⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.04.2006)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.03.2005
ძალის დაკარგვა 10.04.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 33, 23/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,023 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.03.2005 მიღება
10.04.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 59.15pt 1.0in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №49 2005 წლის 17 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №36 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004 წელი, №54, მუხლი 459🔗). 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სახელმწიფო პოლიტიკას საქართველოს ენერგეტიკის სექტორში. 2. სამინისტრო შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 4. სამინისტროს ამოცანები, უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით. 5. სამინისტრო თავისი ერთიანი სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო კონტროლსა და სამსახურებრივ ზედამხედველობას. 6. სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. 7. სამინისტროს ცენტრალური აპარატი და მისი მმართველობის სფეროში არსებული საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას. 8. სამინისტრო არის საბიუჯეტო დაწესებულება. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 9. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 10. სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.minenergy.gov.ge. 11. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ლერმონტოვის ქ. 10.     მუხლი 2🔗. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანებია: ა) ენერგეტიკის სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი განხორციელების კოორდინაცია; ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ენერგეტიკის სექტორის დარგობრივი სტრუქტურის სრულყოფა, მისი მდგრადი ფუნქციონირება და ენერგოდამზოგავი პოლიტიკის განხორციელება; გ) ენერგეტიკაში პრიორიტეტული დაფინანსების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისი განხორციელების ზედამხედველობა; დ) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად ენერგეტიკის სექტორში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; ე) ენერგეტიკის დარგების თავისებურებათა გათვალისწინებით რესტრუქტურიზაციისა და რეფორმების პოლიტიკის შემუშავება; პრივატიზების პროცესის ოპტიმალურად წარმართვისა და პრივატიზების ერთიანი გეგმის შემუშავების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის სექტორში პრივატიზების დარგობრივი პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ვ) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ენერგეტიკის სექტორის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით მოკლე- საშუალო- და გრძელვადიანი ინვესტიციების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ზ) ენერგეტიკული კომპლექსის სამრეწველო და ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა დასახვა და მათი განხორციელების კოორდინაცია; თ) ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავება და დადგენილი წესით განხორციელება.     მუხლი 3🔗. სამინისტროს ფუნქციები სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია: ა) ენერგეტიკის სექტორის, როგორც ერთიანი ტექნიკურ-ეკონომიკური კომპლექსის, მისი ცალკეული დარგების განვითარების კონცეფციების, ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა, მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი პერიოდებისათვის შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა; ბ) ენერგეტიკის სექტორში რესტრუქტურიზაციისა და ძირეული ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისა და, შესაბამისად, საქართველოს ენერგორესურსების ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა; ენერგეტიკის სექტორში პრივატიზების გეგმის შემუშავებასა და საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის განსაზღვრაში მონაწილეობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; გ) ენერგეტიკის სექტორში მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი ინვესტიციების უზრუნველსაყოფად უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორებისათვის ხელის შეწყობა; ინვესტიციების გამოყენების ძირითად მიმართულებათა შემუშავება და შესაბამის რეკომენდაციათა მომზადება; დ) საგანგებო სიტუაციებისათვის სახელმწიფო ელექტროენერგეტიკული სტრატეგიის შემუშავება, ენერგოსისტემის მუშაობის რეჟიმების ძირითადი პარამეტრების მონიტორინგი; ე) ენერგორესურსების შიდა ბაზრის მონიტორინგი მისი გაჯერებისა და სტაბილურობის მიზნით; ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ენერგეტიკის სექტორის საპროექტო-საკონსტრუქტორო პირობების შემუშავებაში მონაწილეობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ზ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ენერგეტიკული პროდუქციის მწარმოებელი, გადამცემი, გამანაწილებელი, მიმწოდებელი, ექსპორტიორ-იმპორტიორი, მომხმარებელი იურიდიული (მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივებით განსაზღვრული ხარისხის მართვა საქსტანდარტთან შეთანხმებით, უსაფრთხო ექსპლუატაციის შიდასაუწყებო კონტროლისა და სახელმწიფო ენერგოზედამხედველობის ორგანიზება და განხორციელება; თ) განახლებადი ენერგიის ათვისებისა და გამოყენების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა და დარგის განვითარების ხელშეწყობა; ი) ენერგეტიკის სექტორის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის შესაბამისი სამართლებრივი ბაზის სრულყოფა; კ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის მონიტორინგი და ენერგეტიკის სექტორში ადეკვატური ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; ლ) ენერგეტიკის სექტორში არსებულ საწარმოებსა და უცხო ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის ურთიერთობის დამყარებისა და დარგში სატრანზიტო და საექსპორტო-საიმპორტო ურთიერთობათა ხელშეწყობა; მ) ენერგეტიკის სექტორში საგარეო ურთიერთობის დამყარება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებთან და კერძო ინვესტორებთან თანამშრომლობის გაღრმავება; ნ) ენერგეტიკის სექტორში განსაკუთრებული მნიშვნელობის დარგობრივ და დარგთაშორის სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოთა შესრულების საერთო კოორდინაცია და შესაბამისი პროგრამების შემუშავება; ო) კომპეტენციის ფარგლებში საკადრო პოლიტიკის განსაზღვრა და მისი რეალიზაციისათვის ხელის შეწყობა; პ) ქვეყანაში ენერგორესურსების მომპოვებელი დარგების მდგრადი განვითარებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში; ჟ) ენერგორესურსების მომპოვებელი მრეწველობის განვითარების სტრატეგიისა და პოლიტიკის თაობაზე წინადადებათა შემუშავება, შესაბამისი პროექტების მომზადება და მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების კოორდინაციის ხელშეწყობა დადგენილი წესით; რ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ენერგორესურსების მომპოვებელი დარგების მეთოდური რეკომენდაციების, ტექნიკური ექსპლუატაციის წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება.     მუხლი 4🔗. სამინისტროს უფლება-მოვალეობანი ენერგეტიკის დარგში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად სამინისტროს უფლება აქვს: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის, აგრეთვე შესაბამისი კანონპროექტების შემუშავებაში; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს დარგის, მისი ცალკეული სექტორების განვითარების დამტკიცებული (მოწონებული) პროგრამების, გეგმებისა და პროექტების შესრულების მიმდინარეობა; ამ მიზნით დადგენილი წესით მიიღოს და განიხილოს ანგარიშები, შეიმუშაოს სარეკომენდაციო წინადადებები ენერგეტიკულ სფეროში არსებულ საწარმოთა და ორგანიზაციათა საქმიანობის გასაუმჯობესებლად და განახორციელოს მათი შესრულების მონიტორინგი; გ) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული დაპროექტების ფარგლებში გასცეს ნავთობგადამმუშავებელი ობიექტების ენერგეტიკულ სისტემაში განთავსების, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების, აგრეთვე იმ საშუალებების განთავსების ნებართვა, რომლებიც გამოიყენება ელექტროენერგიის ტრანზიტისათვის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის, განსაზღვროს ელექტროენერგიითა და სათბობით სარგებლობის უმთავრესი პრინციპები; დ) დადგენილი წესით ხელი შეუწყოს ენერგეტიკის სექტორში განსაკუთრებული მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების დასაფინანსებლად სხვადასხვა ფორმის გამოყენებას (გრანტები, ფონდები და სხვ.); ე) მოითხოვოს ყველა სახელმწიფო დაწესებულებისა და ორგანოსაგან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან ინფორმაციული, დოკუმენტური და სხვა მასალები, რომლებიც საჭიროა მინიჭებული უფლებამოსილების სრულფასოვნად განხორციელებისათვის; ვ) არსებული წესის მიხედვით დაამყაროს ურთიერთობა სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან; დადოს ხელშეკრულებები მინიჭებული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში; ზ) მოამზადოს ენერგეტიკის დარგში სხვადასხვა ნორმატიული აქტის პროექტებზე დასკვნები და წინადადებები; თ) წარმართოს საკადრო პოლიტიკა, ხელი შეუწყოს ენერგეტიკის დარგში კადრების შერჩევის, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის შექმნას; ი) ქვეყნის ენერგეტიკის ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტების რეალიზაციის მიზნით მოითხოვოს საბიუჯეტო დაფინანსება; კ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.     მუხლი 5🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. 2. მინისტრს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. 3. მინისტრი: ა) უზრუნველყოფს სამინისტროს წინაშე დასახული ამოცანების შესრულებას, კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა საქმიანობას, აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის; გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს; თანამდებობაზე დასანიშნად და გასათავისუფლებლად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელების კანდიდატურებს; ე) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეს, ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს; ვ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზნობრივად შესრულებისათვის; ზ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; თ) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით; ი) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს; კ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში; ლ) წარმოადგენს სამინისტროს ინტერესებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში; ხელს აწერს ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს, კონტრაქტებს, ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; მ) პერსონალურად აგებს პასუხს საქართველოს მთავრობის წინაშე დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის; ნ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფთა და საქვეუწყებო დაწესებულებათა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, აგრეთვე ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესის შესაბამისად; ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისადმი. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს; ო) მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; პ) მინისტრი უფლებამოსილია აგრეთვე ძალადაკარგულად ცნოს ამ მუხლის „ო” ქვეპუნქტში მითითებულ ხელმძღვანელთა აქტები მიზანშეუწონლობის მოტივით; ჟ) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამორჩეულ მუშაკებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად; რ) კანონით განსაზღვრული წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებებს, ზედამხედველობს მათ შესრულებას; ს) დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა დებულებებს, რომელთა რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის სპეციალურ რეესტრში, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტით; ტ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; უ) წყვეტს სამართლებრივ დავებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის; ფ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის, ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ქ) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს სამართლებრივ აქტებს; ღ) ასრულებს მისთვის კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს. 4. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით. 5. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. 6. მინისტრის არყოფნისას მის უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე. 7. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს შორის მოვალეობათა განაწილება ხდება მინისტრის ბრძანებით. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.     მუხლი 6🔗. მინისტრის სათათბირო ორგანოები 1. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი. 2. სათათბირო ორგანო იქმნება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს სათათბირო ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს მინისტრი. 3. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა და მომსახურე სტრუქტურული ქვედანაყოფი. 4. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოსამსახურე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობით. მის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები. 5. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და მის სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს სათათბირო ორგანოს მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 6. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია დასახულ ამოცანათა შესასრულებლად გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები. 7. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.     მუხლი 7🔗. სამინისტროს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნქციები 1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) ენერგეტიკული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი; გ) ენერგოსისტემის კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი; დ) ეკონომიკური დეპარტამენტი; ე) იურიდიული დეპარტამენტი. 2. სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა „ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი”. 3. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია „ენერგოგენერაცია”. 4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) ენერგეტიკული სექტორის ერთიანი საინფორმაციო ბაზის დანერგვა და მისი ანალიზი; ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჭიროებისთვის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება; გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა; დ) სამინისტროში პრესკონფერენციებისა და პრეზენტაციების ორგანიზება; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებათა პროექტების მომზადება; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება; თ) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, ატესტაციის მოწყობა, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი; ი) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა; კ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ლ) სამინისტროს ინფორმაციული ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება, სამინისტროს აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, აგრეთვე სამინისტროს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის შიდა კომპიუტერულ ქსელში განთავსება; მ) სამინისტროს ელექტრონული ვებგვერდის შედგენა, დამუშავება და მისი მუდმივი განახლება; სამინისტროს ნორმატიული აქტების, შესაბამისი საოქმო ჩანაწერების, წლიური ანგარიშების, ენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა სახის სტატისტიკური ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და სამინისტროში არსებული სხვა სახის საჯარო ინფორმაციის სამინისტროს ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსება; ნ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; ო) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; პ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმისწარმოების ორგანიზება; ჟ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მინისტრის მიერ კოორდინაციის უზრუნველყოფა; რ) მინისტრის უშუალო ორგანიზაციული, საინფორმაციო-ანალიტიკური მომსახურება, სადღეღამისო მორიგეობის უზრუნველყოფა; ს) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროში გამართული თათბირების ოქმების შედგენის უზრუნველყოფა; ტ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება. 5. ენერგეტიკული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) ენერგეტიკულ კომპლექსში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა; ბ) ენერგეტიკული კომპლექსის განვითარების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი პრიორიტეტული პროგრამების, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა; გ) ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისებისა და გამოყენების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა და ამ კუთხით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება; დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის სექტორში პრივატიზების გეგმის შემუშავებასა და საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის განსაზღვრაში მონაწილეობა; ე) ენერგეტიკულ სექტორში ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტიანობის ამაღლების, ასევე გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელების ხელშეწყობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ვ) ენერგეტიკულ სექტორში დარგობრივი და დარგთაშორისი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების კოორდინაცია; ზ) ენერგეტიკული ობიექტების განთავსების ნებართვების გაცემის თაობაზე დასკვნებისა და სათანადო ნებართვების გაცემის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; თ) სამინისტროს მხრიდან საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია; ი) ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების კოორდინაცია სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში; კ) საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობის კოორდინაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ენერგეტიკის დარგში საინვესტიციო პოლიტიკის წასახალისებლად მიმზიდველი პროექტების შემუშავება და მათი საერთაშორისო ფორუმებზე პრეზენტაცია; ლ) ქვეყანაში ენერგოშემცველების ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის მიმდინარე და პერსპექტიული განვითარების პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში; მ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება. 6. ენერგოსისტემის კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) ენერგეტიკულ კომპლექსში შემავალ ორგანიზაციებთან მუშაობის კოორდინაცია; ენერგოგენერაციის, ელექტროგადაცემა-დისპეტჩერიზაციის, ენერგოდისტრიბუციის, მომპოვებელი საწარმოებისა და ორგანიზაციების (ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი გაზი და სხვ.) ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ელექტროდანადგარებისა და მოწყობილობების უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციის ზედამხედველობა; გ) წინადადებათა მომზადება ენერგოსექტორში მართვისა და ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფის, ენერგო და თბოდანაკარგების შემცირების შესახებ, პროექტების შემუშავება ენერგოკომპლექსის ძირითადი რგოლების ტექნიკური და ტექნოლოგიური მოდერნიზაციის ღონისძიებათა თაობაზე, გენერაციის ელექტროგადაცემისა და დისტრიბუციის ობიექტებზე სარეაბილიტაციო ღონისძიებათა განხორციელების პროგრამებისა და ტექნიკური მონაცემების მომზადება; დ) ენერგობალანსების შედგენის ორგანიზება, ენერგოშემცველებზე ქვეყნის მოთხოვნილებათა ზრდის პროგნოზირება საოჯახო ენერგეტიკული კალათისა და ეროვნული ეკონომიკის განვითარების მაჩვენებელთა გათვალისწინებით; ე) საქართველოს ელექტროსისტემისა და ენერგოდისტრიბუციის ობიექტების საიმედო ფუნქციონირების მიზნით, მოსახლეობისა და ეროვნული ეკონომიკის მოხმარების სტაბილური ენერგომომარაგების უზრუნველყოფისათვის დარგობრივი ენერგეტიკული ბალანსების შესრულების მონიტორინგი; ვ) ენერგოშემცველი რესურსების მოპოვების, წარმოებისა და რეალიზაციის, აგრეთვე მათი იმპორტ-ექსპორტის მოცულობის მონიტორინგი; ზ) სათბობის რაციონალური მოხმარების პარამეტრების თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი ეფექტიანობის შესახებ რეკომენდაციების მომზადება; თ) ენერგეტიკული რესურსების მარაგების პროგნოზირება და მიმდინარე ხარჯვის ანალიზი; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ენერგორესურსების მომპოვებელი დარგების მეთოდური რეკომენდაციების, ტექნიკური ექსპლუატაციის წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება; კ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება. 7. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) ენერგეტიკის სექტორში რესტრუქტურიზაციისა და ძირეული ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისა და, შესაბამისად, საქართველოს ენერგორესურსების ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკულ სექტორში დაფინანსების სახელმწიფო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებაში მონაწილეობა და დადებულ ხელშეკრულებათა განხორციელების ფინანსური მონიტორინგი; დ) ენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფა და მათი მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ე) ენერგეტიკულ სექტორში საბიუჯეტო პროცესების ორგანიზება, სამინისტროს სისტემაში ძირითად მიმართულებათა მიხედვით საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათ ბაზაზე ენერგეტიკის სექტორის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ვ) საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმართვა და ანალიზი; დაფინანსების გეგმების შემუშავება და ხარჯვის ლიმიტების შედგენა, საგადასახადო, საბიუჯეტო და საფინანსო პოლიტიკის შესახებ წინადადებებისა და დასკვნების მომზადება; ზ) სამინისტროს აპარატის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; თ) ენერგეტიკაში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებისა და საპროგნოზო გეგმების შემუშავება; ი) სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა და სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ფინანსური მდგომარეობის, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის მონიტორინგი და ამ საკითხებზე პერიოდული (წლიური, კვარტალური) ინფორმაციის მომზადება; კ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება. 8. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) ენერგეტიკის სექტორის ფუნქციონირების, რესტრუქტურიზაციისა და განვითარების სამართლებრივი ბაზის შემუშავება; ბ) საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან სამართლებრივი ურთიერთობის კოორდინაცია; გ) ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოება, ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება-ექსპერტიზა და დადებულ ხელშეკრულებათა განხორციელების მონიტორინგი; დ) სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების იურიდიული სამსახურების მუშაობის კოორდინაცია; ე) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უცხო ქვეყნებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო ინვესტორებთან სამართლებრივი თანამშრომლობა; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოსა და არბიტრაჟში; ზ) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; თ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.     მუხლი 8🔗. სამინისტროს სიმბოლიკა 1. სამინისტროს აქვს მრგვალი, 50 მილიმეტრი დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია სახელმწიფო გერბი. ცენტრის გარშემო განთავსებულია წარწერა „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო” _ ქართულ და ინგლისურ ენებზე. 2. სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშასა და გერბს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდურ გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.