„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ გასაცემი არაიოდიზირებული მარილის იმპორტის სანებართვო მოწმობის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 16 ოქტომბრის N2-197 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-59
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.032.016026
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110412014, 14/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება№2-59

2011 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ გასაცემი არაიოდიზირებული მარილის იმპორტის სანებართვო მოწმობის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 16 ოქტომბრის №2-197 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ გასაცემი არაიოდიზ ირ ებული მარილის იმპორტის სანებართვო მოწმობის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 16 ოქტომბრის №2 – 197 ბრძანებ აში (სსმ III, 23.10. 2006, №144, მუხ. 1989) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაცემი არაიოდიზებული მარილის იმპორტის სანებართვო მოწმობის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“.

ბ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული არაიოდიზებული მარილის იმპორტის სანებართვო მოწმობის ფორმა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №1).

გ) ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული არაიოდიზებული მარილის იმპორტის სანებართვო მოწმობის გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების თანდართული წესი ს(დანართი №2) :

გ.ა) სა თ აური ჩ ამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაცემი არაიოდიზებული მარილის იმპორტის სანებართვო მოწმობის გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი.“

 გ.ბ) პირველი მუხლის:

 გ.ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არაიოდიზებული მარილის იმპორტის სანებართვო მოწმობის ფორმა (შემდგომში -მკაცრი აღრიცხვის ფორმა) შემუშავებული და დამტკიცებულია “მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“

გ.ბ.ბ) მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სოფლის მეურნე ო ბის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სა ა გენტო (შემდგომში-სააგენტო) მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე.“

გ.გ) მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადებას აწარმოებს პოლიგრაფიული საწარმო „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.“

გ.დ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვაზე, შენახვაზე და გაცემაზე კონტროლს ახორციელებს სააგენტო.“

გ.ე) მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი განცხადების საფუძველზე გადასცემს სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობის სამმართველოს უფროს ს.

2. საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობის სამმართველოს უფროს ი მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღების ფაქტს ადასტურებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალში ხელმოწერით.“

გ.ვ) მე-5 მუხლის:

გ.ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შევსება ხდება სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომელთა მიერ.“

გ.ვ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ივსება სამ პირად, რომელთაგან ერთი პირი რჩება სააგენტოს. ნებართვის მაძიებელს გადაეცემა მეორე და მესამე პირი, რომელთაგან ერთ პირს წარუდგენს შემოსავლების სამსახურს.“

გ.ვ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად სააგენტო ვალდებულია აწარმოოს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი.“

გ.ზ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვაზე, აღრიცხვაზე და გაცემაზე კონტროლი.

სააგენტო ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი

       დანართი №1

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო

არაიოდიზებული მარილის იმპორტის

სანებართვო მოწმობა № 000000

განმცხადებელი (იმპორტიორი): -----------------------------------------------------------------------

საიდენტიფიკაციო კოდი: -------------------------------------------------------------------------------

იურიდიული / ფაქტობრივი მისამართი: -------------------------------------------------------------

მომწოდებელი (მისამართი): ----------------------------------------------------------------------------

მარილის დანიშნულება: ---------------------------------------------------------------------------------

ხელშეკრულების № და თარიღი: ------------------------------------------------------------------------

მარილის რაოდენობის ათვლის ერთეული: -----------------------------------------------------------

რაოდენობა: ------------------------------------------------------------------------------------------------

მწარმოებელი ქვეყანა და კომპანია: --------------------------------------------------------------------

სანებართვო მოწმობის მოქმედების ვადა: -------------------------------------------------------------

სანებართვო მოწმობა გაცემულია 20 წლის «---------» «--------------------------------------------

უფლებამოსილი პირი

ხელმოწერა ბ.ა.

სფს-ს №

დამკვეთი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო

დამამზადებელი: