შპს ,,ჯიქია’’-ს კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/395-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110412010, 14/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ  ა  ნ  ჩ  ი  ნ  ე  ბ  ა

საქართველოს სახელით

2011 წლი ს  29 მარტი                                           

 ქ.   თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგი ის

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი: მოვალე – შპს ,,ჯიქია’’

საიდენტიფიკაციო კოდი 205166559

წარმომადგენელი: ივანე ცაგურია (დირექტორი)

 

მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა;

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოვალე შპს ,,ჯიქიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

      2011 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ჯიქიას“ დირექტორმა ივანე ცაგურიამ და ითხოვა აღნიშნული საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. 2011 წლის 28 იანვარის განჩინებით განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა ირაკლი გაფრინდაშვილი. 2011 წლის 21 მარტს სასამართლოს განჩინებით მოწვეულ იქნა კრედიტორთა პირველი კრება. 2011 წლის 21 მარტს დანიშნული კრედიტორთა კრება არ შედგა, ვინაიდან კრედიტორს გიორგი კამკამიძის კერძო საჩივრით საქმე იმყოფებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2011 წლის 22 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოდან დაბრუნებულ იქნა სამოქალაქო საქმე.

     ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა ან გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად. ამასთანავე, შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ და სასამართლოს დაფაზე.

      სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 30 აპრილს, 1200 (თორმეტი) საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.  №6, დარბაზი №1).

2. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ არა უგვიანეს 2011 წლის 14 აპრილისა, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ამავე სასამართლოში მხარეებისათვის განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე                   თ. ჭუნიაშვილი