოდენობა მოთავსებისას
რაოდენობა ანგარიშის ჩატარების თარიღის დროს
რაოდენობა საწყობიდან გაშვების დროს
ნაშთი
სსდ-ს № საწყობიდან გაშვებისას
საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა
საქონლის მესაკუთრე, მფლობელი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი
საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის უფლებამოსილი პირის
მფლობელი პირის სახელწოდება თანამდებობა
------------------------------------------------------ -------------------------------------------
------------------------------------------------------ -------------------------------------------
სახელი, გვარი
----------------------------------------------------- -------------------- ხელის მოწერა
ბ.ა.
„ “----------- 200– წ.
საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის ხელის მოწერა
ბ.ა.
„ “---------- 200—წ.
დანართი №3
საბაჟო საწყობში განთავსებული ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის აღწერის ფორმა
№
მოთავსების თარიღი
ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის დასახელება და სასაქონლო კოდი
რეზერვუარის № პროდუქტის რაოდენობა
საქონლის თანმხლები დოკუმენტები (სსსდ, ასპ და სხვა)
სსდ-ს №
საწყობიდან გაშვების თარიღი
სსდ-ს №საწყობიდან გაშვებისას
საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა
პროდუქტზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.
15.
დანართი №4
ყოველკვარტალური ანგარიში საბაჟო საწყობში შენახული ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის შესახებ
--------- წლის -------- კვარტალი
№
მოთავსების თარიღი
სსდ-ს №
ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის დასახელება და სასაქონლო კოდი
რაოდენობა მოთავსებისას
რაოდენობა ანგარიშის ჩატარების თარიღის დროს
რაოდენობა საწყობიდან გაშვების დროს
ნაშთი
სსდ-ს № საწყობიდან გაშვებისას
საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა
პროდუქტზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის უფლებამოსილი პირის თანამდებობა
მფლობელი პირის სახელწოდება
----------------------------------------------------------- -------------------------------------------------
----------------------------------------------------------- -------------------------------------------------
სახელი, გვარი
----------------------------------------------------------- -------------------------------------------------
----------------------------------- ხელის მოწერა
ბ.ა.
„----“--------------------- 200 –წ.
საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის ხელის მოწერა
ბ.ა.
„----“--------------------- 200 –წ.