ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე სამუშაოებისა და არქეოლოგიურ სამუშაოთა ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მიღების თარიღი 01.12.2005
ძალის დაკარგვა 09.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №215
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 141, 03/12/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,719 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.12.2005 მიღება
09.10.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე სამუშაოებისა და არქეოლოგიურ სამუშაოთა ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 49.3pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №215 2005 წლის 1 დეკემბერი  ქ. თბილისი ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე სამუშაოებისა და არქეოლოგიურ სამუშაოთა ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქ­ტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 13​1 მუხლის შესაბამისად დადგინდეს ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე სამუშაოებისა და არქეოლოგიურ სამუშაოთა ნებართვების გაცემის წესი და სანებართვო პირობები.     მუხლი 1🔗. დადგენილების რეგულირების სფერო ეს დადგენილება ადგენს ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე სამუშაოების ნებართვისა (შემდგომში – ძეგლზე სამუშაოების ნებართვა) და არქეოლოგიურ სამუშაოთა ნებართვის გაცემის წესებს, პროცედურებსა და დამატებით სანებართვო პირობებს.     მუხლი 2🔗. ისტორიისა და კულტურის ძეგლზე სამუშაოების შესრულების სამართლებრივი საფუძვლები 1. ისტორიისა და კულტურის ძეგლზე სამუშაოების შესრულების სამართლებრივი საფუძველია ისტორიისა და კულტურის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა. 2. თუ ძეგლი იმავდროულად წარმოადგენს განსაკუთ­რებული მნიშვნელობის ობიექტს, მასზე შესასრულებელი სამუშაოებისათვის გაიცემა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებით განსაზღვრული წესით. 3. თუ ძეგლზე სამუშაოები უნდა განახორციელოს სახელმწიფო ორგანომ, ძეგლზე სამუშაოთა შესასრულებლად წარმოებს ამ დადგენილებით განსაზღვრული პროცედურა, მაგრამ ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა არ გაიცემა. 4. ძეგლზე სამუშაოების ნებართვას გასცემს საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო თავის მიერ განსაზღვრული ვადით. 5. ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ვადა განისაზღვრება შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობის, სირთულისა და გარემო პირობების გათვალისწინებით ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკის საფუძველზე. 6. ძეგლზე სამუშაოების ნებართვა გაიცემა სარეაბი­ლიტაციო სამუშაოებზე, ხოლო უძრავი ძეგლის შემთხვევაში, ასევე, კვლევით სამუშაოებზე, თუ ეს სამუშაო გულისხმობს ძეგლზე ფიზიკურ ზემოქმედებას. 7. ძეგლზე შესასრულებელი სამუშაოებისათვის შეიძლება გაიცეს ამ მუხლის 1-ლი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული მხოლოდ ერთი სახეობის ნებართვა და ძეგლზე სამუშაოების ჩატარება სხვა ნებართვას არ საჭიროებს. 8. ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ძეგლის მესაკუთრე, ან მისგან უფლებამოსილი პირი.     მუხლი 3🔗. ძეგლზე შესასრულებელ სამუშაოთა ტიპები და სახეები 1. ძეგლზე შესასრულებელი სამუშაოები იყოფა შემდეგ ტიპებად: ა) კვლევითი სამუშაოები – სამეცნიერო-საძიებო და პრაქტიკული სამუშაოები, რომლის მიზანია ძეგლთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება, მათ შორის, მისი მდგომარეობის, დაზიანებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა, სარეაბილიტაციო ღონისძიებათა რეკომენდაციების შემუშავება; ბ) სარეაბილიტაციო სამუშაოები – ძეგლის გაუმჯო­ბესების მიზნით განხორციელებული, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით წარმოებულ ღონისძიებათა ერთობლიობა. 2. ძეგლზე კვლევითი და სარეაბილიტაციო მიზნით შეიძლება ჩატარდეს შემდეგი სახის სამუშაო: ა) ძეგლის დაზვერვა – ძეგლზე ინფორმაციის მიღების მიზნით, მასში ფიზიკური ჩარევის გზით წარმოებული საქმიანობა; ბ) ძეგლის გაწმენდა – დროთა განმავლობაში ბუნებრივი ან ხელოვნური ზემოქმედების შედეგად ძეგლზე წარმოქმნილი ან დაგროვილი ორგანული ან არაორგანული საფარის, ფენების მოშორება ძეგლში ცვლილებების შეტანის (უძრავი ძეგლის შემთხვევაში, ასევე მიწის არსებული ზედაპირის მოხსნის) გარეშე; გ) ძეგლის გათხრა – ნაწილობრივ ან სრულად განამარ­ხებული უძრავი ძეგლიდან მიწის ფენის მოხსნა; დ) ძეგლის რესტავრაცია – შემორჩენილი ავთენტიკური მასალისა და ელემენტების ფარგლებში, ძეგლის დაზიანებული ფრაგმენტების აღდგენა მისი შექმნის თანადროული ან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით; ე) ძეგლის კონსერვაცია – ძეგლის არსებული მდგომა­რეობის შენარჩუნების, მისი განადგურების, ან შეუქცევადი ცვლილებებისაგან დაცვის მიზნით წარმოებულ ღონისძიებათა ერთობლიობა; ვ) ძეგლის რეკონსტრუქცია – დეტალურ სამეცნიერო კვლევებსა და ზუსტ ანაზომებზე დაყრდნობით, ახალი ან ძველი მასალით, ან მათი კომბინაციის გამოყენებით, მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეული ან დაშლილი უძრავი ძეგლის, ან მისი ფრაგმენტის პირვანდელი სახით ახლიდან აშენება; ზ) ძეგლის ადაპტაცია – იერსახის ცვლილების გარეშე უძრავი ძეგლის მისადაგება მის ახალ ფუნქციასთან.     მუხლი 4🔗. განცხადების წარდგენა ძეგლზე სამუშაოების შესრულების ნებართვის მისაღებად 1. განცხადება ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად უნდა შეიცავდეს ზუსტ მითითებას, თუ რა სახისა და მოცულობის სამუშაოებს ისახავს მიზნად ნებართვის მაძიებელი. 2. განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ორ ეგზემპლარად. 3. განცხადებას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუ­მენ­ტებისა, საჭიროა დამატებით ერთოდეს: ა) საპროექტო დოკუმენტაცია; ბ) თუ ნებართვის მაძიებელი არ არის ძეგლის მესაკუთრე, განცხადებას უნდა დაერთოს უფლებამოსილების დამადას­ტურებელი დოკუმენტი.     მუხლი 5🔗. ძეგლზე სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა 1. კვლევითი სამუშაოების პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) განმარტებითი ბარათი; ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაცი­ური გეგმა – მ 1:1000 ან 1:2000; გ) საპროექტო ობიექტის საერთო ხედების ამსახველი უახლესი ფოტომასალა; დ) საპროექტო ობიექტის სახელოვნებათმცოდნეო კვლევა; ე) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა; ვ) მიწის ან არქეოლოგიურ სამუშაოთა შემთხვევაში, არქეოლოგიური კვლევა; ზ) ძეგლის დაზიანების ან მის კონსტრუქციულ ნაწილში ჩარევის შემთხვევაში კონსტრუქციული ელემენტების კვლევა და შესაბამისი ანგარიშები; თ) სამუშაო გეგმა, მისი დასაბუთება, პროცესის თანმიმდევრობის ჩვენებით; სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი; ი) მოსალოდნელი შედეგების აღწერა. 2. მოძრავი ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოთა პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) განმარტებითი ბარათი; ბ) ძეგლის არსებული მდგომარეობის ფიქსაცია, მათ შორის, ფოტო და ვიზუალური აღწერის მასალები, შესაბამისი ანალიზი; გ) სამუშაო გეგმა, მისი დასაბუთება პროცესის თანმიმდევრობის ჩვენებით, მოსალოდნელი შედეგების აღწერა; დ) სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი. 3. უძრავი ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოთა პროექტი უნდა შემუშავდეს კვლევითი სამუშაოების საფუძველზე. იგი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული შემთხვევისა, შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) განმარტებითი ბარათი; ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუა­ციური გეგმა – მ 1:1000 ან 1:2000; გ) ფოტომასალა, მათ შორის, საპროექტო ობიექტის საერთო ხედები, საპროექტო ნაწილის განშლა მიმდებარე ნაგებობებთან ერთად, დაზიანების არსებობის შემთხვევაში ლოკალური დაზიანების ფოტომასალა, საარქივო ფოტომა­სალა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორ­ციელების ფოტომონტაჟი; დ) არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომები (კროკები, მასშტაბში გამოხაზული ნახაზები – მ 1:100, 1:50); ე) სახელოვნებათმცოდნეო კვლევის შედეგები (ბიბლიოგ­რაფიული კვლევის ანალიზი, ნატურაში კვლევის ანალიზი, შესწავლილი ბიბლიოგრაფიული და საარქივო მასალის ჩამონათვალი); ვ) პალეოგრაფიული ძეგლის ან ძეგლის პალეოგრაფიული ფრაგმენტის არსებობის შემთხვევაში, პალეოგრაფიული კვლევის შედეგები (საკვლევი ობიექტის განლაგების სქემა, შაბლონები, კვლევის ანალიზი); ზ) მიწის სამუშაოთა შესრულების შემთხვევაში, არქეო­ლოგიური კვლევის შედეგები (საკვლევი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა, არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ძეგლების განლაგების სქემა და ანაზომი, არქეოლოგის ხელმოწერით დადასტურებული შურფების განლაგების სქემა, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ 1:25, 1:20), ტექსტური აღწერილობა, არქეოლოგიური კვლევის შედეგების ანგარიში); თ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (არქეოლოგის ხელმოწერით დადასტურებული შურფების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი, ლითოგრაფიული ჭრილები და რეკომენდაციები); ი) არსებული სამშენებლო მასალების ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები), კვლევა სამუშაოებისას გამოსაყენებელი მასალის ძეგლზე არსებულ მასალასთან თავსებადობის შესახებ; კ) მონუმენტური მხატვრობის არსებობის შემთხვევაში მისი ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები); ლ) ზონდირების შემთხვევაში ზონდაჟების განლაგების სქემა, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა; მ) არქიტექტურული დეტალების განლაგების სქემები, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა; ნ) კონსტრუქციული დეტალების განლაგების სქემა, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა; ო) სადემონსტრაციო მასალა (გეგმები, ფასადები, ჭრილები (მ 1:50, 1:100, 1:200), ფრაგმენტები და დეტალები (მ 1:20, 1:10), ფოტომონტაჟი და პროექტის დასაბუთება; პ) სამუშაო პროექტი (არქიტექტურული სამუშაო ნახაზები, შაბლონები (მ 1:100, 1:50, 1:1), კონსტრუქციული სამუშაო ნახაზები და გაანგარიშებები; ჟ) სამუშაო გეგმა, მისი დასაბუთება პროცესის თანმიმდევრობის ჩვენებით, სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი; რ) სამუშაოთა წარმოების ორგანიზაციის პროექტი; ს) მოსალოდნელი შედეგების აღწერა. 4. მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები (ფასადის სამღებრო სამუშაოები, აბრებისა და შუქფარების განთავსება, საინჟინრო კომუნიკაციების, სახურავის საფარისა და სარინელების შეკეთება, გამოცვლა, მონტაჟი მზიდი კონსტრუქციული ნაწილების ცვლილების გარეშე; ცალკეული არქიტექტურული დეტალების, მათ შორის, ღიობების, კიბეების, აივნების, დეკორატიული ელემენტების სახეცვლილება, ინტერიერში ჩასატარებელი სამღებრო და სარემონტო სამუშაოები, გარდა მონუმენტური სახვითი და პალეოგრა­ფიული ხელოვნების ნიმუშებზე სამუშაოებისა) შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) განმარტებითი ბარათი; ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუა­ციური გეგმა – მ 1:1000 ან 1:2000; გ) საპროექტო ობიექტის საერთო ხედების ამსახველი უახლე­სი ფოტომასალა; დ) სამუშაოების ამსახველი გრაფიკული მასალა, შესაბამისი ნიშნულების ჩვენებით; ე) ძეგლის შესაბამისი ნაწილის ანაზომები; ვ) სახელოვნებათმცოდნეო კვლევა ჩასატარებელ სამუშაოთა დასაბუთებით; ზ) სამუშაო გეგმა, სამუშაოების ჩატარების კალენდა­რული გრაფიკი; თ) პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოთა განხორ­ციელების ფოტომონტაჟი.     მუხლი 6🔗. არქეოლოგიურ სამუშაოთა სახეები 1. არქეოლოგიურ სამუშაოთა სახეებია: ა) საველე არქეოლოგიური სამუშაოები – არქეოლოგიური ობიექტის ძიება, დაზვერვითი თხრილების მოწყობა, გათხრა, ფიქსაცია, პირველადი ექსპერტიზა და კონსერვაცია; ბ) ლაბორატორიული არქეოლოგიური სამუშაოები – მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარის მეცნიერული აღწერა, რესტავრაცია, კონსერვაცია, ფოტო და გრაფიკული ფიქსაცია, ინტერდისციპლინარული კვლევა, მისი ისტორიული ინტერ­პრეტაცია და გამო-საცემად მომზადება.     მუხლი 7🔗. არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობა არქეოლოგიური მემკვიდრეობის ადგილზე შენარჩუნებისა და მომავალი თაობების მიერ უკეთესი ტექნოლოგიებით მათი შესწავლის მიზნით არქეოლოგიური ობიექტის გათხრა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია სამეცნიერო პრობლემების გადასაჭრელად, ან თუ არქეოლოგიურ მემკვიდრეობას სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და სხვა სახის საქმიანობით ან ბუნებრივი პროცესების შედეგად განადგურების ან დაზიანების საფრთხე ემუქრება.     მუხლი 8🔗. არქეოლოგიურ სამუშაოთა განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები 1. არქეოლოგიურ სამუშაოთა განხორციელების სამარ­თლებრივი საფუძველია არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა გაიცემა მხოლოდ საველე არქეოლოგიურ სამუშაოებზე, გარდა ისტორიისა და კულტურის ძეგლზე ჩასატარებელი არქეო­ლოგიური სამუშაოებისა. 2. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვას გასცემს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო თავის მიერ განსაზღვრული ვადით. 3. ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ვადა განისაზღვრება ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობის, სირთულისა და გარემო პირობების გათვალისწინებით, ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების შესრულების კალენდა­რული გრაფიკის საფუძველზე. 4. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, განცხა­დებას საჭიროა დამატებით ერთოდეს საპროექტო დოკუმენტაცია. საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: ა) განმარტებით ბარათს; ბ) შესასწავლი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუა­ციურ გეგმას შესაბამისი მასშტაბით; გ) შესასწავლი ტერიტორიისა და მასზე არსებული ობიექტების ფიქსაციას, მათ შორის, ფოტო და ვიზუალური აღწერის მასალებს, შესაბამის ანალიზებს; დ) სამუშაო გეგმას, მის დასაბუთებას პროცესის თან­მიმდევრობის ჩვენებით, დასკვნას მოსალოდნელი შედეგების შესახებ; ე) სამუშაოების ჩატარების კალენდარულ გრაფიკს.     მუხლი 9🔗. დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული სამართლებრივი აქტები ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე სამუშაოთა ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 2 სექტემბრის №155 დადგენილება (სსმ III, 2005 წ., №106).     მუხლი 10🔗. დადგენილების ამოქმედება დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი