„ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1–9 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4-20
სარეგისტრაციო კოდი
200130000.36.101.016038
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110412013, 15/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №4-20

2011 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ”                 ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის № 1- 9 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად , ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა : „ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება :

ა)  გადაწყვეტილების მე-3 მუხლით დამტკიცებული დანართი 1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) გადაწყვეტილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგნაირად: გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი მრავლდება შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე, ამასთან:

ა) გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი განისაზღვროს ერთ კვადრატულ მეტრზე 0,24 ლარის ოდენობით;

 ბ) კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის წლიური განაკვეთის დადგენისას, ამ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა განისაზღვრება „ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1–6 გადაწყვეტილებით დამტკიცებული რაიონების საზღვრების აღწერისა და „ქ. თბილისის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული რაიონების ტერიტორ იულ ერთეულებად – უბნებად დაყოფის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 29 ოქტომბრის №13-29 გადაწყვეტილებით დამტკიცებული უბნების საზღვრების აღწერის  საფუძველზე;

გ) არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ტერიტორიული კოეფიციენტ ი და  გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე გან ი საზღვრ ება №2 დანართის შესაბამისად. ”;

გ) გადაწყვეტილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„5. ქონების გადასახადისგან თავისუფლდება თბილისის ტერიტორიაზე მდებარე:

ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);

ბ) საცხოვრებელ სახლებზე (გარდა მრავალბინიანი სახლებისა) მიმაგრებული მიწის ნაკვეთის სრული ფართობი;

გ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის სრული ფართობი (გარდა იმ ავტოფარეხებისა, რომლებიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის).“;

დ) გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„61. გადაწყვეტილების მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების მოქმედება ვრცელდება 2011 წლის 1 აპრილამდე არსებულ ურთიერთობებზეც.“.

2. გადაწყვეტილება ძალაშ ია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  ზ. სამადაშვილი


 

დანართი 1

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები ქ. თბილისში

 

ა) სათიბებისა და საძოვრებისათვის:

 

განაკვეთი (ლარი/ჰა)

სათიბები

საძოვრები

გაკულტურებული

 

 

სათიბები

საძოვრები

20

16

20

16

 

ბ) სხვა მიწებისათვის:

 

დასახელება

განაკვეთი (ლარი/ჰა)

მიწის ხარისხი

კარგი

მწირი

1. თბილისი (გარდა თბილისის დასახლებებისა (სოფლებისა))

100

100

2. თბილისის დასახლებები (სოფლები): წავკისი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, დიდება, კვესეთი, სამადლო, კიკეთი, ნასაგურალი, ახალდაბა, დიდი ლილო, ვარკეთილი

95

95

3. თბილისის დასახლებები (სოფლები): დიღომი, მშრალხევი, დაბა ზაჰესი, გლდანი, დიდგორი, ზურგოვანა, თელოვანა, ძველი ვეძისი, აგარაკი, თხინვალი, სოფელ გლდანიდან ავჭალის დასახლებამდე – საბაღე ნაკვეთები, გიორგიწმინდა – საბაღე ნაკვეთები, მუხიანის მიმდებარე საბაღე ნაკვეთები, ხევძმარის მიმდებარე „ავშიანის“ დასახლება, ლოტკინის დასახლება – სანერგე მეურნეობა, რესის მიმდებარე დასახლება, თბილისის ზღვის არსებული დასახლება

82

82

 

დანართი №2

 

ქ. თბილისში არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ტერიტორიული კოეფიციენტ ი და  გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე (ლარებში)

 

ზონა

ტერიტორიული კოეფიციენტი

1 კვ.მ მიწის  წლიური განაკვეთი

1.

ძველი თბილისის რაიონი

1.5

0.36

2.

ვაკე-საბურთალოს რაიონი, გარდა „ვაკე, ბაგები“ და „დიღომი, ვაშლიჯვრის“ უბნებისა

1.3

0.31

3.

ვაკე-საბურთალოს რაიონის „ვაკე, ბაგების“ უბანი

1.5

0.36

4.

ვაკე-საბურთალოს რაიონის „დიღომი, ვაშლიჯვრის“ უბანი

1.15

0.28

5.

ისანი-სამგორის რაიონი

1.2

0.29

6.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი

1.3

0.31

7.

გლდანი-ნაძალადევის რაიონი

1.1

0.26

8.

დიდგორის რაიონი

1.0

0.24

 

შენიშვნა: წლიური განაკვეთის ოდენობა მრგვალდება მეასედამდე.