გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.161.016050
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110412018, 18/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

ქ. გარდაბანი

2011 წლის11 აპრილი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებდადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა :

მუხლი1

შეტანილ ი ქნეს ცვლილება ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს2011წლის28თებერვლის №5დადგენილების მე-3 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 31 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.“.      

მუხლი2

შეტანილ ი ქნეს ცვლილება ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს2011წლის28თებერვლის №5დადგენილების დანართის მე-4 და მე-7მუხლებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი  4.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

 

 

 

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სათიბები  (მათ შორის გაკულტურებული)

17

2

საძოვრები(მათ შორის გაკულტურებული)

16

3

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ებ ი

3

4

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები

50

5

კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო დასხვ.) მიწები

72

მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განმსაზღვრელი ტერიტორიული კოფიციენტი:

ა) ცენტრალური ზონისთვის (ქ.გარდაბანი დ.აღმაშენებლის ქუჩა)– 1.2;

ბ) შუალედური ზონა (ქ. გარდაბნის დანარჩენი ქუჩები) – 1.0

ბ) პერიფერიული ზონისთვის (სოფლები და სოფლებს შორის არეალი)– 0.8

2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონების გადასახადის განაკვეთი ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს:

 

 

 

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

ცენტრალური ზონა                       (ქ.გარდაბ ანი დ.აღმაშენებლის ქუჩა)

0,24

1,2

0,288

2

შუალედური ზონა (ქ.გარდაბნის დანარჩენი ქუჩები)

0.24

1.0

0.24

3

პერიფერიული ზონა (სოფლები და სოფლებს შორის არეალი)

0,24

0.80

0,192

 

3. მე-8მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი3

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი4

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. N14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან3 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი