„ახალგორის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ” ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №28 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2011 წლის 11 აპრილი
სოფ. წეროვანი, დევნილთა დასახლება
„ახალგორის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ” ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №28 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1 „ახალგორის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №28 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს:
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„4. ახალგორის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ფორმები და წესი განისაზღვროს „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლით;
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„7. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე. საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში:“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, ამასთან ბიჯის სიდიდე და ბილეთის ფასი განისაზღვრება ყოველი კონკრეტული აუქციონისათვის სააუქციონო კომისიის მიერ და მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით;“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„8. გამყიდველი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია გამყიდვ ე ლის სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს (ოქმი წარმოადგენს ადმინისტარციული ორგანოს დაპირებას);
ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას, ოქმს ხელს აწერს მყიდველი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, როგორც გამყიდველი.“;
ზ) დაგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) პირობებიდან გამომდინარე, მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ; “
თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ახალგორის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ფორმებით:
ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) ქირავნობა;
დ) იჯარა;
ე) თხოვება;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები;
ი) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს, უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.“;
კ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიწის ნაკვეთის ან/და იმ მიწის ნაკვეთის ნაწილის, რომელზედაც დამაგრებულია შენობა-ნაგებობა, აღნაგობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას ისე, რომ მას ჰქონდეს ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება,“;
ლ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს მესკუთრე“;
მ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია განისაზღვრება ყოველი კონკრეტული აუქციონისათვის სააუქციონო კომისიის მიერ და მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით“;
ნ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს მესაკუთრის მიერ მითითებულ ანგარიშზე)“;
ო) დადგენილებით დამტკიცებული წესის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეგაქციით:
„ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ახალგორის თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, ახალგორის თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყის ფასს, რომლის სარგებლობის უფლებით გადაცემა სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე“;
პ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 23-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულიად ირიცხება ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.“;
ჟ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 30 /ოცდაათი/ კალენდარულ დღეში, ხოლო წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.“
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს დადგენილი წესით,გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ყოჩიშვილი