საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვის გაცემისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 23.11.2005
ძალის დაკარგვა 21.09.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №211
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 136, 24/11/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 666 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.11.2005 მიღება
21.09.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვის გაცემისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №211 2005 წლის 23 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვის გაცემისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე 1. “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქარ­თველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესა­ბამისად დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვის გაცემისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი დ ე ბ უ ლ ე ბ ა საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ     მუხლი 1🔗. დებულების მიზანი და რეგულირების სფერო 1. ეს დებულება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივი რეგულირების სფეროს. კერძოდ, აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმო­ების ნებართვის გაცემის პროცესს – განსაზღვრავს ნებარ­თვის გამცემ ორგანოს, წესსა და პირობებს. 2. დებულების მიზანია მისი რეგულირების სფეროში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პრინციპების განხორციელების უზრუნველყოფა.     მუხლი 2🔗. ნებართვის გამცემი ორგანო საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვას გასცემს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქარ­თველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია).     მუხლი 3🔗. ნებართვის გაცემის წესი 1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის გამცემს წარუდგენს განცხადებას. განცხადების ფორმა და შინაარსი, აგრეთვე ნებართვის გაცემის გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით. 2. ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საბუთების გარდა ნებართვის გამცემს დამატებით წარუდგენს: ა) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ გეოგრაფიულ რეგიონში და რა სახის საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვას მოითხოვს მაძიებელი; ბ) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დროიდან, რა ტიპის საჰაერო ხომალდით (ხომალდებით) შესრულდება საავიაციო სამუშაოები; გ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ასლს; დ) ნებართვის მაძიებლის სამოქალაქო პასუხის­მგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ პოლისებს ან ეკვივალენტურ დოკუმენტებს იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეთ ეკიპაჟის წევრს (როდესაც მაძიებელი საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველია), მგზავრს, ტვირთს, ბარგს და მესამე პირს ამ ექსპლუატანტის მოქმედებით; ე) საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატს (თუ ნებართვის მაძიებელი უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველია).     მუხლი 4🔗. სანებართვო მოწმობის ფორმა სანებართვო მოწმობის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს ნებართვის გამცემი.     მუხლი 5🔗. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით.     მუხლი 6🔗. ნებართვის მოქმედების ვადა საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვა გაიცემა უვადოდ.     მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები დებულების ამოქმედებიდან საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვა გაიცემა მხოლოდ ამ დებულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.