📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ

მიღების თარიღი 14.03.2005
ძალის დაკარგვა 01.01.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 29, 15/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,633 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.03.2005 მიღება
01.01.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.karixml, li.karixml, div.karixml {mso-style-name:kari_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml {mso-style-name:kari_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 42.5pt 45.35pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №45 2005 წლის 14 მარტი ქ. თბილისი ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციათა შესაბამისად სახელმწიფო ხაზინაში სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეფორმის დანერგვის მიზნით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის 29​1 მუხლის საფუძველზე: 1. სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება, აგრეთვე ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშსწორება ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მიერ „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ თანდართული ინსტრუქცია. 3. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს (ი. მანაგაძე) აწარმოოს საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებთან დაკავშირებული ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების განხორციელების დროითი გრაფიკი იმის გათვალისწინებით, რომ: ა) კომერციულმა ბანკებმა უზრუნველყონ სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების სრული განთავსება ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე; ბ) სახელმწიფო ხაზინიდან მიღებულ საგადასახადო დავალებათა საფუძველზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელოს ოპერაციები ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან; გ) საგადასახადო დავალების ბანკში მიღებისა და გატარების თარიღები მითითებულ იქნეს საგადასახადო დავალების ელექტრონულ ფორმატზე; დ) საქართველოს ეროვნული ბანკი 18.00 საათამდე სახელმწიფო ხაზინას ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის ამონაწერს და საგადასახადო საბუთებს გადასცემს ელექტრონული სახით. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი): ა) 2005 წლის 15 მარტამდე დაამტკიცოს ბიუჯეტის შემოსულობების 9-ნიშნიანი სახაზინო კოდები იმის გათვალისწინებით, რომ: ა.ა) სახაზინო კოდის პირველი ციფრი განსაზღვრავს ბიუჯეტის შემოსულობის ამკრეფს; ა.ბ) სახაზინო კოდის მე-2 – მე-5 ციფრები განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიას, რეგიონალურ საბაჟო ორგანოს ან შესაბამისი დონის ბიუჯეტს; ა.გ) მე-6 – მე-9 ციფრები განსაზღვრავს ბიუჯეტის შემოსულობის სახეს „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №161 ბრძანების შესაბამისად; ბ) 2005 წლის 15 მარტამდე უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელებისა და დაწესებულებების (რომლებიც კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას ახორციელებენ არასაგადასახადო შემოსავლების მობილიზებას) ინფორმირება ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების შესახებ, რომლებიც გადახდის დროს აუცილებლად მითითებული უნდა იქნეს საგადახდო დავალებაზე ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდის ველში; გ) 2005 წლის 4 აპრილისათვის უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში გახსნილი ბიუჯეტის შემოსულობების სატრანზიტო ანგარიშების დახურვა. 5. 2005 წლის 4 აპრილიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 მარტის №3 დადგენილება „სახელმწიფო ხაზინის მიერ სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორებათა განხორციელებისა და ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ”. 6. დადგენილების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს     2005 წლის 4 აპრილიდან. 7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი                 ზ. ნოღაიდელი ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ ინსტრუქცია კარი I სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სხვა განმთავსებლები – საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხო ქვეყნების მთავრობები, სხვა პირები; ბ) ბიუჯეტის შემოსულობების მართვა – სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება; გ) ფინანსური ოპერაცია – შემოსავლის, გრანტის ან დეფიციტის დასაფინანსებლად სახსრების მიღება, აგრეთვე სახელმწიფო ხაზინის საბანკო ანგარიშიდან/ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა-გადარიცხვა ფულადი სახსრების ფაქტობრივი მიღების საფუძველზე; დ) სახსრების მფლობელი – სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები. თავი II ბიუჯეტის შემოსულობათა მართვა     მუხლი 2🔗. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა მართვას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მეშვეობით.     მუხლი 3🔗. სამთავრობო დაწესებულებები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მმართველობის ადგილობრივი ორგანოები, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სახელმწიფო ხაზინის ნებართვის გარეშე არ არიან უფლებამოსილი გახსნან და იქონიონ ბიუჯეტის შემოსულობათა საბანკო ანგარიშები. თავი III ბიუჯეტის შემოსულობათა განთავსების პროცედურა     მუხლი 4🔗. გადასახადის გადამხდელების ან სხვა განმთავსებლების მიერ ბიუჯეტის შემოსულობების ჩარიცხვა საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე ხორციელდება მათ მიერ მომზადებული საგადახდო საბუთების საფუძველზე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.     მუხლი 5🔗. სახელმწიფო ხაზინა: ა) ახორციელებს საბანკო დღის განმავლობაში მიღებულ ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ განაწილებას სახსრების მფლობელების (სახელმწიფო ბიუჯეტი, ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები და საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშები) მიხედვით; ბ) ყოველდღიურად ამზადებს საგადახდო დავალებებს შესაბამისი ბიუჯეტების (სახელმწიფო ბიუჯეტი, ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები) ანგარიშებზე თანხების გადასარიცხად; გ) ამზადებს ყოველთვიურ და წლიურ ანგარიშგებას ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხების შესახებ.     მუხლი 6🔗. საგადასახადო და საბაჟო ორგანოები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, ასევე დაწესებულებები, რომლებიც კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას ახორციელებენ ბიუჯეტის შემოსულობათა მობილიზებას, სახელმწიფო ხაზინის მიერ უნდა იქნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი ამონაწერებით.     მუხლი 7🔗. 1. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ინფორმაციას ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე ბანკების მიერ დაგვიანებით ჩარიცხული ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ. 2. ინფორმაციაში აღინიშნება შესაბამისი კომერციული ბანკის ან მისი ფილიალის დასახელება, საგადახდო დავალე­ბის ნომერი და ბანკში წარდგენის თარიღი, ბიუჯეტის შემოსულობის თანხა და დაგვიანებული დღეების რაოდენობა. 3. სახელმწიფო ხაზინა დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ ინფორმაციას გადასცემს საგადასახადო დეპარტამენტს შემდგომი რეაგირებისათვის ყოველი თვის 10 რიცხვამდე.     მუხლი 8🔗. საქართველოს ეროვნული ბანკი სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული საგადახდო დავალებების საფუძველზე ახორციელებს გადარიცხვებს შემოსულობათა ერთიანი ანგარი­შიდან. თავი IV აღრიცხვა-ანგარიშგება და მონიტორინგი     მუხლი 9🔗. 1. სახელმწიფო ხაზინა აწარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ მონიტორინგს, რაც მოიცავს ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვასა და ანალიზს. 2. ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული ელექტრონული ამონაწერებისა და საგადახდო საბუთების მიხედვით იწარმოება აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმები და რეგისტრები. 3. რეგისტრი წარმოადგენს აღრიცხვის საფუძველს. 4. რეგისტრში აღირიცხება ფინანსური ოპერაცია და მისი შედეგი. 5. აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმები და რეგისტრთა სისტემა მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. კარი II ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშგება თავი V ბიუჯეტის შემოსულობის დაბრუნების ზოგადი წესი     მუხლი 10🔗. 1. ყველა პირი ვალდებულია დაიცვას შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების ამ ინსტრუქციაში მოცემული პროცედურები, რაც მოიცავს: ა) ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის დაბრუნებას ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებიდან საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანას სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად; გ) არასაგადასახადო შემოსავლისა და სხვა შემოსულობის დაბრუნებას ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლების გადახდის ანგარიშში გადატანას, სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 11🔗. 1. ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებიდან უფლებამოსილი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე. 2. ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანა წარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილი საგადასახადო ინსპექციის ან რეგონალური საბაჟოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე. 3. ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხული არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის თანხის დაბრუნება ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლებში გადატანა წარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ. 4. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ანგარიშს გადასახადის, არასაგადასახადო შემოსავლისა და სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან სხვა გადასახადების (არასაგადასახადო შემოსავლების) გადახდის ანგარიშში გადატანის შესახებ, რომელსაც წარუდგენს ყოველთვიურად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. 5. საგადასახადო შემოსავლის, არასაგადასახადო შემოსავლისა და სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება არ განიხილება როგორც ხარჯი. იგი ტარდება როგორც ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის, არასაგადასახადო შემოსავლისა და სხვა შემოსულობის დაბრუნება და მიეთითება ბიუჯეტის შემოსულობის კლასიფიკაციის შესაბამისი კოდი. თავი VI ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის თანხის დაბრუნების პროცედურები     მუხლი 12🔗. 1. საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებიდან სახელმწიფო ხაზინაში შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე. 2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, გადასახადების სახეების მიხედვით. 3. საგადახდო დავალება მზადდება ხუთ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მეხუთე ეგზემპლარები ხელმოწერილია შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს უფროსისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ და დადასტურებულია ბეჭდით. 4. საგადახდო დავალებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე საგადასახადო ინსპექციისათვის ან რეგიონალური საბაჟოსათვის წარდგენილი იმ გადამხდელის წერილის ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვა, რომელიც დადასტურებულია ბეჭდით. 5. საბაჟო კუთხით ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის გადამხდელისათვის დაბრუნების თაობაზე რეგიონალური საბაჟო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას, გადამხდელის საბანკო რეკვიზიტების მითითებით, შესაბამისი საგადასახადო ინსპექციების ინფორმირების მიზნით სახაზინო სამსახური უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს, რომელიც დასტურს ინფორმაციის მიღების თაობაზე სახელმწიფო ხაზინას აცნობებს სამ სამუშაო დღეში. 6. სახელმწიფო ხაზინის მიერ საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება წარმოებს შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. 7. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ შესაბამის საგადასახადო ინსპექციას ან რეგიონალურ საბაჟოს იმ შემთხვევაში, თუ: ა) ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად; ბ) დოკუმენტაცია ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის დაბრუნების თაობაზე არ შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ განხორციელდა დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენა. თავი VII საგადასახადო შემოსავლის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანა სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან     მუხლი 13🔗. 1. საგადასახადო შემოსავლის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით წარმოებს შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე. 2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, გადასახადების სახეების მიხედვით. 3. საგადახდო დავალება მზადდება ხუთ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მეხუთე ეგზემპლარები ხელმოწერილია შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს უფროსისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ და დადასტურებულია ბეჭდით. 4. საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანა წარმოებს შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით. 5. საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანა ხორციელდება იმ პროცენტული განაწილების მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონით „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ”. 6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანის შესახებ შესაბამის საგადასახდო ინსპექციას ან რეგიონალურ საბაჟოს იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალების წარდგენის მომენტისათვის კალენდარული წლის განმავლობაში შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ გადასახადის სახეში მობილიზებული სახსრები არასაკმარისია შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად. 7. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის საგადასახადო შემოსავლის გადატანაც წარმოებს სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში, სახელმწიფო ხაზინა საგადახდო დავალებას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში. თავი VIII არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლის გადახდის ანგარიშში გადატანა     მუხლი 14🔗. 1. არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლების გადახდის ანგარიშში გადატანა ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშიდან ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მიერ არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე. 2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, არასაგადასახადო შემოსავლებისა და სხვა შემოსულობის სახეების მიხედვით. 3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (ხელმოწერით და ბეჭდით) არასაგადასახადო შემოსავლის ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი არასაგადასახადო შემოსა­ვალი. 4. არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლების ანგარიშში ჩათვლა წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. 5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის თანხის დაბრუნების ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლების ანგარიშში გადატანის შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ: ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია; ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამხდელის მიერ არასაგადასახადო ან სხვა შემოსულობის სახეში გადახდილ თანხას. 6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის არასაგადასახადო შემოსავლის გადატანაც წარმოებს სხვა არასაგადასახადო შემოსავლის გადახდის ანგარიშში, სახელმწიფო ხაზინა თანხის დაბრუნების ან გადატანის მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.     მუხლი 15🔗. ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების განკარგვა, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესაბამის ბიუჯეტში მიმართვას ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნებას, ხორციელდება დეპოზიტური თანხების მიმღები და განმკარგავი ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე. თავი IX გადამხდელის ან კომერციული ბანკების მიერ საგადახდო დავალების შევსებისას, ელექტრონულ ფორმატში გადაყვანისას ან ანგარიშსწორებისას დაშვებული შეცდომების გასწორება     მუხლი 16🔗. კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ან სხვა განმთავსებლის ან მომსახურე ბანკის შეცდომით, საგადასახადო შემოსავლის ამკრეფის ან ადმინისტრაციული ერთეულის არასწორი სიმბოლოებით ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში, რომელიც დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია განახორციელოს შეცდომის გასწორება ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე სახსრების მფლობელების რიცხული ნაშთების ფარგლებში.     მუხლი 17🔗. საბანკო დაწესებულების მიერ არასწორად განხორცი­ელებული ოპერაციის შედეგად ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე თანხების განმეორებით ან შემოსულობის გადამხდელის მიერ საგადახდო და ვალებაში მითითებულ თანხაზე მეტი თანხის შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში საბანკო დაწესებულების არგუმენტირებული მიმართვისას (საბანკო დაწესებულების ხელმძღვანელის და მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით და სათანადო ბეჭდით დადასტურებული) სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია მოახდინოს შეცდომით ჩარიცხული საგადასახადო შემოსავლის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებიდან კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება, ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე დაბრუნება.     მუხლი 18🔗. გასულ წლებში ბიუჯეტში მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხების გადამხდელისათვის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება ხორციელდება საგადასახადო შემოსავლის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებიდან ან სახსრების მფლობელების მიმდინარე შემოსავლებიდან (არასაგადასახადო შემოსავლის შემთხვე­ვაში), ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე დაბრუნება.     მუხლი 19🔗. ინსტრუქციის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხების გადამხდელისათვის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნებას სახელმწიფო ხაზინა აცნობებს საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სათანადო ცვლილებების განხორციელების მიზნით.