გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებულ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
ქ. გარდაბანი
2011 წლის11 აპრილი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებულ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილების დანართ №1–ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი№1
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი(შემდგომში– „მიწის ნორმატიული ფასი“) ქ. გარდაბნის ტერიტორიაზე გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMGXITLXCXK, სადაც:
ა) CN– არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMGM–Gარის ქ. გარდაბნის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,52-ს;
გ) ITL– არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
გ.ა) ცენტრალური ზონისთვის (ქ.გარდაბნის დ.აღმაშენებლის ქუჩა)– 1.2-ს;
გ.გ) შუალედური ზონა (ქ.გარდაბნის დანარჩენი ქუჩები) – 1.0;
გ.ბ) პერიფერიული ზიანისთვის (სოფლები და სოფლებს შორის არეალი)– 0.8-ს;
დ) C-არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K–არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 70-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
| IMG | ITL | C | K | CN (ლარი) | |||
| ცენტრალური ზონა(ქ.გარდაბნის დ.აღმაშენებლის ქუჩა) | |||||||
| 0,52 | 1.2 | 0.24 | 70 | 10.4832 | |||
| შუალედური ზონა (ქ.გარდაბნის დანარჩენი ქუჩები) | |||||||
| 0.52 | 1.0 | 0.24 | 70 | 8.736 | |||
| პერიფერიული ზონა(სოფლები და სოფლებს შორის არეალი) | |||||||
| 0.52 | 0.8 | 0.24 | 70 | 6.9888 | |||
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 6.1152 ლარს.“
მუხლი 2
დადგენილებაძალაშიშედისგამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი