⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.03.2006)
გაუქმებულია:

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა ლიცენზირების წესებისა და პირობების შესახებ

მიღების თარიღი 29.07.2005
ძალის დაკარგვა 31.03.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №121
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 89, 01/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,679 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.07.2005 მიღება
31.03.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა ლიცენზირების წესებისა და პირობების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №121 2005 წლის 29 ივლისი ქ. თბილისი „ლიცენზიებისა და ნებართვების    შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა ლიცენზირების წესებისა და პირობების შესახებ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 ივნისის №108 დადგენილების მე-3 პუნქტის შესაბამისად: 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) გასცემს შემდეგ ლიცენზიებს: ა) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზია: ა.ა) დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეცი­ალური ლიცენზია; ა.ბ) საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზია; ა.გ) საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპე­ციალური ლიცენზია; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია; გ) დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმია­ნობის (გარდა დამატებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობისა) ლიცენზია; დ) საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია; ე) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია. 2. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად „ლიცენ­ზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად სამინის­ტროს უნდა წარუდგინოს: ა) ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წესდება; ბ) საგანმანათლებლო/სააღმზრდელო პროგრამები. წარდგე­ნილი პროგრამები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ბ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური, მათ შორის დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგად­საგანმა­ნა­თლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზიების მისაღებად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი სასკოლო სასწავლო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს სათანადო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმას და მასში დასახულ მიზნებს; ბ.ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენ­ტებში მოყვანილი უნდა იყოს: ბ.ბ.ა) თითოეული საფეხურის სასწავლო გეგმა მოდულების მიხედვით; ბ.ბ.ბ) სპეციალობების ჩამონათვალი მისაღწევი აკადემიური ხარისხის ჩვენებით და თითოეულ საფეხურზე სწავლების ვადის მითითებით; ბ.ბ.გ) საათების განაწილება მოდულების მიხედვით, საგნების ჩამონათვალი, სათანადო კრედიტების ან აკადემიური საათების მითითებით, შეფასების ფორმები; ბ.ბ.დ) მოდულებში შემავალი სასწავლო კურსების მოკლე აღწერა (მინიმუმ 50 სიტყვა); ბ.ბ.ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სა­სწავ­ლო გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს მინიმუმ 60 კრე­დიტი (დროის ერთეულში სტუდენტის დატვირთვის მოცულობა) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში; ბ.გ) დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენ­ზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლის მიერ სპეციალობების მიხედვით წარდგენილი სასწავლო პროგრამები უნდა შეესა­ბამებოდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტროს მიერ დამტკიცებულ სტანდარტებს; ბ.დ) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ პროგრამაში აღწერილი უნდა იყოს სწავლების მეთოდიკა და დღის წესრიგი; გ) ინფორმაცია პედაგოგიური პერსონალის რაოდენობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე ძირითადი და დამატებითი სამუშაო ადგილების შესახებ. ლიცენ­ზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ მონაცემებს დასაქმებული კადრების თაობაზე თან უნდა ერთოდეს დაწესებულების მიერ შესაბამისი საქმიანობისათვის ლიცენზიის მიღების პირობით კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრუ­ლებები. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ პირობებს: გ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური, მათ შორის დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადსაგან­მანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი დაწესებულება უნდა დაკომპლექტდეს უმაღლესი პედაგოგიური განათლების ან შესაბამისი უმაღლესი, არასრული უმაღლესი ან პროფესიული განათლების მქონე პედა­გოგიური კადრებით; გ.ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად დაწესებულებაში დასაქმებული აკადემიური პერსონა­ლი უნდა აკმაყოფილებდეს წარდგენილ მოთხოვნათაგან ერთ-ერთს: – ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი; – ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული ხარისხი; – სწავლობდეს დოქტორან­ტურის პროგრამით იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე­ბულებაში; გ.გ) დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა პედაგოგს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ხოლო საწარმოო სწავლების ოსტატს (სასწავლო პრაქტიკის მასწავლებელს) – შესაბამისი პროფესიული განათლება ან ხუთ წელზე მეტი სათანადო პრაქ­ტი­კული გამოცდილება; გ.დ) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქ­მიანობის ლიცენზიის მისაღებად დაწესებულებაში დასაქმე­ბულ აღმზრდელებს უნდა ჰქონდეთ საშუალო პროფესიული ან უმაღ­ლესი განათლება; დ) ინფორმაცია შემდეგ მატერიალურ-ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შესახებ: დ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზიის, მათ შორის დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზო­გად­საგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზიების მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემ­დეგ პირობებს და ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დამა­დასტურებელი დოკუმენტაცია: დ.ა.ა) ლიცენზიის მაძიებელს ერთ მოსწავლეზე უნდა ჰქონ­დეს სულ ცოტა 4 მ​2 არასაცხოვრებელი ფართობი, სადაც მიმდინარეობს საგაკვეთილო მუშაობა (კლასი, კაბინეტი, სპორტუ­ლი დარბაზი და სხვ.). შენობა-ნაგებობის ფართობის ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სულ ცოტა 6 წლის ვადით; დ.ა.ბ) ლიცენზიის მაძიებელს უნდა ჰქონოდეს მოსწავლეთა დადგენილი რაოდენობის შესაბამისი სასწავლო დანიშნულების ნივთები: მერხები, სკამები, დაფები ან მათი შემცვლელი სხვა საშუალებები; დ.ა.გ) ლიცენზიის მაძიებელს უნდა ჰქონდეს სხვა მატე­რიალური საშუალებები, რომლებიც საჭიროა სასკოლო სასწავ­ლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად; დ.ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემ­დეგ პირობებს და ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დ.ბ.ა) ლიცენზიის მაძიებელს უნდა ჰქონდეს სულ ცოტა 1000 მ​2 საერთო ფართობი. შენობა-ნაგებობის ფართობის ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სულ ცოტა 6 წლის ვადით; დ.ბ.ბ) ლიცენზიის მაძიებელს ერთ სტუდენტზე უნდა ჰქონდეს სულ ცოტა 4 მ​2 სააუდიტორიო ან/და სალაბორატორიო ფართობი. შენობა-ნაგებობის ფართობის ფლობისა და სარგებ­ლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სულ ცოტა 6 წლის ვადით; დ.ბ.გ) ლიცენზიის მაძიებელს უნდა ჰქონდეს ბიბლიოთეკა, ერთ სტუდენტზე არანაკლებ 10 დასახელების წიგნისა; დ.ბ.დ) ლიცენზიის მაძიებელი უნდა ფლობდეს 15 სტუდენტზე სულ ცოტა 1 კომპიუტერს; დ.ბ.ე) ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია წარადგინოს სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული აუდიტორიების, კაბი­ნეტ-­­ლაბორატორიების, პრაქტიკული სწავლების ბაზის, კლინიკის, სახელოსნოს და სხვა ობიექტების ფლობისა და სარგებლობის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით სულ ცოტა 6 წლის ვადით გაფორმებული დოკუმენტი; დ.გ) დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმია­ნობის ან/და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს და ვალდებულია წარა­დგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დ.გ.ა) ლიცენზიის მაძიებელს ერთ მოსწავლეზე უნდა ჰქონდეს სულ ცოტა 4 მ​2 არასაცხოვრებელი ფართობი, სადაც მიმდინარეობს შესაბამისი პროფესიული მომზადება. შენობა-ნაგებობის ფართობის ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სულ ცოტა 3 წლის ვადით; დ.გ.ბ) ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია წარადგინოს სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო კაბინეტ-ლა­ბორატორიების, პრაქტიკული სწავლების ბაზის, კლინიკის, სახელოსნოს, ინსტრუმენტებისა და სხვა ობიექტების ფლობისა და სარგებლობის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით სულ ცოტა 3 წლის ვადით გაფორმებული დოკუ­მენტები. დ.დ) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ, აგრეთვე შეზ­ღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს და ვალდებულია წარადგი­ნოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დ.დ.ა) ლიცენზიის მაძიებელს ერთ აღსაზრდელზე უნდა ჰქონ­დეს სულ ცოტა 8 მ​2 საცხოვრებელი ფართობი. შენობა-ნაგე­ბობის ფართობის ფლობისა და სარგებლობის უფლება დადას­ტურებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სულ ცოტა 6 წლის ვადით; დ.დ.ბ) ლიცენზიის მაძიებელს უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა დადგენილი რაოდენობის შესაბამისი სასწავლო დანიშნულების ნივთები: სპორტული ინვენტარი, სათამაშოები, მერხები, სკამები, დაფები ან მათი შემცვლელი სხვა ნივთები; დ.დ.გ) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ერთ აღსაზრდელზე გამო­ყოფილი 1 ტუმბო და საწოლი, 4 აღსაზრდელზე გამოყოფილი 1 კარადა; დ.დ.დ) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს 10 ბავშვზე სულ ცოტა 2 ხელსაბანი და ყოველ 20 ბავშვზე – 3 საშხაპე; დ.დ.ე) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 იზოლი­რებული ოთახისა კარანტინისათვის; დ.დ.ვ) საძინებელ ოთახში განთავსებული უნდა იყოს არა უმეტეს 10 ბავშვისა; დ.დ.ზ) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს შეზღუდული შესა­ძლებლობების მქონე აღსაზრდელთა თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობები; ვ) შენობის სიტუაციური გეგმა სართულების მიხედვით. 3. ის შენობა-ნაგებობები, სადაც უნდა განხორციელდეს საგან­მა­ნათლებლო/სააღმზრდელო საქმიანობა, უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს. ლიცენზიის მაძიებლის ნაცვლად ინფორმაციას სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ მოიპოვებს ლიცენზიის გამცემი. 4. საგანმანათლებლო/სააღმზრდელო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ლიცენზიით გათვა­ლისწინებული საგანმანათლებლო/სააღმზრდელო პროგრამების განსახორციელებლად, მოსწავლეებსა და სტუდენტებს უნდა უქმნიდეს შესვენებისა და ფიზიკური განვითარების, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებსა და სტუდენტებს – თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობებს. 5. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ლი­ცენზიის გამცემის მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს ლიცენ­ზიის გამცემს. 6. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია ლიცენზიის მაძიებლის მიერ ლიცენზიის გამცემ ორგანოში ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ დოკუმენტაციაში არასწორი ან/და არასრული ინფორმაციის არსებობა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დაუკმაყოფილებლობა. 7. სამინისტრო გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის თა­ობაზე იღებს ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექ­სის” IX თავით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაცუილი წარმოების წესითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 8. ამ დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობის ლიცენ­ზიის გაცემისას სამინისტრო უფლებამოსილია გაზარდოს ადმინისტრაციული წარმოების ვადა 3 თვემდე, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი. 9. ლიცენზიის გაცემაზე სამინისტროს უარი ლიცენზიის მაძიებელმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში საქართვე­ლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. ლიცენზიის გამცემი, აგრეთვე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე სხვა ადმინისტრაციული ორგანო, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” გათვალისწინებული წესით უფლებამოსილია ადგილზე შეამოწმოს ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო განცხადებაში მითითებული მონაცემების სისწორე და მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. 11. ყველა ის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწე­სე­ბულება, რომლებიც ლიცენზირებას ექვემდებარება ,,ლიცენ­ზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და რომლებიც კანონის მიღებამდე საქმიანობას ახორცი­ელებდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, ჩაითვლებიან ლიცენზირებულად. 12. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელმაც მიიღო ლიცენზია, ითვლება ახალდაფუძნებულად მის მიერ აკრედიტაციის გავლამდე, მაგრამ სულ ბევრი მისი საქმიანობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში. ახალდაფუძნებული ლიცენზი­რებული საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს კანონ­მდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით უთანაბრდება აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და მასში ჩარიცხვა ხორცი­ელდება „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესის შესაბამისად. 13. საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა შეიძლება განახორციელოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული რამდენიმე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობა. 14. „საგანამანათლებლო და სააღმზრდელო დაწესე­ბულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე ლიცენზირებულმა საგანმანათ­ლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა, აგრეთვე ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე შექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა 2006-07 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის ამ დადგე­ნილებით განსაზღვრულ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა. 15. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 20 მაისის №245 ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 27.05.2005, №64, მუხლი 680🔗) „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივების დამტკიცების შესახებ”. 16. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი