საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2934
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.04.001.001.363
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 20/08/2003

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ.107) 129-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლებიც ეხება საარჩევნო კომისიისა და მისი აპარატის შემადგენლობაში მხოლოდ იმ პირის დანიშვნის/არჩევის შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ამოქმედდეს 2004 წლის 1 მაისიდან, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისა და საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომლებისათვის – 2005 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს ცენტრალური ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც 2004 წლის 1 მაისამდე, ხოლო აპარატის თანამშრომელს, რომელსაც 2005 წლის 1 იანვრამდე მიღებული არ ექნება საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უფლებამოსილება შეუწყდება შესაბამისად, 2004 წლის 1 მაისიდან ან 2005 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2004 წლის 15 თებერვლიდან 1 მაისამდე უნდა უზრუნველყოს ზემოთ აღნიშნული კომისიების წევრთა სერტიფიცირება.“. 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 12 აგვისტო.

№2934-რს 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.08.2003.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 12.08.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2934. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.020.04.001.001.363.
სად არის „საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.08.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, №2934, 12.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.04.001.001.363 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.08.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12874/