საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 20.12.2005
ძალის დაკარგვა 20.01.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №227
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 147, 20/12/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .5in 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №227
2005 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის შექმნისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1047 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია (შემდგომში – ტექზედამხედველობა) არის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი დაწესებულება, რომელიც ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას საშიშ საწარმოებში ავარიებისა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით.
2. ტექზედამხედველობა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ”, „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ”, „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონების, საქართველოს სხვა მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. ტექზედამხედველობა არის სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
4. ტექზედამხედველობა დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებამოსილებით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. ტექზედამხედველობას აქვს ბეჭედი და ბლანკი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშები ხაზინასა და ბანკში.
6. ტექზედამხედველობის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი 0112, თამარ მეფის გამზირი №14.
მუხლი 2🔗. ტექზედამხედველობის ძირითადი ამოცანები და საქმიანობის საგანი
1. ტექზედამხედველობის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონით დადგენილი წესით განახორციელოს საშიში საწარმოების, ობიექტებისა და სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა, უსაფრთხოების ტექნიკის კომპლექსური მართვა და სახელმწიფოებრივი რეგულირება ავარიების, უბედური შემთხვევებისა და საწარმოო ტრავმატიზმის თავიდან აცილების მიზნით;
ბ) დადგენილი წესით განახორციელოს საშიში საწარმოო ობიექტების უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საჭირო ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზა და მონაწილეობა მიიღოს ობიექტის პროექტის სახელმწიფო ტექნოლოგიურ ექსპერტიზაში;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს საქმიანი ურთიერთობა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საზღვარგარეთის ანალოგიური პროფილის ორგანიზაციებთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოების საინფორმაციო ცენტრთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
2. ტექზედამხედველობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს:
ა) სამთო, კერძოდ, ქვანახშირის, მადნეული და არამადნეული წიაღისეულის მომპოვებელ, გადამმუშავებელ, სამთო-ქიმიურ საწარმოებს; ყველა სახის გვირაბებისა და ისეთი მიწისქვეშა ნაგებობების (მათ შორის, მეტროპოლიტენის) მშენებლობას, რემონტსა და ექსპლუატაციას, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან; ბუნებრივი გამოქვაბულებისა და მღვიმეების, სამთო ტექნოლოგიური ტრანსპორტის, მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობის ექსპლუატაციას; საბადოთა დამუშავების პროცესში გეოლოგიურ-სამარკშაიდერო სამსახურების საქმიანობას;
ბ) ქიმიურ, ნავთობქიმიურ, მეტალურგიულ, ბიოლოგიურ, მიკრობიოლოგიურ, ქიმიურ-ფარმაცევტულ, მცენარეული ნედლეულის გადამმუშავებელ და შესანახ, ჰაერის გაყოფის პროდუქტების მწარმოებელ აფეთქება-ხანძარსაფრთხიან საწარმოებს; ამიაკის სამაცივრო დანადგარებს; ბირთვული, რადიაციული და სხვა მავნე მაიონებელი გამოსხივების მქონე ობიექტებს;
გ) ნავთობპროდუქტსაცავებსა და მიღება-გაცემის პუნქტებს, მაგისტრალურ ნავთობ- და ნავთობპროდუქტსადენებს;
დ) ბურღვა-აფეთქების სამუშაოებს სამთომომპოვებელ საწარმოებში, სამრეწველო ნაგებობებზე, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებზე, გეოლოგიურ და გეოფიზიკურ საძიებო, სამეცნიერო და სხვა სპეციალიზებულ სამუშაოთა შესრულებისას; სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობას;
ე) სარკინიგზო ტრანსპორტით საშიში ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული საქმიანობის სახეობათა განხორციელებას; რკინიგზით საშიში ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვის უზრუნველყოფის სისტემებისა და მოწყობილობის, სპეციალური კონტეინერებისა და ვაგონების ექსპლუატაციას; სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთების მიმღები, გამგზავნი, საექსპედიტორო, სარემონტო და დიაგნოსტიკური საწარმოების მოწყობილობის ტექნიკურ მდგომარეობას;
ვ) მაგისტრალური გაზსადენებისა და გაზმომარაგების სისტემების დაპროექტებას, მშენებლობასა და ექსპლუატაციას, თხევადი გაზის (პროპან-ბუტანი) ტრანსპორტირებასა და შენახვა-გამოყენებას, მოძრავი და სტაციონარული საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურების მონტაჟსა და ექსპლუატაციას, გაზის აპარატურის დამამზადებელ და სამონტაჟო საწარმოებს;
ზ) ამწე მანქანების, ლიფტების, ესკალატორების, ფუნიკულიორების, საბაგირო გზების, საქვაბე დანადგარების, წნევაზე მომუშავე ჭურჭლების, ორთქლისა და ცხელი წყლის მილგაყვანილობის დამზადებას, მოწყობასა და ექსპლუატაციას, აგრეთვე წნევაზე მომუშავე ჭურჭლების ამვსებ საწარმოებს;
თ) თბოელექტროსადგურებში არსებულ დანადგარებსა და მოწყობილობას;
ი) საშიშ საწარმოო ობიექტებზე ტექნოლოგიურ ციკლში გამოყენებულ ელექტროდანადგარებსა და მოწყობილობას;
კ) სამთო-მაშველი და შადრევანსაწინააღმდეგო სამსახურების მზადყოფნას.
მუხლი 3🔗. ტექზედამხედველობის ფუნქციები და უფლებამოსილება
1. ტექზედამხედველობის ფუნქციებია:
ა) თავისი სამუშაო გეგმის შესაბამისად ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში განახორციელოს საწარმოების კომპლექსური შემოწმება, ხოლო მიზნობრივი და ოპერატიული შემოწმებები – საწარმოებში არსებული ტექნიკური მდგომარეობისა და ტრავმატიზმის დინამიკის მიხედვით;
ბ) აწარმოოს საშიში საწარმოო ობიექტების სახელმწიფო რეესტრი;
გ) გამოიკვლიოს და გააანალიზოს ავარიებისა და უბედური შემთხვევების გამომწვევი მიზეზები, დასახოს მათი აღმოფხვრის ღონისძიებები, გააკონტროლოს მათი შესრულება;
დ) არსებული კანონმდებლობის თანახმად ჩაატაროს სამთო მინაკუთვნის, საბადოთა დამუშავების პროექტების, ტექნოლოგიური სქემების, სამთო სამუშაოთა წლიური განვითარების გეგმების ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზა;
ე) არსებული წესის თანახმად რეგისტრაციაში გაატაროს საშიშ საწარმოო ობიექტებზე გამოყენებული ტექნოლოგიური მანქანები (საბაგირო გზები, ამწეები, ლიფტები, ელევატორები, ესკალატორები), დანადგარები (ორთქლისა და წყალგამაცხელებელი ქვაბები) და მოწყობილობა (წნევაზე მომუშავე ჭურჭლები);
ვ) საზედამხედველო, იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გასცეს საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციისა და სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვები;
ზ) შეამოწმოს საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციისა და სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვებით გათვალისწინებული პირობების შესრულება და შეუსაბამობის შემთხვევაში იმოქმედოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) საშიში ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციის დროს, აგრეთვე ცალკეული ტექნიკური მოწყობილობისა და დანადგარების მონტაჟისა და რემონტის პერიოდში განახორციელოს ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნათა დაცვის წინმსწრები ზედამხედველობა;
ი) მონაწილეობა მიიღოს საზედამხედველო საწარმოების, ობიექტებისა და მოწყობილობის ექსპლუატაციაში მიმღები შესაბამისი კომისიების მუშაობაში;
კ) შეისწავლოს და გააანალიზოს საწარმოო უსაფრთხოების სფეროში არსებული ნორმატიული ბაზა და ახალი საერთაშორისო ნორმები, ამ სფეროში ქვეყნის ნორმატიული ბაზის სრულყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოამზადოს რეკომენდაციები და წარუდგინოს შესაბამის ორგანოებს;
ლ) დაამუშაოს და სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საწარმოო უსაფრთხოების სფეროში ნორმატიული დოკუმენტების მომზადებაში, სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებსა და მათთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში;
მ) შექმნას შრომის უსაფრთხოებაში არსებული საკანონმდებლო, ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებისა და მოწინავე გამოცდილების მონაცემთა ბანკი, აგრეთვე ამ სფეროში ცნობილ სპეციალისტთა მონაცემთა ბანკი;
ნ) მოაწყოს ახალი საინფორმაციო მასალების გამოფენა, სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციები, სემინარები მეწარმეთა გაერთიანებების მონაწილეობით და მიიღოს მათში მონაწილეობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ო) პერიოდულად მოამზადოს შრომის უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიმოხილვა;
პ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოს საწარმოები მეთოდური, საინფორმაციო და სასწავლო მასალებით; სისტემატურად განაახლოს თავისი საინფორმაციო ფონდი სამამულო და უცხოური წყაროების გამოყენების საფუძველზე;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს საშიშ საწარმოო ობიექტებზე გამოყენებული და სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული ტექნიკური მოწყობილობისა და ნაკეთობის ჩამონათვალის შედგენასა და მასში ცვლილებების შეტანაში.
2. ტექზედამხედველობას დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად უფლება აქვს:
ა) არსებული წესის თანახმად შეამოწმოს საზედამხედველო საწარმოები და ობიექტები, გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობა;
ბ) საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში გასცეს ობიექტის ან მისი ცალკეული უბნის მუშაობის გაჩერების მოთხოვნის მიწერილობა, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ინფორმაცია გადასცეს და მისი შესრულება სთხოვოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს;
გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად პასუხისმგებელ პირთა მიმართ შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და დადგენილი წესით აღასრულოს იგი;
დ) საჭიროების შემთხვევაში მასალები გადასცეს საგამოძიებო ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისათვის;
ე) მოისმინოს საშიში საწარმოების ხელმძღვანელთა ინფორმაცია საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევისა და ტრავმატიზმის შესახებ; იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან მიიღოს ახსნა-განმარტება და ტექნიკური დოკუმენტაცია;
ვ) კანონმდებლობით დაშვებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გამოიყენოს სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად;
ზ) ხელშეკრულების საფუძველზე მოამზადოს და გაავრცელოს ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტები, გაუწიოს კონსულტაციები და საინფორმაციო მომსახურება დაინტერესებულ პირებს;
თ) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს სპეციალისტები დროებით სამუშაოდ;
ი)საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგინოს ტექზედამხედველობის ინტერესები სამრეწველო და შრომის უსაფრთხოების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში.
მუხლი 4🔗. ტექზედამხედველობის მართვა
1. ტექზედამხედველობას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის წარდგენით.
2. ტექზედამხედველობის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს საშიში საწარმოო ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებას, ტექზედამხედველობის სამეურნეო საქმიანობას, დაფინანსებასა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; პერსონალურად არის პასუხისმგებელი სამსახურის საქმიანობის სწორად წარმართვის, მის მფლობელობაში არსებული ქონების დაცვის, ფულადი სახსრების მიზნობრივი ხარჯვისათვის;
ბ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს;
გ) წარმოადგენს ტექზედამხედველობას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ტექზედამხედველობის სახსრებს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);
ვ) ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით:
ვ.ა) ამტკიცებს საშტატო ნუსხას, შრომის ანაზღაურების ფონდს;
ვ.ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ტექზედამხედველობის უფროსის პირველ მოადგილეს და მოადგილეს;
ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ტექზედამხედველობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს;
თ) ამტკიცებს ტექზედამხედველობის სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და ყოველწლიური საქმიანობის გეგმებს;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს ტექზედამხედველობის ქონებით, დებს ხელშეკრულებებს სამუშაოების შესრულების თაობაზე, ხსნის ანგარიშებს;
კ) წარმოადგენს ტექზედამხედველობას სახელმწიფო, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში;
ლ) სარგებლობს ამ დებულებით მისთვის მინიჭებული ყველა უფლებით განსაკუთრებული მინდობილობის გარეშე.
3. ტექზედამხედველობის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს უფროსის პირველი მოადგილე ტექზედამხედველობის უფროსის ბრძანების საფუძველზე.
4. ტექზედამხედველობის უფროსს უფლება აქვს მოვალეობებისა და უფლებების ნაწილი ბრძანებით გადააკისროს თავის მოადგილეებსა და სამსახურის სხვა მუშაკებს.
მუხლი 5🔗. ტექზედამხედველობის სტრუქტურა
1. ტექზედამხედველობის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის – ერთი პირველი.
2. ტექზედამხედველობაში იქმნება სათათბირო საბჭო, რომელშიც შედიან ტექზედამხედველობის უფროსი (საბჭოს თავმჯდომარე), მისი მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. სათათბირო საბჭო თავის სხდომებზე იხილავს ტექზე-დამხედველობის საქმიანობის, ტექნიკური ზედამხედველობის სრულყოფის, კადრების შერჩევის საკითხებს, საზედამხედველო საწარმოების ინფორმაციებს საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევისა და ტრავმტიზმის შესახებ.
3. ტექზედამხედველობის სტრუქტურული ერთეულები არიან:
ა) სამთო საწარმოთა ზედამხედველობის სამმართველო – ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს სამთომომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოების, გვირაბების, მიწისქვეშა ნაგებობების (მათ შორის მეტროპოლიტენის) მშენებლობას, რემონტსა და ექსპლუატაციას;
ბ) ბურღვა-აფეთქების სამუშაოთა ზედამხედველობის სამმართველო – ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობას;
გ) ამწე მექანიზმების, საქვაბე დანადგარებისა და თბოელექტროსადგურების ზედამხედველობის სამმართველო – ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ამწე მექანიზმების, საქვაბე დანადგარების, წნევაზე მომუშავე ჭურჭლებისა და მილსადენების, თბოელექტროსადგურებში თბოენერგეტიკული (გარდა ელექტროენერგეტიკული) დანადგარების დამზადებას, მონტაჟს, რემონტსა და ექსპლუატაციას;
დ) ბუნებრივი, თხევადი გაზისა და მაგისტრალური გაზსადენების სისტემების ზედამხედველობის სამმართველო – ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს მაგისტრალური გაზსადენებისა და გაზმომარაგების სისტემების დაპროექტებას, მშენებლობასა და ექსპლუატაციას, თხევადი გაზის (პროპან-ბუტანის) ტრანსპორტირებასა და შენახვა-გამოყენებას, მოძრავი და სტაციონარული საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურების მონტაჟსა და ექსპლუატაციას, გაზის აპარატურის დამამზადებელ და სამონტაჟო საწარმოებს;
ე) საშიში ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველობის სამმართველო – ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს სარკინიგზო ტრანსპორტით გადასაზიდი საშიში ტვირთების მომსახურებასა და გადაზიდვებთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობი-ლობის დამზადებას, რემონტს, მონტაჟს, დიაგნოსტიკასა და ექსპლუატაციას, მოძრაობის უსაფრთხოებისათვის გამოყენებული სისტემებისა და მოწყობილობის ექსპლუატაციას;
ვ) ქიმიურ, მეტალურგიულ და აფეთქებახანძარსაფრთხიან საწარმოთა ზედამხედველობის სამმართველო – ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ქიმიურ, მეტალურგიულ, ნავთობქიმიურ, ქიმიურ-ფარმაცევტულ, ბიოლოგიურ და მიკრობიოლოგიურ საწარმოებს, ბირთვულ, რადიაციულ და სხვა მაიონებელი გამოსხივების მქონე ტექნიკურ მოწყობილობას, მცენარეული ნედლეულის გადამამუშავებელ და შემნახველ საწარმოებს;
ზ) ნავთობისა და გეოლოგიის საწარმოთა ზედამხედველობის სამმართველო – ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ნავთობპროდუქტსაცავებსა და მიღება-გაცემის პუნქტებს, მაგისტრალურ ნავთობ- და ნავთობპროდუქტსადენებს;
თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საწარმოების ზედამხედველობის სამმართველო – ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ საშიშ საწარმოო ობიექტებს;
ი) შრომის უსაფრთხოების საინფორმაციო ცენტრი – უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო და ქვეყანაში არსებული ნორმატიული ბაზის შესწავლას, ანალიზს, მის სრულყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე რეკომენდაციების მომზადებასა და გავრცელებას, შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობას;
კ) ტექნიკური სამმართველო – ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მიერ საზედამხედველო საქმიანობის დაგეგმვის საერთო კოორდინაციას, საშიშ საწარმოო ობიექტებზე ავარიულობისა და ტრავმატიზმის ანალიზს, ამ ობიექტების სახელმწიფო რეესტრისა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებართვების უწყებრივი რეესტრის წარმოებას;
ლ) კადრებისა და იურიდიული სამმართველო – ორგანიზებას უწევს საორგანიზაციო-საკადრო მუშაობას, სამართლებრივი საკითხების შესწავლასა და ანალიზს, უზრუნველყოფს სასამართლოებსა და სხვა ორგანოებში ტექზედამხედველობის წარმომადგენლობას სამართლებრივი საკითხების განხილვისას;
მ) საფინანსო განყოფილება – ახორციელებს საფინანსო გეგმებისა და ბიუჯეტის შემუშავებას, საფინანსო საქმიანობის აღრიცხვასა და ანგარიშგების წარმოებას, საბუღალტრო საქმიანობას.
4. სტრუქტურული ერთეულები დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ ტექზედამხედველობის დებულების, შინაგანაწესის, სამმართველოს დებულებისა და არსებული ინსტრუქციების შესაბამისად.
მუხლი 6🔗. ტექზედამხედველობის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. ტექზედამხედველობის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
2. მაკონტროლებელი ორგანოს თანხმობას საჭიროებს ტექზედამხედველობის მიერ შემდეგი მოქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განხორციელება საჭიროებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობას.
მუხლი 7🔗. ტექზედამხედველობის ქონება
ტექზედამხედველობას მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გადასცემს შესაბამის სახელმწიფო ქონებას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. ტექზედამხედველობის დაფინანსება
1. ტექზედამხედველობის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს შედეგად მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
2. ტექზედამხედველობის მიერ მიღებული ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დაწესებულების დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 9🔗. ტექზედამხედველობის საბუღალტრო ანგარიშგება
1. ტექზედამხედველობა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება და შეადგინოს ბალანსი.
2. ყოველწლიურად, ასევე მოთხოვნისთანავე ტექზედამხედველობა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს.
3. ტექზედამხედველობის წლიურ ანგარიშს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი, რომლის სათანადო ხარჯებს ანაზღაურებს ტექზედახედველობა.
მუხლი 10🔗. ტექზედამხედველობის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ტექზედამხედველობის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე.