ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის თაობაზე საქართველოს პოზიციის შემუშავებისა და ევროპის მხარესთან მოლაპარაკებისათვის კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 11.07.2005
ძალის დაკარგვა 10.07.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №112
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 82, 13/07/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის თაობაზე საქართველოს პოზიციის შემუშავებისა და ევროპის მხარესთან მოლაპარაკებისათვის კომისიის შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 46.3pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №112
2005 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის თაობაზე საქართველოს პოზიციის შემუშავებისა და ევროპის მხარესთან მოლაპარაკებისათვის კომისიის შექმნის შესახებ
1. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის თაობაზე მოლაპარაკებისას საქართველოს პოზიციის შემუშავებისა და ევროპის მხარესთან მოლაპარაკების წარმართვის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის თანათავმჯდომარე
გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, კომისიის თანათავმჯდომარე
დავით ამაღლობელი – საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
თამარ ბერუჩაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ბიძინა ბრეგაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
მინდია გადაევი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
დავით გვათუა – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე
მირიან დეკანოიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
გიორგი ვოლსკი – კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
ირაკლი ლაითაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის მდივანი
ვახტანგ ლეჟავა – რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი
ზაალ ლომთაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
ზურაბ ნეფარიძე – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე
ვასილ სიხარულიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
კახა სიხარულიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ეკატერინე ტყეშელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
თამარ ქვარიანი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
არჩილ ყარაულაშვილი – ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი, კომისიის მდივანი
ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე
ლევან ჯუღელი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ს. ზურაბიშვილმა უზრუნველყოს ევროკავშირის მხარესთან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის შესახებ მოლაპარაკების პროცესის საერთო ხელმძღვანელობა და წარმართვა.
3. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გ. ბარამიძემ უზრუნველყოს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის თაობაზე საქართველოს პოზიციის შემუშავების პროცესის საერთო ხელმძღვანელობა და წარმართვა.
4. დამტკიცდეს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის თაობაზე საქართველოს პოზიციის შემუშავებისა და ევროპის მხარესთან მოლაპარაკებისათვის შექმნილი კომისიის თანდართული დებულება.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის თაობაზე საქართველოს პოზიციის შემუშავებისა და ევროპის მხარესთან მოლაპარაკებისათვის შექმნილი კომისიის დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის თაობაზე საქართველოს პოზიციის შემუშავებისა და ევროპის მხარესთან მოლაპარაკებისათვის კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია ამ დადგენილებით.
2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
II. კომისიის ამოცანები და ფუნქციები
კომისიის ამოცანები და ფუნქციებია:
1. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის თაობაზე საქართველოს პოზიციის შემუშავება და ამ მიზნით საქართველოს სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობა.
2. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ევროპის მხარესთან თანამშრომლობა.
III. კომისიის უფლება-მოვალეობანი
კომისია უფლებამოსილია:
1. განიხილოს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის საკითხები და მოამზადოს შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტები საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად.
2. საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის საჭირო ყველა სახის ინფორმაცია.
3. კომისიის ორივე თანათავმჯდომარის გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიის კომპეტენციის ფარგლებში, კონკრეტული რეკომენდაციების მომზადების მიზნით საქართველოს სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის, სხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისაგან შექმნას მუდმივმოქმედი და დროებითი სამუშაო ჯგუფები, განახორციელოს მათი საქმიანობის კოორდინაცია.
4. მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
IV. კომისიის მუშაობის ორგანიზება და რეგლამეტი
1. კომისიას ჰყავს ორი თანათავმჯდომარე:
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის თანათავმჯდომარე პასუხისმგებელია ევრო-კავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ევროპის მხარესთან თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობისა და წარმართვისათვის.
3. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში პასუხისმგებელია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის თაობაზე საქართველოს პოზიციის შემუშავების პროცესის საერთო ხელმძღვანელობისა და წარმართვისათვის.
4. კომისიის სხდომას უძღვება ერთ-ერთი თანათავმჯდომარე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
5. კომისიის სამდივნოს ფუნქციებს (კომისიის სხდომების ორგანიზება და გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლი) ასრულებს ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
6. კომისიის სხდომების დღის წესრიგს კომისიის სამდივნოს წარდგინებით ამტკიცებს კომისიის ორივე თანათავმჯდომარე.
7. კომისიის სხდომაზე საკითხის წარდგენის უფლება აქვთ კომისიის ყველა წევრს, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, კომისიის სამდივნოს წარდგინებით და კომისიის ორივე თანათავმჯდომარის გადაწყვეტილებით სხვა პირებს, რომლებიც სპეციალურად მოიწვევიან სხდომაზე.
8. კომისიის სხდომის გამართვამდე 4 დღით ადრე შესაბამისი სამინისტროები, უწყებები ვალდებული არიან წარუდგინონ კომისიის სამდივნოს მზა მასალები სხდომაზე განსახილველად.
9. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
10. საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად კომისიის ორივე თანათავმჯდომარის გადაწყვეტილებით სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში.
11. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
12. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
13. კომისიის სხდომის ოქმსა და კომისიის თანათავმჯდომარეთა შესაბამისი დავალებების რეზოლუციებს აფორმებენ და ხელმოსაწერად ამზადებენ კომისიის მდივნები.
14. საოქმო ჩანაწერები ეგზავნებათ კომისიის წევრებსა და სხვა შემსრულებლებს.
15. კომისია იკრიბება თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომის მოწვევა ხდება კომისიის თანათავმჯდომარისა და კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.
V. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა
კომისიის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.